ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2015


(ვსხედვართ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები)

ვსხედვართ ერთმანეთისგან
განსხვავებული ადამიანები,
ვსვამთ ლუდს.
მე,
ვუსმენ მათ...
ისინი საუბრობენ ტკივილის შესახებ,
დანაკარგზე,
ოჯახებზე,
გარდაცვლილი მამების
დარიგებაზე,
მათ ცხოვრებაზე...
იმედგაცრუებაზე,
სიყვარულზე,
ზოგადად ცხოვრების შესახებ,
რომელიც ყველა ჩვენგანისთვის
ამოუხსნელია...
შემდეგ ბრუნდებიან ჩემსკენ
და
ჩემს ამბავს ისმენენ...
ასე გაგვაქვს დღის ბოლო
დამღლელი დღის შემდეგ
და
ხელ გადახვეულები მივდივართ
ჩვენს სახლებში...
მე, კი უფრო და უფრო ვრწმუდნები,
რომ სხვა არაფერია პოეზია,
ქუჩის გარდა,
რომელიც სავსეა ისეთი ნაწერებით,
რომლებსაც მეტაფორა არ სჭირდებათ...
უბრალოდ უნდა უსმინო მას
ღამეულ ქალაქში,
სადაც ძვირი უჯდება სიცოცხლე
შუახნის კაცს,
რომელსაც სიმსივნე სტანჯავს,
რომელიც უარს ამბობს გამაყუჩებლზებზე
და ეგუება ტკივილის
იმის იმედით,
რომ გადარჩება
და
თავის სატკივარზე მეტად
ქალაქში მომხდარ ტრაგედიას განიცდის...
არსებობს ისეთი შემხვევები,
როცა უძლური ხარ
და
სწორედ
ეს ის შემთხვევაა...
უბრალოდ უნდა იყო ჩუმად
და უსმინო,
შეხვიდე მის მდგომარეობაში,
მაგრამ მდგომარეობაში შესვლაც
ტყუილია,
ვინაიდან კაცს მაშინ გაუგებ,
როცა
პირადად განიცდი იგივე ტკივილს,
მხოლოდ მაშინ არის
ჭეშმარიტი - სხვის მდგომარეობაში შესვლა...
და მეც ვემშვიდობები მეგობრებსა
და
კაცს - გამოჯანმრთელების სურვილით
და
სანამ მივალ სახლამდე,
ის ხალხი მახსენდება,
ვისაც მშვიდი ცხოვრება აქვს...
ჰყავთ საყვარელი ადამიანები,
დასასვენებელი აგარაკები,
არიან ბედნიერები...
მოკლედ მახსენდება ის ხალხი,
ვისი სახლებიც
ზამთარში
არ თბება
„ცხელი წყლით სავსე ქვაბებით“
და
მაინც უკმაყოფილოები არიან ამით...
მახსენდება ჩემი თავიც,
ჩემი უკმაყოფილო თავი,
რომელსაც არ ჰოფნის
ის,
რაც აქვს-
( -სიცოცხლე...)
და იმ კაცს
ჩემგან განსხვავებით ისიც ჰყოფნის,
რაც არ აქვს...
ასე, რომ მას
ჩემზე
გაცილებით
მეტი აქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები