ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2014


უაზრობებიდან

ამდენს რომ გეკამათები
და გიმტკიცებ არ არსებობ მეთქი.
შენ კი მიღიმი და შუბლზე მკოცნი
ბრაზისგან ყოველთვის მიწისფერი ვხვდები.
შენი ბრალია მეთქი მკვდარი მამაჩემი
შენი ბრალია მეთქი საზღვრებს მიღმა დედაჩემი,
შენი ბრალია ჩემი დაკარგული ლობიოს მარცვალი,
ვიტყუები..
არყის ბრალია მკვდარი მამაჩემი.
მამაჩემის ბრალია საზღვრებს მიღმა დედაჩემი.
ჩემი ბრალია დაკარგული ლობიოს მარცვალი..
ეს ნაწერი კი სისულელეა
და სასაცილოდ არ მყოფნის ჩემი გაღებული სიკეთე,
როცა ქუჩა-ქუჩა დავდივარ
უპატრონო ძაღლებსა და კატებს ვაჭმევ
და მშიერი ჩემი თავი
მუხლების კანკალით ძლივს აღებს კარს.
ადექი ერთ დღეს,
გამიბრაზდი და წადი.
ნუ მიღიმი,
ნუ მკოცნი შუბლზე,
როცა გიმტკიცებ, რომ არ არსებობ ღმერთო..
ნუ მისმენ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები