| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 29 მაისი, 2015 |
ვარსკვლავებს იყრის ტანზე ზეცა, როგორც ბუსუსებს, მე, როგორც წესი, აივანზე ვდგავარ, ვეწევი და მერე ხველას წამოვიწყებ, რაღაც უსუსურ ბგერათა ხროვას და ვუყურებ წინ წამოწეულ კორპუსს, რომელშიც მეხუთეზე ცხოვრობს ლიდია და არის მარტო, გადამკიდე მისი პილოტი ქმრის, რადგან იგი დღენიადაგ ცაში ჰკიდია, უკვე ყელში აქვს ამოსული ნიცა, კიოტო, მილანი, გოა და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ქალაქი, სადაც მოხვედრაა ერთგვარი იშტა... მე ყოველ ღამით მის მეუღლეს თვალყურს ვადევნებ, წინასწარ ვიცი, რა დროს იცვამს ან უფრო იხდის ვარდისფერ ხალათს, ჩამოტანილს ალბათ დოჰიდან, ყატარს სტუმრობდა მისი ქმარი წინა კვირაში, მე კი ვუყურებ და მუდმივად ვწრუპავ მოჰიტოს, როცა ლიდია მკერდს იშიშვლებს, როგორც მინაშენს კანონის მიღმა, დადგენილი მისი ფართობის, ძილისპირულზე ვიზეპირებ მკერდის კონტურებს, მაღალკლასელი მოზარდივით ურცხვად ვერთობი, ვდარდობ იმაზე, რომ ჩაქვრება მალე ნათურა, წავა ლიდია, გადაწეულს დატოვებს ფარდას, ნიშნად იმისა, რომ მიცქერის, როგორ ვუცქერი, გაიშლის თმას და თავს ბალიშზე მოწყენით დადებს, მერე თვალებში ძილი მოვა ლურჯი, უფსკერო... მე, როგორც წესი, აივანზე ვდგავარ ვეწევი, მერე ვახველებ, თუმცა რომ ვთქვათ ფეხზე მკიდია, ვწრუპავ მოჰიტოს და ვუყურებ წინ წამოწეულ კორპუსს, რომელშიც მეხუთეზე ცხოვრობს ლიდია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. გენდობი, მომიყევი მერე :) გენდობი, მომიყევი მერე :)
23. ჰაჰ
ჩემთან უკეთესი სანახაობაა. სიტყვაზე უნდა მენდო, სანახაობებს არავისთან ვიყოფ =)) ჰაჰ
ჩემთან უკეთესი სანახაობაა. სიტყვაზე უნდა მენდო, სანახაობებს არავისთან ვიყოფ =))
22. :დდ მადლობა ყველას, თემო მოდი! :დდ მადლობა ყველას, თემო მოდი!
21. უყურე შენ რა დღეში ყოფილა ლიდია :)
ისე, მაგარი საინტერესო იქნება ლიდიას კორპუსიდან მოპირდაპირე მხარეს დაკვირვებით გახედვა :)
ლიდიას ხათრით 4 ქულა
ჩაქვრება -> ჩაქრება უყურე შენ რა დღეში ყოფილა ლიდია :)
ისე, მაგარი საინტერესო იქნება ლიდიას კორპუსიდან მოპირდაპირე მხარეს დაკვირვებით გახედვა :)
ლიდიას ხათრით 4 ქულა
ჩაქვრება -> ჩაქრება
20. ვინ ლიდია, რა მოჰიტო?! ამას მიმალავდი? კაი, ლიდია ჯანდაბას მაგრამ მოჰიტო ბიჭო, მოჰიტო! ბასტა:) მოვდივარ ივნისში და დამხვდეს ორივე! ვინ ლიდია, რა მოჰიტო?! ამას მიმალავდი? კაი, ლიდია ჯანდაბას მაგრამ მოჰიტო ბიჭო, მოჰიტო! ბასტა:) მოვდივარ ივნისში და დამხვდეს ორივე!
19. მთლიანობაში არაუშავდა, აქვს ემოცია, მეც დავინახე ლიდია. ტექნიკურად ძალიან სუსტია.
ათიდან სამი. მთლიანობაში არაუშავდა, აქვს ემოცია, მეც დავინახე ლიდია. ტექნიკურად ძალიან სუსტია.
ათიდან სამი.
18. ჰაჰ, კაია:დ ჰაჰ, კაია:დ
17. საკაიფოა მართლა... საღოლ..
პეს 15 ში კი დაგტესტავდი ჯიმა საკაიფოა მართლა... საღოლ..
პეს 15 ში კი დაგტესტავდი ჯიმა
16. :D :D
არხეინა ავტორია ეს ვიღაც :დ
5 :D :D
არხეინა ავტორია ეს ვიღაც :დ
5
15. კარგია იმით, რომ ჩემთვის ძალიან მართალი და ნაცნობი ამბავია! კარგია იმით, რომ ჩემთვის ძალიან მართალი და ნაცნობი ამბავია!
14. "ლიდია", ჩემი უსაყვარლესი ლექსია :დდდ "ლიდია", ჩემი უსაყვარლესი ლექსია :დდდ
13. მშვენიერია...5 რა კარგი ავტორია ეს სამუ მი...:-* მშვენიერია...5 რა კარგი ავტორია ეს სამუ მი...:-*
12. :დდდ მარტივი და გენიალური კომენტარი-ლექსია! მადლობა :) :დდდ მარტივი და გენიალური კომენტარი-ლექსია! მადლობა :)
11. ეს ლექსი ფ.ბ. კედელზე გუშინდელიდან ჰკიდია, ეჭვიც არ მქონდა ურაკზეც რომ მოვიდოდა "ლიდია", სამუმის ხელში რითმები მორჩილად მოდი-მიდიან, ქმარი კი აზრზე არ არის_ ღრუბლებში ფრინავს "მინდია". :) ეს ლექსი ფ.ბ. კედელზე გუშინდელიდან ჰკიდია, ეჭვიც არ მქონდა ურაკზეც რომ მოვიდოდა "ლიდია", სამუმის ხელში რითმები მორჩილად მოდი-მიდიან, ქმარი კი აზრზე არ არის_ ღრუბლებში ფრინავს "მინდია". :)
10. ბერმუდის სამკუთხედია და აიტანს "მინაშენს" :) ბერმუდის სამკუთხედია და აიტანს "მინაშენს" :)
9. ქმარი__ღრუბლებს, შენ__ლიდიას, ჩვენ კი__შენ :)
ასეთ სამკუთხედს "მინაშენი" რომ არ უხდება? ქმარი__ღრუბლებს, შენ__ლიდიას, ჩვენ კი__შენ :)
ასეთ სამკუთხედს "მინაშენი" რომ არ უხდება?
8. მხოლოდ ვუმზერ :დ მხოლოდ ვუმზერ :დ
7. "მეზობლის ქალსო..." არ გაგიგია შენ? :)
სალაღობო :)
"მეზობლის ქალსო..." არ გაგიგია შენ? :)
სალაღობო :)
6. :დდდ პეს 2013-ში ჩავრჩი :დდდ პეს 2013-ში ჩავრჩი
4. ფეისზე არის და არის ეს ლექსი, აქაც წავაწყდი :) წარმატება ავტორს, თანაც თავისებურად კარგ ავტორს, ცოტა პეს-2015-ში მოიკოჭლებს ;)) ფეისზე არის და არის ეს ლექსი, აქაც წავაწყდი :) წარმატება ავტორს, თანაც თავისებურად კარგ ავტორს, ცოტა პეს-2015-ში მოიკოჭლებს ;))
3. რამდენი ხანია არაფერი წამიკითხავს თქვენი ნაწერებიდან, მომწონს ასეთი ლექსები ,ყველაზე ნაკლებად ეტყობათ ხელოვნურობა .წარმატებები რამდენი ხანია არაფერი წამიკითხავს თქვენი ნაწერებიდან, მომწონს ასეთი ლექსები ,ყველაზე ნაკლებად ეტყობათ ხელოვნურობა .წარმატებები
2. :) სულ "სერიოზულები" ჩემმა მტერმა წერა. მოკითხვა დავითას! :) სულ "სერიოზულები" ჩემმა მტერმა წერა. მოკითხვა დავითას!
1. ასე ვთქვათ, "საკაიფო" ლექსია :)
სიკეთე ავტორს ასე ვთქვათ, "საკაიფო" ლექსია :)
სიკეთე ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|