ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2014


რამდენიმე ჰაიკუ


* * *
ვზივარ და ვთბები ჩემს უგამათბობელო სახლში. შენს ძველ ფოტოებს გადავაწყდი...
* * *
შუადღე უსიცოცხლოდ მიილია და შემოქმედმაც შავი ნაბადი გამოამზეურა.
* * *
ჩემს დაღლილ ხმაში შენი მშვიდი სუნთქვა შევიგრძენი და გულზედ მიგიკარი.
* * *
არმანიაკის მძაფრი გემო ყვრიმალებთან დამიგროვდა და შენს ტუჩებთან დამეღვარა.
* * *
ღმერთმანი, ძილი მომერია. მოდი, უშენობის ნაცრისფერი სუდარა მომაფარე.
* * *
ვზივარ და ვთბები ჩემს უგამათბობელო სახლში.
მოდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები