ნენეს კაკუნს ყოველთვის ვცნობ, ცხრა საათი არ იყო ჯერ, გამიკვირდა. -ლევანი სახლშია? - კარების მიხურვისთანავე ჩუმად მკითხა. -არა, ახლახანს გავიდა, მოხდა რამე? -გოგო… - მითხრა და მოკალათდა, მოვლილი თითები წინ დაილაგა, აათამაშა. მერე ხელები მაგიდას ჩაჭიდა, სკამი უკანა ორ ფეხზე შეაყენა და საძინებელში გაიხედა, - ბავშვი? -ძინავს, იტყვი თუ არა?! -გოგო..- ტუჩზე იკბინა - მკერდი დამიპატარავდა. -ჰა? -გეუბნები, აშკარად ვამჩნევ. რა გაცინებს, კი არ ვიგონებ. -მეტი სადარდებელი არ მოგცეს ღმერთმა - სიცილისგან მომდგარი ცრემლები მაჯით შევიმშრალე. - ხახვი ჭამე ბევრი. -მართლა? კარგი რა, გეფიცები. -მართლა, სადღაც წავიკითხე ადრე, ოღონდ ამხელა გოგოს ეგ თუ გიშველის, არ ვიცი. -ნუ იცინი - მეთქი! ჯერ ისედაც რა მქონდა და… - გადაიკისკისა.
რას აღარ მიედ-მოედო, მაგრამ რაღაც ჰქონდა სათქმელი და ვერ იწყებდა, შევატყე.
-გიორგი რომ ჩამოვიდა, იცი? - მითხრა და ვიგრძენი, როგორ გადაქექა ჩემი პროფილი, ემოციას ეძებდა.
თვალები ფანჯრისკენ გამექცა. სისულელე იქნებოდა იმის კითხვა, რომელ გიორგიზე იყო საუბარი. მინებს იქით წამში აიშალნენ წლების წინანდელი დღეები.
-გუშინ იყო ჩემთან, ისეთი შეცვლილია. -იქნება, დრო გავიდა. ნამცხვარს მიაყოლებ? -თუ შენი გამომცხვარია. მაღაზიაში ნაყიდს პირს არ ვაკარებ, ყველაფერი გააფუჭეს. ჰო, რას ვამბობდი, ჭაღარა შერევია ოდნავ, ჯერ რა დროს მაგის ჭაღარაა. გახსოვს, რა აჩაჩული დადიოდა? ისეთი დახვეწილია… -უჭირს ქართულად ლაპარაკი? -არა, საერთოდ. ყველა წინადადებაში თითო ჟარგონს ხომ ურევდა, ახლა მაგდაგვარიც აღარაფერი. რა გემრიელი ნამცხვარია, შენს გაკეთებულს ყოველთვის აქვს რაღაც განსაკუთრებული გემო და სურნელი. -აგერ, გვერდზე მაღაზიაში ვიყიდე. წარბებს ქვემოდან ამომხედა და ჩანგალი ნელა დადო მაგიდაზე - გადაიკისკისა.
მერე კიდევ ბევრი იბოდიალა, მაგრამ ისევ ვამჩნევდი, რომ სათქმელი დარჩა და აწუხებდა. -თქვი! - ვუთხარი და სახე ამიწრიალდა. -ველოდებოდი, შენზე როდის მკითხავდა, არაფერი დაცდა. - არ გამკვირვებია. -დრო გავიდა, ნენე. თან ჩემი ამბავიც ეცოდინება. - ოჰ! წელიწადში ერთხელ თუ აღირსებდა საწყალ დედამისს თავისი ხმის გაგონებას და იმ ერთ დარეკვაზეც ეს აქედან შენი გათხოვების ამბავს ახარებდა?! - სხვა ეტყოდა.
რომ ვაცილებდი, უცბად მომიტრიალდა. -გახსოვს, როგორ აწვალებდი? - გავუღიმე, დედა მომიკითხე-მეთქი და კარები მოვიხურე.
სკამი წიგნების თაროსთან მივიდგი და სულ მაღლიდან მივიწყებული ყუთი ჩამოვიღე.
,,ჯინსების თაობა’’ . იმ ფურცელს დავუწყე ძებნა, გეგას და თინას პირველ პაემანს რომ იტევდა. არ ვუყურებდი, მაგრამ მაინც ვხედავდი გვერდის ბოლოში შავი კალმით მინაწერს და გულაფრიალებულს ერთი სული მქონდა, როდის ჩავიკითხავდი ამ ფურცელს, რომ ის წამეკითხა, რაც წლებია, აღარ გამხსენებია. ,, თინას უნდოდა, რომ ამ ქალაქში და ამ სამყაროში არავინ ყოფილიყო მათ გარდა, სურდა, რომ ყოფილიყვნენ მხოლოდ ორნი და ისინი ერთმანეთს გამთენიისას, რუსთაველზე შეხვდნენ ‘’. ,, ამ ქალაქში ახლა მხოლოდ ორნი ვართ: მე და შენ და მეტი არავინ. -სამნი ვართ - თქვა გეგამ ღიმილით და მეეზოვეს გახედა, თინამ კი მის ხუმრობას ყურადღება არ მიაქცია და ისევ ჩურჩულით თქვა: -ამ ქალაქში და მთელ სამყაროში მხოლოდ ორნი...’’ ,, გეგას აღარ უხუმრია, აღარც გაღიმებია’’. ,,სერიოზულად დაფიქრდა’’ ,,- მხოლოდ ორნი? -მხოლოდ ორნი: მე და შენ, გინდა? -მინდა. -შეგიძლია? -შემიძლია’’.
მკერდის არეში ისე შეიკუმშა რაღაც…
,,ხუთი წლის შემდეგ რომ ჩამოვალ, გათხოვილი რომ დამხვდე, ქმარს გაგაშორებ და ცოლად მოგიყვან’’. ავკისკისდი, სავარძელში ჩავეშვი. -ღმერთო ჩემო, რა პატარები ვიყავით - ადრე საათობით მიფიქრია იმაზე, როგორ ვიქნებოდი მე, ან როგორი იქნებოდა ის, როცა ჩამოვიდოდა. რა მოხდებოდა და საერთოდ, მოხდებოდა თუ არა რამე. რამდენი დრო გავიდა. როგორ გამიხარდა ნენემ ეს წიგნი რომ მომიტანა - გიორგიმ გამომატანაო და როგორ ვიტირე ბედნიერებისგან, გაოგნებისა და შიშისგან, როცა ეს წარწერა აღმოვაჩინე.
სიცილი აღარ გავდა სიცილს.
საძინებელში გავედი, ლოგინის კიდეზე ჩამოვჯექი. -გაიღვიძე, დე. ჩემმა გოგომ ლევანის თვალები შემომანათა, სულ ჩავუკოცნე.
...
,,წადი ,,ზაჟიგალკა’’ მიინთე გულზე, იქნებ გაგილღვეს. ''
ასე გპასუხობ: ,, შორიდან თუ შეხედავ, დაინახავ უფერულ წერტილებს, რომლებიც ქაოტურად მოძრაობენ და არაფერს განიცდიან, იმიტომ, რომ შენ შორსა ხარ და მათი კივილის ხმა შენამდე არ აღწევს. ‘’
2013-03
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. +++. კარგია. ვინაიდან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,ეს ფაქტი ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არა და ეს ბუნებრივიცაა.+. +++. კარგია. ვინაიდან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,ეს ფაქტი ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არა და ეს ბუნებრივიცაა.+.
13. საინტერესო თხრობაა! საინტერესო თხრობაა!
12. როცა გკითხულობ, ბევრ რამეს ვხვდები: რა და რატომ. ბევრი რამ მახსენდება ჩვენი წლებიდან და მომავალიც შემომეჩრება ხოლმე თვალში. ჰოდა , მეღიმება .
:) როცა გკითხულობ, ბევრ რამეს ვხვდები: რა და რატომ. ბევრი რამ მახსენდება ჩვენი წლებიდან და მომავალიც შემომეჩრება ხოლმე თვალში. ჰოდა , მეღიმება .
:)
11. არ მახსოვს, იყო თუ არა ადრე ბოლოს წინა აბზაცი. მაგრამ არ მომწონს, ამოვარდნილია
შენ გაქვს მთავარი. რამდენჯერ უნდა გითხრა
=) არ მახსოვს, იყო თუ არა ადრე ბოლოს წინა აბზაცი. მაგრამ არ მომწონს, ამოვარდნილია
შენ გაქვს მთავარი. რამდენჯერ უნდა გითხრა
=)
9. http://www.youtube.com/watch?v=a_iIxvliivM
სათაურზე გამახსენდა..^^ http://www.youtube.com/watch?v=a_iIxvliivM
სათაურზე გამახსენდა..^^
8. არ იყო ცუდი...:-*
არ იყო ცუდი...:-*
7. ეს ისეთი ნაწერია, რომ წაიკითხავ და გახსოვს:) მახსოვდა და მიხარია, რომ მახსოვდა ... ეს ისეთი ნაწერია, რომ წაიკითხავ და გახსოვს:) მახსოვდა და მიხარია, რომ მახსოვდა ...
6. პირიქით,მელნისფერო,აღქმით კი აღვიქვი-,,დრონი რომ მეფობენ"ეს თქვენი და ჩემი აღმოჩენა არ გახლავთ,უბრალოდ იმას ვერ ჩავწვდი,რად უნდოდა ამის თქმას ეგ სართულებიანი კონსტრუქცია! (ისე,საკითხავია-5 წელიწადში ნამდვილი სიყვარული კვდება?და საერთოდაც...) პირიქით,მელნისფერო,აღქმით კი აღვიქვი-,,დრონი რომ მეფობენ"ეს თქვენი და ჩემი აღმოჩენა არ გახლავთ,უბრალოდ იმას ვერ ჩავწვდი,რად უნდოდა ამის თქმას ეგ სართულებიანი კონსტრუქცია! (ისე,საკითხავია-5 წელიწადში ნამდვილი სიყვარული კვდება?და საერთოდაც...)
5. საინტერესოა. საინტერესოა.
4. მაშინაც მომეწონა, როცა პირველად წავიკითხე. :) ++ მაშინაც მომეწონა, როცა პირველად წავიკითხე. :) ++
3. თოლია, ვფიქრობდი მაგაზე მეც :)
ქალბატონო ნემეზიდა, მადლობა, რომ მიუხედავად ვერაღქმისა ( მეორედ, თუ არ ვცდები), მაინც კითხულობთ ჩემს ნაწერებს თოლია, ვფიქრობდი მაგაზე მეც :)
ქალბატონო ნემეზიდა, მადლობა, რომ მიუხედავად ვერაღქმისა ( მეორედ, თუ არ ვცდები), მაინც კითხულობთ ჩემს ნაწერებს
2. ეს ალბათ ნოვატორულია რამე,არქიტექტონიკა განსაკუთერებით...ალბათ ამიტომაც ვერ ჩავწვდი. :( ეს ალბათ ნოვატორულია რამე,არქიტექტონიკა განსაკუთერებით...ალბათ ამიტომაც ვერ ჩავწვდი. :(
1. რა წესია ახლა ეს?! :)
რა წესია ახლა ეს?! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|