ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
11 აგვისტო, 2014


იგავებივით

          ორი ბრმა

ორი კაცი შეხვდა ერთიმეორეს. ორივე ბრმა იყო.
_  რატომ  დაბრმავდიო ? _ ჰკითხა ერთმა მეორეს.
_  ყველას ვუთვალთვალებდი, ყველას ჭუჭრიტანიდან ვუყურებდი და ღმერთმა დამაბრმავა, რომ სხვისი ვერარა დავინახო _ უპასუხა პირველმა _  შენ რატომღა დაბრმავდი, შემც ჩემსავით ყველას უთვალთვალები ?  _ ჰკითხა მეორეს.
_ მე პირიქით _ უპასუხა მეორემ _ არავისი და არაფრის დანახვა არ მინდოდაო .



        ხარბი

ერთი კაცი დღენიადაგ ლოცულობდა:
_ ღმერთო, ისეთი ცხოვრება მომეცი, ფული რომ დავინახო  მიწაზე დაგდებული, არ ავიღო.
ღმერთმა შეისმინა კაცის ვედრება და წელკავით დააავადა.
დაიანახა კაცმა მიწაზე დაგდებული  ბევრი ფული და ვერ დაიხარა ასაღებად _ წელკავი არ უშვებდა.
_ მაპატიე, ღმერთო, სიხარბე ! _ შეჰღაღადა ღმერთს.


          სახედრის რჩევა


ერთი, მუშაობისგან ქანცგაწყვეტილი სახედარი, პატრონთან მივიდა და უთხრა:
-  ბატონო, ხომ ხედავ მუშაობისაგან წელში ვართ გაწყვეტილები მე და შენ და მაინც არაფერი გვაბადია.  რჩევას მოგცემ, მოდი, ზურგზე შემაჯექი, სხვა ქვეყნებისაკენ გავწიოთ და იქნებ იქ ვნახოთო სიკეთე რამე.
პატრონს გაუხარდა, ეს რა ჭკვიანი სახედარი მყოლიაო და შეაჯდა ზურგზე. მანამდე კი ნალებიც გამოუცვალა, შორს გზაზე მივდივართ და ახალი ნალები სჯობსო.
მიდიან მიდიან, გაცდნენ თავის სოფელს, გასცდნენ ქალაქს და დაადგნენ უკაცრიელ გზას.
გზაში სახედარი დაიღალა. ტლინკები ჰყარა და პატრონი ჩამოაგდო:
-  შორი გზაა, დავიღალე, ახლა შენ შემისვი ზურგზე და შენ მატარეო.
გაბრაზდა პატრონი:
-  შენ არ მირჩიე, სხვა ქვეყნებში წასვლა?  სახედარი შენა ხარ და შენ უნდა მატარო!
-  სახედრის რჩევას რომ დაიჯერებ,  განა უფრო დიდი სახედარი არა ხარ?  ახლავე შემისვი ზურგზე - თან ახალ ნალებზე დაიხედა.
რა უნდა ექნა პატრონს, მოიკიდა სახედარი ზურგზე და გაუდგნენ გზას.
მორალი ასეთია: ნუ დაუჯერებთ სახედარს,  სათავისო რჩევებს იძლევა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს