ღმერთმა რომ გაჰყო წითელი ზღვა, ხომ გახსოვს, მაშინ. ხომ გახსოვს, მაშინ, წითელი ზღვა, რომ გაჰყო ღმერთმა. მე ვფიქრობ ახლა, რომ გიყვარვარ არის ამაში. ზღვათა გამყოფის უსაზღვრო და ღმერთული ნება. ვარ ზღვის პირას და მოხუცივით ქოშინებს წყალი და აქ ისე ჩანს, რა დიდია ძვირფასო ღმერთი, შენ რომ შექმენი ქვიშისაგან, ხომ გახსოვს სახლი, გამეფიქრა, რომ მან ზღვა შექმნა და ისე შევკრთი, თითქოს მის მიერ შექმნილთაგან, სხვა არც მენახოს. არადა შენ ხარ, უმეტესად, ყველაზე მეტი. ახლა კი ღამე ღამეს ათევს, ბნელ თავის თავში, ხოლო შენს ძილში სიმშვიდეა, მხოლოდ სიმშვიდე, ღმერთმა რომ გაჰყო, წითელი ზღვა, ხომ გახსოვს, მაშინ. ასე მგონია ჩვენ ვიყავით და რომ გვიშველა, დავისვენეთ და დღე დაგვიდა იგი მეშვიდე. გადაგვავიწყდა ყველაფერი, მხოლოდ სიშიშვლე დაგვრჩა. მერე კი ერთმანეთი ისე ვიშვილეთ უერთმანეთოდ ვეღარ მივალთ აღთქმულ მიწამდე. …………………………. ასე იწამე: ასე უნდა მას. ასე გინდა შენ. ასე მინდა მე, რომ სიყვარული გავიყვანოთ ამ უდაბნოდან…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 ნოემბერი, 2014
აი მე დავადასტურე, რომ დავწერე. აქ ყოველთვის სუბიექტურად ვწერ ქულას. ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 ნოემბერი, 2014
აი მე დავადასტურე, რომ დავწერე. აქ ყოველთვის სუბიექტურად ვწერ ქულას.
10. უღრმესი მადლობა ბევრი სითბოსთვის, დამოკიდებულებებისთვის :) ძალიან მახარებთ. ძალიან ძვირფასი ადამიანების ყურადღებას ვხედავ აქ :) უღრმესი მადლობა ბევრი სითბოსთვის, დამოკიდებულებებისთვის :) ძალიან მახარებთ. ძალიან ძვირფასი ადამიანების ყურადღებას ვხედავ აქ :)
9. გიორგი.
ძალიან მშვიდია შენი ლექსები, გარეგნულად, მხოლოდ....
რამოდენა ადამიანური ძალა ჩანს ხოლმე და პოეზია.
გენაცვალე და მომენატრე.
მე რომ ასე ვინმემ მითხრას........ ამ ლექსივით. ასე... ...ჰეჰ. გიორგი.
ძალიან მშვიდია შენი ლექსები, გარეგნულად, მხოლოდ....
რამოდენა ადამიანური ძალა ჩანს ხოლმე და პოეზია.
გენაცვალე და მომენატრე.
მე რომ ასე ვინმემ მითხრას........ ამ ლექსივით. ასე... ...ჰეჰ.
7. ჰო.... მეც ბევრჯერ შევამჩნიე ასეთი უზუსტობა და არ შევიმჩნიე... ჰო.... მეც ბევრჯერ შევამჩნიე ასეთი უზუსტობა და არ შევიმჩნიე...
6. აჰა იგივე, ორი ხუთიანი დავწერეთო და 9 ქულაა ერთად, ვერ ვარ ამ ბოლო დროს მათემატიკაში, შეგნებულად არ ვწერ ქულას, თვალსაჩინოებისთვის :) აჰა იგივე, ორი ხუთიანი დავწერეთო და 9 ქულაა ერთად, ვერ ვარ ამ ბოლო დროს მათემატიკაში, შეგნებულად არ ვწერ ქულას, თვალსაჩინოებისთვის :)
5. ,შენ რომ შექმენი ქვიშისაგან, ხომ გახსოვს სახლი,გამეფიქრა, რომ მან ზღვა შექმნა და ისე შევკრთი,თითქოს მის მიერ შექმნილთაგან, სხვა არც მენახოს.
5! ,შენ რომ შექმენი ქვიშისაგან, ხომ გახსოვს სახლი,გამეფიქრა, რომ მან ზღვა შექმნა და ისე შევკრთი,თითქოს მის მიერ შექმნილთაგან, სხვა არც მენახოს.
5!
3. იდეა გაცილებით მომეწონა, ვიდრე შესრულება =) იდეა გაცილებით მომეწონა, ვიდრე შესრულება =)
2. "ხომ გახსოვს მაშინ" _ფრაზა,რომელიც ძალიან უხეშად ხვდება ყურს,უშუალოდ ამ ლექსისათვის,დასაწყისით ვერ მოვიხიბლე დიდად,მაგრამ მეორე და მესამე სტროფი ძალიან მომეწონა,დასასრული არ ჭირდება საერთოდ ვფიქრობ.მოკლედ შენ უფრო იცი, + "ხომ გახსოვს მაშინ" _ფრაზა,რომელიც ძალიან უხეშად ხვდება ყურს,უშუალოდ ამ ლექსისათვის,დასაწყისით ვერ მოვიხიბლე დიდად,მაგრამ მეორე და მესამე სტროფი ძალიან მომეწონა,დასასრული არ ჭირდება საერთოდ ვფიქრობ.მოკლედ შენ უფრო იცი, +
1. ძალიან მომეწონა ლექსი ++++წარმატებები! ძალიან მომეწონა ლექსი ++++წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|