ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2014


კატქათაზე, ტაილანდელებზე, კოცნაობაზე, მარტოსულებზე , ბაქსიზე და ბობოზეც.

ეძღვნება ჩემს კატას.


გვიან დავიძინე.  გამთენიას  სიზმარი მესიზმრა, ჩემი ავადმყოფი ,ლამაზი  კატქათა  მელაპარაკებოდა , არა ხმას არ იღებდა , ერთმანეტს თვალებში ვუყურებდით,  ტელეპატიურად მეუბნებოდა რომ ძალიან ცუდად იყო და ერჩივნა რომ თავი დამენებებინა და  წყნარად სიკვდილი მეცლია.

შეშინებულმა გავიღვიძე, დილის 7 საათი იყო.

კატქათა ჩვენი კატაა, თეთრია , ბამბის  თუ  თოვლის ქულასავით,  ერთი კვირაზე მეტია  არ ჭამს ,  არ სვამს , გადასხმებს ვუკეთებთ , საჭმელს და წყალს ძალით ვასხამ  პირში , ხან კოვზით , ხან შპრიცით, მიძალიანდება სულ დაფხზაჭნილი ვარ.

ექიმებმა  იშემია აქვსო,  უკვირთ  ასეთ  პატარა  კატას , (ერთი წლისაც არაა) რატომ უნდა დამართნოდა.  ხომ არ დააშინეთ, ან  რამე სტრესული სიტუაცია  ხომ არ ქონდაო?    რა დავაშინეთ , პატარა    პრინცესასავით  ცხოვრობდა ---- ვუხსნი ყველას , მოფერება არ აკლდა,    უქალბატონოდ  სიტყვას არ სცემდა არავინ. 

უსაყვარლესი არსებაა კატქათა, უთეთრესი,  სახელიც მაგიტომ დავარქვი, ქათქათობის და კატობის ასოციაციას იწვედა ერთდროულად.    ბავშვები უბრალოდ კნუუტს ეძახიან,    (ეხლა არადადაგებზე არიან ) ორო უ–თი,  მე კატქათას.

ჩემს გვერდზე ,იატაკზე დადებულ ბალიშზე  მიწევს ,  ღამე როგორც დავაწვინე ისევ ისე,  ისევ  თვალებ გახელილი , რაც ავად გახდა ,მგონი თვალები საერთოდ არ მოუხუჭია, წევს ასე თვალღია, იშვიათად გამომხედავს ხოლმე და უხმო ტკივილი მოუჩანს ლამაზ მწვანე  თვალებში,  თავზე ხელს ვუსვამ ,ვეფერები,უწინ როგორც კი მოვეფერებოდი მაშინვე ხელს    მილოკავავდა, ვატყობ ეხლაც უნდა იგივეს გაკეთება  , მაგრამ ძალა აღარ აქვს.

ორი  აღმოჩენა გავაკეთე, პირველი :მსოფლიოს , ქართველებმა    მარტო ერთი სიტყვა "ღვინო" კი არა,  "კატაც" აჩუქეს,  ინგლისურზე და რუსულზე თავს ვდებ, აქედან შესულს გავს,      სხვა ენების  უბრალოდ  არ ვიცი    არაფერი, ვფიქრობ იქაც ასეა  ,  მეორე ---  კატა,    ადამიანის ყველაზე  ძველი და ადრინდელი მეგობარია,  ადამიანები    დედამიწაზე, რომ ჩამოვიდნენ რომელიღაც სხვა გალაქტიკიდან  , კატა თავიანთ კიდობანზე ჰყავდათ, ძაღლი აქ დახვდათ დედამიწაზე  და მერე  მოიშინაურეს.

გარეთ ვიხედები, მზიანი , ოდნავ ქარიანი  დარია.    აღმოსავლეთით, ცას  შესეეული    ყომრალი  ღრუბლები ,    გაწვიმების ალბათობას  ზრდიან.
რამდენიმე კვირაა კუს ტბისკენ ვილტვი,  ვერადავერ  მოვახერხე,  ზედიზედ სამ  შაბათ- კვირას ,  წვიმები და ცუდი ამინდი ემთხვევოდა, ერთხელ მე გამომიჩნდა  გადაუდებელი საქმე და  დამრჩა კუს ტბა შორით.

მოკლედ ამინდს  ისეთი  პირი უჩანდა , შეიძლებოდა სამი კვირის ნალოდინები , ლამის ნატვრად ქცეული, ბუნებაში გასვლა რეალობად მექცია,  გარეთ კიდევ ერთხელ გავიხედე , საჩვენებელი თითი გაზქურაზე, ცეცხლზე გადავატარე (შევათბე) მერე გავტლიკე და  ფანჯარაში გავყავი , აშკარად აღმოსავლეთის ქარი უბერვდა,  წამში ასე 3-4 მეტრი , რასაც ალაგ-ალაგ  ღრუბლიანი , მაგრამ მაინც მზიანი ამინდი შესაძლებელი იყო წვიმიანად , სადღაც  4-5 საათის შემდეგ  ექცია. ჩავთვალე რომ სრულიად საკმარისი დრო იყო კუს ტბაზე ასასვლელ  ჩამოსავლელად.  ერთი ეგ იყო ,  კატას  ასე ვერ დავტოვებდი, გამორიცხული იყო.

როგორც გითხარით ,დილა  ადრიანი  იყო,  მაგრამ , ქათქატას ექიმთან დარეკვა    მაინც გადავწყვიტე.
ექიმი ,  მარინა ,რუსის ქალია , ერთმანეთში რუსულ-ქართულის ნაზავით ვსაუბრობთ, ამ ყველაფერზე მთავარი კი ისაა , რომ  აიბოლიტივითაა , ცხოველები ძალიან უყვარს და ჩემი კატა განსაკუთრებით .ვცდილობთ ერთად ვუშველოთ რამე,  სხვა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს ,    მხოლოდ  მარინა  მაძლევს იმედს,  ამბობს  რომ შანსი  კატის გადარჩენისა ჯერ კიდევ არის , ეგღა მყავს იმედად , თორემ სხვები დააძინეო მექაჩებიან.

ვეუბნები კაი ბატონო დავაძინოთ , მაგრამ  ისიც მითხარით გამღვიძებელი  რომელი  ხართ მეთქი?

რა გაღვიძებაო, ჩვენმა მტერმა გაიღვიძოს ეგრეო, მაშინ რაღას ატრაკებთ  , თქვით  რა პირდაპირ    მოვკლათ კატა და მორჩება საქმე.

ჰო , მაგრამ რატომ ასე უხეშადო და იწყებენ ერთი ადგილის ქიცინს, წვალობს,  მაინც მოკვდებაო , ასე სჯობია.
მე კი მგონია სანამ ცოცხალია არის შანსი  გადარჩენის ,  ისიც მგონია, რომ    სიკვდილს  ეს წვალება ურჩევნია,  თანაც მარტო სიკვდილი ხომ არაა?  შემდეგი    რეინკარნაციისთვის  იქნებ სჯობს  იწვალოს ,  ვიდრე ნემსი გავუკეტო და  დავაძინო?    მოკლედ ვერ ვთანხდებით მე და ეგენი.

გამთენიისას  ნასიზმრი  მახსენდება,  ცუდ ხასიათზე მაყენებს.  ხელში ამყავს  კატქათა და ვეფერები დიდხანს , ჩიტივით ხმას გამოსცემს  საწყალი,  ვერ ვხვდები სიამოვნებს თუ არა ფერება, ისევ ბალიშზე  ვაწვენ, პლედს ვახურებ .  ტემპერატურა ნორმალურზე  3-4 გრადუსით ნაკლები აქვს , წყალს ვადგამ "გრელკისტვის"(ნეტა ამ "გრელკას" ქართულად მათბურა ქვია? აწი მე ეგრე დავუძახებ) და ჩაისთვის სამყოფს და  მარინასთან    ვრეკავ.

მარინა  ბოდიში , ამ დილაადრიან რომ გირეკავ,
კარგი რა," ნეტ პრაბლემ" , როგორაა ?
ვერაა კარგად, გუშინ საღამოს  შენგან, რომ წამოვიყვანე ,    ღამე  ვაჭამე ძალით,  ძალიან ცოტა, მიძალიანდება და მეცოდება.
წყალი დალია?
თვითონ არა, შპრიცით  ჩავასხი ცოტაოდენი.
დადის, მოძრაობს?
როგორც დავწვინე ისევ  ისეა, არ განძრეულა და თვალებიც ღიაა აქვს.
მესმის როგორ ამოიოხრა.
მარინა ერთი თხოვნა მაქვს ? 
აბა, მითხარი.
კუს ტბაზე მინდა ასვლა , ამას კიდევ  ასე ვერ დავტოვებ  ნემსი  გასაკეტებელი აქვს,  მიხედვა უნდა.... იქნებ  ამომეყვანა შენთან , დღეს  სამსახურში ხომ არ მიდიხარ?
ამომიყვანე ,  რამდენ ხანსაც გინდა დავიტოვებ.
აუ , შენ არ იცი რა კარგი ადამიანი ხარ, წამოვიღებ  მაშინ ამის წამლებს და საჭმელებს.
მიდი მოიყვანე.
კაი მარინ ,დროებით.

ამასობასი  ჩაიდანმა დაიწყო სტვენა,    მათბურაში  წყალი  ჩავასხი ,  ცივიც შევურიე თორემ ძაან მდუღარე იყო, თხელ შალის ნაჭერში გავახვიე და პლედში გახვეულ კატას ზურგის მხრიდან მივადე.

დავლევ  ჩაის  და წავალ----გავიფიქრე და  მერე ეს ფიქრი    რწევა რწევით, მდორედ და ლოგიკურად  გადავიტანე შესაძლო  მეგზურის  შერჩევაზე . არჩევანი  არც ისე  ბევრი  მქონდა. 
მოგეხსენებათ მარტო კაცი,  მხოლოდ  ჭამაში კი არა ,    ყველგან , მათ შორის  ბუნებაში ხეტიალშიც ცოდოა, თანამგზავრად  მეგობარი მჭირდებოდა , ვისთან ერთადაც,  ერთ თოკში ჩაბმულს დალახვრული    მქონდა ,ხიფათიანი    მწვერვალგზები. 
სამწუხაროდ  ტოლ-მეგობრების    დიდ  უმეტესობას  , კუს ტბაზე სავარჯიშ-სახეტიალოდ  კი არა , მწვადის  საწმელადაც  ვერ ამოვიტყუებ.
მაგრამ ,მე    ჯიუტი  ვარ, კანდიდატთა  სიას თვალი გადავავლე,  შევიარაღდი საუკუნებ გამოცდილი სიბრძნით ,ბოკალი  შამპანურით შევავსე , გავრისკე და ყველაზე უიმედო რომ იყო,  თითქმის ნულოვანი შანსით,  პირველად იმასთან დავრეკე, ცდა ბედის მონახევრეა. თუმცა ვიცი ძნელია  მისი კუს ტბითა და მისი შემოგარენით  მოხიბლვა, მაგრამ თუ მოვახერხე, გამიმართლებს , კარგი მოსიარულე და მოსაუბრეა.

რჯულზე უმტკიცესს არ ღალატობს.    ცხადად ვხედავ, როგორ დასცქერის მობილურის დისპლეის და კმაყოფილი სახით ნეტარებს ,  ვაგინებ , სულს  ვიწყმიდავ, (მიაღწია საწადელს)  მეორედ დარეკილზე  მე-15–16 ზარზე მპასუხობს.
რაშია საქმე , რატომ მირეკავ და მაცდენ?
მთავარია არ ავყვე ,  იცის  წესით გაცოფებული უნდა ვიყო , მაგრამ ეგრე სადაა?  არ  ვიმჩნევ, ვიცი ეს  გააგიჟებს, ამიტომ  კეთილგანწყობილი  ხმით ვეუბნები;
ბიჭო , მაგარი იდეა მაქვს არანაირ ფულად არ მიღირს ვინმესთვის გამხელა , მაგრამ შენ ძმა ხარ და თანახმა ვარ 100 ლარად გითხრა  და მოგწერო კიდევაც თუ გირჩევნია..

არ ვიცი რატომ და როდიდან  მაგრამ ჩვენ  ადამიანებივით,  უფრო სწორედ  ნორმალური ადამიანმებივით  ერთმანეთთან ვეღარ  ვუბნობთ,
ვუგონებთ ერთმანეტს უაზრო ზედმეტ სახელებს,  ვაშაყირებთ  და უკვე სრულიად უცხო ხალხშიაც კი იმდენად არა ადექვატურად ველაპარაკებით  ერთურთს რომ  არ ვგავართ  ჭკუათმყოფელებს, იმ  დღის საუბარიც ამის სრული დასტური გახლდათ.

გინდა  გითხრა  სად შეინახო ეგ ფული ისე რომ არასდროს დაგავიწყდეს?
მეც  ვიცი ეგ ადგილი და ზუსტად მაგიტომ მინდა ახლო მყავდე------ვუღიმი ტელეფონში.
დამიჯერე ისეთ ადგილს  არ მივუჩენ ,  მარტო შენ  რომ  არ ეყო. 
თუ მოვიქოქეთ  , ჩვენ,  სიტყვებით კეჭნაობას  ვერასდროს მოვრჩებით, და შეიძლება ისიც  დამავიწყდეს რატომაც ვურეკავ , თანაც დაკვირვებული ვარ ,ჩემს დარეკილზე შეუძლია საათობით ილაპარაკოს და არ დაიღალოს,(რა ენაღვლება) ამიტომაც ვკვეც სასაუბრო დროს  და პირდაპირ ვეუბნები,
მომხედე , მიდი წაუჭირე  მაგ შენ დეგენარატ ძაღლს ყელზე თოკი და დავახრჩოტ კუს ტბაზე, გავხადოთ მუმუსავით ცნობილი----უფასოდ ვუმხელ  ჩემს    100 ლარიან იდეას.
შენ უჯიშო კატას ჩაავლო კუდში ხელი და ფანჯრიდან გადაისროლო ეგ გირჩევნია შენ.--ვერ მოვხიბლე შეთავაზებით,  ამიტომაც დავსერიოზულდი და;
ჰო,კარგი ,კარგი,  გაგეხუმრე წამო  კუს ტბაზე ავიდეთ, კაკლებთან ჩამოვსხდეთ,  ბალახეზე წამოვწვეთ, მერე  "მილის  წყაროზეც"  ავიდეთ  ,მაგრა  გაგვისწორდება, ვეუბნები    "გრინ ფისის"  აქტიური  წევრის ხმის  ტემბრით , ამათვის , მსგავს შეთავაზებაზე    უარის თქმა ძნელია.
ვერ წამოვალ , ნუ გეწყინება ---- არ გაჭრა , თუმცა პასუხში  ადამიანობის ნიშნები დავინახე.
რატომ?
დღეს ბეტონი უნდა მოიტანონ , მეორე სართულს ასხამენ (სახლის მშენებლობა ნამდვილად აქვს)
ე, ბიჭო ჩამოვალთ  მაგ დროისთვის--- ვიბრძვი ბოლომდე..
არა , არა ,  არ გამოვა ეგ ამბავი  მარტლა ბევრი საქმე მაქვს, თუ გინდა ძაღლს გაგატან და ასეირნე,
კაი გამატანე,  წყალზე სიარულს  ვასწავლი----ვპირდები მე.
არ გამოვიდა ამასთან არაფერი.

ვრეკავ უიმედო ნომერ ორთან
დავით როგორ ხარ?
"ნიჩივო" არამიშავს  , რამაზ  შენა ხარ?
(მაგიჟებს ,  უაზრო კითხვები და ეს" ნიჩივო") 
ბიჭო შენ არ იცი რომ "ნიჩივო" და არამიშავს ერთიდაიგივეა?  ვინ შეიძლება ჩემი ტელეფონიდან ჩემი ხმით გირეკავდეს ?

რავი  აბა ? მეც ეგ გამიკვირდა ,  მაგრამ „დავით“    იმდენად შემაძრწუნბლად ნაზად  თქვი? ......მაგან დამაეჭვა.
(ღმერთო შენ მიშველე ვფიქრობ გულში, რატომაა  რომ ყველა  ჩემთან დადგება  ანგლობის ხასიათზე ?)
ატრაკებ  და არ უხდება ,ეგ ამბავი შენ  მელოტ  თავს .
შენი ქოჩორა.....---კვდება სიცილით, კარგი ბატონო,  დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას. კარგად ვარ. თავად ხომ კარგად?
კი ბატონო  მეც კარგად ვარ  და მაქვს სურვილი უკეთ მყავდე  ,სწორედ მაგიტომ  "კუზე"  გეპატიჟები.
რამდენი ხანია არ ყოფილხარ? ცოტას  ფეხით გაივლი , შეიფერთხები ,მაგრა გაგისწორდება, ამინდიც საკაიფოა , სანდომიანი მანდილოსნებიც იკუპატებენ  ტბის გარშემო სპორტულ პიჟამოებში  და
რა იცი რა ხდება ? ეგებ და რომელიმე  დაეძებს  ღიპიან და მელოტ შუახნის მამაკაცს?---  ვხატავ ჩემი ჭკუით მისთვის სამოთხისებრ სურათს.

კუპატი და მოწოწნიკი  რომ მინდოდეს, სახლში ისეთი  დამიდის ეგეთი იშვიათად---მპასუხობს და მე ცივი ოფლი მასხამს.

არ გივარგა  იუმორი , ჭარმაგობას გადაშორებულ , თმაგამქრალ  კაცს  უფრო ნორმალური ხუმრობა უნდა შეგეძლოს.
ვცდილობ თავი დავიზღვიო იმ  სიტუაციისთვის,  თუკი შემთხვევით ჩვენი  საუბრის  უნებური მოწმე    მისი ცოლი  მაკა  შეიქმნებოდა  .  რომელიც, ერთხელაც (თითქმის დარწმუნებული  ვარ)  ამ ხუმრობებითვის    სტიქსის წყლებში სამოგზაუროდ    გაისტუმრებს , მე კი  არავითარი სურვილი არ მაქვს    მაგ  მოგზაურობაში მისი მეგზური ვიყო.

რას იზამ წამოხვალ?
არა , გადაირიე? კუს ტბა მინდა ეხლა მე?
აბა რა ჯანდაბა გინდა?
რა მინდა და ფილიპინელი და  ტაილანდელი ქალები.
რა იდიოტობებს იძახი?--- მეც კი მიკვირს შენგან.
კაი ბატონო, რომ მიხილავ ერთხელაც    მომხიბვლელი  აზიელი  ქალის  მკლავებსი,  მერე აწკლაპუნე პირი  .

თუ გაინტრესებს გეტყვი: ჯერერთი პირიქით უნდა გეთქვა  "ჩემს  მკლავებში აზიელ ქალი", მეორეც ,  პირი ვაწკლაპუნო  რა, შეჭმას უპირებ ?  მესამეც აბა კარგად მითხარი რეებსა  ბოდავ? –(არ დაიჯერო , მაგრამ არც უარყო,----ვმოქმედებ ამ პრინციპით,  რა  იცი ეგება და მართალს  ამბობს? ეშმაკი ხომ ყოველთვის ფხიზლადაა.)

მაგარი საიტი გავჩითე  მილიონი აზიელი  ქალია დარეგისტრირებული, ხომ იცი ეგენი რამდენი არიან, აი "ტაიჩაიცაი-ზე რომ იწყება ეგეთი ქვეყნებიდან, პლიუს  ფილიპინებიდან და  წარმოიდგინე  იაპონიიდანაც  კი არიან, (აწია თამასა) მოკლედ გამოიწერ, გადაუხდი მგზავრობის ფულს  და ჩამოგაკითხავს.

გამოწერა რას  ნიშნავს, ტანსაცმელი ხომ არაა?    იცოდე , სრულიად შესაძლებელია ტრეფიკინგთან ქონდეს ამ ყველაფერს საერთო , ჰოდა გაგსკვანჩავენ  და ის ქალები  უკან დაგრჩება.
ისე ჩვენში დარჩეს,  მათი უმრავლესობა გადაკეთებულია    იქაურ კუზანოვთან, და  უმრავლესობას ჯერ კიდევ  რუდიმენტად აქვთ შერჩენილი  ოპერაციაგადავლილი  ორგანო , რომელსაც  არ არი გამორიცხული ზრდის ფუნქცია კვლავაც შენარჩუნებული ჰქონდეს.
თანაც  ,რაში იხდი  ფულს?  გადი პეროვზე და  გვერდს ვერ აუქცევ შენ ტაი-ჩაი-ცაი გოგოებს,  რა შორს წასვლა და ბილეთის ფულის ხდა  აგიტყდა.

ეეეე, რა გელაპარაკო ეხლა შენ?    მოდი პასუხებს დაგინომრავ.

პირველი ის რომ საიტს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ყველა დარეგისტრირებული, კერძო პირია, ასე რომ არანაირ ორგანიზაციასთან არ მაქვს კავშირი,  რომ იცოდე , მე მხოლოდ ბილეთს  ვყიდულობ და ამ ბილეთის  რეგისტრაციას ის აეროპორტში ახდენს, თუ არ გამოფრინდება ფული მე მიბრუნდება,  რა თქმა უნდა წავაგებ 25 % -ს, მაგრამ შენ წყნარად იყავი  ძმაო, ეგეთი რამე არ მოხდება. ხომ იცი რა მომნუსხველი მზერა მაქვს-იცინის , თანაც ისინი იქით იზღვევენ თავს და არკვევენ სად და ვისთან მოდიან, იქით ეშინიათ მანიაკების და გადაგვარებულების.
მეორე---იყვნენ გადაკეტებული, რა გადაკეტებულ იაპონურ მანქანაზე ცუდად ზიხარ? რაც შეეხება რუდიმენტს, ჩამოსვლისთანავე    შევამოწმებ და  შეხებამდე ,თუ რამეა ქარჩაულის ხსნარს  მოვასხავ , მერე კი სპირტიანი ბამბით ჩამოვწმინდავ.
მესამეც--- გადმოგიგზავნი ამ საიტის მისამართს  და გადახედე , გულდამჯდარმა გადაათვალიერე ,  თუ ისეთები  არიან შენ რომ პეროვზე გინახია , მოდი და გჩუქნი  სიმწრითა და ოფლით    ნაშოვნ ბილეთის ფულს, რომლის გადარიცხვასაც ცოტა ხანში ვაპირებ.
უყურე შენ,  ნაფიქრი და გარკვეული ჰქონია ყველა შესაძლო  საფრთხე,(მიკვირს მისგან) ეტყობა დიდი ხანია ტაიქალი  გულში ჩავარდნია .
კაი მიდი გადმოუშვი და  არ ქნა სისულელე, სანამ მე „დაბროს“ არ მოგცემ.
მიდი , შედი სკაიპსი.
არ მინდა სკაიპი,მაილზე გამოუშვი და ცოტახანში ვნახავ.
იცოდე 10 წუთს გაძლევ,  მერე შენი „დაბრო“ ფეხებზე მკიდია.
კარგი, ბატონო-----ვთანხმდები.

წყალი, რომ ადუღდა  და  ჩაის დალევა ,რომ  მინდოდა გავიხსენე. ვღალატობ ბოლოდროინდელ ტრადიციას მწვანე ჩაის სმისას და მაგარ, მუქ,  უგემრიელეს , დარჯენლინგის ჩაის ვაყენებ  პირდაპირ ჭიქაშივე,  ვსვამ , ვნეტარებ და  ვფიქრობ  ადამიანების  უნარზე  , სულმოუთქმელად და სიამოვნებით ჩაიდინონ იდიოტობები.
აგერ ჩემი ძმაკაციც , არცთუ ბალღი, შეხედავ  ბუზს ,  არც დაისვამს , „დაჟე“ არ აიფრენს , თანაახმა ცოლის გადანახული ,(დარწმუნებული ვარ) ფული მოიპაროს და დაუფიქრებლად, (ეგებ და ბლეფია) ვიღაც ტაილანდელ გოგოს  ბილეთის ასაღებად  გადაუგზავნოს.
აჰა , აქ დავიჭირე თავი ,  ესე იგი თუ გავარკვევ რომ ეს ყველაფერი ნაღდია, არც მე ვარ წინააღმდეგი რომ აზიელი ქალის ეშხით დავტკბე.
მოიტა ერთი შევიდა და ვნახო რა საიტია, ვთქვი და კომპსაც მივუჯექი.


გადავხედე , ჩვეულებრივი , როგორ მსგავსი უამრავი საიტი გაცნობისა. უბრალოდ აქცენტირებული აზიელებზე, მაინცადამიანც  ვერც  ქალებით ავღფრთოვანდი, (საიტზე ქალები,  მგზავრობის დაფინანსების შემთხვევაში    ჩამოსვლას  და უკეთ გაცნობას  გპირდებოდნენ, ამას რაც ჰქვია ჩვენს ენაზე კი ვიცი მე, მაგრამ ახლა სალაპარაკოდ  არ ღირდა)    ავღფრთოვანდი კი არა წლოვანებებს ,  სანამ არ შევხედე თავი პედოფილი მეგონა, თუმცა ეს შეგრძნება  ასაკის გაგების შემდეგაც  ვერ მოვიშორე.
ერთი თქვენი  , ოხერი დედაც  , შევუკურთხე საიტსაც და მის მომხმარებელსაც.


მე ჩემი მეგობარი მაღონებდა , მივხვდი რასთანაც  გვქონდა  საქმე.  ფრიად  ფინთად  და მარტოსულად უნდა გეგრძნო ადამინს თავი ,  ამ ქალების ჩამოყვანა, რომ  მოგდომებოდა, შენ ოხერო თუ  ქალი გინდა გაიხედე გარეთ,(ვუთხარი კიდევაც) დადიან  შენსავე ქუჩაზე მოკლეკანიანები , გრძელკაბიანებიც , მაღლები, დაბლები,ახალგაზრდები , ჭარმაგნიც  , მიდი  უთხარი ორიოდ სიტყვა, გუუგლის მთარგმნელით  რად  ითხრი თვალებს, მაგრამ ამას აშკარად მარტოსულობის შემოტევა ჰქონდა, როცა სულ სხვა გინდა,  ვიღაც  გაღმა მხრიდან , უცხოპლანეტელი,  სხვა გალაქტიკელი.
ეგეთი უცხოპლენელები  იყვნენ ამ წუთს ეგ ქალები მისთვის, ეტყობა ბევრი რამ, საკუთარი თავისთვის  ახლიდან ჰქონდა დასამტკიცებელი    ჩემ  ძმა დავითს.  ბევრი რამ...
საწრაფოდ გადავურეკე და ვურჩიე ის ფული  სხვა საქმისთვის შეენეხა ,რადგან არცერთი ქალი იმ საიტზე მისი ღირსი არ იყო.
წადი თავი დამანებებეო მითხრა.

ბიჭო მე კი დაგანაბებ თავს მაგრამ , მაგ მოპარული ფულების გამო  შეგაწუხებს მერე სინდისი .
შენ რა იცი ,რომ მოპარული მაქვს?
ვიცი ხმაზე შეგატყვე . საიდან უნდა გქონდეს  შენ ფული?    მუშაობით  შენ არ მუშაობ, პენსია?--- ჯერ ხომ იმხელაა,რომ...თანაც კიდევ კაი ხანი გწირდება მაგისთვის,    მე  რაც ვიცი ,მდიდარი ნათესავის მემკვიდრე შენ არ გამხდარხარ, ესე იგი მაკას მოპარავდი,  აბა ბანკის გაძარცვის ტრაკი შენ არ გაქვს , "ვტისკავ" ბოლომდე.
"პაშოლ რა"---მაგის საქთქმელად    მირეკავ?  ბაბუაშენისამ შენ მყავხარ ,  ცის რუკის შემცვლელი--ბრაზობს.

რაღაც ძალიან რთულად იძახი სათქმელს, მე , მოკლედ  და მარტივად გეტყვი ,  ნუ ატრაკებ , თუ გინდა წამოდი ეხლა ჩემთან ერთად , თუ არა , რომ ჩამოვალ მე გამოგივლი და ვილაპარაკოთ, მანამდე კი პირობა მომეცი რომ არც ფულს გადარიცხავ და არც გამოთვრები .

გინდა გითხრა რასაც ვფიქრობ შენზე ?

არა, არ მინდა,  რადგან  ისედაც ვიცი,  უკვე ბევრჯერ გითქვია ,  რომ გნახავ მაშინ მითხარი კიდევ ერთხელ, , ეხლა კი მომე კაცური სიტყვა რომ სანამ არ გნახავ,  არ იზამ არაფერს.

მოდი ,გამოდი, ჩემთან და მითხარი რას უწუნებ ჩემს გეგმას და საერთოდაც  რა გინდა?

არა ეხლა ვერ მოვალ , დიდი ხანია  ასვლა მინდა კუს ტბაზე, ძლივს ამინდი და ჩემი სურვილი ერთმანეთს დაემთხვა. ამიტომაც: ავალ, ჩამოვალ,  გნახავ. (წავიკეისარე)  ისე წამოსულიყავი კარგი იქნებოდა.
ნუ გამიტრაკე , შენი კუს ტბით,  სახლში ვარ და არაფერს არ ვიზამ,  მაგრამ მოეთრიე ყველა ვარიანტში  ჩემთან , თორემ …თორემ მაგრა  გამიტყდება,
გადარჩი  , შემაგინებდი და  რომ მოვიდოდი  მაგარს  მოგდებდი...ვაფრთხილებ.
არ შეგაგინე , მაგრამ მართალი გითხრა გულით მინდა.
რომ  გათიშავ  ტელეფონს ,მაგინე რამდენიც გინდა , მანამ კი შეიცადე ...მერე გამოუშვი ორთქლი.(ფსიქოლოგი ვარ რა)
ნახვით კი  აუცილებლად გნახავ. იქიდან პირდაპირ შენთან ვარ..


ამის მერე მივყევი სხვებსაც, ანბანის მიხედვით , კაცის შვილი ვერ ვიპოვე ვინც ჩემთან ერთად გაიზიარებდა მზიანი დღით ტკბობას.

ხოდა სულ ბოლოს იყო ,  ლიზი  რომ  გამახსენდა, ჩემი დაქალი , სულ რომ მეხვეწება ; "ე ბიჭო რომ გადაწყევტ ამ კუს ტბაზე წასვლას , გამიყოლე მეც , კაცი არა ხარ?
კაცი ვარ , მაგრამ ქალებთან  ასეთ ადგილებში სიარულს  ვერიდები. 
მთაში  და ზოგადად ბუნებაში ,  ქალებისა  უმეტესობა ზლაზვნია  და კუს მეგობარია.  ვერ დადიან თუ არ დადიან სწრაფად ,(შეიძლება ანატომიაც არ უწყობთ ხელს ) იქ  ყვავილს მოკრეფენ ,იქ  პეპელას გაედევნებიან  , შენ კიდევ ამ დროს უნდა იდგე და ნერვები იწყვიტო, რადგან ვერასდროს მივხვდები ,A  წერტილიდან გამოსული  და B დანიშნულების ადგილამდე ჯერ არ მისული ობიექტი, რატომ დასდევს პეპელას და კრეფს ყვავილებს?
მივიდეს  B წერტილში და რამდენი პეპელა და მუხლუხოც უნდა იმდენი დაიჭიროს  და ეფეროს..... მაგიტომაც ვერიდები  ქალებთან ერთად ხეტიალს, მაგრამ ამ შემტვევაში სხვა გზა არ მქონდა, ბუნებასი  მარტო სიარული  მსიამოვნებს    ზოგადად, მაგრამ ეს  ის  შემთხვევა  ნამდვილად  არ იყო.

დავრეკე.
ლიზი როგორ ხარ?
კარგად რამაზ, რას შვები რამ გაგახსენა ჩემი თავი?
მე შენ სულ, თავიანტანიანად,  მახსოვხარ, უბრალოდ  თავი არ მინდა მოგაბეზრო.
შენ რომ ეგ ენა არ გქონდეს..

მუნჯი ვიქნებოდი  მაშინ ლიზი .(სიმუნჯემ  გერასიმე გამახსენა , გერასიმემ  ჩემი მეგობარი და მისი ძაღლი.  რამ გამახსენა?)

მომხედე ლიზ ,  კუს ტბაზე  ვაპირებ ასვლას , წამოხვალ? თუ კი--გამოგივლი.
აუ , მინდა  რა.  ნეტა  ცოტა ადრე  დაგერეკა,

რა გითხრა აბა,  ამ წუთს  გადავწყვიტე და ეგრევე შენ გამახსენდი , ვიტყუები ურცხვად.
ნახევარი საათი  გეყოფა  მომზადებისთვის?  მეშინია ამინდი არ გაფუჭდეს, მაგიტომ მინდა დროულად ასვლა .

ბიჭო საჭმლის კეთება დავიწყე და ეხლახან შემოვდგი  ..,
დიდი  რამე ,როგორც შემოდგი ,ისევე  გადმოდგი ,  რამე  მოუვა?
კარგი რაღაცას ვიზამ , ჯობდა არ დამედგა,  ესე იგი რამდენ ხანშიო?
30 წუთსი შენთთნ ვარ. ხომ  მოასწრებ?
რა მოსწრება მინდა?
მაშინ  შენთან ვარ .

ლიზი ბარნოვზე ცხოვრობს , უწინ  კინო ყაზბეგი  რომ  იყო იქვე  , და ვერ გაურკვევია ქმარს გაშორებულია თუ არა. მე მგონი რომ კი , გაშორებულია. თვითონ,  ერთ  ფილმში  ნიკოლ კიდმანი რომაა,ქალი  თვითონ ხომ მკვდარია, ბავშვებიც დაუხოცია ოხერს,  და ვერ ხვდება ,  ვერ გაურკვევია  სად ჯანდაბაშია,  ვის სახლშია , დაახლოებით ეგრეა რა, გაურკვევლობაში.    ბოლოს,  რომ მითხრა მორჩა, გავშორდით  ერთმანეთსო , მაგის მერე , რამდენჯერმე ეგ და მისი ქმარი  ჩვენი მეგობრების ბავშვების ნათლობაში და  დაბადების დღეზე  ერთად  მოვიდნენ.  ხოდა გაიგე ეხლა . არადა  კარგი ბიჭია,  ქმარი, ბიჭი კი არა კაცი,  ხანდახან მავიწყდება რომ ბიჭობა სადღაც დარჩა , თუმცა როგორც ერთი იტყოდა ეგ ყველაფერი სულის მდგომარეობაა.

ისე ,მე სხვისი მიკვირს და  თავადაც  ეგრე  ვარ,  ვერ გამირკვევია გავშორდი ცოლს თუ არა , ფაქტია რომ ერთად  იშვიათად ვართ , ფაქტიურად ცალცალკე  ვცხოვრობთ , რადგან როცა ერთად ვართ,  მაგრად  ვუშლით  ნერვებს ერთმანეთს, ამას შორიშორ  ყოფნითაც ვახერხებთ, მაგრამ  იმდენად იშვიათად , რომ აშკარად ასე სჯობია.
ერთი სიტყვით , ლიზი რომ კაცი ყოფილიყო , იქნებოდა ჩემსავით და მე რომ ქალი ვყოფილიყავი მასავით, ამით ჩვენ სულიერ ნათესაობას გავუსვი ხაზი.


პირველ რიგში კატა შევსვი თავის ჩანთაში , უყვარს  იქ  წოლა, უსაფრთხოდ გრძნობს  თავს ,  პლედში გახვეულს,  მათბურაც  მივადე.    ტემპერატურა  კვლავაც დაბალი აქვს .

თავად ჩასპორტულდი , გასვლისას ჯიბეები მოვისინჯე რამე რომ არ დამრცენოდა, მობილური ადგილზე მქონდა მანქანის გასაღებიც ,  სათვალეც თან მქონდა , თავზე  თეთრი ფეტრის ქუდი მზისგან დასაცავად,(ძაან ვხალისობ თეთრი და ფეტრის ერთად რომაა)  ჩანთაში ფეხსაცმელები, ჯინსი,  გამოსასვლელი მაისური ჩავდე,  სახლსი მოუსვლელად ვაპირებდი  დათოსთან მისვლას, და  იქვე  გამოვიცვლიდი.

პირველად  მარინასთან მივედი , სახლში იყო,კატა  ჩანთითად გამოიყვანა, მოეფერა, არც განძრეულა კატქათა. გული  გაუსინჯა, თავი გადააქნია, "პლოხი დელა რამაზჩიკ"--მიტხრა, გაუკეტე წამლები?
კი რა თქმა უნდა
ვსე და ადნავო?
კანეჩნა მარინა , ი სერდეჩნუიუ დალ ი პრედნიზოლონ , ი ვიტამინი ვობშემ ვსიო , კაკ ბილო პრაპისანო ..
თავი კიდევ გადააქნია, მოეფერა და აკოცა.  წადი რამაზიკ. მივხედავ მე  ამას, ვნახოთ ეგებ ვუშველო. მარინას მადლობა ვუხდი , კატას  ვკოცნი,  სინდისი მქეჯნის , თუმცა მისთვის ეხლა მარინასთან ყოფნა ჯობია.

ლიზი ,  ქვემოთ მელოდებოდა.
ჩაჯდა ,  გადავკოცნე, შევაქე მშვენივრად გამოიყურები მეთქი, პრინციპში მართალი ვუთხარი, წლები  და თავს გადახდენილი ამბავ-დარდები ნაკლებად ეტყობოდა.  პატარა კოხტა ,  მჩქეფარე გოგო  თუ ქალი იყო.
ჰა როგორ ხარ?

როგორო  ვიქნები? დავიღალე  ,აღარ შემიზლია.
რა გჭირს?
რაღა რა მწირს , პრობლემებით სავსე ვარ.  ბავშვები  მოსავლელი, ქრონიკული უფულობა, თემურისთან  დაულაგებელი სიტუაცია, იფიქრებდი ბავშვობაში ესე რომ გვეტირებოდა დედა?

ვითომ ძაან ნატირები გვაქვს?-- ვეკიტხები და ისიც ვიცი  პასუხი რომ დადებითი იქნება .
მეტი რაღა უნდა გვეტიროს?  შეხედე შენ თავს, მე შემომხედე  რას ვგავართ, გავსუქდით, დავბერდით,  შენ თმები გაგცვივდა, მე  ერთი კვირა  თუ არ შევიღებე ბებიაჩემივით ჭაღარა ვარ,  ხო ატყობ მეხსიერებაშიც  დაგვერხა, მეტი დედის ტირება რაღა  გინდა?

სანამ ბარნოვიდან  კავსაძეზე ჩავუხვევდი,  დავამუხრუჭე.  ეხლა დამიგდე ლიზ ყური .
დღევანდელ  დღეს  , სამი კვირაა  ველოდები , დღეებზე რომ გადავიყვანო 21 დღეა , საათებზე ,მერე წამებზე  ხომ წარმოგიდეგენია რამხელა ციფრი იქნება, შეიძლება გამოთქმაც კი ვერ შევძლო მაგ რიცხვის. ხოდა მისმინე;

" დილიტ გავიღვიძე , გავიზმორე , ცას ავხედე , მერე მთაწმინდის კალთებს გავხედე , გამიხარდა,  მესიამოვნა, შენი ჩამოთვლილი ჩათლახობებიდან ჩემს თავს ვერც ერთი,  რომ  ვერ შევატყვე, მომინდა კუს ტბაზე ასვლა , მკვირცხლი ფოცხვერივით, როგორიც ვარ კიდევაც, იქაურობის დალაშქრვა    და შენ თუ გინდა  ამ ყველაფერს  " კატოკივით" გადაუარო, მე ეგ არ მაწყობს,  აქვე  ჩამოგსვამ, ან არადა დამიჯერე,      არაა  ეგრე  საქმე ,როგორც შენ იძახი  თმები კი არ გამცვივდა , უბრალოდ გადაპარსული მაქვს, კი არ გავსუქდი , წონაში მოვიმატე , რადგან ვვარჯიშობ  და კუნთის მასა გამეზარდა, მახსოვრობას  რაც შეეხება--- უბრალოდ ვისაწავლე ,  რაც არ მჭირდება  არ დავიმახსო, აე გავიტენო თავი უაზრო იდიოტობებით.
-ასეა ეს (თუთაშხია მახსენდება) ,  ახლა გეკიტხები თუ ჩემი ვერსია შენთვის მისაღებია გზას ვაგრძელებთ , თუ არა  მოვტრიალდები და გაზქურიდან გადმოდგმული , ქათმის ხარშვა გააგრძელე.
არა, რა შენთან ლაპარაკი აღარ შეიძლება,  რა გაბრაზებს?----გამოხატა პროტესტი.

მორჩი! ან კი ან  არა , არ მჭირდება გრძელი ტირადები . ვარ მკაცრი და  სამართლიანი.
კარგი , კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა-მეუბნება.

მომხედე , ყველაფერი რომ ასეა და არა სხვანაირად მაგას  ზემოთ რომ ავალთ,  იქაც  დაგიმტკიცებ,  მომდის თავში გიჟური იდეა და  თვითონვე მეცინება.

რა გაცინებს ?
ზემოთ გეტყვი ხომ გითხარი.
ზემომდე რა მოიცდის----ცქმუტავს.
კაი რა 5 წუთში იქა ვართ.



ავედით, მანქანა გავჩერე . გადმოვედი , სუფთა ჰაერი მომნატრებოდა, როგორც  წყლიდან ამოყრილ , კალმახების გუნდს  მდინარე კამკამა.  ხარბად ჩავისუნთქე.  ლიზიმ ხელკავი გამიყარა და წავედით.
როგორც კანონმორჩილ მოქალაქეებს სჩვევიათ , არ დავარღვიეთ დაუწერელი წესი კუს ტბისა და „კრუგზე“  შევდექით. ვარ ჩემთვის ხმას არ ვიღებ, ან თუ ვიღებ  იმ გასაგიჟებელ  იდეაზე არაფერს ვამბობ, ითმინა , ითმინა  და ბოლოს: 

ბიჭო მითხარი რა  და  როგორ  უნდა დამიმტკიცო, რა დამაორსულე, მოკლედ "შუტკა" გახსნილი გვქონდა როგორც ერთი ჩემი ძმა იტყოდა  ჟარგონზე. 
ორსულზე გამახსენდა ჩემო ლიზი  აი,  მივცუნცულდეთ კაფემდე , ჩამოვსხდეთ,ჩვენ  ყავა , თვალს  კუს ტბის წყალი დავალევინოთ და  ჩემს იდეასაც    იქ მოგახსენებ ,  მეშინია არ წამექცე.
არ წაგექცე  თუ არ გაგექცე?    რამეს საშინელებას თუ  მიპირებ მითხარი პირდაპირ-აგრძელებს  ხუმრობას.

მოიცა რა ნუ ხარ მოუტმენელი ყველაფერს თავის წესი აქვს .
მაშინ ნაბიჯს აუჩქარე კუნთებმასა გაზრდილო ყმაწვილო ----მოკლედ შემდგა.
ორი ყავა და წყალი ავიღეთ.ბეტონის  მოაჯირთან ახლო მაგიდასთან დავჯექით.

დიდი ხანია?-ვეკითხები
რააა?
რა და ეგეთი აზრები გაწუხებს?
როგორი აზრები ?
აი , რომ დაგერხა , გასუქდი, დაბერდი და ასე შემდეგ, ანუ დამღუპველი აზრები და დამღუპველი კომპლექსები.
რა კომპლექსი, რა აზრი, ვერ ატყობ,  რომ ეგრეა და  კომპლექსები  შენ  უფრო გაწუხებს ვიდრე მე?

გაიგე აქ მე ვარ  ფრიუნგი და შენ პაციენტი,(ვერ დავუშვებ ინიციატივის მის ხელში გადასვლას)  მე ვარ შენი გადამრჩენი  და ამიტომ შენი კომენტარები მხოლოდ  იმიტომ მაიონტერესებს , რომ  სრული ანამნეზი მქონდეს  ზუსტი და სწორი დიაგნოზის დასასმელად , რომელიც შენს მკურნაკლობაში დამეხმარება,  მაგისთვის კი  გულწრფელი პასუხები მჭირდება , ჰოდა მიპასუხე დიდი ხანია?

რამდენი ხანია? გგონია  ვიცი რამდენი ხანია, ? დილით ჩავიხედავ სარკეში  და მეწყება ეგრევე, სარკეში კი შენგან განსხავებით ყოველდღე ვიყურები.
მაგას გეკითხები სწორედაც,  როდის შეამჩნიე ეგ ყველაფერი, პირველად  როდის გამცნო  სარკემ  ყველაზე ლამაზი, რომ აღარ ხარ?  და როდიდან გახდა  პრობლემა----ეგ  მაინტერესებს.
ოოოო, კარგი რა  გამოჩნდა  ფიქოანალიტიკოსი.

შენ მიპასუხე და  მერე ვარ თუ არა ფსიქოანალიტიკოსი  მაგას ნახავ.  ვიცი მე შენი წამალი, ავიდეთ ტყეში ,  დღესვე დავიწყებ შენ მკურანალობას. როგორ გითხარი გზაში მომივიდა შენს წამლობაზე  იდეა  და გიწამლებ  აუცილებლად.

ბიჭო ,მანიაკი  ხარ ?რას მაშინებ? რა გინდა, რით უნდა მიწამლო?  ტბაზე  ამომიტყუე, შეხედე  ბევრი ხალხია, აქ  ვერაფერს მიზამ, გადაწყვიტე  ტყეში ქნა ავი საქმე , მოფარებულში.  ვითომ გამასეირნე , იქ  კი აღმოჩნდება რომ მე წითელქუდა ვარ ოღონდ უბებიო, შენ  მგელი ,  ამაზე გაბრაზდები  მიმახრჩობ და შემწამ?

თითქმის გამოიცანი-ვიღიმი
თითქმის რა გამოვიცანი? მხოლოდ  მიმახრჩობ, თუ მხოლოდ შემჭამ?
რა და  სულიერ ამბავსი ნამდვილად  წითელქუდა ხარ ,  მასავით გზააბნეული შენი ქცეცნობიერის უღრან ტყეში ,  ეხლა  მე და შენ ნამდვილ ტყეში  წავალთ  , შენ სიამოვნებით  წამომყვები,  რადგან    თავად გინდოდა აქ წამოსვლა,      გზად კი მე და შენ  ვიკოცნავებთ, ამას მთელი გზა და მერეც  ვიზამთ.  (ხმა ისეტი მაქვს ჰიპნოზს რომ უხდება , ისმის შორიდან და მისტიურად)
გაოცებისაგნ  ჯერ გადმოცვენამდე დააჭყიტა  და მერე      ტრიალი დაიწყო  თვალების,  ალბათ ამოწმებდა    ვინმემ  ხომ არ  გაიგო ჩემი  ნათქვამი , სირცხვილსგან გაწითლდა  კიდევაც , თუმცა რა იყო სასირცხვილო ვერ ვხვდებოდი.
რა იყო ლიზი რა მოგივიდა?-უდარდელი სახით ვეკითხები.
შენ ჭკუაზე ხარ?
რა მეტყობა უჭკუობის?    რა  შეიცხადე,  არ გინდა  ზასაობა?  მიტხარი რამდენი ხანია მამაპაურად არ  გიქნია ეგ საქმე?
აუუუ, მაგრა უბერავ რა, ეს მამაპაპური ზასაობა  რა  უბედურებაა? ჩემი მამადაპაპა არ ზასაობდა , თუ  გაინტერესებს.

მოიცა  მითხარი  ერთი რატომ  ვუბერავ? ეხლა აღმოვაჩენ  რომ ეგენი არც შმაშურობდნენ.
ეგ რა შუაშია?

აბა რა ,  სრულიად ნორმალურ შეკითხვას გისვავ, და მიპასუზე რამდენი ხანია არ გიზასავია?
წადი რა!!!!...
ჩუმად ვარ , ხმას არ ვიღებ , ვაცლი გონზე მოსვლას . 
ცოტა ხანსი---რას გულისხმობ? აი ენით  და მთელი რამეებით?
ჰოოო, ჰო, ენით და მთელი რამეებით.
რეებზე მალაპარაკებს.
უწინ გამიწირდებოდა კი არა ალბათ ვერ დაგელაპარაკებოდი , ახლა  ვთვლი რომ  იმაზე , რაზეც საჭიროა  ლაპარაკი---არც ერთი ნაბიჯით არ ვიხევ უკან.
კარგა  ხანია-----თავი დახარა.
ამოიხედე ზემოთ, არაფერი არ ხდება  კატასტროფული და გამოუსწორებელი,  ხომ ვართ მეგობრები? ხოდა მეგობრულად ვსაუბრობთ,  არ გილაპარაკია ჩემთან შენ პრობლემებზე?

ჰო , მაგრამ ეს სხვა რაღაცაა და არ უნდა გეთქვა ეხლა ეს ჩემტვის, რა პონტია გეზასავო რომელი 17 წლის გოგო მე  მნახე? ან თუ მაგის გაკეტება  მინდა რაღა ჩემს ძმაკაცთან?
მაგის ბევრი პლიუსი ვიცი მე,  ვითომ რატომ ჩემთან  არა? მშვენიერი მოზასავე ვარ , რომ იცოდე და  არც იმას ვიფიქრებ , შეხედეთ ეს  გოგო მოლიპულ გზაზე დადგარა  და  ნათელია  არც გავაბაზრებთ ამ ამბავს--მეცინება, თანაც ჩვენ კოცნაობას ექნება  წმინდად თერაპიული დანიშნულება, ვინმემ რომ დაგვინახოს დამშვიდებული სინდისით ვეტყვით  ეს ის არაა რაც თქვენგ გონიათ, მერწმუნე  100 %  მართლები ვიქნებით.  გაიგე , ის რაც მართალი იყო ბავშვობისას , ყოველთვის მართალი არაა  დიდობისას.

რა დეგენერატი ხარ.
ხო შეიზლება ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია  მითხრა,  ეხლა  როცა ამაზე    ვლაპარაკობთ, როცა იცი რა და რისთვის, ხომ უფრო და უფრო ნაკლებად საშინელებად მიგაჩნია ეგ ყველაფერი?  თანაც  შენს ნათქვამს გაგახსენებ.

რა ვთქვი  ეგეტი?
შენი ბაგეებით,  შენი  ქვეცნობიერი  ჭეშმარიტებას ღაღადებდა იმ მომენტში.
რაო, რას  ღაღადებდა?
რაო  და რომელი  17 წლის გოგო მე ვარო ---ასე გააპროტესტე ჩემი შემოთავაზება ანუ ზასაობა შენთვის ყმაწვილქალობასთანაა კავშირში-- ( მაგრა ვუტევ, სიტყვებსაც დახვეწილს ვარჩევ, არ უნდა შეშინდეს), გესმის???  როგორც    დამბლადაცემულს  ჭირდება დაზიანებული ორგანოს მასაჟი და მერე მისი მექანიკური ამოძრავება, აქაც ისეა  , მაგალითად  ფეხი  თუა დაზიანებული , ავადმყოფს ველოტრენაჟორზე  აჯენენ,  ფეხებს უმაგრებენ და წავიდა, ტრიალებს პედლები და მოძრაობს ფეხიც , იცი რატომ?

არა, არ ვიცი რატომ?
იმიტომ , რომ  უკუკავშირი  არსებობს, მართალია ტვინი ვეღარ აგზავნის სიგნალს დაზიანებულ ორგანომდე, სამაგიეროდ  პირიქით,  ორგანო უგზავნის  ტვინს სიგნალს ,
პედლებთან  ერთად  მოძრაობს  ფეხი  და რაღაც მომენტში ფეხის კუნთი ეძახის ტვინს:
ეეე , ტვინო შენი ოხერი დედა ვატირე, მომხედე რომ მიმაგდე , მიშველე რამე , დაახლოებით  მუჰამედის და  მთის ამბავია რა  და იჭრება ახალი არხი--გზა ტვინსა და ფეხს შორის, აზრზე ხარ? და რომ იცოდე    რა მაგარი  შედეგები ჰქონია ამ მეთოდს, (მეთოდის ეფექტურობაზე წარმოდგენა არ მაქვს  , მაგარმ ისე რატომ  არ უნდა ივარგოს?) აქაც იგივეა ზასაობა შენში , ყმაწვილობის შეგრძნებებს გააღვიძებს , რომლებიც  ეხლა მიბლაგვებულდამბლადაცემულია, ჰოდა ეგ რომ გაიღვიძებს ,  შენ პრობლემას ,  სხვა თვალით შეხედავ ,  იმიტომ რომ ეს პრობლემები  მუდმივად  იყო ,არის და იქნება , მთავარია  როგორც უწინ,  როცა ახალგაზრდა იყავი არ    და გეშინოდა ,    ფიქრობდი ახალგაზრდა ვარ ყველაფერს მოვერევი,  ეხლაც ასე  განეწყო,  გაიგე  ყველაფერი შენი შეგრძნებებია, შენ  სულს, შეუძლია სწორედ იფიქროს , სწორედ ფიქრს და აზრს  შეუძლია შეცვალოს შენი ხორციელი და მენტალური  უძლურებენი---ძლივს ამოვისუნთქე იმხელა მუხტი ჩავდე ნათქვამში.

ლიზიმ ისე შემომხედა , შემრცხვა რომ ვარსებობდი.
უბერავ რა,  დედას გეფიცები ,  დამიწყო  ხორცის უძლურება და სულის სიმტკიცე  და ასე იწრთობოდა ფოლადი, თუ ეგრე ძალიან გინდა  ჩემთან ზასაობა  , მითხარი და "კჩორტუ"  გეზასავები  ოღონდ  ნუ იგონებ რა ამდენ სიტყვიან  სისულელეებს---

შემომიტრიალა,(როგორ ბრძოლობს შეჩვეული    ჭირი)  მაგრამ ამ ეტაპისთვის    მთავარია პაციენტმა,  აბი--კოცნაობა მიიღოს.

ესე იგი ვზასავობთ?---ვაზუსტებ.
რა ვქნა აბა?

რა  ვიცი ,თავიდან  ისე გაიკვირვე  ვინანე  ჩაფხუტი, რომ არ მეხურა ქუდის მაგივრად.
რა გიკვირს ,ყოველდღე კი არ მთავაზობენ  მსგავს სისულელეებს.
ეხლა  ფიქრობ რატომაც არაო???
გიჯერებ ბატონო , შენ არ იყავი კარგიაო, რომ მეუბნებოდი?

კარგია  დამიჯერე , დროა ავიბარგოთ და  ზომოთკენ  ავიბარგოთ, მოვნახოთ  უცხო და შინაური თავალისთვის მოფარებული  ადგილი და ვიკოცნაოთ და ვიკოცნაოთ.

გინდა მთლად  მოფარებულში  ნუ ვიზამთ  მაგას, ადგილი ისეთი ავარჩიოთ დანახვის საფრთხე  რომ  არსებობდეს.  მერწმუნე უფრო  მძაფრი იქნება და ახალგაზრდობის შეგრძენებაც უფრო მოვა---იცინის.
შეიძლება მართალიც იყო, მაგრამ მე არ ვიყავი ამ ეტაპზე ასეთი დატვირთვებისთვის მზად. ამიტომ  მოტივირებული  უარით გავისტუმრე(არ უნდა შემატყოს სისუსტე)  -- ეხლა, ძაანაც  ნუ გაუბერავ  , პირველ  ჯერზე არაა მეტი სიმძაფრე საჭირო , ახლა ასე იყოს  და შემდეგი სეანსები ვნახოთ.
მე მგონი შეშინდი ,  მაკომპლექსებს --შემრცხვა , მართალი იყო.  არ ვიმჩნევ, თუმცა  ჩემთვის ვაღიარებ , რომ მიმთრგუნა ბოლოდე.

ავუყევით, აღმართს,  მთელი თბილისი იმ დღეს  გამოსულიყო  სასეირნოდ ,  წყება-წყება ადი ჩადიოდნენ ზემოთქვემოთ.  ძნელი იყო მომენტის მოძებნა  სულის  მოსათქმელად  და წყნარი და უშიშარი  კოცნაობის  დასაწყებად.
მართალი გითხრათ მერიდებოდა კიდევაც, ლიზის კი ვაქეზებდი  და  ვუმტკიცებდი ამ წამოწყების სიკეთეებს,  მაგრამ დათანახმების შემთხევაში ჩემს სულიერ მდგომარეობაზე არ მიფიქრია, არც მეგონა  ასე იოლად თუ დამთანხდებოდა  და აქეთ შემომიტევდა,
ეე, თავგადაპასულო ბიჭო , რაღას უცდი , დავიწყოთო, მუჯლუგუნებს მირტყამდა.

გაჩერდი გოგო, რა გჭირს ---ვცდილობდი დამეწყნარებინა, თან რომ გამახსენდებოდა ლიზის ყოფილი  ქმარი, გული მეწურებოდა ,შევატყვე  ვერ  ვიყავი  ბოლომდე დარწმუნებული  მოსალოდნელი კოცნაობის ზნეობრიობაში.  იქნებ ჯობდა ლიზის თავისავე  ყოფილ ქმართან ეზასავა , აღარ  ვიცოდი, თავი ფიქრისგან ტკივილი მიწყებდა, დროც არ ითმენდა.  ფაქტიურად საქმეზე გამოსულები ვიყავიტ.
რა თქმა უნდა ,  ის პლიუსები რაც ჩვენ კოცნაობას, რამდენიმე ხნის წინ  გააჩნდა  არსად არ გამქრალა და კვლავაც , მოქმედნი იყვნენ, ცუდი ის იყო  რომ სხვა პოზიციასაც გააჩნდა არგუმენტები  თავის პლიუსები რომ ემტკიცებინა.

მთავარი ლიზი იყო ,მას უნდა გადაეწყვიტა, ყველაფერი მისი ცხოვრების უკეთ შესაცვლელად კეთდებოდა, ვცადე  ახლიდან და ტაქტიანად გამერკვია ეს ამბავი.
მომხედე  ლიზ,
რა იყო?

როგორ გგონია თემოსთან რომ  მოგესინჯა  ,არ აჯობებდა  ?
უსაზღვრო  გაწბილება იმედისა, ამოვიკითხე მის თვალებსი. 
გაიკეტე ხო პამპერსი? თემოსთან  რომ მდომოდა ან იმას ჩემთან ,როგორ ფიქრობ  ამ აღმართს ამოვასკდებოდი?

თავს ვიცავ,--ჯერ ერთი ეს იდეა გზაში მომივიდა და თავიდან ჩვენ ზუსტადც იმისთვის წამოვედით, რომ უბრალოდ ამ აღმართს ამოვსკდომოდით,  იცოდე შენთან ზასაობის
წინააღმდეგი კი არ  ვარ პირიქით,  ერთი სული მაქვს როდის  დავკავდებით ამით,  რომ დაგარწმუნო მისი თერაპიული ზემოქმედების ეფექტურობასი.  გარკვეულწილად,  მკვლევარისთვის დამახასითებელი  სიამოვნებითაც კი    ველოდები პროცესის დაწყებას,  მაგრამ  ზნეობრივი მხარეც ხომ აქვს ამ ყველაფერს?
ეხლა გაგახსენდა ზნეობა და მორალი?

ეხლა გამახსენდა აბა მთელი დღე ამაზე კი არ ვფიქრობდი, ეს ხომ სულ ცინცხალი იდეაა. 
რომ მთავაზობდი მაშინ დაფიქრებულიყავი.
მაშინაც ვფიქრობდი , ეხლაც ვფიქრობ ---ვუღიმი თან.

კარგი ერთი კითხავაც, რომ თქვი თავიდან , რაღა ჩემ ძმაკაცს გეზასავოო, ამაში რა იგულისხმებოდა არის ვინმე ვისაც შეიძლება რომ ეზასავო?
რა გინდა, რას ამოწმებ? მყავს ვინმე თუ არა?
ლიზი რა ხისტი ხარ?  ხომ ხედავ როგორ დელიკატურად ვსვავ  კითხვებს, შენც ასე რომ მიპასუხო ძნელია?

მომხედე , არავინ არ მყავს , მაგრამ რომ მინდოდეს დარწმუნებული იყავი არ გამიჭირდება,  ვინმეს პოვნა----გაბრაზდა რატომღაც.
კარგი კარგი ნუ ბრაზობ,-----რა გჭირს, ყველაფერი უნდა შეთანხმდეს,  იცოდე, ყველა სახელმძღვანელოში წერია, პაციენტსა და ექიმს შორის , გახსნილი ურთიერთობა უნდა იყოს , აბსოლუტური ნდობა , მაგრამ გარკვეული ზღვარი მაინც  აუცილებელია,არ ვიცი რამდენად დაშვებულია კოცნაობა,  თუნდაც წმინდა თერაპიული მიზნებით კი,  ამიტომ ვიზახი ,არ მინდა  რამე შეგვეშალოს. .

იცი რა?
რა?
რა და გზაში  რომ მეუბნებოდი  დაბრუნდი უკან და ქათამი შემოდგი  გაზქურაზეო  გახსოვს?
მახსოვს.
ჰოდა, ჩემი  სახლის გასაღებს  მოგცემ იქნებ ჩამასწრო  და  ქათმიან ქვაბს ცეცხლი შეუნთო?.
კარგი გასაგებია თქვენი ნარტაულად ნათქვამის აზრი. ვზასაობთ  არაა პრობლემა.

თუ ეგრეა მშვენიერი მომენტია, არავინ არ ჩანს ჰორიზონტზე, ქვემოთ  გადაიხედა, ზემოთ ჰორიზონტსაც გახედა , არავინაც არ  გვიახლოვდება მიდი მოემზადეო.

ჩანჩქერს აცილებული ვიყავით და პირველ მოსახვევს გამცდრები, შვინდის ხეა სადაც შევჩერდით, წინა წელს  ძირი მე და ჩემმა ახლობელმა გამოვუსუფთავეთ, მოვუბარეთ , ქვედა ტოტებიც შევაჭერით , ეხლა გაზრდილი და გახარებული დამხვდა ,  იმ ხესთან ვიდექით. მეც  გადავამოწმე  მომხდურნი გზაზე, არავინ ჩანდა,  მოდი ვუთხარი  , მოვწიე ჩემსკენ და ტუჩებში ვაკოცე,
უხეხული    და  პირველკლასელის    კოცნასავით  უმანკო ამბორი გამომივიდა, მაგრამ პირველ ჯერზე უკეთესად ნამდვილად  ვერ შევძელი.
ესაა ბიჭო დონ ჟუანის  საყვარელი მასწავლებელი ვიყავიო?    გაკვეთილს არ მიცდენდაო?  --დამიწყო შაყირი.
შენ არ იცი    სპორტმენები სტარტამდე რომ ხურდებიან? ------თავს და პრესტიჟს ვიცავ------ ჩათვალე რომ ეს  მოთელვა იყო.
მოგთელავ მე შენ-გადმოდის შეთევაზე.
ა, ბატონო კლასიკური მაგალითი წითელქუდას , მგლად გადაქცევისა, მსხერპლი იქცა აგრესორად.
აბა რა გეგონა , რომ აღვიზებდი    მძვინვარე მხეცს ჩემში.
მე კარგად მახსოვს შენი ყმაწვილქალობა , არანაირი მხეცობა ნაზი იყავ და სათნო--ვცდილობ მოვიგერიო.

გეგონოს შენ  ყოველთის მხეცი ვიყავი---მაშინებს და გამოსდის კიდევაც.
მოიცადე ავიდეთ კაკლებში,  იქ რამდენიც გინდა...----- და თვალით ბედად ჩამოვლილ გოგო-ბიჭისკენ ვანიშნებ, აქაოდა  პირობები არ მიწყობს ხელს ,თორემ შენ გაჩვენებდი სეირებს მეთქი.
ცოტა დაწყნარდა , არ ვიცი მე დამიჯერა თუ იმ ჩავლილი გოგო ბიჭის ბრალი იყო, შეიძლება იფიქრა , შემთხვევით ჩვენი ბაღლღების ამხანაგები არ გამომდგარიყვნენ, ან რამე მაგდაგვარი, აღარ  შევკითხივარ. გავაგრძელეთ გზა.
ლიზი.
რა იყო.
პირველად როდის იზასავე?
9 კლასში . ეხლაც მახსოვს.
ვისთან , ვინმე ჩვენიანთან?
არა, გაგიჟდი?
ორმოცდამეთხუთმეტელი  იყო,
მარიკას კლასელი?( მარიკა ჩვენი კლასელი იყო რომლეიც 55-ში  მე-8კლასში  გადავიდა.)
მაგეებს როგორ ეზასავე ავღშფოთდი,
მშვენივრად რომ იცოდე , შენ  როდისღა ჰქენი ეგ სიკეთე?

მე-10 კლასში.
ვის ეზასავე?
მეც მარიკას 55-ე სკოლელ კლასელს ,დაბადების დღეზე.
მეგონა გული გამისკდებოდა, ისე მიცემდა , თან ვეზასავე  კი არა,  ტუჩებსი ვაკოცე  უბრალოდ, რა ვიცოდი მაშინ კოცნის საიდუმლეობები----ვიცინი.

რა გადაგვარჩინა მარიკამ----მყვება სიცილში  ლიზი, კიდევ კარგი გადავიდა სხვა სკოლაში, თორემ დავრჩებოდით  ტუჩმშრალები.
პირზე რძეშეუმშრალი მაგას ნიშნავს არა?
არაა , გამორიცხული.
მოყევი რა როგორ იყო?

მოვედი კვაზიაღსარების ხასიათზე:  " ცხადად  მახსოვს  ყველაფერი , მუსიკა,  ოთახსი  რა  როგორ იდგა , ვინ სად  იჯდა. ბიტლზები  მღეროდნენ, საცეკვაოდ გამოვიწვიე, მანამდე ცოტა კონიაკი მქონდა დალეული, მაშინ საერთოდ არ ვსვამდი , და  იმ ერთი  პატარა ჭიქისგან  გვარიანად შევთვერი,  ისე    შანსი არ იყო რას გავბედავდი. ის სიმღერა ძალიან მიყვარდა , ეხლაც მიყვარს , ხოდა სადღაც სიმღერის  შუაში ჩემსკენ უფრო ახლოს მოვწიე, თავი მკერდზე დამადო, გული ალბათ  წამში 280 დარტყმას აკეთებდა, მე მეტის გამძლები ვეღარ ვიყავი, მარცხენა ხელით მკეთდზე მოდებული ტავი ოდნავ ავუწიე და ტუჩებსი ვაკოცე,
ოდნავ გვერდზე მომიხდა,  ტუჩის ნაპირზე ვაკოცე, თვითონ არ უპასუხია, ხელით გავუსწორე ნიკაპი და მეორედ უკვე შუაში  და მთლიანდ ვაკოცე, გემრიელი იყო, როგორც  ბადაგი დადუღებისას ხომ იცი.---ლიზის შევხედე უხმოდ რომ მომყვებოდა----- სიცილი აგვიტყდა.
რა გაცინებს? ---ვეკიტხები.
ასე მგონია  ჩემი ისტორია მოყევი, არადა ნამდვილად  ვიცი, მე ვისაც ვეკოცნავე, შენ ის  არ იყავი.


ეე, მაგათი დედა ვატირე მე კიდევ  სულ მეგონა რომ ჩვენ მაგათ გოგოებს "ვაიასნებდით", და ეგ  ჩათლახები კიდევ  რა“ ატაკაზე“ ყოფილან გადმოსულები,
აბა , რა გეგონა, ჩვენ რა არ გვინდოდა კოცნაობა , რომ დადიოდიტ "დასტოინი" სახეებით ჯიბეში ხელჩაწყობილები.
გოგო ხომ იცი  ჩვენ შორის არ შეიძლებოდა ეგეთი რამე , არა კი შეიძლებოდა, მაგრამ ჯობდა, სხვა კლასელი ყოფილიყო ან  უფრო კარგი, სხვა სკოლელი,
ხო ვიცი ,  მაგარი  შტერობა კი იყო ----ვითომ რატომ არ შეიძლებოდა.
რა  გითხრა , იქნებ არც იყო შტერობა, უბრალოდ რომ იზრდები , ბევრი რამის გადაფასებას ახდენ და ეხლა ეგრე გვეჩვენება.
ნეტავ დღევანდელებიც ეგეთები არიან?
მე მგონი კი.

რას ამბობ, არა მგონია, სადა აქვთ ეხლანდელ ბავშვებს  მაგდენი მოკრძალება.
ეგრეც ნუ იტყვი --ვიცავ ახალ თაობას.
მოკლედ ნოსტალგიურ, მცირედად ეროტიული განწყობით  , წვალებ წვალებითა და შესვენება-თბილისზე გადმოხედვებით, როგორც იქნა მივაღწიებ კაკლიანს ,სადაც  ჩემი გათვლებითა და გეგმის მიხედვით  თერაპიული სეანსი უნდა ჩაგვეტარებინა.  საბედნოეროდ არავინ  იყო, მარტონი ვიყავით , მორები  ჩამოსაჯდომად, ნაკოცონარ ადგილას    ეყარა , ზემოთ ავიტანე ოდნავ მოფარებულში, სადაც კაკლებს ბუჩქები შერეოდა.  რად მინდოდა მორები?  პირდაპირ ბალახზე მოვირთხი ფეხი  და წამოვკოტრიალდი. აი , ლიზი კი  მორზე ჩამოჯდა. დაღლილი იყო აშკარად.
მოითქვი სული და დავიწყოთ ,---ვეუბნები მე.
აჰ , აღარ მინდა გადავიფიქრე.
გაგიჟდი გოგო რა გადაიფიქრე?

გადავიფქირე და არ მინდა შენთან ზასაობა, უფრო სწორედ აღარ მჭირდება  ეგ თერაპია , თუ ვინმე მომეწონება ავდგები და  ვეზასავები , მთავარია  ვიცი  , რომ  ჩემი  ხსნა  მაგაში ყოფილა.
რა უნდა მექნა?--  ზედმეტი აქტიურობა უხერხული იყო, მართლა ამისთვის ხომ არ ვიყავით  ამოსულები,  მთავარი რაც  მინდოდა, ბუნებაში გამოსვლა და განტვირთვა  შევასრულე  და აწი ექიმ თერაპევტის როლს მოვირგებდი თუ არა მეორეხარისხოვანი იყო.
გული კი დამწყდა, მაინტერესებდა  მეთოდი რამდენად  ეფექტურად  იმუშავებდა , მაგრამ რას ვიზამდი,  ასე სჯობდა , ამ წამოწყების  ზნეობრივ  მხარეზე ფიქრი მაინც არ შემაწუხებდა.

მაგრამ, არსებობდა საფრთხე ,  ლიზის არათერაპიულ კოცნაობებს  (თუკი შემდეგში  ასეთი იქნებოდა ) ბევრი გაუგებრობა შეიძლება მოჰყოლოდა და შველის მაგივრად  საერთოდაც დაეღუპა, გრძნობები რომ საქმეში ჩაერთვება  იქ საქმეზე ვინღა ფიქრობს?
ჩვენი შემთხვევა კი ამისგან დაცული იყო, რადგან ჩემი მხრიდან (ამის დაფიცებაც ნამდვილად  შემეზლო) არანაირი ვნება და ქვენა გრძნობები არ იდო ამ წამოწყებაში,  უგულო  მტლაშამტლუში კი არა,მხოლოდ  სრულიად უწყინარი განსატვირთი მედიტაციური პროცესი-კოცნაობა იყო. გადავწყვიტე ეს ყველაფერი ლიზისთვის ამეხსნა.

ლიზი, შენ შეიზლება ეხლა არ ფიქრობ მაგაზე, მაგრამ იმ კოცნაობამ შეიძლება უსიამოვნება მეტი მოგიტანოს ვიდრე სარგებელი.
რომელ კოცნაობაზე მეუბნები?
რომლესაც მომავალში აპირებ ვიღაცასთან, ვინც მოგეწონება.

გაგეხუმრე ბიჭო,  არავისთან არაფერს  არ ვაპირებ,    ცოტახანი  ამომასუთნქე  და მერე  შევუდგეთ მაგ საქმეს.
ამ გოგოსი ვერაფერი გავიგე, როგორც უნდა ისე აბრუნებს ფირფიტას, ამოვიდე თავს ქვეშ ხელები და კაკლების  ტოტებ-ფოთლებით  დაკოპლილ  ცას ავხედე, რომელიც ამასობაში,  ნელნელა და საფუძვლიანდ ლეგა ღრუბლების ნავსაყუდლად ქცეულიყო.
ნამდვილად იწვიმებდა, უბრალოდ დროის საკითხი იყო, რამდენ ხანში.
იწვიმებს ლიზი.
იწვიმოს მერე რა?
არც არაფერი.
შენ გაიხდი შენ პიჯაკს და მომაფარებ.
სად მაქვს პიჯაკი?
რომ გქონოდა ხომ იზამდი ეგრე?
კი აუცილებლად.
ჩემსკენ გადმოჯდა.
აუ, რა კარგი იქნებოდა მარწყვი გვქონოდა და ან რამე მსაგვსი  ხილი , საზამთროც ივარგებდა.
რად გინდა ხილი?
იცი დაიჭერდი პირით , მე კი  წაგართმევდი.
ეე, მნახე რა მიკი რურკი, ეგეთ ეროტიულ თამაშებს არანაირი თერაპიული ღირებულება არ აქვს, პირიქით შეიძლება გაძლიერებულ სისხლის ნაკადს ,წნევის მომატებაც მოყვეს--ვაპროტესტებ მე.
მოყვეს მერე, ოდნავ საჭიროცაა  , თორემ უმარილო და უსაკმაზო საჭმელს მაგონებს ეს ყველაფერი  და გულიც არ მიწევს, ცოტათი ხომ უნდა გესიამოვნოს ადამიანს?
კარგი, მარწვი არ ვიცი საიდან მოვიტანო, აქ გვიან მწიფდება, მაგრამ ტყემალი კი დავინახე აქ ამოსავლელი ბილიკის თავში, თუ გინდა ამოიტანე რამდენიმე ცალი.
აუ , მჟავე იქნება,
არაა აუცილებელი შევჭამოთ, უბრალოდ მე დავიჭერ , შენ წართმევა სცადე    და ამ ბღლარძუნიდან , გადავიდეთ საქმეზე.
რა საშინელ სიტყვებს არჩევ, ბღლარძუნის მაგივრად ,  თამაში  რომ  დაგერქვა რა მოხდებოდა?
კარგი სახელი დავარქვი ,დამიჯერე .
კაი ამოვიტან და ვიბღლარძუნოთ -გამომაჯავრა.
ჩემი ფეტრის ქუდი გაიყოლა, ამით ამოვიტანო.


ტყემლის მწვანე,  წვრილ-წვრილი  ნაყოფით გაევსო ქუდი.
რა იყო გოგო აღარ დატოვე ხეზე??? ეგ ტყემალი ბაბუას და შვილიშვილას კი  არა შვიდ თაობას მოჭრის კბილებს, თან იმასაც თუ გაითვალისწებ ჩვენ რისთვისაც გვჭირდება.

კარგი, ვიცით რომ ხუმარა ხარ , დაწყნარდი, თუ არ დაგვჭირდება უკან მივაბავ იმ ხეს.უაზრო ხუმრობებს  ჯობია ის მითხრა  ტყემალი მე დავიჭირო თუ შენ ?

მე დავიჭერ  , კარგად ვარ წამოკოტრიალებული და შენ დამესხი თავს----ვაგულიანებ.
ამომირჩია ყველაზე  დიდი ტყემალი, ვუკბინე და  მომჭრა კბილი მჟავე იყო საშინლად , მაგრამ  წუწუნის დრო არ იყო, ლიზის თვალებში  სრული  მზადყოფნა  ჩანდა , ცოტაც და თავს დამესხმებოდა.

აღარ ავღწერ დეტალურად „ტყემლისტვის“ ბრძოლის  ყველა  წვრილმანს, მაგრამ თამაშ-თამაშ ,იყო ტუჩზე კბენანი , რომელიც  შეუჩნევლად და  ბუნებრივად  კოცნაობაში გადაიზარდა, ხოდა რომ მივლულეთ  თვალები და მივხდი შეიძლებოდა სიამოვნებისგან კრუსუნიც დამეწყო, ლიზის პროტესტის მიუხედავდ თამაში სასწრაფოდ შევწყვიტე .
რა იყო ბიჭო ჩვევა გაქვს , არ გაახარო ადამიანი?----გაბრაზებული იყო  ლიზი.
თვითონ  რა ენაღვლებოდა ,  პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზე იყო, მე კი    შევატყვე რომ  სეანსის  დანიშნულება ,  აშკარად ცილდებოდა თერაპიულ- გამაჯანსაღებელის ფარგლებს , საჭირო იყო შეწყვეტა  და პროცესის თავდაპირველ კალაპოტში მოქცევა.

ასეც ვუთხარი ლიზის,  თვითონაც კარგად შეატყო, უმართავი რომ შეიძლება გამხდარიყო  ეს ბრძოლა  და რადგან  მთლიანდ მენდობოდა (პრინციპში ასეც უნდა ყოფილიყო, გამომდინარე მკურნალი-პაციენტის პოზიციებიდან), დამეთანხმა რომ ეს თერაპიული სეანსი გარკვეულწილად  საფრთხის შემცვლელი იყო და რომ არა ჩემი  სიფხილზლე  , საით გავუბერავდით ღმერთმა უწყის.

მოდი ლიზი , მომიჯექი გვერდზე , ტყემლით  გავიგრილოთ ბაგეები , მერე კი  ახლიდან დავიწყოთ,    ტყემალი ერთი ქუდი გვაქვს ,მანდ საფრთხე არ გვემუქრება,    კოცნაობის ემოციონალურობის  მახასიათებელ  მრუდს  რაც შეეხება , თუ შევატყვეთ  დროში  სწრაფი ზრდის ტენდენცია  , კვლავაც შევწყვიტოთ,  მერე ისევ გავაგრძელოთ. შევთანხმდით?

ამ ტყეში შენხარ ბატონ-პატრონი, შენი იმედი მაქვს რომ მაგ მრუდს ბოლომდე გააკონტროლებო,  მითხრა ლიზიმ და შევუდექით.

დროულმა ჭექა ქუხილმა და წვიმამ , შაბათი დღის სიანცისა და თერაპიული  კურსის , შეწყვეტის  აუცილებლობა  შეგვახსენა, მართალია მთელი პროცესი კონტროლირებადი იყო, მაგრამ  სეანსის გამეორებათა რიცხვი, მაინც
საეჭვოდ  დიდად  მომეჩვენა. 
ლიზისთვის  ჩემს ეჭვებზე აღარაფერი მითქვამს,  რადგან  თერაპია  ჩემი კომპეტენტურობის რწმენაზე იყო  დაფუძნებული, და თუ  მომავალში დაგვჭირდებოდა ამ მეთოდით სარგებლობა,  დღევანდელი  მინუსები  ჩემი გასანალიზებელ-გამოსასწორებელი  იყო  და არა ლიზის. 

ასე იყო თუ ისე, საერთო ჯამში შედეგით , კმაყოფილი ვიყავი,  ლიზის  მხიარულ სახეს, რომ ვუყურებდი ვგრძნობდი  მისთვის კითხვაც    არ იყო საჭირო  , ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.  დაღმართი ბევრად უფრო სასიამოვნო და  გრილად ჩასავლელი გამოდგა. ძალიანაც არ ვჩქარობდით, ამაზე მეტად ვერ დავსველდებოდით  და ჭექა ქუხილის ღმერთს რომ არ გაეგიჟებინა თავი და  ყოველ ნახევარ წუთში  ჩვენი ექსპერიმენტით,  რატომღაც აღშფოთებულს ელვები და ქოქოლა  არ ეყარა  ჩვენთვის, სულაც ფეხის აუჩქარებლად ჩავიდოთით ქვემოთამდე , თანაც  წვიმაში კოცნაობაც მოვსინჯეთ და სულაც არ გამოდგა ურიგო.

ქვემოთ ჩამოსულებს ხალხი კაფეებში თავშეფარებულები დაგვხვდნენ , არ იყო ცუდი  მათთან ერთად  ყავის და  ჩაის სმა ,წვიმის ყურება,  ოზონით  ფილტვების გაჯერება, მაგრამ  გადავსებული იყო იქაურობა,  ფეხზე დგომას  და ყურყუტს,    ქალაქში ჩასვლა ვარჩიეთ ,  თანაც ამ ხუმრობა ხუმრობაში  5 საატი დაწყებულიყო, ასეა როცა სასიამოვნო საქმით  ხარ დაკავებული , დრო  შეუმჩნევლად  გარბის.
ლიზის  ვუთხარი, რომ დათოსთან ვაპირებდი გავლას  და თანაც 5 ლიტრი ღვინის ყიდვა  მქონდა გადაწყვეტილი.
სახლშეი  თუ არ  გეჩქარება  და    გალუმპულობაც    ფეხებზე გკიდია საბურთალოზე გავალ , ღვინოს ვიყიდი და მერე    ისე  მიგაბრძანებ სახლში შენც რომ გესიამოვნოს და მეც .
მწვანე ნიანგის ყიდვა არ დაგავიწყდესო---მეუბნება
ალუზიების დედოფალი ხარ -----შევაქე.

ქუჩები უქმე დღეს  და წვიმას დაეცარიელებინა, უცებ გავედი ბულაჩაურზე ,ჩემთვის 5 ლიტრი ვიყიდე, ბორჯომის  ბოთლით  ლიზისთვის ავიღე.    ქათამთან ერთად მიირთვი და წარმატებულად ჩატარებული  სეანსის სადღეგღძელო შესვი-მეთქი.  როგორც შევპირდი, სახლთან ნასიამოვნები მივაბრძანე.
გადასვლისას მობრუნდა და  ლოყაზე  მაკოცა , კარგი ბიჭი ხარ ექიმოო მითხრა.
ვინმემ არ დაგვინახოს-----თორემ გვანახებენ ექიმობას----გავაფრთხილე.
ერთი მაგათი დედაცო  გაიცინა და წავიდა. წვიმდა, მაგრამ ფეხი არ აუჩქარებია ისე შევიდა სადარბაზოსი.
გავაჭერი დავითასთან.

ფანჯრებთან მივაჩერე. პირველ სართულზე ცხოვრობს,
ღია  ფანჯარაში ბობო  მტრედივით იჯდა,  და  წვიმის  წვეთებზე მედიტირებდა.
კარები როგორც ყოველთვის ღია იყო. გავიარე ჰოლი , სასტუმრო ოთახში  იჯდა ტახტზე, ტელევიზორს უყურებდა  თუმცა ხმა ბოლომდე ჩაწეული ჰქონდა, გვერდზე წამოწოლი  ბაქსის თავი  მუხლებზე დაედო და  ეფერებოდა.
ამომხედა ---სად ხარ ბიჭო აქამდე?
დამაგვიანდა ცოტა.
ხედავ რა ამინდია?
სულ ეგეთი,  არაა ეს ბოლო ხანი ?
ხო,მაგრამ  დღეს შენ მესტუმრე  და თან ესეთი ამინდია
მაგიტომ დამაგვიანდა,  5 ლიტრიან  ბიდონი  დავანახე ---ბულაჩაურზე  ავიღე.
მაგათ კაი ღვინო აქვთ. მიდი  ერთი ლიტრა გადმოასხი და  დანარჩენი მაცივარში  შედგი.
ხო შევდგამ .  ბაქსისი მივეფერე ,რამხელა გაზრდილა.
ხო, ძაღლი კი არა ასფურცელაა , როდის ნახე ბოლოს ?
ორი კვირა იქნება.
35 კილოა უკვე , რა მეშველება? ეს ნაღდატ აარტყამს  80 კილოს .

რას აჭმევ ამ ცხოველს?
თავიანთ საწმელზე მყავს  ჯრჯერობით ,მაგრამ აღარ ყოფნის და დამენძრევა მალე.
საჭმელზე გამახსენდა , საღვინო  გვაქვს  რამე?
სალიანკა უნდა იყოს და კვერცხი შევწვათ .
წავა .  მოდი რა დავით შენ გააწყვე  სუფრა და მე აბაზანასი შევალ, მაგარი გალუმპული ვარ.
ბარემ გადავივლებ და გამოვიცვლი კიდევაც .
მიდი ძმაო , მიდი.

მესიამოვნა ცხელი წყალი, შხაპის ქვეშ ვიდექი კარგა ხანს , სანამ    აბაზანის  კარებზე  არ დამიკაკუნა. რას შვები, გამო დროზე,  გავაწყვე ყველაფერი , ღვინოც  შეგრილდაო.

სუფრა გაწყობილი იყო, ჩავუსხედით. თავიდან  ორივე მოვერიდეთ  ტაიქალებზე  საუბარს.
პირველ  გრაფინს ძირი რომ გამოუჩნდა. მაშინ ახსენა პირველად,
შენ ფიქრობ რომ  იდიოტობაა  მაგათი აქ    ჩამოყვანა?
აბა რა ,დავით ძმაო , ხომ არ  გაგიჟდი? აი, რა ჯანდაბად  გინდა ეგ მითხარი,  თანაც რა ენაზე უნდა ელაპარაკო?
ენა  ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ცოტა რუსული  ყველამ იცის, ცოტა ინგლისურს მე მოვახლაფორთებ.
კარგი  რა, სად უნდა აცხოვრო?  რა უნდა აჭამო? საერთოდაც რა უნდა უყო?  თოჯინა ხომ არაა, საღამოს თავის ყუთში ჩადო და გადამალო?    მაგაზე კარგი ქალები დადიან აქ , რა გჭირს?
მართალი გითხრა  მაგდენი  არ მიფიქრია, ექნება ფული და გაჩერდება სასტუმროში, მეც იქ ვივლი.

გამეცინა , ვაახ , ვერა ხარ მწყობრში რა, ბილეთი შენ აგაღებინა და აქ სასტუმროს ფულს გადაიხდის და შენც მაგასთან იქნები არა????  ბაუაშენისამ!!!შენ ხარჯზე იქნება თავიდან ბოლომდე, გაეხვევი რამე შარში, მაკაც გაიგებს , ანიც(ანი  დათოს ბავშვია) და არ გამოგეყოფა თავი არსად.

ერთი მაგათი დედაც , თავის თავებს მიხედონ,  განსაკუთრებით  იმ პატარა მაიმუნმა , თავი რომ კიტრი გონია.
კაი , რა დავით შენ არ იყავი მაგხელა? აცალე რა ბავშვს .
რას  არ ვაცლი ? არა , რა მე ამათი არ მესმის , ბიჭო ისე იქცევა, გეგონება  სამყაროს შექმნისას ღმერთი რჩევებს ეკითხებოდა.
ყველაფერი იცის,  რა , რატომ და რისთვის ხდება.    რამეს ეტყვი, ისე შემოგხედავს ,  ამება  ჩემზე მეტუჯრედიანი  მგონია.  არადა  ხომ არ გავლახავ ?  პატარა  რომ იყო , მაშინ არ გამილახია და  ეხლა  როგორ  მივტყეპო?

მივტყეპავდი კიდევაც, მაგრამ  ისე  გაჩათლახებულები არიან არ მიჩივლოს მეშინია---კიდევ კარგი  გაეცინა, თორემ უკვე თავის მოკვლა მინდოდა.
ხო ----გააგრძელა----დალაგდება    ალბათ  ყველაფერი, შენ რა გგონია  ეგ ქალიც რატო მინდოდა ? მეთქი რაღაცას შევცვლი, ცოტა სხვანაირს გავხდი გარემოს , ამოვიდა რა ყელში ერთიდაიგივეყოველდღე,    კიდევ კარგი ძაღლი  მოვიყვანე და ამას მაინც ვასეირნებ, გარეთ გამყავს  და ვიცი რომ ვიღაცას ვჭირდები, თორემ ისე რა?    "ზაზუნას დღე"-- ხომ გახსოვს? მე მგონი  ჩემზე გადაიღეს.
ხო იცი კიტხვა ,  როგორ მევასება?    ვეღარც ვკითხულობ, "ბლიად" ამოვიდა რა ყელში.  არა სამსახური, არც პერსპექტივა
სამსახურის შოვნისა, მაგიტომაც ვერაფერს ვეუბნები მაგ ბავშვს, აღარ ვარ ავტორიტეტი ხომ ხვდები, დილით დედამის ,რომ ფულს გამოვართმევ სიგარეტისას მერე , რაღაზე ველაპარაკო?

ვიცი ბაბუ ვიცი, წამოვდექი  და თავზე ვაკოცე, მოიტა დაასხი დავლიოთ.
ოღონდ სადღეგრძელო არ თქვა თუ ძმა ხარ,  ისე დავლიოთ.
კი ბატონო არც მე ვიყავი სადღეგრძელოების  ხასიათზე.
ცოტა დიდი ჭიქებით  დავლიოთ, რაღაცა  ვერ ვთვრები -----შევთავაზე მე.
დავლიოთ  მაგრამ , დედას გვიტირებს მაგარი ღვინო ჩანს.
ჩანს კი არა  ეგრეა, ნაღდათ  მაგარია,
მაგარი ღვინოა,      შეციებული  კიდევ  უკეთესი ---მეორე გრაფინი მოიტანა.
რაც მეტს ვსვამდით უფრო და უფრო იწყენდა.    შესვენება  შევთავაზე    ----ერთ-ორ ადგილას გადავრეკავ მეთქი.  კარგიო--უარი არ უთქვამს---სანამ შენ დარეკავ ,მე  აბაზანაში შევალ ,წყალს შევისხამ, თავი ზედმეტად შტერი მგონიაო.

ლიზის გადავურეკე.
როგორ ხარ? რას  შვები მოხარშე?
კარგად , კარგად. ჰო , დავადგი იხარშება, შენ როგორ ხარ  სვამთ?
კი ეგრეა,  იცი რა აზრი მომივიდა?
რა?
აი, 19-20 წლის რომ იყავი საჭმელების გაკეთება გევასებოდა?
რაღაცეების კი.
რისი?
სალათების და ნაცხვრების და ეგეთი რამეების.
ჩახოხბილის , საცივის , სალიანკის?
გიჟი ხომ არ ხარ , ჯერ ერთი გაკეთებაც არ ვიცოდი.
მაგ ქათმისგან რას აკეთებ?
ჩახოხბილს
ჰოდა , აღარ გააკეთო ისეთი საწმელები რასაც პატარაობაში არ აკეთებდი, გაიგე?
აბა , ვინ აჭმევს ბავშვებს.
რაღაც ხანი მოითმინონ, ბოლო ბოლო თუ ეგრე  უნდათ  ჩახოხბილი, გაკეთებული იყიდე.
არაფერმა არ უნდა შეუშალოს, შენს გამოჯანსაღებას.
ლიზი ისე რა მაგრები ვართ, არა?
ნუ იტყვი ძალიან---მესმის როგორ ეცინება.

ლიზ , მაგარი კოცნაობა გცოდნია.
დათვერი ხო?
არა , მეგონა გაგიხარდებოდა  სიმართლე რომ გეცოდინებოდა.
მიხარია კიდევაც, რომ იცოდე.ისე  შენც მაგარი ხარ ექიმო.
ხო, მაგარი ვარ.––ვიცინი
რას შვება დავითა?
რავი მაგარი მოწყენილია , ჯერჯერობით რაც უფრო მეტს სვამს , უფრო  და უფრო იწყენს.
მე , ბობო და ბაქსი ვჩალიჩობთ , მაგარმ ჯერჯერობით  ვერ გავამხიარულეთ.
ეგენი ვინ არიან?
მაგისი  ძაღლი და კატა. რით ვუშველოთ  არ ვიცით.
შენ მოწყენილობის ისეთი წამალი იცი , მოსინჯე ეგებ გაამართლოს–––იცინის  ლიზი.
გაგლახავ ----ვემუქრები
რა იყო , ხომაა შენი ძმა---ხუმრობის ხასიათზეა მოსული.
კარგი შენი ხათრით ვაკოცებ  ერთ მაგარს.
კაი მიდი , წავედი მე თორემ  მიმეწვა  საჭმელი.
ეგ შენი გაკეთებული ბოლო ჩახოხბილია გაიგე?
გავიგე , ხომ იცი როგორც გიჯერებ.

წადი, ლიზ, კარგი გოგო ხარ შენ  და ყველაფერი კარგად გექნება.
შენც კარგი ბიჭი ხარ    და არ გამოთვრეთ  ძალიან .
კაი, წავედი.
პაკა , ლიზ.
პაკა.
ამასობასი დავითაც  გამოვიდა  სააბაზანოდან, მიუსხია წყალი ცხვირპირზე , აშკარად უკეთ გამოიყურება.
გავაგრძელეთ, ოღონდ ისეთი ტემპით აღარ.  ვილაპარაკეთ ჩვენ პრობლემებზე.
შევთანხმდით ,რომ რამე უნდა შეგვეცვალა, რომ ესე ცხოვრება  არ შეიძლება, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, მიწის საყიდლად ფული გაგვეჩითა  და  მიწაზე გვეცადა ბედი , ბოლო ბოლო "გეორგია" ტყუილად ხომ არ გვქვია,    ვაგულიანეთ ერთმანეთი.
 
მერე  მაკამ  დარეკა,  მოვდივარ და რამე ხომ არ წამოგიღოთო, დათოს ვანიშნე შენთვის თუ რამე გინდა უთხარი და მე  დავახვევ-მეთქი.  დარჩიო,  არა , არა გამახსენდა ,  მთელი დღე  ისე გავიდა კატა არ მომიკითხია.
უნდა გავიდე დავით ,  კატქათა მყავს ცუდად , ექიმთან დავტოვე და ამბავიც კი არ მიკითხია, მაგარი უნამუსო ვარ.
კაი წადი , ოღონდ  გამო რა ხვალ, 2 ლიტრამდე ღვინო კიდევაა.
ხვალ რა დღეა?
კვირაა,
კაი, მოვალ აუცილებლად და გაზეთებსაც ვიყიდი ,  გადავხედოთ მიწის ფასებს.
ხო ეგრე ვქნათ, მე  ჩემ კახელ ძმებთაბ  გადავრეკავ , ეგებ და  კაი ფასში გაგვიჩითონ  რამე , წესით მაგათ უფრო ეცოდინებათ.
ეგრე  ვქნათ, გადავკოცნე დამშვიდობებისას,  სადარბაზომდე გამომაცილეს,  შესანიშნავმა სამეულმა , მანქანაში რომ ვჯდებოდი  გავხედე , გულისამაჩუყებელი სურათი იყო, სადარბაზოს მქრქალ განათებაზე კარებში მდგარი დათო, ბაქსი და ბობო, სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებულნი, ოდნავღა წვიმდა.

კარგად  შემთვრალი ვიყავი,  მაგრამ  ვაზროვნებდი    ნორმალურად , პირჯვარი გადავიწერე , ღმერთს გზიდან პატრულის  მოშორება და  სახლამდე მშვიდობით  მიყვანა ვთხოვე.
მივიდა ზემოთამდე ჩემი ლოცვა, სახლამდე მშვიდობით მივედი, მანქანიდან გადმოსულს  და ყველანაირ ხიფათ მოტოვებულს აღარაფრის შიში რომ აღარ მქონდა , მთელი ბახუსი უცებ მომაწვა, გეგონება ვიღაცამ იერიშზე გადასვლა უბრძანა.
დიდხანს ვეძებდი ჯიბეში 5 თეთრიანს , მაგაზე უფრო დიდხანს უშედეგოდა ვცდილობდი ამ ხუთთეთრიანის,    აპარატში  ჩაგდებას,  ვერაფრით ვურტყამდი , მოვკდი გინებით, კიდევ კარგი,  მეზობლის ბავშვი შემოვიდა ,  ბოლოს  იმან ჩამიგდო, მადლობა აღარც მახსოვს ვუთხარი თუ არა.

სახლსი შევედი  ,  თვალი  სამზარეულოში მოწყენით მდგარ კატქათას,    საჭმლიანი თასებისკენ  გამექცა.            კედელზე საათს გავხედე ,    ათი  იყო, მარინას დავურეკე.
მარინა მაპატიე  მოგიგდე ეგ საწყალი, მთელი დღე  ისე აეწყო...
ეგ არაფერი  რამაზ ,მაგრამ......
რა მოხდა ?
"უმერლა კოშკა" და  ხვალ  დილით თქმას , ეხლა გეტყვი სჯობია.
ისედაც ურო ჩარტყმულივით  ვიყავი ,ახლიდან გამიმეორეს. ჩამწყდა რაღაც.
როდის მარინა?
7  საათი იქნებოდა .  კალათაში  მეწვა , კარგა ხანი რომ არ გაინძრა ხელი დავადე და უკვე ცივი იყო.
კარგი მარინა , ხვალ მოვალ და წამოვიყვან, მეტი ვეღარაფერი ვუთხარი. კიკეთში ვარდებთან  დავმარხავ--გავიფიქრე.

ჩემი ლამაზი, მწვანეთვალება... სამზარეულოში ჩამოვჯექი ,ტირილი ამიტყდა.
არაყი მქონდა დარჩენილი მაცივარში, კარგა ხანია არაყს არ ვსვამდი, შერჩა და შერჩა.
ღვინის ჭიქაში ჩამოვასხი, პირთამდე გაივსო .ვხიე ბოლომდე, არაფერი მიმიყოლებია.

საწოლისკენ  ბანცალ ბანცალით  წავედი,  ვტიროდი, გაუხდელად მივწექი.
და , ძილს რომ უნდა წაერთმია თავი , გამოცხადება მქონდა.გამოცხადებაა  აბა რა არი ,როცა დარწმენებით იცი რაღაც,  რაც ცოტა ხნის წინ არ იცოდი?
ხშირად  სიტყვა,  მხოლოდ  ნათქვამი  , სისულელესავით ჟღერს  , მაგრამ როგორც კი ფურცელზე გადაიტან    აზრს იძენს და ჭეშმარიტებას  ემგვანება.
ვიცი ჩემი კატქატა შემდეგ ცხოვრებაში პატარა , მწვანეთვალება გოგოდ დაიბადება , ეყოლება  თავისსავით ლამაზი, მწვანეთვალება კატა , სახელად კატქათა და არასდროს გაიხსენებს, რომ ოდესღაც , რომელიღაც  ცხოვრებაში, ჩემსავით შტერი პატრონი ყავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები