ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2014


ღმერთი

ჩვეულებრივი დღე იყო.გარეთ ვიყავი.საქმე არაფერი მქონდა,როგორც ყოველთვის,რადგან ასეთი არასდროს მქონია არაფერი.არც კონკრეტულ ადგილას მივდიოდი სადმე.ისე,არსად.ხალხით იყო სავსე gare de l'est_ის სადგური და შევერიე.რა იცი და სად მიდიან...გავყვები.ჯიბეში ბევრი არაფერი მედო.სულ რაღაც ათ ევრომდე,არც კი.ამით ვერსდ წავიდოდი.კანონებს არ ვარღვევ,მაგრამ ახლა ყველაფრის დარღვევა და გაფუჭება მომინდა.განრიგის დაფას შევავლე თვალი.ყველაზე ადრე ნიცის მიმართულებით გადიოდა მატარებელი.შევედი.მოვიხსენი ზურგჩანთა,სადაც ჩემი საფულე,ფემინისტ Judith Butler_ის წიგნი "Trouble dans le Ganre" და ერთი ბოთლი წყალი მედო.ასევე,ჩემი თეთრფურცლებიანი წიგნი,სადაც ათას სიულელს ვწერ დღეღამეში და უბრალო ფანქრები(კალმით წერა არ მიყვარს).სულ ესაა.მატარებელი დაიძრა.წარმოუდგენელი იყო,კონტროლი არ ამოსულა.ჯარიმა ამცდა.მშვიდად ჩავაღწიე ნიცაში.არ დავღლივარ.თუმცა მატარებლის ხმაური ორი დღე ვერ გავაგიბერტყე ყურებიდან.ოკეანის სანაპირო ხალხით იყო გადავსებული.ყველა ერთმანეთს ჰგავდა.მხოლოდ ბავშვების არცერთი ვიზუალი არ იყო ერთნაირი.ისინი ისეთ ჟრიამულს სცემდნენ...მე დავწექი.წყალში არ შევსულვარ.მციოდა.მე ხომ სულ მცივა,პაპანაქება სიცხეშიც საბანში გახვეულს მძინავს.თუმცა მზე ბუგავდა პლაჟს.ოკეანეს.ხალხს.ქალაქს.მე მეძინა.ძალიან დიდხანს,რადგან ღამის სუსხმა გამაღვიძა.მზე გაპარულიყო.ისეთი გათიშული ვიყავი,რომ ვიფიქრე,დედამიწის სწრაფი ბრუნვისას ფეხი დამიცდა და სადღაც სხვა პლანეტაზე ჩამოვვარდი.სულ სხვაგან.დაახლოებით ათიოდე მეტრში ცეცხლი შევნიშნე,კვამლის სუნიც მეცა და რძისფერი ეს კვამლი თხელმა სილუეტმა გაჭრა შუაზე.ჩემსკენ მოიწევდა.გრძელი ჩითის კაბა ეცვა.მთლიანად ჩახსნილი.ისეთი თხელი იყო და მუქი.ჩამოსანთლული მკლავებითა და ლავიწებით.კაბის შიგნით სრულიად არაფერი ეცვა.კაბა სულ ისე ეცვა,ტყუილად.თავზე დამადგა.შიშველი ფეხები სველი ქვიშით გაეთხაპნა.დაჯდა და მიყურებდა.მე თვალები დავხუჭე ისევ.იჯდა და მიყურებდა.ერთი ხელი მუხლის ქვეშ ამოიდო,მეორეს მშრალ ქვიშაში ურევდა.იჯდა ასე უხმოდ.მე ცალი თვალი ჩუმად გავახილე.მაინტერესებდა რას შვრებოდა,რა უნდოდა.მიყურებდა ასე უხმოდ.ყველზე ცოტა,ორჯერ პატარა იქნებოდა ჩემზე.სულ ცოტა თხუთმეტი წლით...სულ არაფერს ამბობდა.მე ვიწექი ასე თვალდახუჭული და ცალი თვალით ჩუმად გახელილი.არცერთი გავნძრეულვართ.მერე თითებით რაღაცა დაწერა,არ ვიცი რა.არც მაიანტერესებდა დიდად.უცბად პირი გახსნა.ულამაზესი პირი.მუქად ჩამწიფებული ჭერამივით ტუჩები ჰქონდა.სანამ რამეს იტყოდა,ის ჩუმად გახელილი თვალიც მაგრად მოვხუჭე,რომ არ დამენახა და არ მივმხვდარიყავი რა შეიძლებოდა,ეთქვა.თუმცა,საიდან უნდა მივმხვდარიყავი.ღმერთი კი არ ვარ.
_რა გჭირს?აი ამას არაფრით ველოდი და უცბად წამოვჯექი.
_რა უნდა მჭირდეს?
_დილიდან არ განძრეულხარ.
_დილიდან მიყურებ?
_ხომ არ მოკვდათქო ვიფიქრე.
_მერე რატომ არ მოხვედი?
_მკვდრების მეშინია.
_სხვებს რატომ არ დაუძახე?
_აქ არავინ იყო.
_ხალხის მეტი რა იყო.
_აქ არვინ იყო.
_კარგი.
_რა გჭირს?
_არაფერი!
_აბა,რატომ წევხარ ასე?
_როგორ?
_ასე!დაგემართა რამე?
_ცხოვრება!
_რა?
_ცხოვრება დამემართა!
_ეგ ყველას ემართება!
_მე უფრო დამემართა!
_კარგი!
_მარტო ხარ?
_რა?
_გყავს ვინმე?
_სად?
_სადმე!
_არა!
_გინდა წამოვიდე?
_სად?
_სადაც გინდა!
_რატომ?
_რომ მოგიარო!
_შენ როგორ უნდა მომიარო?
_როგორც მე ვიცი.ჩუმად.არ შეგაწუხებ!
_ვერ გავიგე?!
_უბრალოდ მოგივლი.შენ იცხოვრე.მე მოგივლი.
_რატომ?
_ასე მინდა!..
ის ჩემი ღმერთი იყო და აღარსად წასულა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები