| ავტორი: ილო_ელო ჟანრი: პროზა 25 სექტემბერი, 2014 |
რადგან ამ წლის შვებულებაზე ზღვაზე წასვლა ვერ მოვახერხე, გადავწყვიტე რამენაირად დავსხლტომოდი ცხოვრების ერთფეროვნებას, ამისთვის კი ჩემს მთიან სამშობლოს მივაშურე, სადაც იმ დღეებში წარმართულ- ქრისტიანული დღესასწაულები იმართებოდა და ცოტა მთებში სიარულზე და ფეხის გაშლაზე უარს არ ვიტყოდი. მცირე მოგზაურობა გადამხდა მთიან მიწაზე წასულს, რადგან მინდოდა მენახა მთის წვერზე ამართული ეკლესიის ნანგრევები. ამიტომაც შევკარი ხურჯინი, ჩემი ერთგვარი ლოდი და სიზიფეს მონდომებით დავადექი გზას. მთაზე ასვლა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, ივლისის მზე დაუნდობლად ისროდა ცეცხლოვან ისრებს. შვიდ საათიანი ხეტიალის შემდეგ როგორც იქნა ავედით მთაზე, ძველი ტრადიცით ჩავიფუთნეთ და არაყს მივანდეთ საკუთარი თავი, რომ გავეთბეთ და გავეხალისეთ. სიმთვრალე და სიფხიზლე ერთიდაიგივეა როცა ხარ სიფხიზლით მთვრალი. მთვრალი, რეალობის დაუნდობელი სიშიშვლით. როცა ხედავ იმდენად კარგად რომ უკვე ბრმა ხარ, უფსრკრულიდან მოკაშკაშე სიბნელის ელვარებით. ამიტომაცაა არაყი კარგი, სიფხიზლისგან გვაფხიზლებს.
და არაყმა ქნა თავისი საქმე, მთელი გულმოდგინებით, არათუ გაათბო სხეული, საერთოდ გაჰყარა გონება სხეულს, გაგვთიშა და ორივზე იბატონა მთელი ღამე, არ ვიცი ჯადოსნური არაყი იყო
მესიზმრა სიზმარი უცნაური, არეულ-დარეული, ღმერთთან რამოდენიმე ათასი მეტრით უფრო ახლოს მყოფს. მესიზმრა, რომ ვიყავი ბებერი ჩინელი ფილოსოფოსი, რომელსაც ესიზმრებოდა, რომ იყო პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იყო ადამიანი. ვერა გამეგო რა. და მქონდა ღმერთისგან ბოძებული სამი დღე საცხოვრებლად, სადღაც შირაზის ბაღში ვარდზე მჯდომს, რომლის თითო ფურცელზე ალაჰის სიტყვები იყო დაწერილი. და მესიზმრა, რომ ვნახე ცისკრის ვარსკვლავი მოტირალი, ათი ათასი წლის წინ დავიწყებაში გარდაცვლილი მოხუცი მამის კუბოსთან მარტო დარჩენილი, ობოლი ბავშვივით სუსტი და უღონო – ელი ელი, ლამა საბაკტანი. და აღარ იყო მიზანი საშინელი. და უკერავდა თავებდახოცილ ანგელოზთა ფრთებისგან ხალხს სიზმრის ბალიშებს, ოცნების საბნებს… და იქცა კაცი ღმერთად, ღმერთი ანგელოზად, ანგელოზი ბალიშად, ბალიში ოცნებად, ოცნება მტვრად, მტვერი კი უნაპირო, უმზეო ცხელ უდაბნოებად. და იყო ცხოვრება უდაბნო და ადამიანი მარტო მყოფი ბედუინი რომელსაც შორეთში ელანდებოდა ცხოვრების ოაზისის მირაჟები, ხუჭავდა თვალებს და თავს იტყუებდა. და მათარაში დარჩენილი სიყვარულის ბოლო წვეთებს ჩამონგრეული გულის კედლებზე ამოსულ ხავსს ტყუილად აწვეთებდა… და გამახსენდა, რომ ამ მთაზე უკვე ათასჯერ ვიყავი ნამყოფი, ათასჯერ ბოლომდე ამოვიტანე ზურგით ლოდი საშინელი. გამეღიმა. ვკარი ლოდს ფეხი და უკან დავაგორე. და ვიყავი პეპელა, და ისე გავლიე სამი დღე, რომ სიზმრის დამთავრებაც ვერ მოვასწარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესო სიზმარი იყო. საინტერესო სიზმარი იყო.
2. :) აბა ხომ უნდა გცოდნოდა რა გზით მიაღწია ავტორმა სიზმრამდე სმიტ :) :) აბა ხომ უნდა გცოდნოდა რა გზით მიაღწია ავტორმა სიზმრამდე სმიტ :)
1. პირველი ნაწილი ან ცოტა რომ შეგეკვეცათ, ან მეტად გაგესაინტერესოვებინათ, კარგი იქნებოდა
რადგან სიზმრის მომენტიდან იწყება ის, რაც თავიდანვე უნდა დაწყებულიყო
მომეწონა. სიზმარი პირველი ნაწილი ან ცოტა რომ შეგეკვეცათ, ან მეტად გაგესაინტერესოვებინათ, კარგი იქნებოდა
რადგან სიზმრის მომენტიდან იწყება ის, რაც თავიდანვე უნდა დაწყებულიყო
მომეწონა. სიზმარი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|