ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2015


ბიჭი თევზით

უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანს გავეცანი ცოტა ხნის წინ. გაზეთშიც დავწერე მის სატკივარზე...ბავშვთა სახლში გაიზარდა და ეგონა სოფელში აღარავის ეცოდინებოდა მის შესახებ. სადაც მივაწვდინე ხმა, ყველგან შევაღწიე, არ დამიტოვებია, არც ერთი კომპეტენტური ორგანო. არც მაშინ და არც ახლა, არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე.
დღეს კი სამსახურში მესტუმრა მადლიერი, ხელში რაღაც ეჭირა შეფუთული და ლუღლუღებდა : აი, არ ვიცოდი, რა მექნა, განა რითი უნდა გაგაკვირვო, მაგრამ ვერ მოვისვენე. ეს თევზია, შენთვის დავიჭირე, სხვა არაფერი შემეძლო, მითხრა და გამომიწოდა.
გამაკვირვა, ეს იყო პირველი და ყველაზე წრფელი მადლობა, რაც ოდესმე ადამიანთაგან მიმიღია. დასტურ, ასეთ უპოვართ, მიუსაფართ და უმწეოთ შეუძლიათ, სწორედაც რომ გაგახარონ !
რითი უნდა გაგაკვირვოო და გამაკვირვა კი არა, გამაოცა დავმუნჯდი. გულში ვიმეორებდი : " მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს !"
მყის გაბრუნდა. მადლობაც არ მაცადა და ბეჭებში მოხრილი გაუყვა გზას სახლისაკენ. ნანგრევებისკენ უფრო სწორად, მე ვიცი მისი საცხოვრისი :  ოთახებში ამოსული ხეები დახვდა !
ალბათ თევზაობს და ჰყიდის, საარსებო ლუკმა გაიმეტა უთუოდ - მეწურება გული.
საჩუქარიც ხომ ისაა სწორედ, შენთვის მნიშვნელოვანი გაიმეტო და გასცე სხვისთვის...
ადამიანთა სიკარგეზე გაცუდებული წარმოდგენა გადამაფიქრებინა ამ პატარა ბიჭმა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები