 | ავტორი: დიდი ძმა ჟანრი: პროზა 16 ნოემბერი, 2014 |
1 _უკაცრავად თქვენი სახელი? _ბახვა _გვარი? _ბაძაღუა _რამდენი წლის ხარ ბახვა? _16ის _ვინმე თუ გძულს? _მძულს? _ხო,რა იყო რატო გეცინება? _რავი აბა... _რა ქვია? _ვის? _ვინც გძულს _არ ვიცი _როგორ, სახელი არ იცი? _არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც შორიდან _როგორ ფიქრობ რა არის სიძულვილი? _რავი აბა! მგონი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. 2 _მარიამ ფანგანი _ო, რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ! _მართლა? _ძალიან მომწონს _უი, დიდი მადლობა. _მარიამ შეიძლება სიძულვილის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ? ხომ არ გაბრაზდებით? _უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით მიყვარს ამ თემაზე საუბარი. _რახან ასეა გულახდილად მითხარით, გძულთ ვინმე? _არა, მე პოზიტიური ადამიანი ვარ! 3 _თქვენი სახელი _ჩემი? _დიახ _ანდუყაფარი. ანდროსაც მეძახიან. _თქვენ რომელი გირჩევნიათ? _მე ანდრია. _რა გვარი ბრძანდებით? _ჭეიშვილი. ანდუყაფარ ჭეიშვილი. _ცოლ-შვილი გყავთ? _პირველი ცოლისგან 1ბიჭი, ახლა ჯარშია. წერილს ველოდები. მეორისგან ქალ_ბიჭნი. უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში. გოგო ჯობია სწავლითა. ბიჭი ყალთაბანდობს. არა უშავს რა კაია... ბიჭი ეგეთი ჯობია, გამაიჯიკება ყველა საქმეშია. მეც ეგრე არ ვიყავი რო? მესამე ცოლი უშვილო გამომადგა,მაგრამ ვერ გააგდებ და ვერაფერი. ისეთი ძმები ჰყავ კაცის მჭამელები. _როგორ გგონიათ რა არის სიძულვილი? _არ გაგიგონია? შიში შაიქმს სიძულვილსაო. ას პროცენტიანი ეგრეა. რა ვქნა უშვილო გამომადგა მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო კაცის მჭამელები. მძულს მა რა ვქნა? თავზეით რო ძალა არ არის სხვას რას ვიზამ? _შვილებზე რას იტყვი? _ისინიც მძულს და საერთოდაც, ჩემმა სოფლურმა კილომ არ მოგატყუოს, ოიდიპოსის სინდრომი ზედმიწევნით მაქვს შესწავლილი, ჩვენი სიძულვილი ორმხრივია, მარტო მე არ მჭირს, იმათაც. _ნახულობ ხოლმე? _არა,ალიმენტ ვუგზავნი კეთილ სურვილებთან ერთად (უცნაურად იღიმის). 4 _რომელ კლასში ხარ გიო? _მეოთხეში გადავედი _რა ნიშნები გყავს? _რავი... _შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო.მართლა? _ორებს კი არა ისა... _მაშ,რა ნიშნები გყავს? _ხუთები,ოთხები და ალაგალაგ სამები _რა გვარი ხარ? _დარასელია _უკვე მოასწარი ვინმეს შეძულება? _შეძულება არა ისა... _მე რომ მითხრეს? _არაფერიც _შენი კლასელია? _ვინა? _შენ რომ გძულს. _არავინაც არ მძულს. _მე რომ მითხრეს? _რა გითხრეს? _გიოს ის ბიჭი სძულს კლასში მის უკან რომ ზისო. _უკან კი არა წინ ზის ეგ ახვარი! _ წამოცდა გიოს და სირცხვილისგან აწითლებულმა თავი დახარა 5 _.................... _მე რა უნდა გითხრათ სიძულვილზე? ეგ ასაკი უკვე გავიარე _რა ასაკი? _აი,კაცს რომ გონია რომ სიძულვილი საქმესა შველის. _თქვენ გინდათ თქვათ რომ... _დიახ, დიახ, ადრე მეც მეგონა რომ შველოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშობის სისულელე იყო. _მერე როგორ მიხვდით რომ არ შველის? _სულ უბრალოდ. დღესაც მიყვარს, სიძულვილმა კი გამიარა. _თან გძულდა და თან გიყვარდა? _ჯერ მიყვარდა. მერე შემძულდა, როცა თვითონ არ შემიყვარა. _მერე? _მერე სიძულვილმა გადამიარა, სიყვარულმაც, მაგრამ სხვანაირად. _სხვანაირად? _ჰო, სხვანაირად. გადამიარა, მიწასთან გამასწორა და ახლაც არ მტოვებს. _გაცვლიდი სიძულვილში? _დიდი სიამოვნებით, არც დავფიქრდებოდი. _რატომ? _ეგ უფრო ადვილია და იმიტომ. ნაკლებად მტკივნეულიც. 6 _ბებოოო _რაო,შვილო? _სიძულვილი რა არის? _საძულველი არა ხარ? მა რა ხარ, შენ არ გაგითენდა ხვალინდელი დღე. 7 _ჩემი სახელია დიონისე. _გვარი? _ჩიტაია. _სად მუშაობთ? _იქ. _სად იქ? _ნუ რა საჭიროა? _შემთხვევა რომ იყოს სიძულვილის გულისთვის თავს მოიკლავდი? –ვინა მე? ბოღმის გულისათვის კაცო? მაგის გამკეთებელი რომ ვიყო, ჩემზე მეტ ბოღმას ვინ ატარებს გულით? ბოღმაი რო ორი ფეხი ჰქონდეს, დიონისე ერქმეოდა. 8 _ეხლანდელები ქაა?ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა. გვძულსო. მიესევიან ერთმანეთსა ქუჩაში, ხალხში და ურტყამენ, ხან დანას უყრიან. ზედაც არ გიყურებენ. გინდა ყოფილხარ იქა და გინდა არა. გვძულსო! მერე ქაა, ახლანდელი მტრები რო მტრობენ მასე ვმტრობდით ჩვენა? ჩვენ კი არ ვმტრობდით ერთმანეთსა? თუ მაგათ აიფონები რო აქვთ სხვანაირი სიძულვილი იციან? არა ქაა.მე მაგნაირი სიძულვილი არ მწამს. არ მწამს და მომკალ, აჰა... 9 _მეცხრე და ბოლო კითხვა თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიძულვილის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას რამდენი კაციცაა ამ ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე თუ რა არის სიძულვილი. მართალი იქნება რადგან ყველა თავისებურად აღიქვამს მას და საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება რადგან ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიძულვილი. ასე არ არის მკითხველო? სცადეთ ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას: -რა არის სიძულვილი? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა,რომელიც ვერასოდეს ჩაწვდება მის ბუნებას და თუ ვინმე მაინც გაკვირვებული დაგისვამთ კითხვას: -რატომ გძულვარ?! ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს. სიძულვილი ისეთი ბუნებისაა მიზეზს არ საჭიროებს. იგი თავადაა მიზეზი რომელიც ყველა ჩვენგანს ისე დაჰყვა, როგორც კუს ბაქანი. ჰოდა, ვათრიოთ, სხვა რა დაგვრჩენია, უმაგისობაც არ იქნება, მოგვიშიშვლდება დაუცველი ზურგი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კარგია, კარგი. მე სიძულვილის ყველანაირი ეტაპი მაქვს გავლილი და ახლა იმ პროცესში ვარ, როცა ყველა მიყვარს:) კარგია, კარგი. მე სიძულვილის ყველანაირი ეტაპი მაქვს გავლილი და ახლა იმ პროცესში ვარ, როცა ყველა მიყვარს:)
22. ეეე, ატრაკებ რა :)))) ეეე, ატრაკებ რა :))))
21. ანდუყაფარი ხომ სულაკაურის ლუკაშია? აბა საიდან მახსოვს?
რა კარგი სახელია ანდუყაფარი ანდუყაფარი ხომ სულაკაურის ლუკაშია? აბა საიდან მახსოვს?
რა კარგი სახელია ანდუყაფარი
20. მყავს უკვე! :) დიდი ხანია ბრატები ვართ :) მყავს უკვე! :) დიდი ხანია ბრატები ვართ :)
19. ახლა ფეისბუქი შეამოწმე, სარკაზმმა დაგიმატა მეგობრებში :დდ ახლა ფეისბუქი შეამოწმე, სარკაზმმა დაგიმატა მეგობრებში :დდ
18. არ მიკვირს, არა! ტიტანური ნაშრომია! :) სიყვარულის სიძულვილად გადაკეთება, ეგრე ადვილი როდია! ნიჭი უნდა ყოლიფერს, ნიჭი! :)))
არ მიკვირს, არა! ტიტანური ნაშრომია! :) სიყვარულის სიძულვილად გადაკეთება, ეგრე ადვილი როდია! ნიჭი უნდა ყოლიფერს, ნიჭი! :)))
17. ბექზა, გავწყდი წელში :დდდდ ბექზა, გავწყდი წელში :დდდდ
16. გიშრომია! :დ გიშრომია! :დ
14. მომეწონა . )
-რატომ გძულვარ?!
_არავინ მძულს . მძულს , ესე იგი ვფიქრობ. ცუდი ადამიანებისთვის ძალიან დიდი პატივი იქნება, მათზე რომ ვიფიქრო. ) მომეწონა . )
-რატომ გძულვარ?!
_არავინ მძულს . მძულს , ესე იგი ვფიქრობ. ცუდი ადამიანებისთვის ძალიან დიდი პატივი იქნება, მათზე რომ ვიფიქრო. )
13. ქვასავით მაგარი რამეა მემოვკვდე ქვასავით მაგარი რამეა მემოვკვდე
12. არშეგედავები იმაში რაც აშკარად ჩემზე უკეთ იცი :დ არშეგედავები იმაში რაც აშკარად ჩემზე უკეთ იცი :დ
11.
დიდი ძმა, ისტორიაში ორიანიიიიიიიიიი... სად რამზე მეორე დიდის მეუღლე დედოფალი ნეფერტარი და სად ყვიციანი ეხნატონის ცოლი - ნეფერტიტი. :)
დიდი ძმა, ისტორიაში ორიანიიიიიიიიიი... სად რამზე მეორე დიდის მეუღლე დედოფალი ნეფერტარი და სად ყვიციანი ეხნატონის ცოლი - ნეფერტიტი. :)
10. სიმღერაა ასეთი : "შენმა სიყვარულმა სიძულვილი მასწავლა" არ ვიცი ტექსტის ავტორი, თუმცა მე არ ვიცი რა არის სიძულვილი, არავინ არ მძულებია, ვერც შევიძულებ ვერავის. ვინმე შეიძლება არ მიყვარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიძულვილს. მგელი რომ შემხვდეს ტყეში ვიცი შემჭამს, მაგრამ დღეს ვერ ვიტყვი, რომ მგელი მძულს, მით უმეტეს ადამიანს ვერ შევიძულებ. სიძულვილი-აგრესიაა, ბოროტებაა, უბედურებაა მეტი რა ვთქვა.
სიმღერაა ასეთი : "შენმა სიყვარულმა სიძულვილი მასწავლა" არ ვიცი ტექსტის ავტორი, თუმცა მე არ ვიცი რა არის სიძულვილი, არავინ არ მძულებია, ვერც შევიძულებ ვერავის. ვინმე შეიძლება არ მიყვარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიძულვილს. მგელი რომ შემხვდეს ტყეში ვიცი შემჭამს, მაგრამ დღეს ვერ ვიტყვი, რომ მგელი მძულს, მით უმეტეს ადამიანს ვერ შევიძულებ. სიძულვილი-აგრესიაა, ბოროტებაა, უბედურებაა მეტი რა ვთქვა.
9. გმადლობთ :))) ნეფერტიტ, მე შენ რა გთხოვე :დდდდდდდ და იქ დევს, სადაც საჭიროა, მისის სმის. გმადლობთ :))) ნეფერტიტ, მე შენ რა გთხოვე :დდდდდდდ და იქ დევს, სადაც საჭიროა, მისის სმის.
8. ,,სხვა"-ში მაინც უნდა იდოს. ,,სხვა"-ში მაინც უნდა იდოს.
7. გოდერძი ჩოხელისა რა ხარ შენ, დიდი ძმა? =))))
გოდერძი ჩოხელისა რა ხარ შენ, დიდი ძმა? =))))
6. კარგია ძალიან...5 ჰო, მკითხველი ისედაც მიხვდება, რომ ეს კითხვა -პასუხი ჩვენ ქვეყანაში ჩატარდა, მითუმეტეს პირველი...-აი, სულ ერთხელ რომ ყავს ნანახი და მაინც რომ სძულს...:) კარგია ძალიან...5 ჰო, მკითხველი ისედაც მიხვდება, რომ ეს კითხვა -პასუხი ჩვენ ქვეყანაში ჩატარდა, მითუმეტეს პირველი...-აი, სულ ერთხელ რომ ყავს ნანახი და მაინც რომ სძულს...:)
5. საბოლოოდ ასე გამოდის, რომ ადამიანი მაშინ გძულს როცა არ იქცევა ისე როგორც შენ გინდა რომ მოიქცეს. საბოლოოდ ასე გამოდის, რომ ადამიანი მაშინ გძულს როცა არ იქცევა ისე როგორც შენ გინდა რომ მოიქცეს.
3. თუ ძულხარ ვინმეს და შენ არ გძულს დებილი ხარო, დიდო ძმაო, ასე მითხრეს და... თუ ყოველთვის სიმართლეს ამბობ მაშინაცო... ზოგჯერ არ ვამბობ მართალსმეთქი, ჩემთვის ვინახავ და ტყუილს მაინც არ ვიგონებ_თავი ვიმართლე, მაგრამ არ მიშველა მაგანაც... თავის მართლებაც ცოდვააო, მითხრეს ირონიულად... ჩამოვთვალე ერთ მშვენიერ დღეს ვინ არ მიყვარდა, მათ შორის_ვინც უნდა მყვარებოდა, ჰოდა ძალიან ბევრი დამიგროვდა_შვიდი ადამიანი. მერე ჩავუღრმავდი ჩემს ფიქრს და მივხვდი, რომ უფრო მეცოდებიან ისინი, ვიდრე მძულან, მაგრამ მაინც არ მიყვარან და ვწუხვარ ამის გამო. ლექსიც კი მივუძღვენი ჩემს გულში გარდაცვლილებს: http://urakparaki.ge/?m=4&ID=78832
თუ ძულხარ ვინმეს და შენ არ გძულს დებილი ხარო, დიდო ძმაო, ასე მითხრეს და... თუ ყოველთვის სიმართლეს ამბობ მაშინაცო... ზოგჯერ არ ვამბობ მართალსმეთქი, ჩემთვის ვინახავ და ტყუილს მაინც არ ვიგონებ_თავი ვიმართლე, მაგრამ არ მიშველა მაგანაც... თავის მართლებაც ცოდვააო, მითხრეს ირონიულად... ჩამოვთვალე ერთ მშვენიერ დღეს ვინ არ მიყვარდა, მათ შორის_ვინც უნდა მყვარებოდა, ჰოდა ძალიან ბევრი დამიგროვდა_შვიდი ადამიანი. მერე ჩავუღრმავდი ჩემს ფიქრს და მივხვდი, რომ უფრო მეცოდებიან ისინი, ვიდრე მძულან, მაგრამ მაინც არ მიყვარან და ვწუხვარ ამის გამო. ლექსიც კი მივუძღვენი ჩემს გულში გარდაცვლილებს: http://urakparaki.ge/?m=4&ID=78832
2. ++ <<სიძულვილი ისეთი ბუნებისაა მიზეზს არ საჭიროებს.>> ... ++ <<სიძულვილი ისეთი ბუნებისაა მიზეზს არ საჭიროებს.>> ...
1. ჰო არ შეცდეთ და არწაიკითხოთ :დდდდ ჰო არ შეცდეთ და არწაიკითხოთ :დდდდ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|