ლიტაო ხეები ლორთქოა , თუ ხავსით დაფარული აქვს ტოტი და ფესვები ის ხეა , არაა მოხუცი ქალივით შიმშილის კანონით, ამ ქვეყნად ზედმეტი . ბებერი მსხლის ხეც კი უფრო მშვიდადაა ყოველ გაზაფხულზე კვლავაც აყვავდება, მის ასაკს არავინ უყურებს ეჭვებით არც ვინმეს ანაღვლებს, თუ მსხალი ბერდება
ოჰ წლები, ეს წლები... მძიმე და მსუბუქი. შვიდი ათეული არც ისე ბევრია (ზოგს იქნებ ამდენიც არ მისცა განგებამ) ორინის ცხოვრება ქარივით გაფრინდა.
როცა ხარ ორინი , სოფლისთვის მოხუცდი... მერე რა, თუ არ ხარ ცხოვრებით დაღლილი, და თუ გაქვს შრომის და ფუსფუსის სურვილი. მაინც არ გწადია, რიტუალს განუდგე. კბილს ქვებით ჩაიმტვრევ,სხეულს სულ დაიფლეთ, რომ შენც იჩიფჩიფო, უძლურს დაემგვანო, როგორც ის მოხუცი, შარშან რომ მოჰკალით. უსიტყვოდ ასრულებ ამ სოფლის განაჩენს. (ვინ იცის, იქნებ გშურს ბებერი მსხლის ბედის) გინდობენ შვილები. თუმც ტრადიციები ვაგლახ, არ გინდობენ, დროა რომ წახვიდე!
ზოგისთვის ლეგენდა, მისთვის კი სიმართლე, იმ მთას აახლოვებს ყველა ფოთოლცვენა, რომელსაც ღმერთებმა უწოდეს მკვლელი მთა, მთა ნარაიამა... საფლავი ცოცხალთა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა მრავალგზის გამოქვეყნებული ლექსია... თუ ვინმეს ყურადღებას იმსახურებს, მადლობის მეტი რა მეთქმის. მე ხომ აქ ვუყრი ყველაფერს თავს მეკალმე, მეც მომინდა ახლა მერაღაცამდენედ ვუყურო. მაგრამ ჭედავს ინტერნეტი მადლობა მრავალგზის გამოქვეყნებული ლექსია... თუ ვინმეს ყურადღებას იმსახურებს, მადლობის მეტი რა მეთქმის. მე ხომ აქ ვუყრი ყველაფერს თავს მეკალმე, მეც მომინდა ახლა მერაღაცამდენედ ვუყურო. მაგრამ ჭედავს ინტერნეტი
2. ძალიან კარგი ფილმია... მომინდა ახლა კიდევ ერთხელ ყურება :)
ზოგისთვის ლეგენდა, მისთვის კი სიმართლე, იმ მთას აახლოვებს ყველა ფოთოლცვენა, რომელსაც ღმერთებმა უწოდეს მკვლელი მთა, მთა ნარაიამა... საფლავი ცოცხალთა << ეს მომეწონა, განსაკუთრებით ეს უზუსტესი შეფასება: "საფლავი ცოცხალთა".
ძალიან კარგი ფილმია... მომინდა ახლა კიდევ ერთხელ ყურება :)
ზოგისთვის ლეგენდა, მისთვის კი სიმართლე, იმ მთას აახლოვებს ყველა ფოთოლცვენა, რომელსაც ღმერთებმა უწოდეს მკვლელი მთა, მთა ნარაიამა... საფლავი ცოცხალთა << ეს მომეწონა, განსაკუთრებით ეს უზუსტესი შეფასება: "საფლავი ცოცხალთა".
1. გინდობენ შვილები. თუმც ტრადიციები ვაგლახ, არ გინდობენ, :( ++ გინდობენ შვილები. თუმც ტრადიციები ვაგლახ, არ გინდობენ, :( ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|