ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუჩი
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2015


უკანასკნელი ყვავილები

    როდესაც ფრანსუამ თავისი თაფლისფერი თვალები გაახილა, საშინელი სუნი იგრძნო, რომელიც მის თვალებში შიშს წარმოქმნიდა. მან იგრძნო რომ, სუნი სისხლის იყო და ეს სისხლი მის ირგვლივ მყოფ გვამებს სდიოდათ. ამ სანახაობით შეძრწუნებულმა ძლივს შეძლო აზრების კონცენტრირება. ჯერაც ვერ შეეკოწიწებინა იმ საზარელი ამბის ფრაგმენტები, რომელიც თავს გადახდა. ახსენდებოდა მოედანზე მტირალი ბავშვი რომელიც დედას ეძებდა და ისეთი საწყალი ხმით ტიროდა, როგორც დაკარგული ლეკვი წკმუტუნებს დედის მოლოდინში. ასევე ნამსხვრევებად ქცეული შენობები, თვითმფრინავთა გნიასი, ჯარისკაცთა სახეები და სისხლი. მაგრამ რატომ? უსვამდა ის თავის თავს და პასუხი ვერ მოეძებნა.
    როგორც კი გაიაზრა ის ვითარება, რომელშიც იმყოფებოდა და მიხვდა, რომ გვამებით დატვირთულ მატარებელში იმყოფებოდა, რომელიც მიდიოდა იქ სადაც მის ცოცხალ სხეულს არ ესაქმებოდა, წამოდგომა დააპირა, მაგრამ მას ვიღაც ღონიერი კაცის სხეულმა შეუაშალა ხელი, რომელიც ზევიდან აწვა. ფრანსუა ისეთ სიმძიმეს გრძნობდა, თითქოს კაცის მაგივრად უზარმაზარი ლოდი აწვებოდეს ზევიდან და ისეთ ტკივილს გრძნობდეს, როგორიც მხოლოდ მანქნის ან თუნდაც სატვირთო მანქანის გადავლის შემთხვევაში შეიგრძნობა. გამოძრომის უშედეგო მცდელობების შემდეგ გაუნძრევლად იწვა და ფიქრობდა მატარებელზე, გვამებზე, სისხლზე, დედამისზე და ყველაფერზე რაც მის ირგვლივ ხდებოდა.
    მატარებელი მოგრძო, თავახდილი რონოდებისაგან შედგებოდა რომლის ბოლდან მეოთხე რონოდში ფრანსუა იმყოფებოდა. მატარებელის თითოეული რონოდი გამოტენილი იყო ხალხით, ზოგიერთ რონოდში იმხელა გროვა დამდგარიყო, რომ გეგონებოდა გვამები ცვენას დაიწყებენო.  მატარებელი დაცარიელებულ ქალაქში მიდიოდა და ხიდს მიუყვებოდა. ქალაქში მხოლოდ რამოდენიმე მანქანა დაიარებოდა.
    ფრანსუამ კიდევ ერთხელ დააპირა ამ უზარმაზარი მასის გადაგორება, მაგრამ უეცრად ყვავილების ნაზი სურნელი იგრძნო, რომელმაც ის ექსტაზში ჩააგდო. ასე განაბულს, სახეზე ვარდის ფურცლები დაეცა, რომლებიც ისეთი ნაზი და ახლი იყო, როგორც სამრეცხაოდან მოტანილი, კალათაში ჩაწყობილი, მაქმანებიანი თეთრეული. ფრანსუამ თვალები გაახილა და დაინახა ცაში მოცეკვავე მიხაკები, ზამბახები, ვარდები იასამნები თეთრად, იასამნისფრად, წითლად და ნარინჯისფრად, რომ ბრწყინავდნენ და კიდევ ადამიანის ლანდი, რომელიც ხიდზე იდგა და ამ ყვავილებს, ზევიდან გვამებს აფენდა.
    ყვავილების სურნელმა ძალა შემატა მომავალი მოქმედებისათვის, ფრანსუ მიხვდა, რომ დანებება არღირს ჯერ ხომ ცხოვრება წინ ააქვს. მის სულში ყვავილები იფურჩქნებოდნენ და სურნელებით ავსებდნენ მას და ირგვლივ მყოფ გვამებს. ამ სიცოცხლისადმი წყურვილმა გადააგორებინა გვამი და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა. ირგვლივ მიმოიხედა და გვამებს მაშტერდა. ერთ რონოდში ბავშვები ეყარნენ, მეორეში ქალები, მესამეში კაცები და ასე უსასრულოდ არ უჩანდა, ბოლო მათ.
    ქალაქიდან უკვე გამოსულიყვნენ და მდინარეს მიუყვებოდნენ, რომლის ირგვლივ ტყე იყო. ჰორიზონტზე მზე ამოდიოდა და არემარეს საამო ფერს ჰგვრიდა. მდინარეს სასიამოვნო, ყვითელი ფერი დასდებოდა. ხეებზე, ციყვები და ჩიტები მზის სხივებზე თბებოდნენ და ამავდროულად მზესაც ათბობდნენ. ფრანსუამ დინჯად დაიხარ და დინჯადვე იასამნის ყვავილი აიღო, რომელიც უკვე სისხლში მოთხვრილიყო, მთელი ძალით შეიყნოსა მისი სურნელი, ისევ გვამზე დააგდო და რონოდის კიჩოდან გადახტა მწვანე, ცვრიან მინდორზე. ერთხანს ასე იწვა თავისუფალი. ფეხზე წამოდგა და ლიანდაგის გზას გაუყვა უახლოესი ქალაქისაკენ.
___________________________
რონოდი - ეგრეთწოდებული ''ვაგონი'
'

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები