ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პროზა
9 აგვისტო, 2014


ბრეშნა


შეუდარებელი გოგოა ბრეშნა!
არაბია!
მწიფობაშეპარულ ქლიავს ჰგავს,მყარად რომ ჰკიდია ახალგაზრდა ტოტებზე!
დიდი მწვანე თვალები უელავს,გაუთლელი გიშერივით უხეში წარბების ქვეშ.ავოკადოს ფორმისაა მისი თვალები.ბოჩოლას თვალებს ეძახიან ასეთს.მე ავოკადოს უფრო ვამსაგავსებ,რომ ჩამწიფდება და კანი ოდნავ ჩამოიწევა_ხრის ქუთუთოებს...სახეზე არასოდეს იკეთებს მაკიაჟს.ან რამეს მსგავსს.არც საყურეები ჰკიდია.არანაირი სამკაული არ მინახავს მასზე.
საშიშად ლამაზია ბრეშნა.
ბებიამისი ალბათ ჯადოებისა და ასეთი რამეების ქურუმი იყო აფრიკაში.ან სადმე ასეთ ქვეყანაში.ან ბებიამისის ბებია.
ვინმე აუცილებლად ეყოლებოდა შავი მაგიის მოტრფიალე.
ტყეში წითელი თხილის ხეები შეგხვედრიათ?
ნაყოფი არაა წითელი,ფოთლები.ამიტომაც წითელს ეძახიან.ჩვეულებრივი თხილია.ცოტა რთულად გასატეხია კბილით.სჯობს იქვე ქვა მოძებნო,დაამტვრიო და კბილებს გაუფრთხილდე.
ეს თხილი,გამოზაფხულზე,როცა ნორჩ ყლორტებს ამოიყრის,ლამის რძე რომ სდით,ისეთი ჩვილები რომ არიან,აი,იმ ყლორტებს მიუგავს თითები ბრეშნას.
არ ვიცნობ!
ვფიქრობ ოცდაექვსი წლის უნდა იყოს.
მეზობელია.ერთხელ,როცა ველოსპედით გამოდიოდა_ბრეშნა,მე გვიან მოვალ,დამირეკე.მიაძახა ქალმა,რომელიც მანქანას ქოქავდა(ალბათ დედა იყო).
ჩემს ქუჩაზე რომ გაუყვები,მეოთხე სახლიდან გამოდის ყოველ საღამოს შვიდის მერე,ველოსიპედით სასეირნოდ.დიდი ტყე-პარკია ნახევარ კილომეტრში ჩვენგან.იქ სეირნობს ისიც.
მეც.
მარტო დადის სულ.
ვფიქრობ,არავინ სჭირდება.
შეუდარებელი გოგოა ბრეშნა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები