ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
29 სექტემბერი, 2014


ჰარუ

ჰარუმ, როცა სამი წლის იყო, მაშინ გაიგო, რომ მისი სახელი მზეს აღნიშნავდა.
გაიგო ისიც, რომ ვერცხლის ჯვარი, რომელიც ვარდისფერი კაბის მაქმანებზე ქონდა გადმოდებული, დედას მუცელზე ქონდა შემოკრული იმ დღიდან, როცა გაიგო რომ ორსულად იყო. არ იცოდა თუ რა დატვირთვა ქონდა მას, მაგრამ როცა პირველ კლასში კლასელმა დასცინა - ''შეხედეთ, ქრისტიანიო" და ჯვრის ჩამოგლეჯვა სცადა, ჰარუს ცეცხლი მოეკიდა და აყვირდა.
სახლში მისულმა ხმამაღლა, მთელი ოჯახის თანდასწრებით იკითხა თუ რატომ უყურებდა მასწავლებელი მის ჯვარს ასეთი ქედმაღალი ირონიით, რატომ დასცინოდნენ კლასელები და ჰარუმ მაშინ პირველად გაიგო ვინ იყო ქრისტე.

როცა 13 წლის გახდა, მეზობელ ქალ მაკოტოსთან პირველად შეიკერა კიმონო, რომელშიც 80 ამერიკული დოლარი გადაიხადა. ისიც ფასდაკლებით, რადგან ხშირად მოჰქონდა მასთან ბრინჯი და ხორცი. ჭიდან წყალსაც უზიდავდა და ხეებზეც დაძვრებოდა კატა აცუკოს ჩამოსაყვანად.
ქალმა თმა აუწია, კაბა მოაზომა და კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს შეავლო ხელი:
- გჯერა ღმერთის? - შეეკითხა ისეთივე მშვიდად, როგორც მკერავ ქალებს ჩვევიათ ხოლმე და ნემსი მხრებთან ახლოს გაუყარა ნაჭერს.
- არ ვიცი, ალბათ. - თქვა დაუფიქრებლად ჰარუმ და მზერა კატაზე შეაჩერა, რომელიც ნაჭრებზე წამოწოლილიყო და სიამოვნებით ილოკავდა წითურ ბეწვს.
- ჩემი ქმარი ამბობდა, ქრისტიანებისთვის ღმერთი სიყვარულია, მაგრამ იმის ნაცვლად რომ შეიგრძნონ იგი, ეშინიათ მისიო. გეშინოდეს მისი, ვისაც უყვარხარ? სისულელეა, ისევე როგორც, ჩემი ქმარი ისევ გამოაღებს კარებს და ნანადირევს ისევე დადებს სამზარეულო მაგიდაზე, როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე. მე კი წუწუნით გადავწმენდ მაგიდას და მის სველ პალტოს ჩავეხუტები, შემდეგ კი ღილს დავუკერებ. ჰო, მე არ მჯერა ქრისტიანების ღმერთის.
რამდენიმე ხატიც მაქვს სახლში, მაგრამ არც მათი სახელი ვიცი, არც ის - რატომ არიან წმინდანები. თუმცა ერთი კი ვიცი, მათთან გავლა მაშინებს, თითქოს სულში მიყურებენ. იქ კი რა უნდა დაინახონ ჩემი სიღატაკის გარდა. იმის გარდა, რომ ქმარი არ მყავს და მარტო ვარ. აქ არაფერია დასანახი.


კლასელ ბიჭთან ერთად, რომლის თვალის ფერიც ვერცხლისფერში გადადიოდა, ჰარუმ პირველად წამოიძახა: ღმერთო!
შემდეგ ყორნისფერი თმა შეიკრა, ატლასის კაბა შეისწორა, საწოლის გვერდით მდგარ პატარა კომოდზე დადებული ვერცხლის ჯვარი ისევ კისერზე ჩამოიკიდა. ნელა ადგა, კარადიდან ყავისფერი პენუარი გამოიღო და მოიცვა, ისევ საწოლთან მივიდა და იუკის გაუღიმა.
იუკიმ ვერცხლისფერი თვალები შეანათა, თმებზე ხელები ჩამოუსვა და წამოიწყო:
- ალბათ მიჩვეული ხარ, რომ კლასში ყველაზე დიდი თვალები, მაღალი ქულები და რწმენა გაქვს, ჰარუ.
ჰარუს სახეზე კი არაფერი აღიბეჭდა სიცარიელის გარდა, რომელსაც ის თავის დღიურში ასე აღწერდა:
"დროდადრო ვაგროვებ ყველაფერს, რაც გამაჩნია და ვქმნი დიდ ბარიერს ჩემსა და გარესამყაროს შორის, რომ ვერაფერი შემეხოს, ვერაფერმა შემოაღწიოს ჩემში და ვრჩები მარტო. მარტო, როგორც მაკოტო. მარტო, როგორც დედაჩემია ახლა სადმე, ეთერში გაჭედილი, სხვა თავისნაირ ასტრალურ სულებთან ერთად. სიცარიელე კარგია, როცა ყველა იერიშზეა, შენ კი სიმშვიდე გინდა. აი მე კი სიმშვიდე სულაც არ მჭირდება."

როცა პირველად ესაუბრა კანიბალს, შეუყვარდა იგი. არსად ენახა ასეთი მგზნებარე მოსაუბრე, რომელსაც ადამიანის გულზე საუბრისას თვალები ენთებოდა და მზე უციმციმებდა სახეზე. არც ის ნდომებია ოდესმე, ვინმეს მისი გული შეეჭამა, მაგრამ გაახსენდა დედას წერილი, რომელიც 10 წლისამ აღმოაჩინა იატაკის ამოვარდნილი ნაწილის ქვეშ:
''გასწირე თავი მათთვის, ვინც შენში მზეს დაინახავს.
შენი სიცოცხლე იმდენად პატარაა იმ ძალებთან შედარებით, რომლის საშუალებითაც აქ გაჩნდი, რომ მხოლოდ მისი უკან დაბრუნებით თუ მიიღებ იმ დიად ძალებს, რომელიც შენშია და ჯერ ვერ პოულობ, ჰარუ."



ჰარუმ ჯერ ადამიანის შემწვარი გული და ფილტვები შეჭამა, მერე აღებინა, მაგრამ მაინც გაყვა რიუნოსკეს იმ ადგილას, სადაც მსხვერპლების ნივთებს ინახავდა. ათობით ჯვარი, დღიურები, თმები, უხმარი პრეზერვატივები, წიგნები უცნაური სათაურებით.
ჰარუ დაბნეული იყო.
ყოველღამ ფიქრობდა, როგორ ახველებდა სისხლს, ეწეოდა ბევრს, ეძებდა სამგლოვიარო კაბებს საკუთარი დასაფლავებისთვის, ხატავდა სიკვდილის სცენებს და აღტაცებით წერდა მათზე.


ჰარუ მზე იყო მკვდარი ნათებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები