ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2014


წუხელაც მოვკვდი

დღეს ზეცა კარიბჭეს პირქუშად დახურავს,
ოთახში სითბოა და კიდევ სიჩუმე,
უეცრად ცის წვეთი ეცემა სახურავს,
თუმცაღა დარცხვენით მაშინვე იყუჩებს.
ახლაა ჰაერი ისეთი ფაქიზი,
გავსებულ ნესტოებს ფილტვამდე ვიზოგავ,
წუხელაც მოვკვდი და თოვლივით გავფითრდი,
სული კი გავუშვი კარების ღრიჭოდან.
უძილო სახეზე ღიმილი მეხატა,
ვარსკვლავებს შუა დღის სიზმარში ვითვლიდი,
თითქოსდა ქარიან ამინდებს მე სადაც
მივყავდი,იქ იყო სიცოცხლის ფინიში.
ზამთარი დეკემბერს ფერხულში ჩაება,
და ყინვაც მიწაზე მოასხამს მინანქარს,
დაყარეს ფარ_ხმალი მოხუცმა ჭალებმა...
ასეთი ზამთარი ჯერ არსად მინახავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები