ჟანმიშელი ჩემი ფრანგი დამქირავებელია.რამდენიმე ობიექტი აქვს თბილისში. მე და ჩემი სამეგობრო მასთან ყველანაირ საქმეს ვაკეთებთ: დენი, გაყვანილობა, რემონტი...რა ვიცი, ყველაფერს, რაც მოუნდება იმ დედააფეთქებულს, რას იზამ, კარგადაც გვხმარობს, მაგრამ კარგადაც გვიხდის ...პირველად როცა ჩამოვიდა, ცოტა რუსული იცოდა თურმე და მხოლოდ ინგლისურად ბაზრობდა.ახლა ქართულადაც ლაპარაკობს და რუსულადაც.მეც რაღაცას ინგლისურს ვამტვრევ...რუსულად მხოლოდ სამი სიტყვა ვიცი: იდი სუდა და უხადი ატ სუდა....ესეც რომელიღაც ფილმიდან დამამახსოვრდა.ხოდა, როცა ჟანმიშელმა მითხრა, პანედელნიკ კტო მნე პამოჟეტო ვდაჩეო, დედაჩემს ვკითხე, რომელი დღე იყო პანედელნიკი... მანამდეც ვიყავით მასთან მე და ტულო , აგარაკს არემონტებდა. მაშინ პირველად ჩაგვიჯდა მანქანაში . საჭესტან ტულო იჯდა და მე ვითომ,სხვათაშორის, ვთქვი: ---ჟანმიშელ, ტულოს პრავა არ აქვს მეთქი... ჟანმიშელს გააძოძგინა. ხელი კარგად ჩასჭიდა სახელურს და არ განძრეულა.ჩვენ კი სულელებივით ვიცინოდით. არადა ტულო ათი წლიდან ატარებს მანქანას და თუ დასჭირდა, ბეჭედში აძვრენს, მაგრამ ისეთი ბალთაყვაა, პრავის აღება ვერ მოახერხა, თეორიაში სამჯერ ჩაიჭრა , ამიტომ ქალაქში საჭესთან მე მსვამს.ჯანმიშელი კი კანონმორჩილი ფრანგია (ერთი მაგის იტალიელი დედაც) და პრავისყდიანი მძღოლი ურჩევნია, ნაღდ მაღვალაკს.
მის აგარაკზე სხვა დროსაც გვიმუშავია, ხელფასს ხელზე გვაძლევს , სიგარეტს გვყიდულობს და უარს არ ვეუბნებით. იმ დილითაც იყიდა პროდუქტი , ჩამსვა თავის SUBARU-ში და წყნეთში ამიყვანა. მე მისი სახლის განლაგება ზუსტად ვიცი, ამიტომ წინ დამიდო კაბელები და მე გაყვანილობა უნდა გავიყვანო. ამ შაკალმა ყველა ოთახის კარი ღია დამიტოვა , გარდა ერთისა, რომელიც ქვემოთ სართულში დაკეტილი დატოვა.სახლი მისია, უნდა დაკეტავს, უნდა გააღებს, მაგრამ მთელ დღეს იქედან ფხაკუნი მესმოდა და ამან გამაგიჟა...
საღამოს ამოვიდა, ფული გადამიხადა და ტაქსით წამოვედი.დავაპირე კითხვა, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე და შევეშვი... რა ჩემი საქმეა. საღამოს ბიჭებმა, როგორც ყოველთვის, დავლიეთ, საკმაოდ მაღალ გრადუსში ვიყავი , როცა სახლში ავედი და წამოვწექი. ისისაა თვალი წამეხუჭა, ჯანმიშელის აგარაკზე დაკეტილი ოთახის საკეტი დამიდგა თვალწინ, მერე ფხაკუნიც გარკვევით ჩამესმა.
დამეწყო ფანტაზიები და რა დამეწყო...
პირველად იქ ფრანგი ან სულაც ქართველი გოგონა წარმოვიდგინე.პირზე სკოჩი აქვს ახვეული, ტყავის სექსუალური აქსესუარები ჩაუცმევია ჟანს და ღამღამობით ქამრის ტყლაშარტყლუშის ხმა ისე ძლიერად ისმის ჰაერში, წუილი აგერ ჩამესმის ყურთან მეც. საწყალ გოგოს აიძულებს, მისი ფანტაზიები დააკმაყოფილოს...
მეორე ვერსიით, კაი ჯანმრთელი ქართველი ანდა თურქი კაცი ყავს ჯაჭვით დაბმული და საღამოობით საჭმელს, როგორც მონას ისე აჭმევს და თავის სადომაზოხისტურ სურვილებს ამით იკმაყოფილებს...
მესამე ვერსიაც გამიჩნდა...ქართველი რომ იყოს, შეიძლება სიდედრიც ივარაუდო მაგრამ....გაღიმილებულზე ჩამძინებია... დილით ძლივს ავწიე თავი, ისე მაქვს გასიებული პივითაც და უძილობითაც და სამუშაოზე გავვავრდი, ტულომ გამომიარა, ცხელი ლავაში ვიყიდეთ და მანქანაშივე გავხიეთ,ესაა ჩვენი ზაკუსკა.
დღის თერთმეტ საათზე ჟანმიშელმა ობიექტზე შემოგვიარა. თვალი ინსტიქტურად მისი თითებისკენ გამექცა.მომეჩვენა, რომ ფრჩხილები ოდნავ ჩაშავებული ქონდა, შეიძლება სისხლიცაა ანდა მიწაა. წარმოვიდგინე, წუხელ მთელ ღამეს მიწას როგორ თხრიდა და თავგაჩეხილი გოგონა როგორ დამარხა.აუ რა აზრები მომდის, ტო...საიდან ვჩითავ... მაგრამ ადრე ძალიან სუფთად და აკურატულად იყო ხოლმე ...სამოცდაათი წლის კაცია და ორმოცდაათს არ მისცემ, ისეა შენახული, ეს დედააფეთქებული.
მეც მეტი რა მინდოდა,თან ვმუშაობ, თან ვფიქრობ და ვცდილობ, რამე აზრი გამოვიტანო, რა კაცია ეს ჩემისა, საფრანგეთიდან საქართველოში კაი საქმეზე ნაღდად არაა ჩამოსული...
ერთი კვირა ისე გავიდა, არაფერი მომხდარა, მაგრამ შაბათს,( ამ დღესაც ვმუშაობთ), ჟანმიშელმა როგორც კი თქვა, პანედელნიკ კტო პამოჟეტო, მაშინვე ვანიშნე ბიჭებს და წინ გადავდექი, მე მეთქი. ---ოქეი-დამიქნია თავი.
კვირა დღეს თავი ამეხადა ფიქრით. ახლა უნდა იყო დიმა ყოჩაღად მეთქი.იმ კარების გაუხსნელად იქედან არ უნდა წამოხვიდე, შე მართლა ვირგლა თქო, შემოვუძახებდი ხოლმე საკუთარ თავს...
რაც რამე საქმე იჩითება თბილისში, ჩემით იხსნება და ჯანმიშელის კარებს როგორ ვერ ავწევ...რა იქნება მასეთი. ყველა შემთხვევისთვის ჯიბეში ატვიორკა ჩავიდე...იქაც მაძლევს იარაღს ფრანგი.ავედით, საჭმელი დამიტოვა და წამოვიდა. ჯერ საქმე დავამთავრო, ჯობია, თორემ მერე შეიძლება ვეღარ შევძლო.ასე ხუთი საათი იქნებოდა, კარებს მივადექი.ოსტატურად ვიმუშავე და სუფთად გავხსენი.კარი ფრთხილად შევაღე და ჩამრთველს ძებნა დავუწყე...
რა ჩამთველი, ჯერ რომ არ გაგიკეთებია, შე ბრიყვო დაგავიწყდა? -მოვტვინე უცებ.
კარი ფრთხილად დავხურე და ბნელ ოთახში შევაბოტე. გაუნათებელი ოთახი სათავსოს გავდა...მერე თვალი სიბნელეს თანდათან შეეჩვია და რაღაც კონტურები გამოიკვეთა. ავეჯი და სკამები დაულაგებელი იყო.უცებ კუთხეში რაღაცის ფხაკურმა მიმახედა.ერთი შეხედვით ვერ გავარკვიე, რა იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ცხოველი იყო, პატარა ცხოველი. მაგრამ რომელი? გონება დავძაბე და თვალები ფართოდ გავახილე...მაიმუნი ყავს მგონი, ამ ჩემისას. ძველ კრესლოში წამოსკუპებულა და იქექება.ვიდრე მივუახლოვდებოდი, უცებ მისი თვალებიდან ნაპერწკალმა გაკვესა და პირდაპირ თავს დამესხა... თავდასხმა მორევაზეაო, ნათქვამია, მაგრამ მოულოდნელად რეაგირება ვერ მოვახერხე...დამკაწრა , მაგრამ რა დამკაწრა, დამასისხლიანა და თვალებიც კინაღამ ამომჩიჩქნა...კარს ვეცი, ვიფიქრე გავალ და მოვიცილებ მეთქი.გაგონილა? თმებში ჩამაფრინდა და ბრჭყალებს არ მიშვებს... გავიბრძოლე , მერე ხელი მოვიქნიე ,მთელი ძალით მივაწყვიტე კედელზე და კარებს ვეცი, სიჩქარეში ძლივს გავხსენი და გარეთ გამოვასწარი...დახურვა კი მოვასწარი, მაგრამ ატვიორკა და კლუჩები შიგნით დამრჩა...მაგას დავეძებდი, რადგან გამოვასწარი... ტანზე შემოფხრეწილი და დასისხლიანებლი სად უნდა წავსულიყავი.ტულოს დავურეკე და ჟანმიშელის მოსვლამდე წაყვანა ვთხოვე: ტულო რამდენიმე წუთში მოვიდა და რომ დამინახა, ----რას გავხარ,შეჩემაო... ---აუ დავაი რა...წამიყვანე მეთქი სახლში ----მოკალი ვინმე? ---გითხარი, დავაი რააა ---შეჩემა, შენ იმედი მქონდა, სულ ჩორნი ხოდებით ვიარეო. ---გაგიჟდი? ასე დაგლეჯილი როგორ დავჯდები რულთანმეთქი. ---ხოდა, ავირტყამთ და მგონი უარესსაცო......წამოაყრანტალა. თავში წამოვარტყი, თვალები დავუბრიალე და მანქანაში ჩავჯექით. მე უკანა სავარძელში ჩავჯექი, მაგრამ თუ ვინმემ მნახა, მკვლელის ვიდზე ვარ...ცოტა გადავწექი და ჩავიმალე. ტულოს არაფერი უკითხავს, რულთან დაჯდა და დავგაზეთ. ტულოს თავი არ დაუზოგავს , რაც თბილისში ჩორნი ხოდები იცოდა, ყველა გამოიყენა, უკვე დადიანზე გამოვედით და იმედიანად ვართ, ის ისაა სახლს ვუახლოვდებით, რომ
--vau 125 გადააყენე--წამოგვეწია საძულველი ხმა. --რა ვქნა, დიმო---წაილუღლუღა მან ---რა უნდა ქნა, შეჩემა,გააჩერე--მეტი გზა არაა--ამის თქმა და საპატრულო პოლიციის მანქანამ გზა მოგვიჭრა. ---ის დედანაქაჩია,წინათ რომ გაგვაჩერა, მაგან იცის, პრავა რომ არ მაქვს---გაშავდა ნერვიულობისგან ტულო. ---დაიცა , იქნებ მაშინდელივით გამოგვივიდეს---ჩავებღაუჭე მე. ---თქვენი მართვის მოწმობა---უკვე მანქანის კართან დგას ინსპექტორი. ---იცით, მართვის მოწმობა მე მაქვს,მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვერ დავჯდებოდი--გამოვყავი თავი უკანა სავარძლიდან. ჩემ ხმაზე გაკვირვებულმა ინსპექტორმა თავი მთლიანად შემოყო ფანჯარაში და დამაკვირდა.შევიშმუშნე, მაგრამ ხომ ვერ გავქრებოდი. ---ერთი წუთით, გადმობრძანდით, თუ შეიძლება--ისე ზრდილობიანად მელაპარაკება, გული მერევა, ამის პიდარასტი მამა....
ტულოს მანქანა საჯარიმოზე წაააბუქსირეს , ჯარიმის ჩეკი „ჩაგვახუტეს“ და ჩემი და ტულოს მონაცემები ატიდო ჩაიწერეს... ---ახლა ამხელა ზარალი გვინდოდა ბიჭო? -ბურტყუნებდა ტულო.მეორე შვილი ახლახანს შეეძინა, განა არ ვიცი, რომ მაგარი შარი ავიკიდეთ.სახლში დაძმარებული, განადგურებული და დასახიჩრებული დავბრუნდი, ჩემი ბრალია, აბა ვისი,რა ჩემიფეხები მინდოდა ჯანმიშელის გარაჟში ... მაგრამ მაინც რა ჯანდაბად უნდოდა მაიმუნი იმ ჩემისას....
მეორე დღეს სამუშაოზე არ წავსულვარ, ნაკაწრებს ვუვლიდი და ტულოსგან ამბებს ველოდებოდი, ვიცოდი, ჯანმიშელი აუცილებლად ნახავდა ჩემს იარაღს და მაგრად დამერხეოდა. ..........................
მე მესამე დღეს სახლიდან ამიყვანეს, ჩემს გაბრძოლებაზე პოლიციელებმა ხელები გადამიგრიხა და ბორკილები დამადო. ---კი მაგრამ რისთვის? ---ცოფები ამომცვივდა პირიდან, ჯანმიშელი ასე რავა გამიმეტებდა ---უფლება გაქვთ ადვოკატი აიყვანოთ, ყოველი სიტყვა, რომელსაც ახლა იტყვით, შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენ წინააღმდეგ. ტულო სამსახურიდან აუყვანიათ. 48 საათში ბრალი წაგვიყენეს:მე არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში, ტულოს დანაშაულის დაფარვასა და მკვლელის ხელშეწყობისათვის.
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა საშინელი წამება და დამცირება იყო, მაგრამ ადვოკატი მყავდა და ვიცოდი,დედაჩემიც არ გაჩერდებოდა. სამჯერ გადაიდო პროცესი, ფრანგული ენის მცოდნე თარჯიმნის არარსებობის გამო. ბოლოს, როცა ეს დრო დადგა, ჯანმიშელმა ჩვენება ჩემს სასარგებლოდ მისცა, დაადასტურა რომ მის სახლში, მისივე მაიმუნმა დამკაწრა და ჩემი ნივთები, ატვიორკა და სხვა ხელსაწყოები მაიმუნთან ჩხუბის ადგილიდან იქნა ამოღებული...
ალიბი საკმარისი აღმოჩნდა და მე სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს, ტულო გაამართლეს( ის ისედაც საპროცესოთი გარეთ იყო). ჯანმიშელი 10 000 ევროთი დააჯარიმეს, ეგზოტიკური ცხოველის უკანონოდ საზღვარზე გადმოყვანისა და სახლში უკანონოდ შენახვისათვის.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგი საკითხავია.მომეწონა კარგი საკითხავია.მომეწონა
2. მსუბუქად იკითხება. ეს კარგია =)
მაგრამ ბოლოში ძალიან დაკარგა დამაჯერებლობა =) მსუბუქად იკითხება. ეს კარგია =)
მაგრამ ბოლოში ძალიან დაკარგა დამაჯერებლობა =)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|