ბევრს ლაპარაკობდა. მისი გალამაზებული ნაკვთების თვალიერებით ისე გავერთე, პირის მოძრაობას აღვიქვამდი მხოლოდ. ძალიან შეცვლილია. დახვეწილი. ეტყობა, თავისი თავი რომ იპოვა. შენ ჩემი ბავშვობიდან ხარ. შენ ჩემი ბავშვობიდან ხარ. შენ ჩემი ბავშვობიდან ხარ. - ვუმეორებ. თუმცა ხმას არ ვიღებ. - აღარ ხატავ? - თითქოს ვიღაცამ ხელი მსუბუქად მკრა და სხვა განზომილებიდან ისევ სასწავლებლის ეზოში შემომაგდო. - არა - თვალები მიწისკენ გამირბის. - შენ აქ უნდა იყო და მე სამხატვროში ვსწავლობდე? - ფართოდ გაიღიმა და ლამაზი კბილები გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, იცით თუ არა, როგორია ჩემი სახე, თქვენ ფანტაზიას ვანდობ იმის წარმოდგენას, როგორ გავუღიმე.
გარდაიცვალა.
მამას მაინც არ ავიწყდებოდა ყვავილების მორწყვა. ლილე სათითაოდ დაიღვარა ყველა გარშემომყოფის დარდად. მე მეჩვენებოდა, რომ წამწამები დამიგრძელდა. ოჯახში ყველა ქალმა დაიწყო მარხვა, ლოცვა, ტაძარში სიარული. უზომოდ ვბრაზობდი, რომ ჩემი თავის გამო ვერც სხვის რწმენასთან დაახლოებას ვიჯერებდი.
ახლა აღარცერთი მარხულობს, აღარ ლოცულობას, აღარ დადის ეკლესიაში.
სხვა წასული.
მესიზმრა, რომ გორაზე იდგა და ცეკვავდა. ვიღაც მოხუცმა მითხრა, მის სულს უხარია საფლავზე რომ მოხვედი და იმიტომ ცეკვავსო. მერე მეც. მასთან ერთად. მაინც ვერასოდეს გავბედავ. ცხადში.
კიდევ უფრო სხვა წასული. (რაც შეიძლება მშრალად)
არასოდეს მინახავს, შორიდან ვიცოდი ვინ იყო. იმ ამბიდან ცოტა ხანში დამესიზმრა. მის სულს ვხედავდი მხოლოდ მე. რომელიღაც მაღალი შენობის სახურავზე ვიდექით. მზე ჩადიოდა (სტაფილოსფერი ამინდი). იყო ქარი. მზისგან გაჟღალებული თმა წინ მიფრიალებდა. კიდესთან დადგა. - მეორედ აღარ მინდა მომიკვდე - ჩავებღაუჭე. ვეუბნებოდი, რა მაგარია, მხოლოდ ჩემთვის რომ არსებობ-მეთქი. პირველად მიყვარდა. და ეს იყო ისეთი ცხადი, რომ რამდენიმე დღე შეგრძნება მჭამდა.
- ღმერთო ჩემო, როგორ ვერ ვიტან პარიზს. - ვეუბნები და თავს უკან ვაგდებ, რომ მისი სახე დავინახო. თვალები გადაატრიალა, პულტი გამოაძვრინა წელს ქვეშიდან და ხმას აუწია. - მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც პარიზზე ოცნებობენ, ზედმეტად მოსაწყენები არიან. წარბები აქაჩა, ღრმად ამოისუნთქა. კიდევ აუწია. როგორღაც, უზომო კმაყოფილება მაგრძნობინა ჩემმა სიტყვებმა. - შენც ძალიან მოსაწყენი ხარ - რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა ჭაღზე თვალებმიშტერებულმა, ტელევიზორი გამორთო და გადატრიალდა. - ლილე! ხატები გაწმინდე. ახლავე! - ვეუბნები მკაცრად და საკუთარ თავში ჩემით აღშფოთებას ვერ ვმალავ. დილიდან მოყოლებული სირცხვილით გავყურებდი მტვერდადებულ ხატებს და საშინლად მეზარებოდა გაწმენდა. ახლა კი ლილეს ეს ისე დავავალე, როგორც სასჯელი.
- მხოლოდ მთვრალს გახსენდები - ვამბობ და წინასწარვე მსიამოვნებს მისი პასუხი, რომელსაც თუ თქმით არ მეტყვის, სახეზე მაინც გამოესახება. და როცა ჩემი ვარაუდი მართლდება, ცხვირს ცხვირზე ვადებ და ვეუბნები, რომ არ შეიძლება, ყველაფერი სახეზე ეწეროს.
ის იმ კატეგორიის ადამიანებში შედის, რომლებიც თვლიან, რომ განსაკუთრებულად პოეტური და პროზაულია, თუ მინდვრის ყვავილები გიყვარს (ამ შემთხვევაში, გვირილები საუკეთესო ვარიანტია), თუ ნაქსოვ ან შენზე რამდენიმე ზომით დიდ, ზედ ტომარასავით ჩამოცმულ ტანსაცმელზე გიჟდები, თუ გიყვარს ჩაი (აუცილებლად ლიმონით) და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. - ლევან, თმის სუნი არ არსებობს - ვეუბნები და სახემოჭმუხნული ვუღიმი, არაფერს მპასუხობს, მხოლოდ წარბებაზიდული მომჩერებია - რეალურად, როცა ქალის თმის სუნზე საუბრობენ, შამპუნის ამბავია მხოლოდ. ხომ გესმის? შენ ჩემი თმის სურნელებაზე რამდენიმეგან გიწერია. რამხელა სისულელეა, ღმერთო ჩემო. - სახეზე უკვე აშკარა წყენა ეტყობა. - ერთხელ, სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, გიო თავისი შეყვარებულის ბაფთას მოაფრიალებდა. გიო ხომ იცი? ხოდა, ყოველი რამდენიმე წამის შემდეგ ღრმად შეისუნთქავდა ხოლმე. ანის თმის სუნი, ანის თმის სუნიო, იმეორებდა წამდაუწუმ. მე კი ნაჭრის გარდა ვერაფრის სუნი ვიგრძენი. მერე აღმოჩნდა, რომ ანისი კი არა, მისი მეგობრის ბაფთა წამოჰყოლია. - სიცილს ვერ ვიკავებ. მელოდება. - ხომ ხვდები, საწყენად არ მითქვამს. უბრალოდ შენი ლექსები.. . მე ვერ ვხვდები რა საჭიროა ასეთი რამეები. კარგი, როგორც არის. მე როგორი კანის სუნი მაქვს? - სახლის.
ეკლესიის წინ ვზივარ. ვცდილობ, ყურადღება ჩემს ხელებზე გადავიტანო, მაგრამ ცოტა ხანში გონზე მოსული ვიაზრებ, რომ ისევ აქეთ-იქით ვაქიცინებ თავს და მინდა- არ მინდა თვალს ვაყოლებ ყოველ ამვლელ-ჩამომვლელს.
ვცდილობ, დავითვალო მაგალითად ათი ჩამვლელიდან რამდენი იწერს პირჯვარს, რამდენი გახედავს ტაძარს ისეთი თვალებით, რაღაცას რომ აშკარად ნიშნავს, რამდენი არაფრისმთქმელით და ა.შ. სისულელეა. გუმბათს ავხედე. ,,გამომაფხიზლე!''
ბავშვობაში ჩემი ლოცვა მქონდა. ახლა ბოლო სიტყვები მახსოვს მხოლოდ: ,,დამეხმარე, ყველას დაეხმარე''. რა თქმა უნდა, მარტივია შორიდან. მაგრამ მე ჩემი ლოცვა მქონდა. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს რაღაცას. ეკლესიიდან ნოდო გამოვიდა. ეს გააფრენს. იმიტომ, რომ წერს. და. კიდევ თვალები. მეტი რაღა ,,იმიტომ, რომ’’ არის საჭირო. - ნოდო, დამელოდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მელნისფერის მელნისფერი ისტორია.
https://www.youtube.com/watch?v=j6iJ4ollGfE მელნისფერის მელნისფერი ისტორია.
https://www.youtube.com/watch?v=j6iJ4ollGfE
23. ის იმ კატეგორიის ადამიანებში შედის, რომლებიც თვლიან, რომ განსაკუთრებულად პოეტური და პროზაულია, თუ მინდვრის ყვავილები გიყვარს (ამ შემთხვევაში, გვირილები საუკეთესო ვარიანტია), თუ ნაქსოვ ან შენზე რამდენიმე ზომით დიდ, ზედ ტომარასავით ჩამოცმულ ტანსაცმელზე გიჟდები, თუ გიყვარს ჩაი (აუცილებლად ლიმონით) და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ.
შენ ზუსტ და მომხიბვლელ აღმოჩენებს აკეთებ,საკუთარ და საყვარელი ადამიანის გემოვნებაში.ელეგანტური მწერალი ხარ. ის იმ კატეგორიის ადამიანებში შედის, რომლებიც თვლიან, რომ განსაკუთრებულად პოეტური და პროზაულია, თუ მინდვრის ყვავილები გიყვარს (ამ შემთხვევაში, გვირილები საუკეთესო ვარიანტია), თუ ნაქსოვ ან შენზე რამდენიმე ზომით დიდ, ზედ ტომარასავით ჩამოცმულ ტანსაცმელზე გიჟდები, თუ გიყვარს ჩაი (აუცილებლად ლიმონით) და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ.
შენ ზუსტ და მომხიბვლელ აღმოჩენებს აკეთებ,საკუთარ და საყვარელი ადამიანის გემოვნებაში.ელეგანტური მწერალი ხარ.
22. ბავშვობაში ჩემი ლოცვა მქონდა.
მე როგორი კანის სუნი მაქვს? - სახლის.
და სხვა წასული.
შენ სხვებს არ გავხარ ++ ბავშვობაში ჩემი ლოცვა მქონდა.
მე როგორი კანის სუნი მაქვს? - სახლის.
და სხვა წასული.
შენ სხვებს არ გავხარ ++
21. მახსოვს, ამასწინათ შუაღამეზე შენმა მესიჯმა გამაღვიძა. მითხარი, სიზმარში ვნახე , სასაფლაოზე ვიყავით ერთად სამნიო. ის ცეკვავდა და მერე ჩვენც. უნდა წავსულიყავით.
ჰო და კიდევ : ,,არ შეიძლება ყველაფერი სახეზე გეწეროს" - თვალებით სულ მეუბნებ მახსოვს, ამასწინათ შუაღამეზე შენმა მესიჯმა გამაღვიძა. მითხარი, სიზმარში ვნახე , სასაფლაოზე ვიყავით ერთად სამნიო. ის ცეკვავდა და მერე ჩვენც. უნდა წავსულიყავით.
ჰო და კიდევ : ,,არ შეიძლება ყველაფერი სახეზე გეწეროს" - თვალებით სულ მეუბნებ
19. მომეწონა, დამაფიქრა... +5 მომეწონა, დამაფიქრა... +5
16. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
14. ან შუადღე იყო, ან საღამო
გამახსენდა მომენტი. და ის, რომ არ მითქვამს, რამდენად
,,მე მეჩვენებოდა, რომ წამწამები დამიგრძელდა." ან შუადღე იყო, ან საღამო
გამახსენდა მომენტი. და ის, რომ არ მითქვამს, რამდენად
,,მე მეჩვენებოდა, რომ წამწამები დამიგრძელდა."
13. რაღაცნაირია, კარგი :-) რაღაცნაირია, კარგი :-)
12. არ ვიცი, როგორია, როცა ცურავ.
მაგრამ ცურავ.
,,გუშინ წითელი ამინდი იყო. შენ იცი, რას ნიშნავს, რომ მზე ჩავიდა და ქალაქში წითელი ამინდი იყო."
დათო ბარბაქაძე არ ვიცი, როგორია, როცა ცურავ.
მაგრამ ცურავ.
,,გუშინ წითელი ამინდი იყო. შენ იცი, რას ნიშნავს, რომ მზე ჩავიდა და ქალაქში წითელი ამინდი იყო."
დათო ბარბაქაძე
11. ემოციურია + ემოციურია +
10. "და ეს იყო ისეთი ცხადი, რომ რამდენიმე დღე შეგრძნება მჭამდა." _უუფ, ნაცნობია ძლიერ, ცხადივით სიზმრებივით და აცხადებული სიზმრებივით მემძაფრა. ზოგადად კი _ ეგაა, ზუუსტად, არც მეტი და არც ნაკლები. :)
"და ეს იყო ისეთი ცხადი, რომ რამდენიმე დღე შეგრძნება მჭამდა." _უუფ, ნაცნობია ძლიერ, ცხადივით სიზმრებივით და აცხადებული სიზმრებივით მემძაფრა. ზოგადად კი _ ეგაა, ზუუსტად, არც მეტი და არც ნაკლები. :)
9. მეშინია ასეთი ნაწერების.
იცი რა, რაღაც ზღვარი არსებობს, როცა ასე ემოციურად წერ. არადა იმდენად მარტივია გადაბიჯება.
ზღვარზე ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი და რთული
ზღვარზე საშიშია. ძნელია. მე ვფიქრობ, ასეთი ფრაზებით და კადრებით შეიძლება "გამოაფხიზლო".
ჰოდა, მეშინია ასეთი ნაწერების მეშინია ასეთი ნაწერების.
იცი რა, რაღაც ზღვარი არსებობს, როცა ასე ემოციურად წერ. არადა იმდენად მარტივია გადაბიჯება.
ზღვარზე ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი და რთული
ზღვარზე საშიშია. ძნელია. მე ვფიქრობ, ასეთი ფრაზებით და კადრებით შეიძლება "გამოაფხიზლო".
ჰოდა, მეშინია ასეთი ნაწერების
8. მე აქამდეც ვიცოდი, რომ მაგრა წერ, მარა ამ ნაწერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წავიკითხე, აღვფრთოვანდი და დავრჩი ასე აღფრთოვანებული 5 მე აქამდეც ვიცოდი, რომ მაგრა წერ, მარა ამ ნაწერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წავიკითხე, აღვფრთოვანდი და დავრჩი ასე აღფრთოვანებული 5
7. ძალიან მაგარია!!! ძალიან მაგარია!!!
6. მაგარია........ფრიადი 5 მაგარია........ფრიადი 5
5. წაიკითხეთ რა ეს ნაწერი. ნუ გეზარებათ წაიკითხეთ რა ეს ნაწერი. ნუ გეზარებათ
4. კარგია, ემოცია მოიტანა.
ეს გააფრენს. იმიტომ, რომ წერს. და. კიდევ თვალები. მეტი რაღა ,,იმიტომ, რომ’’ არის საჭირო. კარგია, ემოცია მოიტანა.
ეს გააფრენს. იმიტომ, რომ წერს. და. კიდევ თვალები. მეტი რაღა ,,იმიტომ, რომ’’ არის საჭირო.
3. ერთგვერდიანი კომენტარი დავწერე და წავშალე.
ისე მომეწონა..
ის იმ კატეგორიის ადამიანებში შედის, რომლებიც თვლიან, რომ განსაკუთრებულად პოეტური და პროზაულია, თუ მინდვრის ყვავილები გიყვარს (ამ შემთხვევაში, გვირილები საუკეთესო ვარიანტია), თუ ნაქსოვ ან შენზე რამდენიმე ზომით დიდ, ზედ ტომარასავით ჩამოცმულ ტანსაცმელზე გიჟდები, თუ გიყვარს ჩაი (აუცილებლად ლიმონით) და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ.
და მაინც, პარიზი...მიუხედავად იმისა რომ ვერ იტან აქ .
ერთგვერდიანი კომენტარი დავწერე და წავშალე.
ისე მომეწონა..
ის იმ კატეგორიის ადამიანებში შედის, რომლებიც თვლიან, რომ განსაკუთრებულად პოეტური და პროზაულია, თუ მინდვრის ყვავილები გიყვარს (ამ შემთხვევაში, გვირილები საუკეთესო ვარიანტია), თუ ნაქსოვ ან შენზე რამდენიმე ზომით დიდ, ზედ ტომარასავით ჩამოცმულ ტანსაცმელზე გიჟდები, თუ გიყვარს ჩაი (აუცილებლად ლიმონით) და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ.
და მაინც, პარიზი...მიუხედავად იმისა რომ ვერ იტან აქ .
2. ლექსები... ვერც მე ვხვდები, რა საჭიროა :)
მოტივტივე ფრაგმენტები.
ლექსები... ვერც მე ვხვდები, რა საჭიროა :)
მოტივტივე ფრაგმენტები.
1. რა გითხრა ახალი. მომწონს შენი ნაწერები და კარგი გოგო ხარ ძალიან.
მეც ჩემი ლოცვა მქონდა ბავშვობაში და ახლაც. რა გითხრა ახალი. მომწონს შენი ნაწერები და კარგი გოგო ხარ ძალიან.
მეც ჩემი ლოცვა მქონდა ბავშვობაში და ახლაც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|