 | ავტორი: ხატი ა ჟანრი: პროზა 18 მაისი, 2014 |
ისღა დამრჩენია საკუთარი თავი რამით ვინუგეშო, თუმცა რატომღაც მხოლოდ ის მახსენდება მთელი დღის მშიერმა ჯიბეში საგულდაგულოდ ამოქექილი ხურდა რომ გავუწოდე ფუნთუშის გამყიდველს, ლაპარაკში გართულმა კი ტკიცინა ქაღალდის ფული მომიბრუნა უკან და როცა შეცდომაზე მივუთითე, ისე გამომგლიჯა ხელიდან ფული შევტორტმნდი და უკანასკნელი ხურდებით ნაყიდი ფუნთუშა ხელიდან გამისხლდა და ტალახში ჩავარდა ან და კიდევ, როცა პირველად ჩამოვედი დედაქალაქში ბიძაშვილების სახლისკენ გავწიე, შინ მხოლოდ ბიცოლა დამხვდა. მან ბევრი რამ მკითხა, მე კი დაღლილს თან გამოუძინებელს შიგადაშიგ მამთქნარებდა და დივანზე მჯდარი ისეთი მტკიცე დაძაბულობით ვაკავებდი თვალებს, რომ არ დამხუჭვოდა მალე ტკივილმა შემაწუხა, მაგრამ მაინც ვიცინოდი როცა ბიცოლას სიცილის ხმა მესმოდა. მსგავსი დაღლილობა ცხოვრებაში კიდევ ერთხელ განმიცდია, როცა მიყოლებით რამდენიმე დღე არ მეძინა...პარადოქსი კი ის არის, რომ იმ ხანებში დასასველებლად ვიმყოფებოდი კურორტზე, სახლში კი იდეალურად დაღლილი დავბრუნდი. ჩემი ტვინის რომელიღაც უჯრედებში ცოცხლად არის შემონახული ლურჯი ტბა, დილის ნისლი, პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც ხუთ კოვზ ყავას ვხსნიდი და იქაური დიასახლისის პატარა ბავშვები, რომლებიც ყოველდღე მეყოლებდნენ ზღაპრებს. აქ კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის გახლავთ, რომ არ მეძინა არც დღე, არც ღამე და ზემოთ ნახსენები პოლიეთილენის ბოთლიდან ვსვამდი ყავას... ახლა რელიგიური ფილოსოფიაც ვეღარ ზემოქმედებს ჩემზე...ლუი ყოველთვის იქექებოდა მსგავს წიგნებში და მერე მუდმივად საეჭვო განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ მე მისგან განსხვავებით ვერც ანსელმ კენტერბერიელის ცნებას გავუგე და ვერც ანსლმოს, რომლის მიხედვითაც ღმერთი მაქსიმალურად სრულყოფილი არსებაა. მისი სრულყოფილება კი უკვე მის არსებობას გულისხმობს, ვინაიდან სრულყოფილი არსების ცნებიდან აუცილებლობით გამომდინარეობს თურმე ღვთის არსებობა. მიხარია, რომ ამგვარი „ფუფუნებით“ ბევრი არ ინტერესდება და როგორღაც ბიბლიასაც ჯერდებიან. ლუი ჩემი მეტად ორიგინალური თეორიებითა და დებულებებით გაბრაზებული ბევრჯერ ბავშვივით გამბუტვია. (ზოგჯერ მგონია სწორედ საკუთარი ორიგინალობა შემიწირავს) დაე ვიყო, როგორც ამას ლუი იტყოდა „ეპისტემოლოგიურად დაეჭვებული“ სუბიექტი, რომელსაც ობიექტურად ერჩივნა ღვთის ამგვარი არსებობის დაჯერებას ჩვენი მეზობლის მარიკოს თეორიები „სამყაროს შემთხვევითი“ შექმნის შესახებ. მეტიც ახლა რომ ვუკვირდები მგონი მეც ვეთანხმები. საერთოდ უკვე შემთხვევითობების ძალიან მჯერა და არაა გამორიცხული რომ ადამიანებიც ასე შემთხვევით შევიქმენით შემოქმედის შემთხვევითი იდეის წყალობით. რომ არა ეს შემთხვევით განხორციელებული იდეა, მჯერა გორილას ამაზრზენს აღარ გახდიდა ადამიანთან მსგავსება....ადამიანებს არა მარტო მოყოლილი ამბების გაზვიადება გვჩვევია,არამედ საკუთარ როლებისაც. ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, ყველაფერი შემთხვევით შეიქმნა გარდა ლორის შებრაწული ნაჭერისა, რომელიც სადილობის წინ ჩვენს თეფშებზეა მოთავსებული. რა თქმა უნდა, რელიგიური რწმენაც კარგი რამეა...თუნდაც იმიტომ რომ ბევრ რამეში გვეხმარება მაგალითად მოჩილებაში, ეს რომ არა, მერე გენახათ თქვენ ქაოსი და სიბინძურე..პირველ რიგში კი ყველა მორწმუნეს პასუხისმგებლობას აკისრებს, რომელსაც ბევრი წირვის შემდეგ მეძავებთან ან ლოთებთან იყოფს, თუმცა არცერთის წინააღმდეგი არ ვარ, გარდა რწმენაში რწმენის ნაკლებობისა. . . მე გაურეცხავი ჭიქა ნიჟარაში ჩავუძახე და მხოლოდ ახლაღა გამახსენდა რომ ტანზე კვლავ პალტო მეცვა. სასწრაფოდ გავიხადე და ხელმისაწვდომ ადგილზე მივაგდე, დედაჩემს სულ ვაბრაზებდი ჩემი თანდაყოლილი თვისებით, რომელიც გოგოს მეტისმეტად არ შვენის. საერთოდ მე ადამიანების გაბრაზების გამონაკლის ნიჭს ვფლობ, ასევე საკუთარ თავზე, ჩემგან დამოუკიდებლად მითების შექმნის ნიჭსაც. ერთ-ერთი მითი ჩემს შესახებ: ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი ვარ, რადგან კრიზისის ხანა დამიდგა და მეორე ინტელექტუალი ვარ, რადგან სათვალეს ვატარებ ხოლმე. არანეკლებ ნიჭს ვამჟღავნებ, რომ მავანს გაქნილი გაიძვერა ვეგონო, რომელიც ხშირადაა დაკავებული სხვისი გულების დამსხვრევით. განსაკუთრებით ამას მაშინ ვხვდები, როცა ბიჭებს ვესაუბრები. მეც არ ვაყოვნებ: ერთი თქვენიც... და მზადაა კიდევ ახალი აღმოჩენაც, რომ საშინლად თავხედი ვარ. დიახ, მე ნამდვილად მრავალმხრივად ნიჭიერი ვარ! მიგდებულ პალტოს გულგრილად ავუარე გვერდი და კომპიუტერთან მოვკალათდი ჩიფსებით და ჩემი ბრწყინვალე იდეის განხორციელებას შევუდექი: X პიროვნებას დაუყოვნებლივ ესაჭიროება N რაოდენობის თანხა, მსურველმა Y- მა დაუკავშირდეს სასწრაფოდ და მათ გადაეცემათ N კუბი მადლობა X-გან. ტექსტი ავკრიფე და მაშინვე facebook-ზე დავპოსტე, პარალელურად N კუბი ბოდიშის მოხდით ჩიფსები გადავუძახე ჩემს ხახაში.
(ვაგრძელებ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. არის აქ რაღაც რაც გიბიძგებს განაგრძო კითხვა
წარმატებებიი :) არის აქ რაღაც რაც გიბიძგებს განაგრძო კითხვა
წარმატებებიი :)
8. ახალბედა და ახალგაზრდა ავტორის ნაწერს ჰგავს
იქამდე ცოტა გაიწელა, ბოლოში საერთოდ მეზედმეტა
პასმოტრიმ =) ახალბედა და ახალგაზრდა ავტორის ნაწერს ჰგავს
იქამდე ცოტა გაიწელა, ბოლოში საერთოდ მეზედმეტა
პასმოტრიმ =)
7. დიდი მადლობა ჭა აზრის გამოთქმისთვის :*
დიდი მადლობა ჭა აზრის გამოთქმისთვის :*
6. კარგად წერ...5 მომწონს შეფარული ცინიზმიც...იმიტომ რომ ვხვდები, ავტორი ჯერ ძიებაშია საბოლოო აზრის ჩამოყალიბებამდე და არის საოცრად გულწრფელი... მე კი გასაკუთრებულად მომწონს ასეთი ნაწერები, სადაც ეს პროცესი იგრძნობა, თუ ნიჭიერია ავტორი ხომ , მით უფრო...:-*
კარგად წერ...5 მომწონს შეფარული ცინიზმიც...იმიტომ რომ ვხვდები, ავტორი ჯერ ძიებაშია საბოლოო აზრის ჩამოყალიბებამდე და არის საოცრად გულწრფელი... მე კი გასაკუთრებულად მომწონს ასეთი ნაწერები, სადაც ეს პროცესი იგრძნობა, თუ ნიჭიერია ავტორი ხომ , მით უფრო...:-*
5. ჰო მაგ წინდადადების მეც არ მესმის კარგად, პირველი ვერსიაა ეს და რაღაცეები მერე ჩასწორდება, რა თქმა უნდა თუ გაგრძელდა :D :D
:* ჰო მაგ წინდადადების მეც არ მესმის კარგად, პირველი ვერსიაა ეს და რაღაცეები მერე ჩასწორდება, რა თქმა უნდა თუ გაგრძელდა :D :D
:*
4. ბოლო აბზაცი ვერ მივხვდი,.
კარგი იყო, წინაზე უფრო მომეწონა. ვეთანხმები მე-3 კომენტარს : ))
:* ბოლო აბზაცი ვერ მივხვდი,.
კარგი იყო, წინაზე უფრო მომეწონა. ვეთანხმები მე-3 კომენტარს : ))
:*
3. ,,არცერთის წინააღმდეგი არ ვარ, გარდა რწმენაში რწმენის ნაკლებობისა''. აქ ყველაზე მართალი ხარ. :) წარმატებები! ,,არცერთის წინააღმდეგი არ ვარ, გარდა რწმენაში რწმენის ნაკლებობისა``. აქ ყველაზე მართალი ხარ. :) წარმატებები!
2. ჩავასწორე :)) ჩავასწორე :))
1. აბზაცები დაიცავით რა. წერასაც ხომ თავისი კულტურა აქვს. დაეზარებათ კითხვა.
აბზაცები დაიცავით რა. წერასაც ხომ თავისი კულტურა აქვს. დაეზარებათ კითხვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|