მე ზღვა ვარ , ზღვა და ამ ზვირთების მას ეშინია ვინც ჩემს ტალღებში სურვილების გამხელას ბედავს დასაბამიდან ვარ გულგრილი ყველა მოკვდავის ვინც მეხება და არ ფიქრობს, რომ ალერსი მინდა
ჰო, მე ზღვა ვარ, ზღვა! ბევრი წყლით და ჟანგბადით ცოტა და როცა სუნთქვას დავაპირებ, ფილტვები მტკივა... თუმცა ვინა თქვა, რომ მე ვსუნთქავ...ეს ხომ ოხვრაა, დაბადებიდან ასეთია ყველა ზღვის ოხვრა.
მე ზღვა ვარ , ჰო, ზღვა! დაობლებული, უდედმამო და უთვისტომო, სავსე პირამდე ბევრი ტკივილით ... უცრემლოდ ვღელავ, უცრემლოდ ვტირი.. (ამ ტკივილივით მლაშეა ცრემლიც)
სამკაულებად ავიკიდე ზღვის ნიჟარები, და ვბერავ ფილტვებს , ვიკავებ სუნთქვას, როგორც იმ ცრემლებს, რომლითაც ვმარხავთ დედას ან მამას, და კარგად ვიცით , მათ ვეღარ ვნახავთ....
მე ზღვა ვარ! ზოგისთვის მხოლოდ აზვირთებული , დაუნდობელი , აღელვებული , ცბიერი და ვერაგიც კი ვარ... მაგრამ შენს გამო , დედამიწავ, შვილების გამო, ვიქნები მშვიდი!
ℛ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. საინტერესო ინტერპრეტაციაა ზღვის თემაზე. 5 საინტერესო ინტერპრეტაციაა ზღვის თემაზე. 5
8. მადლობა მირიან ახალ ავტორს ვხედავ საიტზე:)
მადლობა მირიან ახალ ავტორს ვხედავ საიტზე:)
7. მომწონს! წარმატებები )) მომწონს! წარმატებები ))
6. ჰოო, კარგი ნაწერია ეს:)))
5 ჰოო, კარგი ნაწერია ეს:)))
5
5. ბოლო სტროფი განსაკუთრებით ბოლო სტროფი განსაკუთრებით
4. არ მომეწონა არ მომეწონა
3. ,,მარინისტი,, პოეზიში, მომეწონა) ,,მარინისტი,, პოეზიში, მომეწონა)
1. მე მომეწონა!!!! მე მომეწონა!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|