 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 24 ნოემბერი, 2015 |
ორი თვე ისე გაილია , მის ტვინს ალკოჰოლით გაბრუება არ ღირსებია. გაბრუება კი არა ცდილობდა მისი შემცველი იოდიც კი არ წაესვა, კოღოების ნაკბენებით სავსე ხელზე, კოღოები კი ზაფხულის ცხელ საღამოებში, ჯგუფ-ჯგუფად სტუმრობდნენ პირველი სართულის ღია ფანჯრებიდან. მოულოდნელი გადაწყვეტილებები უმეტესედან ზემოდან კარნახითაა და გასაკვირიც არაა , ყველაფერში ღვითის განგებულებას რომ ხედავდა. გაზაფხულის მიწურულის იმ დღეს ,არც „პახმელიაზე“ იყო, არც რამე სტკიოდა და რომ არა“ხმა ზემოდან „, რად შეუძახა საკუთარ თავს ,მკაცრი ხმით „განუდექ და არ ქნა პირი არცა ვაზისა , არც რა ხილისა და არცა ყოველთა მარცვლოვანისგან გამოხდილ-დაყენებულ ალკოჰოლის შეცველ სითხისკენ "-- ვერ მიმხვდარიყო. ასე, არქაულ მისტიური შეძახილებით სჭირდებოდა გამხნევება , თორემ იმ გასამხნევებელ თავში, არყისა და ღვინის სმისაგან გამომშრალი ტვინი, დაგვალვულ მიწასავით სკდომას დაიწყებდა და მერე მის სავარგულად მობრუნებას , კარგა დიდი დრო დასჭირდებოდა. ეს , „ დიდი დრო“ ,დარჩენილი ჰქონდა თუ არა ეგ კიდევ ღმერთმა იცოდა, ხოლო ის რაც ღმერთმა იცოდა , მის გამოცნობას მას ,რომ ჰქონდა იმაზე ბევრად საღი ტვინი სჭირდებოდა. ჰოდა იმ დღეს იყო , საკუთარ თავს რომ შეუძახა და გადაწყვიტა დაესვენა და ეს გამოხრუკული, აზრთა და ფიქრთა მიწა, მხოლოდ წყლითა და ხილ-ბოსტნეულის წვენებით ერწყა. გადაწყვეტილების მიღებიდან ორიოდ კვირაში შეატყო, საქმე უკეთესობისკენ მიდიოდა, ნიშანი ამისა კი უმცროს შვილგოგოსთვის , კვადრატული განტოლების შეუცდომლად ამოხსნა, დისკრიმინანტის ფორმულის დაუძაბავად და დანიშნულებისამებრ გამოყენება გახლდათ. გაუხარდა, ფორმულა კი არა ბოლო ხანს , მჭადის სახელის გახსენებაც უჭირდა და საერთოდაც ღვინო-არყისთვის თავის დანებებამდე მცირე ხნით ადრე , გვარიანი სიმწრის ოფლის ღვრა დასჭირდა , საკუთარი სახელის გასახსენებლად. ამბავი ესე შემაშფოთებელი კი მორიგი, გადაბმული, მრავალდღიანი ლოთობის შემდეგ მოხდა, უცხო სახლში გამოეღვიძა . იქ როგორ მოხვდა არ ახსოვდა და პირველად მაგან შეაშინა , მერე გარედან ძაღლის ყეფამ და ძროხის ზმუილმა ყველაფერს სურეალისტურ ბინდში გაახვია, რაც დიდი ალბათობით სახელის დავიწყებისთვის ერთგვარ ბიძგად და ხელისშემწყობ პირობად იქცა. ახსოვდა მხოლო ის, რომ სახელი რ –ზე ეწყებოდა , რომეო არ ერქვა დანამდვილებით იცოდა, ამის იქით პირველყოფილი სიცარიელი და ქაოსი სუფევდა , რომელიც იმედს კი ტოვებდა ,რომ (დიდი აფეთქების დარად)როდისმე რამე იშვებოდა,ოღონდ ეგ იყო ამ ყველაფრისთვის ღვთიური ნება და ძალა იყო საჭირო, რისი ნაკლულობაც აშკარა იყო. გვირაბის ბოლოს მბჟუტავ ნათელად ის იყო, რომ არ არსებობდა საკუთარი სახელი სადაც „რ“-ს თანხმოვანი მოსდევდა. ეს საქმეს ამარტივებდა, მეორე ასოდ გამოსადეგი ხუთი ხმოვანი , შესაძლებელ სახელთა სიას ამცირებდა. მოკლედ მეორე ასო , ა,ე,ი,ო,უ უნდა ყოფილიყო. მიყვა , სახელებს ხმამაღლა ამბობდა, მერე გულისცემას აკვირდებოდა ,გულს ენდობოდა, იცოდა მშობლიურზე , საკუთარზე სხვანაირად გატოკდებოდა, აფრთხიალდებოდა. “ რომანზე“ , გულის ოდნავმა აჩქარებამ მიახვედრა, სადღაც ახლოს იყო. მერე ეგვიპტის დიდი მე-2 ახსენა და გული უფრო აჩქროლდა , ხატაელთა მეფის ჯერი რომ მოვიდა და სასიკვდილოდ გამეტებულ მეფის სახელი დაიძახა, იგრძნო კარავში შემოუვარდნენ , ჩაუქარაბაკეს კალთა კარვისა. გულაჩქროლებულმა და გახარებულმა შესძახა ევრიკა, რატომღაც მადლობა სირაკუზელ ბრძენს გადაუხადა , მერე რა რომ ბრძენის სახელიც დავიწყებოდა , ბოლო ბოლო მაგას დაგუგლავდა. გაიხარა ძლიერ ,რადგან სახელთან ერთად დავიწყებული გვარიც გაიხსენა, ამ ორ რამეს კი იდენტობისთვის აუცილებელ პირობად თვლიდა. დრო , რომლის განმავლობაშიც უსახელობა სტანჯავდა საშინელება იყო, უსახელობამ კაცი იყო თუ ქალი ისიც დაავიწყა, თუმცა ეს წამიერი გაუგებრობა ერთი ხელის მოსმით განაქრო და შვებით ამოისუნთქა. დასაბურჯგნს , მბურჯგნავი, რომ აღმოჩნდა გაუხარდა . არადა საკითხი საკამათო იყო . სჯობდა კი მბურჯგნავობა? წინა ცხოვრების გამოცდილება , შედარების საშუალებას მისცემდა , ქვეცნობიერიდან ამოზიდულ მოგონებებს რომ არ ეღალატა. არც იმას თვლიდა პატიოსან საქციელად, რომ არაობიექტური ყოფილიყო , დასკვნები სუბიექტურად, ერთი ცხოვრების გამოცდილებით გამოეტანა („ობიექტურობას ერთი ცხოვრება არ ყოფნის , დიდი ფლუქტუაციაა“, - გაიფიქრა) თემა თავისთავად სერიოზული და საინტერესო სჩანდა,ეგ იყო გულის სიღმეში სწორედაც რომ ამ ჩაღრმავებისა ეშინოდა. ფიქრის დედა მოგეხსენებათ და ბოზია, საით გაგაქანებს , სად გადაგჩეხავს, რას მიგახეთქებს ძნელი გამოსაცნობია, მზად არ გახლდათ ტვინი წინა ცხოვრებათა აღსაქმელად . საუკუნეებს იქით ამბებზე ფიქრს უსახელობა უგვარობაზე ფიქრი ამჯობინა. საინტერესო სჩანდა სახელის და გვარის გარეშე, შემოქმედების უნარი თუ შერჩებოდა ადამიანს. თუმცა არ ღირს მის აწეწილ ფიქრებს მივყვეთ , ჩვენც აგვწეწავს და დაგვაბნევს, კონკიასთვის დაყრილ ხორბალივით. ძირითად სათხრობს მივუბრუნდეთ აჯობებს. სმა ცოდვა იყო , ამაზე არ დაობდა . ტვინი გამოუხმო? ეგრე იყო! მაგიტომაც თქვა უარი და განუდგა ბახუსს, მაგრამ მემთვრალეობის გარდა სხვა ცოდვაც ჰყავდა გაშინაურებული , აი ის , მრუშობად რომ იწოდებოდა. სმას,რომ თავი დაანება ,მისდა უნებურად არამცთუ მრუშობას , არამედ ფორმით იგივეს და შინაარსით განსხვავებულ ,დაშვებულ და კურთხეულ ცოლქმრულ მოვალეობათაგან ერთერთ უმთავრეს, ერთხორც ქმნასაც შეეშვა. შეეშვა, რადგან შიშმა შეიპყრო. რაც თავი ახსოვდა ეს საქმე დაშვებულიც და საცოდველიც , მახსოვრობა რომ სწვდებოდა იმ დრომდე , სულ მუდამ მთვრალს ან ჰა,ჰა დალეულს ჰქონდა ნაკეთები. დარწმუნებული იყო, რომ ამის ქმნა ფხიზელზე, ცოდვასთან ერთად ცოდვილობად და წვალებად ექცეოდა და ბახუსს დააჭირვებდა, მასთან კი აღარ მეგობრობდა . არადა, მეგობრის გარეშე ხომ ძნელია ყოფა და კარგი მეგობრის გარეშე საერთოდაც. ზოგადად ნებისმიერი საქმეს , პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, ცდილობდა ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად და გულიანად ეკეთებინა , ამ „საქმეს“ - ფრიად სარგოს და სასიამოვნოს მითუმეტეს. „ცოდვილობას“- და „მწვალებლობას“, ერჩივნა ორგზის უცოდველი; „მეფხიზლე“ და ხორციელად უმანკო დარჩენილიყო. უმანკოებისთვის კი, აიკლეს შინ და გარეთ, ცოდვა გამხელელი სჯობია და დამსახურებული საყვედურებით . გასამართლებლად, საღვთო წესი დაიხმარა და ცელიბატი დროულად შემოსწრებულ მარხვის დადგომას დააბრალა ,მარხვის მერე კი, შიგნით მომხდარ სულიერ კათარზისს . სთქვა, რომ ეხლა დაგროვებული სექსუალური ენერგია, შემოქმედებით მუხტად უნდა ექცია და თავის ნამდვილ მოწოდებას წერას დაბრუნებოდა. წერით , ბავშვობაში მართლა სწერდა მოთხრობებსაც და ლექსებსაც .სხვების თვალის ასახვევად ბლოკნოტები და სხვადასხვა ფერის ბურთულიანი კალმებიც შეიძინა აქაოდა , მოსული აზრების დახარისხებისთვის ასე უფრო მოხერხებულიაო. წვერიც მოუშვა , რაც მისმა რელიგიურ-ლიტერატურულმა იმიჯმა ფრიად მოიხდინა. შეძენილი ბლოკნოტი და კალამი, მუდან თან ჰქონდა. მუზას დაცდა არ უყვარს, ეგრევე თუ არ შემოიპატიჟე ,ადგება და სხვას ესტუმრება, მერე გესტუმრება თუ არა ღმერთმა უწყის , სჯობია კარი პირველივე დაკაკუნებაზე გავაღოო . ღმერთს ამ პერიოდში ხშირად ახსენებდა, მისი სახელით აპელირება მეტად მომგებიან პოზიციაში აყენებდა. ჰქონდა სახე მჭმუნვარი უმეტესად, რაც მისი აზრით მომლოდინე კაცს აუცილებლად უნდა ჰქონოდა და რომ არ გცოდნოდა ნამდვილი მიზეზი ამ სახეცვლილებისა , მისდამი პატივისცემითა და კრძალვით განწყობილი, შეიძლება მის ხელს საკოცნელადაც კი სწვდენოდი. ბავშვობაში არ წერდა ცუდად , თვალს რომ ავლებდა მაშინდელებს , დაჯერებაც კი უჭირდა, ოდესღაც ასე ჭკვიანურად და დალაგებულად, რომ შეეძლო წერა, მსჯელობა. ახლაც სცადა. რამდენიმე სულელურ ლექსს, სულელური მოთხრობებიც მიაყოლა. ეტყობა სუბლიმირების პროცესი კარგად ვერ მიდიოდა , რადგან , პირველყოფილი, გარდუქმნელი ენერგია სულ უფრო ხშირად ახსენებდა ტავს . მჭმუნვარი სახის მიღმა სჩანდა, ხსენებული ლიბიდოს დიდი ნაწილი კუნდალინის არეში რომ ჩარჩენილიყო და მდედრის დანახვისას დაუოკებელ სურვილს ამჟღავნებდა, არატრანსფორმირებული სახით ეჩინა თავი, მაგრამ გამბედაობა მოგახსენეთ და უკვალოდ გამქრალიყო.სახლში, ოთახშიაც მარტო წვებოდა,ცოლთან შეხება რომ არ ჰქონოდა, აღარ უნდოდა საწოლში , ზეშთაგონებული სახით , მორიგი მარცხის გადასაფარად ენერგიის მუდმივობის კანონზე საუბარი. ამიტომაც იყო,ქალისადმი ბავშვობის დროინდელი შიში და სურვილი რომ გაუჩნდა. მერე ზაფხული მოვიდა და ცოლიც, ბავშვებიც, პლიუს საზღვარგარეთ გათხოვილი და ახლა თბილსში მყოფი ცოლისდა ბავშვით და ზემოდანაც სიდედრი, თბილისთან ახლოს აგარაკზე გაემგზავრენ. მარტოობამ გაუადვილა უმწიკვლობის დაცვა. აღარ უწევდა ცოლისთვის მტკიცება, რომ დგება კაცის ცხოვრებაში ჟამი ლიბიდოს გროვებისა და ჟამი მისი გარდაქმნისა . ახლა ცხოვრების ეს პერიოდი ედგა და ძალიან მალე შესძლებს ამ ენერგიის სწორედ განაწილებას და მაშინ ყველა კმაყოფილი ეყოლება. ახლა კი პირველი ეტაპის გადასალახად ამ მოვალეობისგან დროებით განდგომილს , დახმარება მჭირდებაო, ფსიქოლოგიურად ნუ დამატერორებთ, რადგან ეს კონცენტრაციაში მიშლის ხელს, კონცენტრაციის გარეშე კი დიდი საქმე , ვის გამოსვლია მე რომ შევძლოო--- ამაში მართალი იყო, ვერ გაამტყუნებდი. თავს არ უტყდებოდა , მაგრამ რაც დრო გადიოდა გაუსაძლისი ხდებოდა ასე ყოფნა , ფიზიკურადაც და სულიერადაც. ექიმთან მისვლა და ტვინის , ღვიძლის, თირკმლის და სხვა ორგანოების , დაკისრებული მოვალეობების მიმართ მზადყოფნის გარკვევას ეპირებოდა. რათა მერე ცოტაოდენ სამელ დალეულს და გამხნევებულს მრუშობის უკიდეგანო ოკეანეში შეეცურა, და სხეულის დავიწყებული შესაძლებლობები გაეხსენებინა. სურდა , ატომურ ყინულმჭრელად დაბრუნებულს და მკვლელ აისბერგებით სავსე წლყლებშიც კი უშიშრად ეცურა. ჯერჯერობით კი კვლავაც ერიდებოდა ისეთ სიტუაციებში მოხვედრას სადაც მისი უმწიკვლობის გამოცდა შეიძლებოდა. ძილში კი ფიქრის დედა, თავის ნებაზე დაატრევდა აღმა-დაღმა და „მაშველი“ პოლუციის წარმატებული მცდელობებით ცოტაოდენ განმუხტვაში ეხმარებოდა. თავისას ითხოვდა სხეული. ასე გადიოდა ზაფხული მღელვარებისა და დათრგუნულ სურვილებისა. და , აი ,ერთ მშვენიერ დასიცხულ შუადღის მიწურულს , როცა მოწმენდილ ცაზედ ღრუბელი გამომცდელის ნასახიც არ სჩანდას , სახლში , თეთრ ფურცელთან უთანასწორო ჭიდილის ჟამს , მობილურის ეკრანზე ნაცნობი და ტკბილმოგონებიანი ნომერი აციმციმდა. ო, როგორ იძალა სურვილმა პასუხის გაეცა , მოუნდა საუბარი ტკბილმოუბარი ... არ ქნა,არ გამოსცადოო გაახსენდა, იცოდა გაუჭირდებოდა , გულში, ასე ძალუმად შემოჭრილი მრუშობის სურვილისგან თავის დახსნა. არა, იტყუებოდა! მრუშობას არ გაურბოდა , მაგრამ შიში მარცხისა, თვალდაჭყეტილი დამცინავი სახით შემოცქეროდა მობილურის ეკრანიდან და მისთვის რა ექნა არ უწყოდა! გაუძლო. არ აიღო, შესქეროდა ტელეფონს, ბრაზი ერეოდა და იმ დღეს წყევლიდა სიფხიზლის აღთქმა რომ დადო და მერე მისი შესრულება დაიწყო. 5-ჯერ თუ დარეკავს ავიღებ , იმსახურებს----- გაიფიქრა და მოლოდინით აღივსო . ტელეფონმა ზედიზედ სამჯერ დარეკა. მერე , ხუთი, ათი წუთი მოლოდინსა და მდუმარებაში გავიდა. დასცქეროდა ტელეფონს და ელოდებოდა ზარს რომელიც აღარ და არ რეკდა. დარეკე ოხერო დარეკე და არ ვიკითხავ ვისთვის რეკს ზარი, რადგან სულელურ კითხვებს შევეშვი უკვე , ვიცი ზარი როცა რეკს მე მხმობს მხოლოდ და სხვას არავის, მითუმეტეს თუ ზარი ჩემი ტელეფონისაა. “ფუ შენი“--ნერვები მოეშალა უაზრო ფიქრებზე. გადარეკა. პირველივე ზარზე უპასუხეს. ჰო, ჰო რა აუჩქროლდა სისხლი , წნევამ აუწია , თვალები დაუსისხლიანდა. მოწოლილი სისხლი, ტავსა და ტერფს შორის, ჭიპზე ოდნავ ქვემოთ მდებარე პერიფერიულმა ნაწილმაც იგრძნო-შეტოკდა ფრიად. დაჰქროდა ტესტესტერონი და გადაჰქონდა ლიბიდო-ტვინის ამრევი ერთობ. გოგოს მოკითხვაზე პასუხად, გამოშრალი პირიდან ხავილის მაგვარი ხმა ამოუშვა. კარგი, რომ ახლოსვე ედგა სტაფილოს და ვაშლის ახალდაწურული წვენით , ნახევრად სავსე, ჭიქა. იმით გაისველა ენა-ყელი, თორემ აშკარად შევიწროებულ, დასპაზმულ ხახიდან, დანაწევრებულ ბგერებს ზემოთ ამოსვლა უჭირდა ძლიერ. სამაგიეროდ ერთი რომ გაიკვლია სიტყვამ გზა, მიჰყვა და მიჰყვა.... „სირინოზის სიმღერას ჰგავს ყოველი სიტყვა , შენს ბაგე გამოვლილიო“, დაითაფლა და გაილექსა, "განა მხოლოდ ბგერებად მესმის ნათქვამი შენი, არამედ პირველყოფილ ენერგიად მეღვრება სულში. უბრალო სიტყვა, ნათქვამი შენგან , ხორცს იძენს და უხილავ ხატიდან , ხილულ მატერიად იქცევა. აშკარად ზედმეტი მოსდიოდა , მაგრამ თავს ვეღარ იკავებდა. ტელეფონის სადენებს გაჰყვა ნდომა და მოსურვილება მდედრისა. კომპლიმენტს იქით, სათქმელი იგრძნო გოგომაც და გაეღიმა, რატომაც არა, სულაც არაა წინაააღმდეგი, არც არასოდეს ყოფილა, ეხლაც რომ დარეკა, განა ქვეცნობიერად ამ სურვილის ბრალი არ იყო? რა გეგმები გაქვს დღეს, რას ეპირებიო?---შეეკითხა გოგოს არც არაფერს, მომენატრე --უპასუხა გოგომ, დედა დღეს სახლში არ იქნება და ხომ არ გინდა მინახულო და გეგმებიც ერთად დავაწყოთო? ოო, დიდო მაგდუ, ტვინში იწყო რეკვა სიძვის ზარებმა, ვინა სთქვა რომ არ უნდოდა? უნდოდა და თან მერე როგორ! სიამოვნებითა და სირბილით აირბენდა იმ მოკლე მანძილს, მის სახლს გოგოს სახლამდე რომ აშორებდა, უწინდელივით, როცა მის ტვინს ხვეულები გუთანგავლილ მიწასავით ეტყობოდა , როცა ხარობდა ღვთიური სითხით გაბრუებული. ახლა? ახლა შიში მარცხისა ღრნის და გასაქანს არ აძლევს. არა, არა , კიდევ ერთ სირცხვილს ვერ აიტანს მისი ლაბილური, მრავალტანჯული ფსიქიკა. სადღაც შორეულ წარსულში, დიდ აფეთქებამდე დროში ჩარჩენილიყო სილაღე მისი უალკოჰოლო სიძვისა, გადაშენებულ ცხოველის ნაკვალევად ქცეულიყო მისი მახსოვრობის მეზოზოურ ერაში, მაგრამ ძვირფასო იქნებ და შენ ხარ , ვისაც ძალგმიძს მიმქრალ კვალიდან გააცოცხლო დინოზავრი ჯანმრთელად მრუშობისა? ფიქრებმა წალეკა და ხოობა სთქვა , ოღონდაც სთხოვა თვითონ მისულიყო მასთან. გაიკვირვა გოგომ ---მერეო?--- იკითხა მრავალმნიშვნელოვნად. მერე არაფერი,არც ჩემები არიან სახლში, და კარგი იქნება ჩამოივლიდე ჩემსაო, შენს მოსვლამდე ცხელ ზაფხულს , სახელითაც რომ გვიგრილებს იმ საზამთროს ჩავაციებ, ამასობასი აგრილდეს იქნეს , ჩვენ კი დავსხდეთ აივანზე, ვისაუბროთ ხელოვნებაზე , მარადიულობაზე , სულზე და მისსავე უნარზე უყვარდეს, ხანაც სძულდესო. ღმერთო, როგორ მიყვარს მაგ თემებზე შენთან საუბარი, და რა კარგიამ ამ ყველაფერზე კვლავაც რომ შემიძლია შენთან საუბარი. --სიხარულით უპასუხა გოგომ . გაუხარდა , რომ ახსოვდათ მისი ფრიად საინტერესო საუბრები და განსხვავებული ხედვები. შეთანხმდენ. ყურმილი , დაკიდა და შფოთვაც ესტუმრა , შარო საიდან მოდიხარ, ვინ მრჯიდა, რა დამეტაკა , გამოცდებს ვიწყობ და ერთი ბილეთიც არ ვიცი ჩაწყობით , მაინც რომ ჩავაბარო. ღმერთო , ერთი ზარი კარებზე და და სახლში დაბრუნებული ჩემები! გადამარჩენდა, პრობლემა ნიხტ , გადვრეკავ დამშვიდებული სინდისით და ვეტყვი ჩემები დაბრუნდნენ, გადაიდო ჩვენი შეხვედრა , ვწუხავრ როგორ მინდოდა შენი ნახვა, აუცილებლად დაგირეკავ. როგორ ბუნებრივი იქნება ყველაფერი, გაიტაცა ფიქრებმა და სურვილებმა. (ქალაქის ერთ -ერთ ცენტრალურ უბანში , მოქალაქე მალხაზ ნ-ს სახლში , მოულოდნელად სიგნალიზაცია ჩაირთო ) მხსნელად არავინა ჩამომსვლელი, მაგრამ ვინ მამოწმებს დავურეკავ და ვეტყვი , რომ ჩემები დაბრუნდნენ -გაიფიქრა. საკუთარმა სულმდაბლობამ გააკვირვა და აღაშფოთა, არა მიზეზი , სხვა რამ ყოფილიყო კი ბატონო რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ქვესაფსიობა ? ეგეთი არ ვიყავი და რა დამეართა? ? -ძილქუშ შეყრილმა გმირმა ქართველმა გამოიღვიძა შიგნით, გამაგრდა, გასულმთლიანდა. გარეთ გავიდა, მაღაზიაში ცივი საზამთრო , ნამცხვრები შეიძინა და სულო ცოდვილო „ერთი ჩეკუშკაც“ ,იმავე პარკში ჩააგდო სადაც საზმთრო იდო. როგორც თვითონ გაიფიქრა, „ ეს „სტრახოვკისთვის“-,დაუთმო ცოტათი ბოროტს. სახლში კმაყოფილი დაბრუნდა.გოგოს მოსვლამდე დარჩენილი დრო , მედიტაციისთვის გადაწყვიტა დაეთმო. იატაკზე პატარა ფარდაგი გაფინა და სიდხასანაშიც ჩაჯდა , სრულყოფილ კაცს სრულყოფილი პოზა სჭირდებაო და სატორის დაგმანული კარის შესამტვრევად ღრმად ჩაისუნთქა. ჩაისუნთქა და ბოლო დროს ამოჩემებულ კოანზე დაფიქრდა . თუკი ორი ,ხინკლის მოყვარული ქართველი 15 წუთში 50 ხინკალს სჭამს , რატომა 7X 7, ორმოცდაცხრა? ბოლო ხანს, ამ კოანზე მედიტირებდა. ერთი შეხედვით პასუხის არარსებობა, გონებას ექსტრემალურ რეჟიმში მუშაობას და პასუხისთვის სხვა რეალობებში ნახტომს აიძულებდა. იძულებული იყო, ტვინი დაევიწყებინა და პასუხისთვის სხვა საშუალებები ეძებნა. ტვინისთვის, შოკივით იყო ეს კითხვა, ჯერ ციებიანივით აქეთ იქით მიაწყდებოდა, ჩვეულსა და გაკვალულში ეძებდა ხსნას , ნაცნობი სიმბოლოებითა და მინიშნებებით უნდოდა ფონს გასვლა , მაგრამ შუამდინარეში გასული ხვდებოდა , ხელების ქნევა , დამარცხებას უფრო მტკივნეულს ხდიდა ,დანებება ჯობდა -უაზრო ხვანცალის შეწყვეტა. წყალი რომ დაფარავდა, მორევი რომ ჩაითრევდა ზუსტას მაშინ ხდებოდა საოცრება,ტვინი კვდებოდა ნაცნობ სიმბოლოთა უფრსკლულში გადაჩეხილი , სული კი პირველი სიტყვის ცოდნით და სიმშვიდით ივსებოდა. სასიკვდილო სიჩქარით მინას მიჯახებული ბუზი, მეორე მხარეს, საღსალამათი აგრძელებდა ბზუილით ფრენას... კარებზე კაკუნმა და ზარის ხმამ მოაბრუნა. კედლის საათს გახედა. 40 წუთამდე გასულიყო , სიმშვიდე დაუფლებოდა . ბარიერის გადალახვა მასზე გადაფოფხება კი არა ბარიერის გაქრობაა, გაიფიქრა და კარების გასაღებად გაემართა. გააღო. გოგონა- როგორც ყვავილი, კლდოვან კბოდეზე ამოსული, გოგონა-როგორც სურნელი ხვატის შემდეგ ნაწვიმარ მიწისა, გოგონა როგორც მშიერის ნდომა , იმ ორ ქართველს გადრჩენილი ხინკლისა,-კარებში იდგა. ხელში წიგნი ეჭირა , ქვემოდან ზემოთ მორცხვად იყურებოდა და პეპლის ორ ფრთას საყვარლად აფახულებდა. გაუძლო, გული არ გაუსკდა, შინ შეუძღვა , ლოყაზე ეამბორა, გოგოც საპასუხოდ. მშვენიერი,მიღმიერი და ბევრის დამტევი წამი..... მოუნდა ხელში აეტაცა და სავარძლამდე ასე მიეყვანა, მერე კალთაში ჩაესვა და დიდხანს ყოლოდა ჩახუტებული, უბრალოდ ,ქვენა სურვილების გარეშე.. არ ქნა ასე , სამზარეულო ოთახში შეუძღვა ,შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ. ვითომც არაფერი , ხმაში შერეული ოდნავი ხრინწი და წყდომა , თუ გასცემდა იმ ამბავს, რომ ბოლო მედიატაცია ყველა ბარიერს არ ეყო. გოგო ისეც ლამაზი, რაც არ ენახა უფრო დამშვენებულიყო. კესანესფერი თხელი კაბა, სხეულის სრულყოფილ ფორმებს, უფრორე სასურველად წარმოაჩენდა. ოდნავ ღია გულისპირი , ვერ ფარავდა ორი ბორცვის შესაყარს , „არ არს დაფარული რომ არ გამჟღავნდეს“ გიაფიქრა და გააჟრიალა. სამზარეულო ოთახი ღია აივანზე გადიოდა. აივანი ,მწვანეში ჩაფლულ საერთო ეზოში ,გავიწყებდა რომ ხმაურიან , უჰაერო, დასიცხულ ქალაქში ცხოვრობდი. წლის ყველა დროს უყვარდა აივანზე ყოფნა , სახლის უკანა მხარეს ბოლომდე რომ გასდევდა .ერთხელ გაჩნდა აზრი აივნის დახურვისა და ოთახებისთვის შეერთების , მაგრამ თვითონ ეს თემა დაიხურა უმალ და აღარ მიბრუნებია არავინ. ამ სახის თვითმკვლელობა აკრძალულად გამოცხადდა. პაოლო გაახსენდა „და აყვავილდა ძველი ბალკონი/აღებენ ფანჯრებს ნაზი ხელები./ უბიჭობა ,მიძინებულ რომანტიულობას აღვიძებს --გაეფიქრა და გაეღიმა. გოგო ტახტზე ჩამოჯდა, თვითონ მის წინ სკამზე . უყურებდა ,ხმის ამოღება ეზედმეტებოდა, ,რამის თქმას ასე ჯდომა და მისით ტკბობა ერჩივნა. ან რა თქმა უნდოდა, დანატრებული , რომ იყო მის შეხებას, მოფერებას. იცოდა, ეს უტყვი მზერა ყველაფერს იტევდა.ხმა ამოეღო, მირაჟივით რომ გამქრალიყო? გოგონა ისეთი სიფრიფანა სჩანდა, ნათქვამ სიტყვისგან გაჩენილ ოდნავ ვიბრაციას , ეშინოდა არ გაექრო მისი ხატი. მერე გოგოს შეკითხვამ როგორ ხარ, მითხარი რამეო-- დაარწმუნა, რომ ყველაფერი რეალურად ხდებოდა, ნამდვილი იყო და ხელშესახებიც. თუმცა ხელის შეხებამდე,სულთა შეხების რიტუალი იყო გასავლელი. უხმოდ მზერა და ტკბობა, რიტუალის მხოლოდ საწყისი იყო. ჯერი, ტელეფონზე დაწყებული, ბგერად ქცეულ აზრხატების გაცვლაზე მიმდგარიყო. ჰოდა, მოუყვა : სულიერი ტრანსფომაციის , ხიფათიან და ეკლიან, გზას რომ იყო შემდგარი, რომ უჭირდა , მაგრამ უკან არ იხევდა ,უმკლავდებოდა სირთულეებს ,მერე რა რომ ხანდახან უკუნში ხელისცეცებითაც უწევს გზის გაგნება . კაცი რომ რწმენით ხარ, არაფრის გეშინია, იცი ის ვისი სახელის ხსენებაც ხშირად არ შეიძლება, არ დაგტოვებს და რწმენით აღვსილს გასავლელ ათას ლიეს, ერთ ცუნად გიქცევს. სჯეროდა გოგოს მისი , სჯეროდა რადგან ტრანსფორმაციის პირველი შედეგი სახეზედ იყო წვერად ქცეულს სახის დიდი ნაწილი ოკუპაცია მოეხდინა. ადვილი არ არი ადამიანისთვის , რომელიც სულმუდამ პირმშვენიერი და პარსული დაიარება , შეეგუოს გაბურძგნულ ყოფას . მან ეს შესძლო , სირთულე სხვაც ბევრი გადალახა ,ყველას ჩამოთვლა დიდ დროს წაიღებს არც ღირს, ამპარტავანს ვისმეს არ ვემსაგავსო. სჯობს შენი ამბები მომიყვე --უთხრა გოგონას. გოგონას ცოტა ხნის წინ ლექსების კრებული გამოეცა., შემოსვლისას ხელში ეს წიგნი ეჭირა, მისთვის საჩუქრად მოტანილი. ეს წიგნი შენი დამსახურებაა, შენ დამაჯერე , რომ ჩემი ფიქრები , სევდა თუ სიხარული , სხვისთვისაც შეიძლება ღირებული ყოფილიყო, რომ არა შენ ეს პატარა კრებული დღის სინათლეს ვერ იხილავდა. შენმა სიტყვებმა შემმატა თავდაჯერებულობა, გამაბედინა და აი, წიგნიც გამოვეცი. მადლობის ნიშნად , მინდა გაკოცოო. გაეღიმა და ფეხზე წამომდგარ გოგონას საკოცნელად ლოყა მიუშვირა.... როგორც სიო უმსუბუქესი, პეპლის ფრთათა ქნევით ბრაზილიასი გაჩენილი , ქარიშხლად დაატყდება არიზონას მკვიდრთ, ესე იყო ოდნავი შეხება გოგოს ბაგეთ ხავერდისა , ვნების ვულკანად გადაქცეული. ხელები მოხვია, ელვა ჩახსნილი კესანესფერი კაბა როგორც ბუმბული იადონისა იატაკისკენ დაეშვა. ყელზე, ლავიწის ძვალთან აკოცა, თვალი მოსტაცა ძუძუებმა. ორი, ახლად ფრენანასწავლი ბარტყივით ამოხტომას რომ ლამობდნენ . დედის ნისკარტის მცირედ ამორტყმა და გაფრინდებიან ბარტყები. ცეცხლწაკიდებული ტუჩები ბიჭისა როგორც ნისკარტი ჩიტისა, ვერ იაზღუდა ძუძუთმზღუდავმა. ამომხტარ , თავისუფლებით დაშინებული კერტებს ტუჩები შეაგება. ნება, ნება ,ჯერ ერთს, მერე მეორეს, ორივეს ერთად, დაგემოვნებით დაეწაფა და დაუკოცნა. „და დამიცურდა როგორც ციგა თოვლიან მთაზე, ბაგე ძუძუზე.“ დაცურდა და დაეშვა თავქვე... პირველი ზარისთვის ყურადღება არც მიუქცევია, „ბავშვები მაიმუნობენ“- დაამშვიდა შემფრთხალი გოგო. ზარი მეორეჯერ არ ესიამოვნა, თუმცა არ ანერვიულებულა, გზააბნეული ტოლმეგობარი იქნება , დასიცხული რომ დაეხეტება, მზისგან და სიცხისგან საფარს რომ ეძებს, არ გაუმართლა , სახლში არა ვარ. კარს არ გავუღებ და გაუყვება სხვა მეგობრისკენ გზას ,შენ ნუ იშფოთებ ,უთხრა გოგოს და გულში ჩახუტებულს თმებზე აკოცა. მაგრამ სადარბაზოს კარის გაღება, ნიშანი საკუთარ სიტყვების სიმცდარისა , და კარის გაღებას მოყოლილი ხმა მეუღლისა , „ეტყობა აივანზეა და არ ესმისო,“ იმ კუსუნგობუს დაემსგავსა , შერცხვენას არ შეგუებული სამურაი, მუცელში რომ დაიტრიალებს. გაახსენდა როგორ ნატრულობდა , ნეტავ ჩვენები დაბრუნდენო. ნუთუ ისე ძლიერი იყო სურვილი, რომ ხორცი შეისხა და დედამიწა სოლიარისად იქცა? აწი ეცოდინება და სანამ რამეს ისურვებს, ასჯერ დაფიქრდება, ერთხელ სასურველად , მაგრამ ახლა რა ქნას, რა ? საშველი არ ჩანდა. ყველაფერი იმ კოანივით, აბსურდული და უპასუხო სჩანდა. იქნებ მსგავსებაში იყო პასუხი? იქნებ , ფართხალს დანებება არჩიოს, წინა სურვილი , ახალით გადაფაროს . როგორც ბუზი კედელში , ახალმა ნატვრამ ისე გაიაროს ძველში. დარჩეს ბუზი ცოცხალი და კედელი დაუნგრეველი. მეგობრებთან მოცალეობის ჟამს კამათისას ნამტკიცი ,რომ მსგავს შემთხვევებში პირველ სართული მისწრებაა, მითუმეტეს თუ ეზოს მხარეს აივანია როგორც მასთან ,რომ მარჯვე კაცი ყოველთვის მოასწრებს აივნიდან ქალის ნარნარად ჩაშვებას, მერე კი მთავარია, ოთახში შემობრუნებულს ,სახეზე არაფერი დაგეტყოსო“ -ტყუილი გამოდგა. რეალობა ,თურმე მრუდე სარკეში ირეკლება. მწვერვალი ამოტრიალებული უფრსკრულია. ფართხალს და აგონიას , დანაბება სჯობდა. თავში, თითქოს გაბმული ზუმერი ტელეფონის--მაცნე აღმატებულ წნევისა, ნამდვილი ტელეფონის ზარმა გადაფარა . ბავშვობის მეგობარი ურეკავდა საფრანგეთიდან. კარებზე სხვა ზარი ...მერე კარზე კაკუნის ხმა…დაფარა წყალმა და მორევმაც ჩაითრია. ყველაფერს შორიდან ხედავდა, თითქოს სულს სხეული , სამშვინელის და ინსტიქტების იმედად დაეტოვებინა . დგას ხელში მობილურით , შემოსასვლელ კართან და ბედს შეგუებული ზაზას,ბავშვობის მეგობარს ,დიდი ხნის უნახავს, მონატრებულს ელაპარაკება, მოკითხვაზე გაურკვევლად პასუხობს, რითაც ზაზას აშინებს , კლიტეში გასაღების ხმა ისმის. ცუდი , კარგისგან განსხვავებით შემოსაზღვრული არაა ის უსასრულოდ შეიძლება გაიზარდოს და ნელა , შეუმჩნევლად კოშმარად იქცეს , რატომ ხდება ასე ძნელი სათქმელია, შეიძლება იმიტომ რომ წარმოსადგენად, უფრო ცუდი , უფრო კარგზე ადვილად წარმოსადგენია , ტვინს ცუდი უფრო ეადვილება. ახლა მხოლოდ ამაზე ფიქრობდა , დანარჩენზე აღარ,რადგან სულერთი იყო. გაღებულ კარში მიმდევრობით ცოლი , ცოლისდა , სიდედრი და ჟღალთმიანი გოგოშვილი შემოვიდა. შვილის დანახვა ყოველთვის სულს უთბობდა. ამ წამს კი მისი აქ ყოფნა, ცუდის გაკოშმარებას ჰგავდა. პასუხი უჭირს , მეუღლის ღიმილიან კითხვაზე. კარს რატომ არ აღებდა ? ---სიმართლე თქვას თუ იმაზე იფიქროს რატომაა, 7*7 ორმოცდაცხრა? ჩუ,ჩუ ტუჩზე ხელს იდებს -ზაზას ველაპარაკები საქმეზე და ხმამაღლა აგრძელებს უაზრო სიტყვების რახარუხს, სადაც სჭარბობს კონსიგნაცია, ბანკი ,კრედიტი, სიფი , ფობი. ირკვევა რომ კოშმარში სიფით და ფობითაც შეიძლება შებიჯება. სოლიარისი
ტუჩზე საჩვენებელთითმიდებული, ლაპარაკ ლაპარაკით , შემოსასვლელიდან ქუჩის მხარეს საძინებლისკენ გავიდა. ( რატომაა , ქალაქის ყველა სახლში საძინებლები ქუჩის მხარეს?-შემდეგში სამედიტაციოდ კოანადაც გამოდგება -გაეფიქრა ...) . წესით ცოტახანში ,ფარდა უნდა აწეულიყო და სპექტკლი სახელად „ კოშმარი აივნიან სახლში“ უნდა დაწყებულიყო . და წუთი ერთი ვითარცა , წელი ათასი,- ათასი არა, მაგრამ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ოთახში შემოსულთა გაოცებული და გაკვირვებული სახეები ეხილა ან ხმა გაეგო შეკივლებისა ,მარტოდ , კესანესფერ კაბის გარეშე დარჩენილ გოგოსი, გავიდა . გადაიარა მოლოდინის პირველმა, გაუსაძლისმა წამებმა და არაფერი. პარვით, ქურდულად შემოსასვლელში გამოიხედა . სურვილების ასრულებას, თურმე სოლიარისზე გაფრენა არ სჭირდება. მთავარია სურვილი ისეთი ძლიერი იყოს, სხეულს დროებით რომ დაგატოვებინებს და დედამიწაზეც შეგისრულებენ. ეტყობა, პირველად ნასურვილებმა სახლში ჩამოიყვანა მისიანები , მეორემ უფრო ძლიერმა კი ,რჯულზე უმტკიცეს ჩვევას, პირველად სამზარეულო ოთახში შესვლისას, გადაახვევინა და სამზარეულოს ნაცვლად სასტუმრო ოთახში გაიყვანა. მართალი იყო , როცა ამბობდა , „ის“ თუ შენსკენაა ათას ლიეს ერთ ჩუნად გიქცევსო. სამზარეულოში შევიდა , გოგოს ლოყებაფაკლულს,(რასაც უპირველესად სიცხეს დააბრალებდი კაცი) მაგიდასთან მორცხვად მჯდარს, თავისავე წიგნი გადაეშალა და ეტყობა რომელიღაც არმოწონებული რითმის შეცვლაზე ფიქრობდა. როგორ შვენის ეს კაბა და უფრო მეტად უმისობა--უსურვილოდ გაიფიქრა და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი დაადო, ყველაფერი კარგად იქნება -ჩუმად უთხრა . მერე სასტუმრო ოთახში შესულმა, ბავშვი გადაკოცნა, იცოდა ახალ სურვილს ვეღარაფერი დაუდგებოდა წინ და ჩახლეჩილი ხმით იკითხა: ამ სიცხეში რამ ჩამოგიყვანათ? აგარაკზე , მათ გვერდით მცხოვრებ მეზობელს ჩამოჰყოლიან , „სასწრაფოდ თბილისში გახდა ჩასავლელი , წარმოგიდგენია სახლსი სიგნალიზაცია ჩაერთო , როგორც გაირკვა სრულიად უმიზეზოდ . დაცვას უთქვია, თითქოს ყველაფერი წესრიგშია , მაგრამ მაინც ჩამოდით და შეამოწმეთო. საჩვენოდ მოხდა ეგ ამბავი-ეცინება მეუღლეს . ბავშვს, ხომ იცი როგორ უნდოდა ყვავილების გამოფენის ნახვა, თანაც გაგიკვირდება და იქვე რიყესთან ახლოს უცხოვრია .ჰოდა გამოვყევით. უკანაც მალხაზი აგვიყვანს. მოუყვნენ სიცილით . ავრორასავით, სათქვენოთ გაუსვრია მაგ სიგნალიზაციას-ეთანხმება . ცოტა ხანში გამოგვივლის , წამო შენც, რა გინდა ამ მდურარეში ?ცოტას გავიჭირვებთ და ყველანი ჩავეტევით. ხვალ სამსახურში მოდის და დილით გამოყვები თუ გინდა, ეპატიჟებიან აგარაკზე. მოთხრობა, მოიმიზეზა , ბოლოში გავდივარ და არ მინდა აზრი გამიწყდეს, თქვენ რომ წახვალთ , მივუბრუნდები თორემ ასე ვერასდროს დავამთავრებ. მოტხრობაზე გამახსენდა, , სულ გამოვითიშე ,სახლში სტუმარი გვყავს , სამზარეულოში რომ შესულიყავით ნახავდით კიდევაც , ზაზასთან ჩემი ლაპარაკის დამთავრებას ელოდებოდა, რომ წასულიყო და ამასობასი თქვენც მოხვედით. ვინაა? ერთი ,ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგოა , ლექსების კრებული გამოსცა , კორექტურა მე გავუკეტე და საჩუქრად მომიტანა წიგნი. ხომ არ გაგაცნოთ?-იკითხა. არა კაცო იყოს . შენ ის გვითხარი ზაზა რა საქმეზე გირეკავდა? ზაზა ბალღობის მეგობარი, მონატრებული--რა კარგ დროს დარეკა -როგორ ბუნებრივი იყო ყველაფერი --გაიფიქრა. მაგარი საქმე შემომთავაზა , ოღონდ ჯერ არაფერს ვიტყვი, ხომ იცით სიყვარულივით მალვა უნდა მაგასაც , რომ არ დაითარსოს. მოდი გავუშვებ იმ გოგოს , გააფრინა ალბათ. მიდი , მიდი. ყველაფერი სინამდვილეს გავდა. ურცხვი ტყუილი , ყოველთვის მართლის ტყავში ეხვევა--ფიქრები ტრანსფორმირებულ ანდაზებად მოდიოდა. უეჭვო თვალი ვერაფერს შეამჩნევდა. გააცილა გოგონა ,დაემშვიდობა . კარი მიხურა და მიხვდა ბუზს კედლის იქით უვნებლად გაეღწია. იმასაც მიხვდა რომ კუსუნგობუ ხელთ უნდა გქონდეს , მაგრამ სანამ პატრონი არ გეტყვის არ უნდა იხმარო. მეზობელ მალხაზის მოსვლამდე, ოთახში მიბრუნელი ბავშვის გარდა აღარავის დალაპარაკებია. ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და თვითონ თავი არ გამოუდია. სამაგიეროდ ბავშვს წვრილწვრილად გამოკითხა ყვავილების გამოფენის ამბავი. შეთანმდნენ , რომ თავიანთ ბაღშიც დარგავდნენ ისეთ ვარდებს ხეებს რომ გვანან, ადგილზეც შეთანხდენ , აივნის ქვემოთ, ეზოში, ბროწეულის გვერდით. მერე მალხაზიც მოვიდა , გარედან დაასიგნალა, სწრაფ სწრაფად გაიქცნენ, სირცხვილია არ ვალოდინოთო, ბავშვის კოცნა ძლივს მოასწრო. დარჩა მარტო. ცოტახანი სავარძელზე იჯდა, მალე მობეზრდა და აივანზე გავიდა. ჭრიჭინების ხმა კონტრასტს ქმნიდა რუსთვაველიდან ამოღწეულ მანქანების ხმაურთან. აივანის მოაჯირს დაყრდნობილი ფიქრობდა რომ :ძალიან ხშირად ის რაც განსაცდელი გვგონია , თავის არსით გაკვეთილია, ჭკვიანი სწავლობს და მადლიერია, რადგან იცის როდესმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს და ეს გაკვეთილი იმ გამოცდის ჩაბარებაში დაეხმარება. დაბნელებულიყო. მთვარეს ცა გაევსოდა ვარსკვლავებისთვის ადგილი არ დაეტოვებინა. მაქციების დრო დამდგარა გაიფიქრა და მთელი დღის ნაგროვები სიბრძნე ცას მგელივით შეაყმუვლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჰარირამა გილოცავ დამდეგ ახალ წელს, გიგზავნი საუკეთესო სურვილებს. ჰარირამა გილოცავ დამდეგ ახალ წელს, გიგზავნი საუკეთესო სურვილებს.
12. კიდევ ერთხელ წავიკითხე...:-* აქვე მინდა ლიჩელს დავეთანხმო ჯერ ...მართლაც სიამოვნებაა ამ ავტორის კითხვა...5
ჰარი...ახლა უფრო ბუნებრივად მომეჩვენა ფინალი... არ ვიცი რატომ? შეიძლება უმიშვნელო ჩასწორების ბრალია ,ანდა მეორედ რომ წავიკითხე იმისი...:) კარგია ძალიან...
კიდევ ერთხელ წავიკითხე...:-* აქვე მინდა ლიჩელს დავეთანხმო ჯერ ...მართლაც სიამოვნებაა ამ ავტორის კითხვა...5
ჰარი...ახლა უფრო ბუნებრივად მომეჩვენა ფინალი... არ ვიცი რატომ? შეიძლება უმიშვნელო ჩასწორების ბრალია ,ანდა მეორედ რომ წავიკითხე იმისი...:) კარგია ძალიან...
11. კიდევ ერთხელ წავიკითხე...:-* აქვე მინდა ლიჩელს დავეთანხმო ჯერ ...მართლაც სიამოვნებაა ამ ავტორის კითხვა...555
ჰარი...ახლა უფრო ბუნებრივად მომეჩვენა ფინალი... არ ვიცი რატომ? შეიძლება უმიშვნელო ჩასწორების ბრალია ,ანდა მეორედ რომ წავიკითხე იმისი...:) კარგია ძალიან...
კიდევ ერთხელ წავიკითხე...:-* აქვე მინდა ლიჩელს დავეთანხმო ჯერ ...მართლაც სიამოვნებაა ამ ავტორის კითხვა...555
ჰარი...ახლა უფრო ბუნებრივად მომეჩვენა ფინალი... არ ვიცი რატომ? შეიძლება უმიშვნელო ჩასწორების ბრალია ,ანდა მეორედ რომ წავიკითხე იმისი...:) კარგია ძალიან...
10. ეს ადრეც მქონდა წაკითხული და ახლაც სიამოვნებით წავიკითხე, არაჩვეულებრივი თხრობა, შესანიშნავი სიუჟეტი, იუმორიც მოზომილი, აზრების გაცნობიერება, ყველაფერი მომეწონა და ასე მეგონა კი არ ვკითხულობ დავინახე, თვალს ვადევნებდი პერსონაჟებს. თეატრში ვიჯექი და ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს, ყველაფერი ეს ძალიან კარგია, თუმცა მაქვს გაუგებრობა ანუ შეკითხვა პერსონაჟი- გოგონას შესახებ. ფრაზა" გოგონა- როგორც ყვავილი, კლდოვან კბოდეზე ამოსული, გოგონა-როგორც სურნელი ხვატის შემდეგ ნაწვიმარ მიწისა და ა. შ. -იდგა კარებში. ყველა ის ქება დიდება და ის ავხორციანი ფიქრები თუ წარმოსახვა ყოფილი ლოთის ცოლშვილიანი კაცისა გოგონა სადმი გაუგებრობას იწვევს რადგან (გოგონა არასრულწოვანებას არ ნიშნავს? ) თუ - იდგა კარებში, ძუძუ მკერდათქვიფებული ქალი, როგორც ჭანტურია იტყოდა.?! ეს ადრეც მქონდა წაკითხული და ახლაც სიამოვნებით წავიკითხე, არაჩვეულებრივი თხრობა, შესანიშნავი სიუჟეტი, იუმორიც მოზომილი, აზრების გაცნობიერება, ყველაფერი მომეწონა და ასე მეგონა კი არ ვკითხულობ დავინახე, თვალს ვადევნებდი პერსონაჟებს. თეატრში ვიჯექი და ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს, ყველაფერი ეს ძალიან კარგია, თუმცა მაქვს გაუგებრობა ანუ შეკითხვა პერსონაჟი- გოგონას შესახებ. ფრაზა" გოგონა- როგორც ყვავილი, კლდოვან კბოდეზე ამოსული, გოგონა-როგორც სურნელი ხვატის შემდეგ ნაწვიმარ მიწისა და ა. შ. -იდგა კარებში. ყველა ის ქება დიდება და ის ავხორციანი ფიქრები თუ წარმოსახვა ყოფილი ლოთის ცოლშვილიანი კაცისა გოგონა სადმი გაუგებრობას იწვევს რადგან (გოგონა არასრულწოვანებას არ ნიშნავს? ) თუ - იდგა კარებში, ძუძუ მკერდათქვიფებული ქალი, როგორც ჭანტურია იტყოდა.?!
9. 5 ქულა ( ისე, რაცხა ნამეტანი კორექტული ნაწერია და ვისი ხელია ჩარეული კორექტირება მართლწერის საკითხებში თუ საიდუმლო არაა? :) ) ნ-ი-კ-ი. 2015-11-27 15:49:42
მოინდომა ნამეტანი. ფხიზელზე წაიკითხა. :)))))))) 5 ქულა ( ისე, რაცხა ნამეტანი კორექტული ნაწერია და ვისი ხელია ჩარეული კორექტირება მართლწერის საკითხებში თუ საიდუმლო არაა? :) ) ნ-ი-კ-ი. 2015-11-27 15:49:42
მოინდომა ნამეტანი. ფხიზელზე წაიკითხა. :))))))))
8. რა მაგის პასუხია და ასო რ-ს რომ თანხმოვანი მოსდევს, ისეთი სახელებიც არსებობს :) ქართულში არა მგონია რა მაგის პასუხია და ასო რ-ს რომ თანხმოვანი მოსდევს, ისეთი სახელებიც არსებობს :) ქართულში არა მგონია
7. მშვენიერია ბაროკო რა იყო და ჰარირამას სტილშია გადაწყვეტილი ლაღი, თვითირონიული იუმორი და სახალისო ფრაზები
მოკლედ ვისიამოვნე ერთი რაღაც ვერ გავიგე მხოლოდ, სხვაგან რომ გამოეღვიძა, მერე რანაირად მოხვდა თავის სახლში ხითხით-ხითხითში დავიბენი ეტყობა :) ერთი კარგად უნდა გადავიკითხო და მაგ დეტალს დავუკვირდე კარგად მართალია ეგ დეტალი არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც
5 ქულა ( ისე, რაცხა ნამეტანი კორექტული ნაწერია და ვისი ხელია ჩარეული კორექტირება მართლწერის საკითხებში თუ საიდუმლო არაა? :) ) მშვენიერია ბაროკო რა იყო და ჰარირამას სტილშია გადაწყვეტილი ლაღი, თვითირონიული იუმორი და სახალისო ფრაზები
მოკლედ ვისიამოვნე ერთი რაღაც ვერ გავიგე მხოლოდ, სხვაგან რომ გამოეღვიძა, მერე რანაირად მოხვდა თავის სახლში ხითხით-ხითხითში დავიბენი ეტყობა :) ერთი კარგად უნდა გადავიკითხო და მაგ დეტალს დავუკვირდე კარგად მართალია ეგ დეტალი არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც
5 ქულა ( ისე, რაცხა ნამეტანი კორექტული ნაწერია და ვისი ხელია ჩარეული კორექტირება მართლწერის საკითხებში თუ საიდუმლო არაა? :) )
6. გავიგე, როგორც იქნა, ამ ამბის ფინალი :)
ფრიადჭკუისასწავლია, ნამდვილად :)
მთელი დღის ნაგროვები სიბრძნეებით და ტრანსფორმირებული ანდაზებით, რა კარგი მოთხრობა დაგიწერიათ, ბატონო ჰარირამა.
გავიგე, როგორც იქნა, ამ ამბის ფინალი :)
ფრიადჭკუისასწავლია, ნამდვილად :)
მთელი დღის ნაგროვები სიბრძნეებით და ტრანსფორმირებული ანდაზებით, რა კარგი მოთხრობა დაგიწერიათ, ბატონო ჰარირამა.
5. მშვენიერია. ავტორს გმირისადმი ირონიული დამოკიდებულება აქვს, მოთხრობა იუმორის სტილშია დაწერილი. როგორც წესი, იუმორს და ირონიას სინამდვილის გადასაფარად, შესალამაზებლად იყენებენ, ხოლმე. მწ2ერლის ამოცანაც შეიძლება ეს იყო, მაგრამ გარემო და გრძნობები იმდენად ნატურალისტურადა მოცემული, რომ სარკაზმი უკანა პლანზე ინაცვლებს.
კარგია. მშვენიერია. ავტორს გმირისადმი ირონიული დამოკიდებულება აქვს, მოთხრობა იუმორის სტილშია დაწერილი. როგორც წესი, იუმორს და ირონიას სინამდვილის გადასაფარად, შესალამაზებლად იყენებენ, ხოლმე. მწ2ერლის ამოცანაც შეიძლება ეს იყო, მაგრამ გარემო და გრძნობები იმდენად ნატურალისტურადა მოცემული, რომ სარკაზმი უკანა პლანზე ინაცვლებს.
კარგია.
4. :)))) შეაყმუვლებდა, აბა, რას იზამდა! :)))
ძალიან კარგად არის შესწორებული, ჰარი. ფინალიც ძალიან კარგია. :) განსაკუთრებით "ტესტზე" ვიხითხითე. :))) ჩემი აზრი უკვე მოგწერე ადრე. :) :)))) შეაყმუვლებდა, აბა, რას იზამდა! :)))
ძალიან კარგად არის შესწორებული, ჰარი. ფინალიც ძალიან კარგია. :) განსაკუთრებით "ტესტზე" ვიხითხითე. :))) ჩემი აზრი უკვე მოგწერე ადრე. :)
3. მადლობა ნოდარ ბატონო მადლობა ნოდარ ბატონო
1. მშვენიერია! მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რასაც მხოლოდ მაღალი რანგის ლიტერატურის კითხვით ვიღებ. 5 მშვენიერია! მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რასაც მხოლოდ მაღალი რანგის ლიტერატურის კითხვით ვიღებ. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|