ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაბოლილი ფიროსმანი
ჟანრი: პროზა
11 დეკემბერი, 2014


ორი სურათი

1
სოფლის გზაზე მიდიან ორნი.
გზა სასაფლაოსკენ მიდის.
ერთს ხელებში იების კონა უჭირავს, მეორეს სანთლები და ბოთლით ღვინო.
ორივეს სტკივა გულთან ახლოს,
ერთს მამა, მეორეს ქმარი.
სასაფლაო ჩუმია, პეპლები დაფარფატებენ უდარდელად.
ერთი საფლავის ქვასთან ჩაიმუხლებს.
სიჩუმეა,
პეპლების ფრთები და სევდა.
...
დე, არ წავიდეთ?!

2
მე ეს ესაა, რაც წამოვედი,
ყველაზე წინ ვარ.
ღმერთო მდინარეს შემაერთე,
ან ქალწულის ნაწნავებზე ჩამომსვი...
...
საფლავის ქვაზე დაეცა წვეთი,
წვიმა დაიწყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები