ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2014


,,მე" და ,,შენ"

,,მე ბიჭი ვარ, შენ-გოგონა.
შენ მერწყული, მე კი ვერძი."
-მიხსნი, რატომ დამიწუნე
შენთვის მორთმეული კერძი.

,,ჩემთვის შენ სულ ლამაზი ხარ,
მაპატიე... რა ვქნა აბა.."
ახლა -რატომ ვერ შენიშნე
ჩემი ,,სულ ახალი“ კაბა.

,,ოღროჩოღრო გზები იყო,
მოვიწევდით რამეს ამ სვლით..."
მიხსნი როცა მე მინდოდა
შენ საჭესთან რად არ დამსვი.

ჯერ პირველი საღამოა
აღებული შვებულების...
ვწევართ სოფლის ,,ლეჟანკაზე“,
წამწამჩამოშვებულები.

ნიკაპამდე ვიწვდი მუხლებს,
შენ უკნიდან მკოცნი მხარზე,
გეშინია გაღიმების
ჩემი სახის დანახვაზე.

ათენებ და ფიქრობ თავში
ქვა იხალო თუ აგური....
და ოთახის ბნელ კუთხეში
სთვლემს პირღია სათაგური...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები