ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკუნა
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2014


თანაც გამიხარდა

ფიქრი არეული იქცა შეგონებად,
სული ამომიშრო ფერთა სინარნარემ,
ლოცვის კრისტალები თოვლი გეგონება,
თითქოს დაუპყრია გული იანვარებს.
თითქოს ცის მოლბერტზე ფრთები აციაგდა,
ფრთები მოტრუსული,ზღვაზე დანაცემი,
ოცნებას იმედის შარვალი აცვია და
სულზე დავიმაგრე განცდის გადამცემი.
ლექსის სტრიქონები წვიმად გადაიქცა,
სული სულს დაეძებს მსგავსს და გრძნობააშლილს,
წამით მზეს შეხედა, გათბა და გაიქცა,
წვიმა გამოუდგა მერე სველი თავშლით.
ზღვამ ვერ მოიშალა ერთობ მდარე ჩვევა-
ისევ მოლოდინის სუსხი შეიხარბა,
მხატვარს ჩემს თვალებში გრძნობა მოეჩვენა,
თანაც მეწყინა და თანაც გამიხარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები