 | ავტორი: ჭა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 ოქტომბერი, 2014 |
არც ხმა გამიგია, არც ფაჩუნი, არც დაუკაკუნებია. ფეხაკრეფით ამოიარა აივნის კიბეები და ჩუმად გაჩერდა კართან, გაირინდა. არა, ხომ გითხარით, არც უფიქრია დაკაკუნება, უბრალოდ გულმა მიგრძნო და გავაღე... იდგა ასე ყვითელი, თავდახრილი, ფოთლებჩამოყრილი, სატირლადგამზადებული, ჩემი ხის "შემოდგომა". ჩემთან მოსული, ჩემთვის მოსული... მთელი ზაფხული ხომ ( მე აივნიდან, ის ციდან ) ვილაპარაკეთ, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ყველა მისი ჩიტი ვიცი...-აქ ფუთი მარილის ჭამა არ არის საჭირო. მიამიტი, მაღალი, მხრებში გაშლილი, დაკორძილი, მოშრიალე, უამრავი ჩიტის თავშესაფარი...-აი მისი პორტრეტი. დამეთანხმებით, ძნელად იპოვნით ასეთ სანდო ვინმეს, ჰოდა მეც ვენდე და სიამოვნებით ვატარებდი მასთან საღამოებს... ეტყობა თვითონაც მენდო, ვუყურებ, კართან ატუზულ, ყვითელ ფოთლებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ მენდო. ჰო ასეა, ვისაც ენდობი იმასთან მიგაქვს, იმას უჩვენებ შენ "შემოდგომას" -შენ ტკივილს... გული ამიჩუყდა, ავხედე...ვერ ვწვდები, როგორ მივეფერო კოჟრიან ტანზე. - ნუ გეშინია ჩემო კეთილო, მე შენ ასეთიც მიყვარხარ, ფოთლებდაცვენილი, ტოტებისამარა. შენ წარმოიდგინე, უფრო ლამაზი ხარ, კიდევ უფრო ლამაზი. კიდევ ბევრ საღამოებს გავატარებთ მე და შენ ერთად. მე ჩემი აივნიდან თბილად ამოგხედავ, შენ შენი ლამაზი, მწვანე თვალებით ჩამომხედავ ციდან. მერე რა , თუ ვერ გეხები, ხომ იცი, გულით ყოველთვის გეფერები. ზამთარსში გაზაფხულზე ვიოცნებებთ, ამ ჩვენ უცნაურ სიყვარულზეც ბევრს ვიცინებთ...და ასე...ბევრ საღამოებს გავატარებთ მე და შენ ერთად... სულ ტყუილად გეშინია, არ გიღალატებ, ძნელი საპოვნია ვინმე, შენსავით სანდო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
30. რა კარგია, როცა ასე გელოდებიან, გესაუბრებიან, გეფერებიან, გენდობიან... მომინდა შემოდგომობა :) ჭა <3
რა კარგია, როცა ასე გელოდებიან, გესაუბრებიან, გეფერებიან, გენდობიან... მომინდა შემოდგომობა :) ჭა <3
29. მადლობა ქეთ...:-* ჟოზეფინა...:-* მადლობა ქეთ...:-* ჟოზეფინა...:-*
28. ხის ყველაზე ლამაზი გაადამიანება...უსათუთესი ნაწერი...:**=== ხის ყველაზე ლამაზი გაადამიანება...უსათუთესი ნაწერი...:**===
27. ნამდვილად მოიტანა მშვენიერი განწყობა :) მოგიკითხეთ, ქალბატონო ჭა :) ნამდვილად მოიტანა მშვენიერი განწყობა :) მოგიკითხეთ, ქალბატონო ჭა :)
24. ჭა-ო რა კარგი ხარ ავატარზე, ცდილობ მოეფერო და ჩასწვდე ფოთლებჩამოყრილთა საიდუმლოს! ჭა-ო რა კარგი ხარ ავატარზე, ცდილობ მოეფერო და ჩასწვდე ფოთლებჩამოყრილთა საიდუმლოს!
23. მადლობა კიდევ ერთხელ...:-* სოლე...:-* ნუ იკარგები...:-*
მადლობა კიდევ ერთხელ...:-* სოლე...:-* ნუ იკარგები...:-*
22. მიყვარს ეს ბუნებასთან მოსაუბრე ტკბილად მოუბარი ჭა!:* მიყვარს ეს ბუნებასთან მოსაუბრე ტკბილად მოუბარი ჭა!:*
21. მიყვარს ეს ბუნებასთან მოსაუბრე ტკბილად მოუბარი ჭა!:* მიყვარს ეს ბუნებასთან მოსაუბრე ტკბილად მოუბარი ჭა!:*
20. თბილი- თბილი :) თბილი- თბილი :)
19. ლამაზად დახატული ,, შემოდგომის სურათი,, და კიდევ უფრო ლამაზი და თბილი სიტყვები ლამაზად დახატული ,, შემოდგომის სურათი,, და კიდევ უფრო ლამაზი და თბილი სიტყვები
18. მეთბილსევდიანა... რა კარგი მესაიდუმლე ჰყოლიხარ "შემოდგომას"... მომწონს შენს მიერ დანახული ბუნების უცნაური რაკურსები... მეთბილსევდიანა... რა კარგი მესაიდუმლე ჰყოლიხარ "შემოდგომას"... მომწონს შენს მიერ დანახული ბუნების უცნაური რაკურსები...
17. მიშიკო ბენდუქიძე... :-* არაა მთლად მასე საქმე...:)) დოყლაპია...-სარგადაყლაპულივით ტიპია, შემოლაწუნება რომ ჭირდება...:))) მიამიტი კი...უბრალოდ მიმნდობია...უკვირს ყველა "მოვლენა"...ყველაფერში საიდუმლოებას ხედავს და ვერ წარმოუდგენია რაში უნდა სჭირდებოდეს ვინმეს ტყუილი...:) მიშიკო ბენდუქიძე... :-* არაა მთლად მასე საქმე...:)) დოყლაპია...-სარგადაყლაპულივით ტიპია, შემოლაწუნება რომ ჭირდება...:))) მიამიტი კი...უბრალოდ მიმნდობია...უკვირს ყველა "მოვლენა"...ყველაფერში საიდუმლოებას ხედავს და ვერ წარმოუდგენია რაში უნდა სჭირდებოდეს ვინმეს ტყუილი...:)
16. ორჯე მადლობა მეთქი, მინდოდა მეთქვა...:) ორჯე მადლობა მეთქი, მინდოდა მეთქვა...:)
15. მადლობა ...:-* ვინც წაიმითხეთ... ვის გულთანაც ახლოსაა, იმას კიდევ ორმაგა მადლობა...:-* :-* მადლობა ...:-* ვინც წაიმითხეთ... ვის გულთანაც ახლოსაა, იმას კიდევ ორმაგა მადლობა...:-* :-*
14. მერამდენედ წავიკითხე უკვე. ძალიან ახლოა ჩემს სულთან ეს... მერამდენედ წავიკითხე უკვე. ძალიან ახლოა ჩემს სულთან ეს...
13. ხმელი წიფელი გამახსენდა. :) 5. ხმელი წიფელი გამახსენდა. :) 5.
12. თბილი ნანა, ყველას და ყველაფერს რომ ეფერება :* თბილი ნანა, ყველას და ყველაფერს რომ ეფერება :*
11. ხეების მესაიდუმლე :)
შემოდგომის ეტიუდი.
ხეების მესაიდუმლე :)
შემოდგომის ეტიუდი.
10. შემოდგომის ასეთი ორიგინალური პორტრეტი არსად წამიკითხავს. რა თბილია და სევდიანი. სევდიანად თბილი. ეს ჭის ამპლუაა. ბრაავო!!! შემოდგომის ასეთი ორიგინალური პორტრეტი არსად წამიკითხავს. რა თბილია და სევდიანი. სევდიანად თბილი. ეს ჭის ამპლუაა. ბრაავო!!!
9. თბილოო :* <3 5 თბილოო :* <3 5
8. მიამიტის მაგივრად, შეგეძლო გეხმარა დოყლაპია მე ვფიქრობ, მიამიტი და დოყლაპია ერთიდა იგივეა. დოყლაპია, მაღალი, მხრებსი გაშლილი..... მიამიტის მაგივრად, შეგეძლო გეხმარა დოყლაპია მე ვფიქრობ, მიამიტი და დოყლაპია ერთიდა იგივეა. დოყლაპია, მაღალი, მხრებსი გაშლილი.....
7. ძალიან ლამაზი შემოდგომა! ჭა ! ბუნების მესაიდუმლე! ძალიან ლამაზი შემოდგომა! ჭა ! ბუნების მესაიდუმლე!
5. მართლა თბილა. . მეც მინდა ასეთი შემოდგომა. .♡ მართლა თბილა. . მეც მინდა ასეთი შემოდგომა. .♡
3. ძალიან იმოქმედა ამ ნაწერმა. :( ასე მეგონა შემოდგომის კი არა ჩემს პორტრეტს ხატავდი. მომეწონა ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი მომწონებია 555 ძალიან იმოქმედა ამ ნაწერმა. :( ასე მეგონა შემოდგომის კი არა ჩემს პორტრეტს ხატავდი. მომეწონა ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი მომწონებია 555
2. სულ თბილა აქ სულ თბილა აქ
1. +++++ მომწონს +++++ მომწონს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|