 | ავტორი: თ.კომლაძე ჟანრი: პოეზია 17 თებერვალი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დავიწყოთ იმით, რომ ცხოვრება ჯაზია... ღამის ოთხ საათზე სანთლებივით გადაღუნულ მბჟუტავ ლამპიონებს შორის მივსეირნობ და ვფიქრობ... ცხოვრება ჯაზია... მოულოდნელი, თავისუფალი, ბინძური, ბორდელის ჭუჭრუტანებიდან გამოჟონილი, იაფასიანი ჟასმინის სუნამოს სურნელებით გაჟღენთილი... ღამის ოთხ საათზე რა მინდა გარეთ, თუ გიჯი არა ვარ, თუ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული არ ვარ, თუ არ მიყვარს, თუ არ მენატრება... ყავა და ერთი ღერიც ჯაზია, ცხოვრებაა... მიყვყვები გზას, მოხუცი დედაბრებივით კუზიანი ლამპიონების კორიდორში. მივდივარ... ვეწევი... ყავა... ისევ მივდივარ... ვეწევი... ყავა... სიღრმე შემომაკლდა... ჩემი სული ჩემი ჩრდილია... ფეხის ძირებზე გამობმული... საცაა გამძვრება ამდენი სიარულისგან... მივდივარ... ვეწევი... ყავა... ისევ მივდივარ... ცხოვრება ჯაზია... უნდა იცეკვო... ტანი ააყოლო... სექსუალური უნდა იყო... მაგარი უნდა იყო... მუღამი უნდა დაუჭირო... თორემ, ერთ დღესაც, მარშუტკის წრიპინა ქირონს ხარკს ვერ გადაუხდი, ფეხით გაუყვები გზას და ვინმე ღიპიანი ბობოლა აზერი იურას 2015-იან ზიპინა GL-ს შეატოვებ ნაწლავებს... მუღამს თუ ვერ, კაი ჩიტს უეჭველი დაიჭერ... ღამის ოთხ საათზე... ხუთის ნახევარზე... ხუთზე... მივდივარ... ვეწევი... ყავა... ჩააქრეთ ლამპიონები... ჩრდილი უნდა მოვიგლიჯო... მივდივარ... ვეწევი... ყავა... ნეტა გესმოდეს... ნეტა ეს გზა თუ მომიყვანს შენამდე... ჯანდაბას ჩემი შიგნეულობა... თუ რომანტიკაა რომანტიკა იყოს... თავზე დამახიე მთელი ჩემი პოეზია, თავის ლირიკით და ანჟამბემანით... ასეთ დროს სიტყვას ფასი არა აქვს... ყავა და ერთი ღერი სექსამდე მეორე სექსის მერე.. იმღერე ეს ჯაზია.. ცხოვრებაა... შენი მკერდიც ჯაზია... რიტმულად ადის და ჩადის... ავდივარ.. ჩამოვდივარ.. სვლი ტუჩებით... შენი სხეული მაგიჟებს... ჯაზია.. ცხოვრებაა... მივდივარ... ვეწევი... ყავა.. ისევ მივდივარ... ვეწევი... ყავა... ღამის ოთხ საათზე... გზა წრეა... ცხოვრება წრეა... ყოველთვის იქ მიგიყვანს საიდანაც დაიწყე... ცხოვრება ჯაზია... აქ დავამთავროთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აბა თავზედასახები პოეზია, ლირიკა და ანჟამები =) აბა თავზედასახები პოეზია, ლირიკა და ანჟამები =)
3. თუ ვინმეს რამის დანახვა უნდა ამ ნაწერში, დაინახავს, ისე არაფერია...
0 თუ ვინმეს რამის დანახვა უნდა ამ ნაწერში, დაინახავს, ისე არაფერია...
0
2. "ცხოვრება წრეა... ყოველთვის იქ მიგიყვანს საიდანაც დაიწყე..."
ემოციური სტოპკადრებით გააზრებული ცხოვრება!.. მე თქვენს ადგილზე, ცოტას შევამოკლებდი და უკეთესი "ჯაზი" გამოვიდოდა... "ცხოვრება წრეა... ყოველთვის იქ მიგიყვანს საიდანაც დაიწყე..."
ემოციური სტოპკადრებით გააზრებული ცხოვრება!.. მე თქვენს ადგილზე, ცოტას შევამოკლებდი და უკეთესი "ჯაზი" გამოვიდოდა...
1. ''ჩემი სული ჩემი ჩრდილია... ფეხის ძირებზე გამობმული... საცაა გამძვრება ამდენი სიარულისგან...''
საინტერესო იყო, მაგრამ ზედმეტად გაწელილი მეჩვენა +3 ``ჩემი სული ჩემი ჩრდილია... ფეხის ძირებზე გამობმული... საცაა გამძვრება ამდენი სიარულისგან...``
საინტერესო იყო, მაგრამ ზედმეტად გაწელილი მეჩვენა +3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|