ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2014


ჩიაშიცუ

საკურას ნახშირზე შემოდგმული
ძველი სპილენძის ჩაიდანი,
უკრავს ლოდინის მელოდიას...
სუსტად მბჟუტავი ფარანი კი
დღე და ღამე
ქვიან ბილიკს სდარაჯობს,
გამოჰყევი,
შესვი ჭის წყალი,
სანამდე ზღურბლთან ჩაიმუხლავ,
ჩამოვასხამ ფინჯნებში დუმილს,
რომ მერე,
მორიგეობით,
უსიტყვობა ყლუპებად შევსვათ,
ნიშნად სიახლოვის...





***ჩიაშიცუ - ჩაის ცერემონიისთვის განკუთვნილი ოთახი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები