 | ავტორი: ლია 1990 ჟანრი: პროზა 21 ივნისი, 2014 |
ძაძებში გახვეული ვიდექი მცხეთაში და ვუყურებდი თეთრ ცხენებს,საკუთარ კვიცებთან . გული უფრო მეტად ფეთქდა ვიდრე გუშინ ან იმის წინ. საკუთარი აზრები მაშფოთებდა,უფრო კი ზოგჯერ ღმერთობა და ზოგჯერ ეშმაკობა. ცხენები წრეზე დააბიჯებდნენ,გამართულად,ლამაზად და ამაყად.მე ფოტოაპარატი ვიყავი,მაგრამ ენით ვერ აღვწერ თუ როგორ მსურდა თეთრი ცხენი ვყოფილიყავი. მინდორში გავწექი,სიგარეტზე არ მომიკიდებია ისე ჩავიდე და გახსნილი ლუდი მთლიანად სახეზე გადავისხი.დიდხანს ვიწექი მინდორში ,ვიდრე მზე არ მიეფარა მწვანე ფერდობებს. შემდეგ გავიხადე ყველაფერი და დედიშობილა გავიარე თეთრ ცხენებს შორის . ბალახები კი არა შროშანები მელამუნებოდნენ ფეხის გულებზე ,კოჭებზე და უფრო მაღლა სასიამოვნო გრილი ჰაერი მეფერებოდა. მევიყავიმე და არა კაცობრიობის კულტურული ,ცივილიზებული,მოდური ანუ ერთი სიტყვით ,რომ ვთქვა -ამაზრზენი ნიმუში. აქამდე არასდროს გამიჭენებია ცხენი,მაგრამ ახლა ყველა გამბედაობა ჩემი სულიდან,სურვილების ,ოცნებების ,სიამოვნების,სილამაზის,სიყვარულის ოქროსავით მბრწყინავი მარცვლიდან მოდიოდა. მე დავიმორჩილე თეთრი და მან გამხადა ნამდვილ ბატონად,. და რაც უმთავრესია,ორივეს მოგვწონდა ჩვენი თავი.ის ხალასი,სწრაფი,შიშველი,ფაფარდაწნილი მარდად კეცავდა და შლიდა ფეხებს ,მძიმედ და მბრძანებლურად ურტყამდა ჩლიქებს დედამიწას ,ამოცანათა უტოპიურ სივრცეს და მე ყველაფრით სავსე და არაფრისგან თავისუფალი ვხარხარებდი ბოლო ხმაზე . ეს იყო დღე ,რომელიც გარდაიცვალა,როგორც ყველა დანარჩენი . ახლა უსახურ ოთახში ვარ და ვწერ იმას,რაც ისე წაიშალა,როგორც წინა წლის კალენდარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კადრები, რაც წარმოვიდგინე, კარგია :) 2 კადრები, რაც წარმოვიდგინე, კარგია :) 2
1. დასამუშავებელია. ნორმალურია ისე დასამუშავებელია. ნორმალურია ისე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|