არ დაიღალე? მე კი. მოდი ცოტა ხანი ვითამაშოთ. იხუჭები! დაგასწარი. მიდი მიდი მალე, ცოტა დრო გვაქვს . შენ იხუჭები და ხუთამდე ითვლი: ერთი: ცისფერ კაბას ვიცვამ, ძალიან ძალიან მოკლეს. ორი: ჩოლკას ვიჭრი. სამი: ფეხებს პატარა კოპლებიან ქოშებში ვყოფ. ოთხი: ყელზე ფერად მძივებს ვიკიდებ. და ხუთი: დასამალად მივდიავრ იქ სადაც უცნაური სიცარიელეა. ეს ადგილი უცბად დავტოვეთ ყველამ ერთად, არა, დაგვატოვებინეს ძალით. არვიცი რატომ. რატომ ვიზრდებით? ან რატომ არ ვიზრდებით? ყველა სხვადასხავანირად გვპასუხობს.
და სანამ შენ მეძებდი, მე სიცარიელეში დავიმალე. ადრე აქ ბევრნი ვიყავით. ძველებური აგურის სახლი გვქონდა. პატარებს ამ სახლის შურდათ, იმიტომ რომ აქ ბევრი ბავშვები ერთად ცხოვრობდნენ. დიდებს კიდევ იგივე მიზეზის გამო ეცოდებოდათ. მაშინაც იყო ხოლმე ქუჩებში ასეთი სიცარიელე, როცა 6 საათის მერე გარეთ გასლა არ შეიძლებოდა. არა, შეგეძლო გასულიყავი, მაგრამ არავინ პასუხს არ აგებდა თუ ტყვიით გაგეხვრიტებოდა თავი. მერე მთვრალი გაიტანა მატარებელმა. ვისღა ქონდა იმის ნერვები დაკვირვებით გადასულიყო ლიანდაგზე და მითუმეტეს იმის რომ სახლიდან გარეთ ლიანდაგზე მისრესილი კაცის ასაცლელად გასულიყო, მაშინ როცა გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა. პატარა ქუჩებში კი დადიოდა თმაგაწეწილი სალოსი, გაბრიელი. ბევრს ამბობდა, მაგრამ მაშინ ცოტა თუ უსმენდა.
სანამ შენ მეძებდი, მე ბალეტზე დავიწყე სიარული. აქ დედას მოვყავარ. მერე თეთრ ტანსაცმელს ვიცვამ და ვცეკვავ შიშით თვალებსულდაჭყეტილი, ვაითუ ამ კაპასმა ქალმა არ გამაგდოსთქო. მერე დედას აქ აღარ მოვყავარ. სულ სახლში ვართ. გარეთ უბრალოდ ისვრიან. იმ სახლში კი, სადაც ბევრი ბავშვები ერთად ცხოვრობენ, საღამოობით მამა ფერად სანთლებს აკეთებს და ჩვენც გვიხარია, ძალიან გვიხარია. მერე გარეთ გავალთ მე და დედა და იმ შენობას ვნახავთ სადაც ადრე საცეკვაოდ დავდიოდი და რომელსაც ახლა ფორმა და ფერი შეუცვლია. არაუშავს ამასაც მალე აღადგენენ. გადავრჩით. გადავრჩით?
ბალეტზე აღარ მაგრამ მე და დედა მიტინგებზე დავდივართ. შენ ჯერ დაბადებული არც ხარ, მე რომ ვიღაც პატრიოტი მომიტინგე კაცი სიგარეტით პატარა ხელს მიწვავს. არა, არ მეტკინა მაინცდამაინც მაგრამ არც მომირჩა, არ მოგვირჩა არც მე, არც შენ და არც იმ კაცს. გჯერა? დღემდე გვტკივა, ხან სუსტად, ხან უფრო ძლიერად. გაბრიელს კი უგულოები გიჟად რაცხავენ, იმიტომ რომ ღმერთი სწამს, მაგრამ ხელს არ ახლებენ, მაშინ როცა სხვებს ღემრთის რწმენის გამო სიცოცხლეს ასალმებენ. და რა გგონია ვინ გადაარჩინა? გაბრიელს ხომ არავინ არ ჰყავს ამ ქვეყანაზე, იმ ქვეყანაზე - კი.
შენ ისევ მეძებ. ჩვენ ყველანი ვეძებთ. გამუდმებით ვყვირივართ: ,,სად ხარ, სად ხარ, სად ხააააარ?" მეძებ, მე კიდე სკოლიდან მოვდივარ. აქ ჩვენთან ჯიხურები გამოუდგამთ, ჯიხურებზე მრგვალი პურები კიდია თოკით. გახსოვს ჯიხურებზე ჩამომხრჩვალი პურები? მე და ჩემი ბიძაშვილი ხომ ყველაფერს გასართობად ვიყენებთ. ხოდა ყველა ჯიხურთან ვხტებით და პურს მუშტებს ვურტყამთ. ასე გაგრძელდება სანამ ორივეზე ბევრად ძლიერი სხვა ბიძაშვილი არ აგვიღებს და თავებს არ გვარტყმევინებს ერთმანეთზე. რავიცი, მაშინ უფროსების სამყაროში ბევრი საფიქრალი ქონდათ. ხოდა ჩვენ ხან თოვლში ვცურავდით, ხან ჟოლობისქვეშ ვიწუწებოდით ისედაც თავსხმა წვიმაში, ხან კიდევ ჩვენ ბევრხეებიან და უზარმაზარ ეზოში ცოცხის ღერებს ვეწეოდით.
აქ იმხელა პურის რიგები იყოოოო. მაშინ არ მაინტერესებდა, თორემ ამ რიგებში 1001 მოთხრობის სიუჟეტს მოვისმენდი. სანამ შენ მეძებ, მე პურის რიგში ჩავდგები, იქნება რამე გავიხსენო. მაგრამ, ეეეე რა უცებ მიპოვნე. იცოდი და იმიტომ, იცოდი რომ აქ დავიმალებოდი. კარგი ვიხუჭები და ხუთამდე ვითვლი: ერთი: შენ თმებს იხვევ დიდივით. ორი: ქუსლიან ფეხსაცმელებს იცმევ დიდივთ. სამი: ყელზე ბეწვს იხვევ დიდივით. ოთხი: სახეს იფერადებ დიდივით და ხუთი: იმალები. მე ვიცი სადაც. დიდობაში. ისიც ვიცი რატომ. ვიხილები და მოვდივარ. ბრრრრრრრრრრრრრ დაგინახეეეე სუუზ! სულელო, მე ხომ ვიცი რომ ბავშვი ხარ :)
ერთხელ დიდი წვიმა მოვიდა და ყველაფერი წალეკა, მერე ცეცლი წაეკიდა გადარჩენილ სახლებს, ცოცხალი ადამიანები ეპიდემიებმა დახოცა, ბოლოს გველეშაპებმა გადაუარეს ცარიელ დედამიწას. მაგრამ ის მაინც მოვიდა და გააჩინა ცისარტყელა, ფერადი და მშვიდი, ფიცის ნიშნად, რომ მშვიდობა ბოროტებას ყოველთვის მოერეოდა. გაცოცხლებულმა უმადურმა ადამიანებმა მხოლოდ ამის მერე დააფასეს მშვიდობა. და მერე ჩვენ ბევრჯერ გადავრჩით. ხოდა დავმშვიდდეთ, თორემ აღარ გაჩნდებიან ხოლმე ფერადი ცისარტყელები და სულ ნაცრისფერი გახდება აქაურობა.
წავედი :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. სანამ შენ მეძებდი, მე ბალეტზე დავიწყე სიარული. აქ დედას მოვყავარ. მერე თეთრ ტანსაცმელს ვიცვამ და ვცეკვავ შიშით თვალებსულდაჭყეტილი, ვაითუ ამ კაპასმა ქალმა არ გამაგდოსთქო. :):):) სანამ შენ მეძებდი, მე ბალეტზე დავიწყე სიარული. აქ დედას მოვყავარ. მერე თეთრ ტანსაცმელს ვიცვამ და ვცეკვავ შიშით თვალებსულდაჭყეტილი, ვაითუ ამ კაპასმა ქალმა არ გამაგდოსთქო. :):):)
42. წავიკითხე კიდევ:( წავიკითხე კიდევ:(
41. ,,რატომ ვიზრდებით? ან რატომ არ ვიზრდებით?'':( ,,რატომ ვიზრდებით? ან რატომ არ ვიზრდებით?``:(
40. ნეტკა, როცა ძალიან ვგავარ ჩამომხრჩვალ პურს, მოვდივარ ხოლმე აქ და გეთანამშები. ნეტკა, როცა ძალიან ვგავარ ჩამომხრჩვალ პურს, მოვდივარ ხოლმე აქ და გეთანამშები.
39. ყოველთვის გამორჩეულო - ლამაზო სულო ....ღმერთი გფარავდეს!!1 ყოველთვის გამორჩეულო - ლამაზო სულო ....ღმერთი გფარავდეს!!1
38. გოგონი რატომღაც მგონია რომ სხვები უფრო მომეწონება ამ შემთხვევაში თემამ ცოტა სხვაგან გადამაგდო :) ჩამომხრჩვალი პურების მონაკვეთი უძლიერესია. გოგონი რატომღაც მგონია რომ სხვები უფრო მომეწონება ამ შემთხვევაში თემამ ცოტა სხვაგან გადამაგდო :) ჩამომხრჩვალი პურების მონაკვეთი უძლიერესია.
37. "გახსოვს ჯიხურებზე ჩამომხრჩვალი პურები?" ვთქვა ის გაცვეთილი სიტყვა? გენიალ...არა!არ ვიტყვი! მე ჩამომხრჩვალთან ერთად მილურსმული პურიც მინახავს და რამდენი შევხედავდი,სულ ის მახსენდებოდა...ჯერ რომ "ხორცი თვისი პურად მოგვცა" და მერე_იმ მთაზე რომ ავიდა, და იქ სამსჭვალ-ლურსმებით რომ... დავამძიმე აქაურობა ხო? მე მაპატიეთ!მეტს აღარ... :) "გახსოვს ჯიხურებზე ჩამომხრჩვალი პურები?" ვთქვა ის გაცვეთილი სიტყვა? გენიალ...არა!არ ვიტყვი! მე ჩამომხრჩვალთან ერთად მილურსმული პურიც მინახავს და რამდენი შევხედავდი,სულ ის მახსენდებოდა...ჯერ რომ "ხორცი თვისი პურად მოგვცა" და მერე_იმ მთაზე რომ ავიდა, და იქ სამსჭვალ-ლურსმებით რომ... დავამძიმე აქაურობა ხო? მე მაპატიეთ!მეტს აღარ... :)
36. იხარე ჭირიმე..................... იხარე ჭირიმე.....................
35. გენაცვალე...ჩემო პაწაწუნა, საყვარელო პრინცესა... ჯიხურებზე ჩამომხრჩვალი პურები? (*ყოველთვის მიშლიდა ნერვებს ეს ბუტაფორიები) გენაცვალე...ჩემო პაწაწუნა, საყვარელო პრინცესა... ჯიხურებზე ჩამომხრჩვალი პურები? (*ყოველთვის მიშლიდა ნერვებს ეს ბუტაფორიები)
34. და სანამ შენ მეძებდი, მე სიცარიელეში დავიმალე... და მერე ჩვენ ბევრჯერ გადავრჩით:-* და სანამ შენ მეძებდი, მე სიცარიელეში დავიმალე... და მერე ჩვენ ბევრჯერ გადავრჩით:-*
33. რათ ვერ მომერევა რომელი ბაყბაყ დევი და დელონ დელონი მე ვარ...............................ერთი უბირი კაცი ვარ.........რაღაცეებს ვბღაჯნი და თავი ყალმუხი მგონია........................ეს შენ ზიხარ ცხრაკლიტულ და თვალმიუწვდენელ კოშკში და იქიდან ეთაყვანები ცხოვრებას......
რათ ვერ მომერევა რომელი ბაყბაყ დევი და დელონ დელონი მე ვარ...............................ერთი უბირი კაცი ვარ.........რაღაცეებს ვბღაჯნი და თავი ყალმუხი მგონია........................ეს შენ ზიხარ ცხრაკლიტულ და თვალმიუწვდენელ კოშკში და იქიდან ეთაყვანები ცხოვრებას......
32. იმიტომა ვჩნდები ალაგ–ალაგ რომა ცხოვრებას დიდი მუცელი აქვს და რომ არ ჩამყლაპოს ხან ალთასა ვარ და ხან ბალთას........გაიგე ჩემო კიკინებიანო პრინცესა............ევო ზნაეტ არ გამოვა ...........................უნდა ,,შეიყვარო'' ვინმე და ნახე როგორ შეიცვალოს ყველაფერი ჩემო ნიჭიერო.........
პატივსგცემ იმიტომა ვჩნდები ალაგ–ალაგ რომა ცხოვრებას დიდი მუცელი აქვს და რომ არ ჩამყლაპოს ხან ალთასა ვარ და ხან ბალთას........გაიგე ჩემო კიკინებიანო პრინცესა............ევო ზნაეტ არ გამოვა ...........................უნდა ,,შეიყვარო`` ვინმე და ნახე როგორ შეიცვალოს ყველაფერი ჩემო ნიჭიერო.........
პატივსგცემ
31. გია გეგიააააავ :-* მაინც ვერ შევცვალე :( არ შემძლებია მე არაფერი :))
კიდევ არავინ შეგიყვარდაზე რა პასუხი უნდა გაგცე ....ევო ზნაეტ :))
თავად ხომ კარგად? :) გია გეგიააააავ :-* მაინც ვერ შევცვალე :( არ შემძლებია მე არაფერი :))
კიდევ არავინ შეგიყვარდაზე რა პასუხი უნდა გაგცე ....ევო ზნაეტ :))
თავად ხომ კარგად? :)
30. შენ ეძახე სულელური წერილები და მე კი მომწონს.......................თან მაგრად.................ის მახსოვს, გავიხსენებ მაცადე.............
მე მინდა რომ გამოვიცვალო, უნდა ვიომო მომაწოდეთ თოფი, ტყვიები რომ უმოწყალოდ დავახალო ჩემს ილუზიებს. მე შემიძლია, მე შევიცვლები!!!!
ნეტოჩკა კაკეტოჩკა...................როგორ ხარ ...................................მინდა რომ კარგად იყო.................კიდევ არავინ შეგიყვარდა? შენ ეძახე სულელური წერილები და მე კი მომწონს.......................თან მაგრად.................ის მახსოვს, გავიხსენებ მაცადე.............
მე მინდა რომ გამოვიცვალო, უნდა ვიომო მომაწოდეთ თოფი, ტყვიები რომ უმოწყალოდ დავახალო ჩემს ილუზიებს. მე შემიძლია, მე შევიცვლები!!!!
ნეტოჩკა კაკეტოჩკა...................როგორ ხარ ...................................მინდა რომ კარგად იყო.................კიდევ არავინ შეგიყვარდა?
28. ხო ვასაკ ბებოც ცოცხალი იყო, პაპაც : ) ხოდა კიდე მოლუშკი გვყავდა. შენ კიდე სევდიან მულტფილმებს უყურებდი და თავისით მოდიოდნენ ის ოხერი ცრემლები :)) ჩემო ვასაკუნა :-* ერთსაუკუნიანი სახლის ყველაზე პატარა აგურო : )) იცი ეხლა როგორ ვარ? აი მკითხეთ როგორ ხარო და გიპასუხებთ? - ნინო როგორ ხარ? - ლივენ :)) ლივენ ლოვენ, ლოვენ ლივენ :)) ბანჯადორემ ბანჯადორემ ბანჯადორემ ჯაააააან ბანჯკადორემჯაააან ბანჯადორემ ჯააან :))
ხო ვასაკ ბებოც ცოცხალი იყო, პაპაც : ) ხოდა კიდე მოლუშკი გვყავდა. შენ კიდე სევდიან მულტფილმებს უყურებდი და თავისით მოდიოდნენ ის ოხერი ცრემლები :)) ჩემო ვასაკუნა :-* ერთსაუკუნიანი სახლის ყველაზე პატარა აგურო : )) იცი ეხლა როგორ ვარ? აი მკითხეთ როგორ ხარო და გიპასუხებთ? - ნინო როგორ ხარ? - ლივენ :)) ლივენ ლოვენ, ლოვენ ლივენ :)) ბანჯადორემ ბანჯადორემ ბანჯადორემ ჯაააააან ბანჯკადორემჯაააან ბანჯადორემ ჯააან :))
27. au ici exla vkitxulob amas da cremlebi tavisit momdis. dzalian kargi iyo mashin... gvegonda rom is arasdros ar dasruldeboda, magram samwuxarod didobashi davimalet da dzalian mwydeba guli. tan mashin beboc cocxali iyo... amas vercerti mkitxveli ver mixvdeba chesavit, imitom rom me amjamadac im saxlis erterti aguri var. au dzalian, dzalian bevri vitire.... :-*:-*:-* au ici exla vkitxulob amas da cremlebi tavisit momdis. dzalian kargi iyo mashin... gvegonda rom is arasdros ar dasruldeboda, magram samwuxarod didobashi davimalet da dzalian mwydeba guli. tan mashin beboc cocxali iyo... amas vercerti mkitxveli ver mixvdeba chesavit, imitom rom me amjamadac im saxlis erterti aguri var. au dzalian, dzalian bevri vitire.... :-*:-*:-*
26. მატასი ზხევსიდ დაქალო გადარეულო მადლობა მადლობა :-* მატასი ზხევსიდ დაქალო გადარეულო მადლობა მადლობა :-*
25. იტყვები არ მყოფნის :( როგორი თბილი და სევდიანი იყო :( მოვიწყინე :( ძალიან კარგი ხაროოოოოოოოოო :-* იტყვები არ მყოფნის :( როგორი თბილი და სევდიანი იყო :( მოვიწყინე :( ძალიან კარგი ხაროოოოოოოოოო :-*
24. მაგარია :) მაგარია :)
23. ჰეჰ ნატ ჯერ წავიკითხე და მერე გავწელე ტექსტი =)) მავნე ვარ ხომ იცი ? =))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ჰეჰ ნატ ჯერ წავიკითხე და მერე გავწელე ტექსტი =)) მავნე ვარ ხომ იცი ? =)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
22. მატა ნატა სანტიბი, მატა ნატა სანტიბო მატა ნატა სანტიბო :-*
იმისავითაა რა ქვია : ქინძი კამა ცერეცო, ქინძI კამა ცერეცო :)) მატა ნატა სანტიბი, მატა ნატა სანტიბო მატა ნატა სანტიბო :-*
იმისავითაა რა ქვია : ქინძი კამა ცერეცო, ქინძI კამა ცერეცო :))
21. და მერე ჩვენ ბევრჯერ გადავრჩით
5 ნეტოჩკა მარადმზემხიარულ პრინცსას! და მერე ჩვენ ბევრჯერ გადავრჩით
5 ნეტოჩკა მარადმზემხიარულ პრინცსას!
20. ნეტკა :) წამიღოო .. უკან დამაბრუნა ... "იმალები. მე ვიცი სადაც. დიდობაში. " :) :-* >:D< ნეტკა :) წამიღოო .. უკან დამაბრუნა ... "იმალები. მე ვიცი სადაც. დიდობაში. " :) :-* >:D<
19. უი უი არა არა იყოსს უი უი არა არა იყოსს
18. მე რო წავიკითხავ მერე ისვ დაწერე ბარნუს "რა მაგაააარიაააააააააა" :D მე რო წავიკითხავ მერე ისვ დაწერე ბარნუს "რა მაგაააარიაააააააააა" :D
17. აუ ეს ბარნოს "რაა მაგაააარაააააააააა" მოაშორეთ რა :( ტექსტი გაწელილიე და ვერ ვკითხულობ :( აუ ეს ბარნოს "რაა მაგაააარაააააააააა" მოაშორეთ რა :( ტექსტი გაწელილიე და ვერ ვკითხულობ :(
15. ჰარირამა შენც იცი პრინცესა რომ ვარ? ;;) აღიარებული ვარ რა :)) კარგი ანე რა დავჭკვიანდი არა ის :)) ნუ ოცნებობ :)) კიკილა ნიმფა და მამინაცვალო :-* ჰარირამა შენც იცი პრინცესა რომ ვარ? ;;) აღიარებული ვარ რა :)) კარგი ანე რა დავჭკვიანდი არა ის :)) ნუ ოცნებობ :)) კიკილა ნიმფა და მამინაცვალო :-*
14. ჩემი გიჟპეპლაააა:-*
აღარ გამოგდის სულელური წერილები,დამიჭკვიანდი მგონი:D:D ჩემი გიჟპეპლაააა:-*
აღარ გამოგდის სულელური წერილები,დამიჭკვიანდი მგონი:D:D
13. მაგარი ხარ ნეტკუნები! მაგარი ხარ ნეტკუნები!
12. ნეეეეეეეეეეტკ რა მაგარიაა გოგოოოოოოოოოო :-*
შემოგევლეეეეეეეე ნეეეეეეეეეეტკ რა მაგარიაა გოგოოოოოოოოოო :-*
შემოგევლეეეეეეეე
11. კარგი გოგოა პრინცესა ნეტოჩკა...მე მომწონს კარგი გოგოა პრინცესა ნეტოჩკა...მე მომწონს
6. ბალეტზე აღარ მაგრამ მე და დედა მიტინგებზე დავდივართ. შენ ჯერ დაბადებული არც ხარ, მე რომ ვიღაც პატრიოტი მომიტინგე კაცი სიგარეტით პატარა ხელს მიწვავს.
გახსოვს ჯიხურებზე ჩამომხრჩვალი პურები? :( :( კარგია ბალეტზე აღარ მაგრამ მე და დედა მიტინგებზე დავდივართ. შენ ჯერ დაბადებული არც ხარ, მე რომ ვიღაც პატრიოტი მომიტინგე კაცი სიგარეტით პატარა ხელს მიწვავს.
გახსოვს ჯიხურებზე ჩამომხრჩვალი პურები? :( :( კარგია
4. აუ რა მაგარიაააააააააააააააააააააა აააააააააააააააააააააააააააა აააააააააააააააააააააააააააააააააა ააააააააააააააააააააა ააააააააააააააააააა აუ რა მაგარიაააააააააააააააააააააა აააააააააააააააააააააააააააა აააააააააააააააააააააააააააააააააა ააააააააააააააააააააა ააააააააააააააააააა
3. მაგარი ხარ ნეტოჩკა მაგარი ხარ ნეტოჩკა
2. ხოდა მოისვენე ეხლა და წავედი წამოვედი და ერთამნეთის შეურაცხყოფა გეტოფათ :) პრინცესა ავრ ბოლოსდაბოლოს :)) და დამემორჩილეთ :)) ხოდა მოისვენე ეხლა და წავედი წამოვედი და ერთამნეთის შეურაცხყოფა გეტოფათ :) პრინცესა ავრ ბოლოსდაბოლოს :)) და დამემორჩილეთ :))
1. ნეტკა ვტირივარ :) ნეტკა ვტირივარ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|