ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2015


არაფერი

სიტყვები არაფრისთვის,
მადლობა არაფრის,
არაფერი არაფრისთვის,
შეხვედრა ნახვამდის,
მე დღეს ვარ არაფერი,
უფერო, უფერებო,
შენ ჩემთვის ყველაფერი,
მინდა რომ ფეხებზე მეფერო,
არ მინდა არაფერი,
თუ არ გჯერა არაფრის,
მაშინ შენცა ხარ არაფერი,
არ მინდა გითხრა დანარჩენი,
ერთი სული მაქვს ამ კამათში,
როდის დავმარცხდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები