ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2014


###(გუშინ ვიყავი)

გუშინ ვიყავი ქალაქში, სადაც
შენი სახლია,
შენი ოთახი.
როგორც მაქციას
მიყვარდა ღამე
და ასდიოდათ მიწის გორახებს,
სუნი ზაფხულის და ნოსტალგიის.
............................................
და ყველა სახლის ყველა აივანს,
ვუცქერდი ისე გაფაციცებით,
როგორც გასცქერის უღრან ტაიგას
გაციებული თეთრი თითებით -
დაღლილი მგზავრი,
რომ დამენახე მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ ცოტა ხნით.
............................................
იდგა ქალაქი,
შენი სახლი,
შენი ოთახი
და რომელიღაც ქუჩის ბოლოს
გაქრა სიშავე.
როგორც ახელენ,
სიზმრისაგან ნაფეთებ თვალებს,
გათენდა ისე.
ქალაქში, სადაც
ვერაფერი ვერ დაგიშავე,
მიყვარდი ისევ.
მიყვარდი ისევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს