ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარმო
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2015


angels 1/2

დაუმთავრებელი,იმიტომ რომ ავტორმა ვერ მოახერხა მოფიქრება,როგორ შეიძლეობდა დასრულება ან სულაც იფიქრა რომ ზედმეტად ბანალური გამოვიდოდა.ეს ალბათ,იმის ბრალია რომ სამწერლო ოსტატობა აკლია.საბოლოოდ რაღაც უაზრობა გამოდნა ამ საქმიდან.აქაც იმიტომ დებს,რომ მთავარი გმირები ენანება წასაშლელად.შესაფასებელი არაფერია.





"-ანგელოზებიც არაფერს ამბობენ,-ამიოხრა სემმა,-მაგრამ  ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ."
                                                                                                            - აკა მორჩილაძე 



                                                                                                        I


-შეხედე მათი,შეხედე,გინახავს ადამიანი ასე იტანჯავდეს თავს?
-არ ვიცი,მე ვერაფერს ვამჩნევ.
-იმიტომ რომ პირი ძეხვითა და ახლად გამომცხვარი პურით გაქვს გამოტენილი ძმობილო.ეგ გემრიელობები ანგელოზების გრძნობებს გიკარგავენ.
-ჰო,რავიცი.
-მოდი,მოდი,ერთი წამით გააჩერე პირი და დააკვირდი ამ ბიჭს.ვერ ატყობ ფერაფერს?
-აჰა,გავაჩერე.ვერ ვატყობ მაინც.
-მართალი ხარ,ვერც შეატყობ.იმიტომ რომ შენი ანგელოზური მიხვედრა არ გაქვს ჩართული.ჩართე აბა.
-კარგი რა,ერემ,ყოველდღე ხომ არ ჩამოვდივართ აქ,მაჭამე ადამიანურად,რა საქმე გაქვს ამ ბიჭთან.
-ხედავ?იძახი რა საქმე გვაქვსო,ის კი გავიწყდება აქ რისთვის ჩამოგვიყვანეს ზევიდან და არც ის გაინტერესებს იმ პურის გამოსაცხობად,ახლა რომ შენ შეექცევი აგრე გემრიელად,ერთმა საწყალმა ქალმა გროშების სანაცვლოდ ძილი გაიტეხა და თონის სიცხეს მისცა თავი,იცოდი ეგ?არ იცოდი.
-მიდი.საიდან უნდა მცოდნოდა,ნათელმხილვერი ხომ არა ვარ?!პური კი მართლაც კარგია.
-უცნაური ანგელოზი ხარ მათი.ერთი კარგად უსუნე მაგ პურს.ნუ მიყურებ ეგრე.ახლა ერთი დიდი ლუკმაც მოატხე.ჰო კარგია?ჰო მოგწონს?ხოდა ახლა მითხარი,ვინ გამოაცხოვდა ასეთ გემრიელ პურს,გარდა იმ ქალისა,ვისაც სახლში მძინარე შვილები ელოდებიან.
-შვილებიცა ყავს?
-აბა ერთიც უსუნე.
-ჰო,ჰყოლია.როგორ გეცინება.ეგემ,შენც კაი ოხერი ხარ,მაგრამ არა გშია?ერთ ყუა კიდევ დამრჩა.ძეხვი კი ვერ შეგინახე.
-არა,მათ,ჭამე შენა,მე ისევ ამ ბიჭს ვუყურებ.რაღაცას მახსენებს და ვერ მივმხვდარვარ.
-პურიც მორჩა,ამოდენა ნამცეცებს რა უნდათ ჩემ ღიპზე,ჩამოვიფერთხო ერთი,აჰა,შევხედო მეცა.ჰო,რაღაც ჰქონია საფიქრალი.
-რაზე ატყობ?
-ვითომ შენ არ იცი.აბა დახე,ხელში წიგნი დაუჭერნია,მაგრამ რაც აქა ვლივლივებთ,ერთი ფარატინაც არ გადაუშლია.ესეიგი,ისა რომ კი უნდა წაკითხვა,მაგრამ ფიქრები არ უშვებენ.
-კიდევ რას იტყვი?
-კიდევ?ხედავ მაგიდასა?რამდენი ჩაის ჭიქა დაუწყვია,სულ ნაირ-ნაირები.თეფშები კი არა სჩანს,ეგ იმასა ნიშნავს რომ ჭამა დიდად არ უნდება,ჩაის კიდევა გასართობათა სვამს.რისი ამბავია ესა,გეცოდინება შენ,ერემ.
-ვიცი,მაგრამ თვითონ თუ არ უნდა მე რა ვუყო.იდჯეს და სვას ჩაი.ჩვენ წავიდეთ და ჩვენს ანგელოზურ საქმეებს მივხედოთ.
-ერემ,ჭაჭების უბანში კაი ალაგი ვიცი,ხომ არ გაგვევლო.აქ ჯდომაში მომშივდა,რამეს წამოვიღებდი.
-მეც,მიდი,ამჩატდი.


                                                               
                                                                                                          II



იმ დროს რომ გაგეხედათ ფანჯარაში,იქნებ კიდეც დაგენახათ ორი დროებითი ანგელოზი,რომლებიც სარეცხის წვრილ თოკებზე ისხდნენ და ერთ-ერთ გაჩახჩახებულ ფანჯარაში იჭყიდებოდნენ.შემდეგ კი ერთი მაღალი და გამხდარი მსუბუქად მოსწყდა თოკს,რომელზეც იჯდა და ზევით ალივლივდა,ფართო პერანგს ღამის ნიავი უფრიალებდა და მოჩვენებას ამსგავსებდა,რაც სინამდვილეში არ იყო.მას მეორე მიჰყვა,ჩამრგვალებული მოხუცი,რომელიც ჰაერში გასაჩერებლად მოცურავესავით იქნევდა მოკლე ფეებს,მაგრამ არაფერი გამოუდიოდა და მიწისკენ მიდიოდა იქამდე,სანამ მაღალმა ქეჩოში არ მოჰკიდა ხელი და ისიც ზევით არ წაალივლივა.ცოტა ხანში ორივე სიბნელეს შეერია და ღამეც ისევ ჩვეულებრივი გახდა.


                                                                                                          III




სიჩუმე მოსწონდა ამ ღამით ერემიას,მაგრამ მხოლოდ გარეგნულად.რადგან,როგორც კი თვალებს ხუჭავდა,ხმებიც მოდიოდნენ,ისინიც ჩუმად,ფეხაკრეფით,ღარიბი დედაბრებივით მოსუნსულებდნენ უბრალო ადამიანების დარდები და სევდა ერემიასთან,რათა შემდეგ როგორმე აეღწიათ ზევით,ნამდვილ ანგელოზებთან.
  მათ ადამიანების არ ესმოდათ,ამიტომ აგზავნიდნენ მიწაზე ნახევრადანგელოზებს,რომლებიც ადრე ადამიანების სულები ყოფილიუვნენ.ვინ გაიგებდა ადამიანისას,ადამიანზე უკეთ.ისინი ჩამოდიოდნენ მიწაზე ერთს რომელიმე ცივ ღამეს,დაფრინავდნენ ქუჩიდან ქუჩაზე,სახლიდან სახლში და ივსებოდა მათი აქამდე სამოთხის სიმსუბუქეებით აფუმფულებული გულები დედამიწური სიმძიმეებით,რომლებიც ნახევრად ანგელოზებს საკუთარ წარსულს ახსენებდათ,რომლებიც აქამდე არც ახსოვდათ.რაც უფრო უმძიმდებოდათ გული და სხვისი დარდი საკუთარს ემატებოდა,მით უფრო უჭირდათ ფრენა.ამიტომ მოკვდავთა ქვეყანაში დიდხანს ვერ დარჩებოდნენ,მათ ერთი ღამე ჰქონდათ ანგელოზებისათვის ამბების შესაგროვებლად და უკან დასაბრუნებლად,ამიტომ უნდა ეჩქარათ.,რათა სამუდამოდ დედამიწაზე მოხეტიალე სულებად არ დარჩენილიყვნენ.
  მათიას კი არაფერი ეტყობოდა სიჩქარის,სადღაც მინგრეული ქუჩის მინგრეულ დუქანში შესული,გამოსვლას ჯერ არ აპირებდა.ერემიას კი უკვე ყველაფერი ეყინებოდა და გასათბობად თხელ ფუშფუშა პერანგში ცდილობდა გახვევას.
  უცებ სიმღერის ხმა მოესმა,ტროტუარზე ორი ქალი მოდიოდა,
-აკაპულკო აი აი აი აიი,აკაპულკო აი აი აი ააა,-ყვიროდა ყოვლად მოურიდებლად ერთ-ერთი და ფართო ფეხებს გან-გან აბიჯებდა.ერემია ლამპიონების ყვითელ შუქს მორიდებოდა და კედელს აჰკვროდა ხეების ჩრდილში,მაგრამ მაინც შეამჩნიეს,რადგან კაცების შემჩნევა და ღამის ბაც სინათლეებში მათ მოხიბვლაში ბადალი არ ჰყავდათ.ამიტომ გაჩერდა ერთ-ერთი,ის რომელიც მღეროდა და ნახევრად ანგელოზს თავგადახრილი მიაჩერდა.
-ეე,მშვენიერო,ცხელ-ცხელი რამეები არ გინდა?-თქვა ქალმა და ერემია საბოლოოდ დარწმუნდა ვინც იყვნენ.გაჩაჩხულ ქალს უკან გოგო ედგა,ჩაცმული თითქმის მისნაირად,მაგრამ იყო ქალზე უფრო თხელი და თითქმის ბავშვი.ყავის მოკლე ქურთუკში ჩაეყო ხელები და ერემიას დაერთოდ არ უყურებდა,არამედ დემონსტრაციულად გზის მეორე მხარეს ათვალიერებდა.
ქალმა კი გადაიხარხარა,როცა მიხვდა საით იყურებოდა ერემია,
-იცი რა გოგოა?სულ ქორფა,შენნაირი კაცისთვის ზედგამოჭრილი,მკვრივი,ნაზი.ფასიც არაა ცუდი.ჰა,რას იტყვი?
ერემიას ხმა არ გაუცია.ისევ გოგოს ათვალიერებდა,რომელსაც თავი ოდნავ მოებრუნებინა და ცალი თვალით მომავალი კლიენტის შეთვალიერებას ცდილობდა.
-მოტრიალდი,გოგო,დაგინახოს,-მხარში მოავლო ხელი ქალმა და ძალად შემოაბრუნა.გოგოს თმა სახეზე ჩამოეყარა და როცა შუა თითით თვალიდან ისევ უკან გადაიყარა.ერემიამ მისი სახე დაინახა.
  ის დაასრისეს როგორც მორჩენილი სიგარეტის ნაგლეჯი და იგრძნო რომ  ჩაიფშხვნა და იმ ჩამსხვრულებში ჩაიღვარა თბილი და ძალიან მწარე,რომელსაც არ ჰქონდა არანაირი გემო,არამედ იყო მხოლოდ სიმწარე,ყველაფრის ამომბუგველი და მიხვდა ნახევრად ანგელოზი რომ ეს ღამე მძიმე იქნებოდა.
  გარედან კი არაფერი შესტყობია,გაქვავებულ სახეზე კი ქალმა იფიქრა რომ ეს კაცი იქნებ სულაც არ იყო ისეთი,როგორიც ჩანდა და იქნებ რამე ცუდსაც გადაჰყროდნენ.ამიტომ ხელი მოჰკიდა გოგოს და საჩქაროდ წააჩაქჩაქა ტროტუარზე.გოგომ  ბოლოჯერ გამოხედა ერემიას,ცალ თვალზე ისევ თმა ჩამოცვენოდა.მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ უხდებოდა.
  ამ დროს მათია გამოძვრა საიდანღაც,პარკის შრაშუნით.
-ერემ,რეები გამომატანეს,რომ იცოდე,-წინადადება შუაში გაწყვიტა მათიამ როცა ერემიას სახე დაინახა.
-ავფრინდეთ მათი.
მსუქანმა ნახევრადანგელოზმა ცელოფნის პარკის სახელურები რამდენჯერმე გადაიხვია ხელზე და დაინახა როგორ გაუჭირდა აფრენა მის მეწყვილეს.


..................................

მადლობა მ.შ-ს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები