 | ავტორი: ტენდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 17 თებერვალი, 2016 |
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ტრადიციული „კლიშეები“ უკვე დანგრეულია. მართალია, ეს „ჩემი დედის...“, „შენი დედის...“, „იმის დედის...“ და ბებიების ხარჯზე მოხდა, მაგრამ დანგრეულია და ისეა „დანგრეული“, ღმერთმა უწყის, „რეამინაციიდან“ როდის გამოვა! მერე დგანან და ფროიდს აბრალებენ ყველაფერს. საწყალი ფროიდი! იუნგი რომ რომ ფროიდის თეორიის წინააღმდეგ წავიდა, ამაზე ქართული „ლიტერატურა“ რატომღაც დუმს. გასაკვირი არ არის, რა თქმა უნდა. გეორგ ბეჰნერი თავის რომანში „ვოიცეკი“. - მშვენივრად გვიხსნის, რომ როცა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა კატასტროფულია, სულ თავისუფლად შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი მკვლელიც გახდეს. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ამ კლიშედანგრეული ლიტერატურის მიზეზი ქვეყანაში მხოლოდ სოციალური მდგომარეობა არ არის. ამის მიზეზი კიდევ, გაუნათლებლობაა და კლასიკური ლიტერატურის არცოდნა.
კლიშეების დანგრევაზე თუ მიდგება საქმე, დიდი მაგალითები გვაქვს ამისი - ჯოისმა უარი თქვა სასვენ ნიშნებზე; იგივე ბეჰნერნმა „ვოიცეკი“ ჰესურ დიალექტზე დაწერა. ეს დიალექტი კი (თურმე) ნახევარ-ნახევარი სიტყვებით გამოხატავს აზრს. ჰემინგუეიმ საერთოდ საგაზეთო ლექსიკონი და „რებუსები“ შემოიტანა ლიტერატურაში ანუ მკითხველი თავად რომ უნდა მიხვდეს აზრს; თომას მანი, ისეთი გერმანულით წერდა ესეც, თურმე), რომელზედაც არავინ ლაპარაკობდა... ხალხი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას არ კითხულობს იმ სულ „უბრალო“ მიზეზით, რომ წასაკითხი არაფერია იქიდან, რასაც მკითხველს სთავაზობენ. ეს კი უკვე იმდენად ბევრია, მათ ფონზე ის კარგი ავტორებიც აღარ ჩანან, რომლებიც ნამდვილად არიან.
აბა, ვისთვის იწერება?! ახლო მეგობრებისთვის და ტაშის დამკვრელებისთვის?! რაც ახლა იწერება (იშვიათი გამონაკლისების გარდა) წმინდა წყლის მაკულატურაა. მოვა განათლებული თაობა (იმედი მაქვს) და სულ „თაროებზე“ შემოაწყობს, რაც კარგია და წასაკითხი, და რომელიც არც კი უნდა გადაფურცლოს. შეიძლება, ათასი სისულელე მოუვიდეს ადამიანს თავში და წეროს, მაგრამ სჯობს, თვითონვე იკითხოს, გამოქვეყნება საჭირო არ არის.
ვიდრე არ გვექნება სერიოზული ლიტერატურული კრიტიკა, მდგომარეობა კატასტროფული დარჩება.
ამ წერილის წერა როცა გადავწყვიტე, ჩემს რამდენიმე მეგობარს ვკითხე(ძალიან განათლებულ ადამიანებს, ფილოლოგებს, ფილოსოფოსებს...კარგ მკითხველებს) თუ კითხულობენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და პასუხს, ალბათ, ხვდებით - არა! ერთმა ისიც კი მითხრა, მაგით გონებას არ დავინაგვიანებო.
რა არის კარგი ლიტერატურა და რა არის ცუდი ლიტერატურა - კარგია ლიტერატურა, როცა წაიკითხავ, რაღაცას დაინახავ, რაღაც დაგაფიქრეფს, და მეორედ წაკითხვა მოგინდება... ანუ, ავტორი „დაგიმეგობრდება“, თუნდაც ის ავტორი სხვა ეროვნების იყოს. რატომ შერჩა ზოგიერთი ლიტერატურული ნაწარმოები საუკუნეს (მხოლოდ რომანი კი არა მცირე პროზაც) - იმიტომ რომ რაღაცას გასწავლის-ან თანაგრძნობას, ან თანადგომას, ან, ჭეშმარიტება როგორ დააყენო საკუთარ სიმართლეზე მაღლა...ან განსაკუთრებული აზროვნების თანამიმდევრობას...ან, ბოლოსდაბოლოს წერის სტილი აქვს განსაკუთრებულად კარგი და ნიუანსები ისე აქვს დანახული და გადმოცემული, გაგაოცებს.
ცუდია ლიტერატურა - როცა წაიკითხავ, არაფერს მოგცემს კი არა, იმდენად საზიზღრობაა, უნებურად გამახსოვრდება და გინდა რომ დაგავიწყდეს.
არის კიდევ „მწვანილები“, რომელსაც წაიკითხავ, არაფერს გაძლევს და მაშინვე გავიწყდება.- ესეც მეორე „დაავადება“ დღევანდელი პროზის სიკვდილის მიზეზი.
რა არის პროზა: ეს არის - რომანი, თხზულება, მოთხრობა, ნოველლა, ჩანახატი, მინიატურა, დრამატურგია, ესსე... მსოფლიო მხატვრული ლიტერატურა სულ ორმოცდაერთ სიუჟეტზეა აგებული და რაც გინდა წერო, ამ ორმოცდაერთ სიუჟეტს ვერ გაექცევი... არ ვლაპარაკობ ქართულ „დანგრეულ კლიშეებზე“ რომელიც, ალბათ, ორმოცდა მეორეა.
ეს სიუჟეტებია: ბიოგრაფია (ავტობიოგრაფია);
მეგობრობა - როცა ბავშვობის მეგობრები არიან და ბოლომდე ერთგულები ერთიმეორესი; როცა ერთი მეგობარი ღალატობს მეორეს მეუღლესთან ან ბიზნესში; როცა „ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია“, როცა „ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია“...
სიხარბე;
სიყვარული - ორმხრივი სიყვარული, ცალმხრივი სიყვარული;სიყვარული, როცა ხელს უშლიან - აქ კიდევ არის - ისინი მაინც მიაღწევენ მიზანს და ქორწინდებიან, ან თავს იკლავენ ვინაიდან დაქორწინების უფლება არ აქვთ -ეს ძირითადად იაპონური პროზისთვის არის დამახასიათებელი.
თავგადასავალი - სხვისი თავგადასავალი და საკუთარი;
ფანტასტიკა;
ოჯახი - უმკაცრესი მშობლები, მაგრამ სამართლიანები; უსამართლო მშობლები, ოჯახისგან გაშვილებული ბავშვები... ფილოსოფიური პროზა - როცა განსაკუთრებული აზროვნების თანამიმდევრობაა და შეიძლება სულ არ იყოს სიუჟეტი... ძალმომრეობა - როცა სამართალი იმარჯვებს, ან პირიქით-იმარჯვებს უსამართლობა.
ისტორიული;
ფსიქოლოგიური - როცა ადამიანის შინაგანი განცდებია უზუსტესად გამოცემული. ეს უძლიერესად, თითქმის ფროიდის დონეზე, აქვს თომას მანს „ჯადოსნურ მთაში“, უფრო იოლად და მსუბუქად სომერსეტ მოემს „თეტრში“... საბავშვო ლიტერატურა - ზღაპარი, იგავი... და ასე შემდეგ...
ლიტერატურული კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ყველა ეს სიუჟეტი აგებულია ბუდიზმის ფილოსოფიის საფუძვლებზე. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს სიუჟეტები აგებულია ძველი აღთქმის საფუძვლებზე. რა არის გამართლებული ძველ აღათქმაში ღმერთისგან - რწმენა, თავდადება, თავგანწირვა, სიბრძნის სიყვარული, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში იმედის ქონა, „თვალი თვალისა წილ...“, დიდი სიყვარული - მოსეს მაგალითზე, ჭეშმარიტების დადგენა - სოლომონის სასამართლოს მაგალითზე...ღალატის სიძულვილი...
თუ ჩამოთვლილიდან რაიმე არ დევს ლიტერატურაში, ესე იგი, მაკულატურაა.
ამას წინათ, ერთ ძალიან ცნობილ ფილოლოგს შევხვდი, უგანათლებულეს ადამიანს. დღევანდელ ქართულ ლიტერატურაზე წარმოდგენაც არ აქვს. ღიმილით თქვა: - არა. არ ვიცი... შემდეგ რატომღაც ჰარუკი მურაკამზე ვთქვით ორიოდე სიტყვა და „ნორვეგიული ტყე“ არ მომეწონაო, მითხრა, - არ არისო შიგ божья искра.
დიახ, ჩემო ბატონო, ნაწარმოებში ზუსტად ეს божья искра არის აუცილებელი, მაგრამ თუ ავტორს თვითონ არ აქვს, საიდან მოგაწვდის?! ავტორმა მკითხველი უნდა „გაზარდოს“, ჩემის აზრით. სხვანაირად ავტორი, უბრალოდ, წერით ერთობა.
არსებობს განათლებული ადამიანი და არსებობს ნაკითხი ადამიანი-ეს, ორი აბსოლუტურად განსხვავებული მცნებებია.
განათლებული ადამიანი კარგი მკითხველია. მიუხედავად საყვარელი ჟანრისა, ყველანაირ სიუჟეტში შეუძლია მთავარის დანახვა. წაკითხულიდან იღებს იმას, რაც მისაღებია, გრძნობს წერილს სტილს, გრძნობს ქვეტექსტს, უბრალო ფრაზაში შეუძლია დაინახოს მოქმედების მიზეზი; გრძნობს სად არის იუმორი, სად გროტესკი, სად ცინიზმი და სად არის სარკაზმი; წაკითხულით ცოტა ხანს მაინც „ცხოვრობს“, აანალიზებს; აქვს იუმორის გრძნობა საკუთარი თავის მიმართაც კი...
ნაკითხ ადამიანს აქვს დიდი ინფორმაცია წაკითხულზე და მაგრამ ეს არის „წაკითხული ლიტერატურა“ , რომელიც მკითხველის ცხოვრებაში არაფერს ცვლის, ანუ ლიტერატურა „სხვა სამყაროა“ , ცალკეა, ცხოვრების გარეშე.
არსებობენ კიდევ გადამკითხველები - კი. მე ეს წაკითხული მაქვს - ამით შემოიფარგლება მთელი „ინტელექტი“. თუ კარგი მახსოვრობაც აქვს, ხომ მთლად აშენებულა და ეგ არის!
არსებობს კიდევ წაკითხულისადმი მენტალური დამოკიდებულება, მენტალური აღქმა. მაგალითად, ჩვენ, ქართველებმა ვიცით, რომ კაფკას „პროცესის“ მთავარმა გმირმა ვერ მონახა ადამიანი, რომელიც გაუგებდა, ამიტომ დამთავრდა მისი ცხოვრება ასე ტრაგიკულად. რუსი იგივე ნაწარმოებზე ამბობს, ეს რომ ტრაგიკული დასასრული გამოწვეული იყო შიშის გამო, ჰაერში ტრიალებლა შიში და ამ შიშს ვერსად გაექცეოდა; გერმანელისაგან მომისმენია, იგივე მთავარი გმირი არ გაექცა კანონს...
... ორმოცი წლისა მივხვდი პირველად რომ ცხოვრება სულაც არ ჰგავდა ლიტერატურას და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. ისიც კი ვიფიქრე, რა საჭიროა-მეთქი ცხოვრება, თუ ის ლიტერატურას არა ჰგავს. ფსიქოლოგების აზრით, თურმე ამას ჰქვია - „ლიტერატურული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი“. მე ვფიქრობ, ამას ჰქვია „ლიტერატურიდან ნასწავლი ჭეშმარიტება“.
ახლა სამოცი წლის ვარ და ვფიქრობ, კიდევ კარგი, ცხოვრება დღევანდელ ქართულ პროზას არ ჰგავს-მეთქი...იშვიათები ავტორების გამოკლებით, რასაკვირველია.
თქვენ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ.
p.s. შემდეგი წერილი იქნება „მცირე პროზის დიდოსტატები“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. ილიას უნივერსიტეტში გვაქვს კურსი „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“. ამ კურსზე ერთ-ერთი ავტორია კონრად ლორენცი, რომელიც „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელ ცოდვაში“ ამბობს, რასაც ჩვენ პროგრესს ვეძახით, პროგრესი კი არა, რეგრესია, იმიტომ, რომ დეჰუმანიზაცია ხდება, თუ შენთვის მთავარი ფული და წარმატებაა, მაშინ რაღაცებზე უარის თქმა გიწევსო. დავუშვათ, ერთ ადგილზე ან ერთ მეგობარზე ზედმეტად არ იყო მიჯაჭვული, რადგან ეს წარმატების დევნაში ხელს გიშლის. ბოლოს ამის დევნაში აღმოაჩენ, როგორ გაგიფლანგავს ცხოვრება, რამდენი ფასეულობა დაგიკარგავს, დრო აღარ გრჩება ცხოვრების საზრისზე ფიქრისთვის. - ლევან გიგინეიშვილი ილიას უნივერსიტეტში გვაქვს კურსი „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“. ამ კურსზე ერთ-ერთი ავტორია კონრად ლორენცი, რომელიც „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელ ცოდვაში“ ამბობს, რასაც ჩვენ პროგრესს ვეძახით, პროგრესი კი არა, რეგრესია, იმიტომ, რომ დეჰუმანიზაცია ხდება, თუ შენთვის მთავარი ფული და წარმატებაა, მაშინ რაღაცებზე უარის თქმა გიწევსო. დავუშვათ, ერთ ადგილზე ან ერთ მეგობარზე ზედმეტად არ იყო მიჯაჭვული, რადგან ეს წარმატების დევნაში ხელს გიშლის. ბოლოს ამის დევნაში აღმოაჩენ, როგორ გაგიფლანგავს ცხოვრება, რამდენი ფასეულობა დაგიკარგავს, დრო აღარ გრჩება ცხოვრების საზრისზე ფიქრისთვის. - ლევან გიგინეიშვილი
53. თითოეული პიროვნება უნიკუმია _ თავისი საინტერესო, განუმეორებელი გზა აქვს გავლილი. ამიტომ, ვფიქრობ, ჰუმანიტარულ განათლებაში დევს ეს იდეა _ სხვისი მოსმენის კულტურა. - ლევან გიგინეიშვილი
თითოეული პიროვნება უნიკუმია _ თავისი საინტერესო, განუმეორებელი გზა აქვს გავლილი. ამიტომ, ვფიქრობ, ჰუმანიტარულ განათლებაში დევს ეს იდეა _ სხვისი მოსმენის კულტურა. - ლევან გიგინეიშვილი
52. "ლიბერალურ განათლებაში ტოლერანტობის, შემწყნარებლობის დიდი რესურსია, ეს ნიშნავს, რომ სხვის მიმართ არ იყო კატეგორიული და აგრესიული, ანუ ყოველთვის ატარებ განცდას, რომ იმ სხვას, სხვა კულტურის წარმომადგენელს, უნიკალური დამოკიდებულება აქვს სამყაროს მიმართ" - ლევან გიგინეიშვილი.
შესანიშნავი წერილია.
ლევან გიგინეიშვილი ამბობს ზუსტად იმას, რაც მე ათასჯერ მიფიქრია და რასაკვირველია, ასე ვერასდროს ჩამოვაყალიბებდი.
http://www.24saati.ge/weekend/story/43344-humanitaruli-ganatleba-qmnis-maradiul-faseulobebze-fiqris-sivrtses "ლიბერალურ განათლებაში ტოლერანტობის, შემწყნარებლობის დიდი რესურსია, ეს ნიშნავს, რომ სხვის მიმართ არ იყო კატეგორიული და აგრესიული, ანუ ყოველთვის ატარებ განცდას, რომ იმ სხვას, სხვა კულტურის წარმომადგენელს, უნიკალური დამოკიდებულება აქვს სამყაროს მიმართ" - ლევან გიგინეიშვილი.
შესანიშნავი წერილია.
ლევან გიგინეიშვილი ამბობს ზუსტად იმას, რაც მე ათასჯერ მიფიქრია და რასაკვირველია, ასე ვერასდროს ჩამოვაყალიბებდი.
http://www.24saati.ge/weekend/story/43344-humanitaruli-ganatleba-qmnis-maradiul-faseulobebze-fiqris-sivrtses
51. "ამ მომენტში ცოტა გამიჭირდა მაგრამ გმირულად შევეპუე განსაცდელს. მოკლედ, ღრმა მწუხრებით და ძლიერი გულისტკივილით უნდა გამცნო რომ ის მოსაზრება, თითქოს "სპირალი" თურმე მარტო მე მახსოვს, მცდარია!"
ღმერთი გიშველის, აზგო. დღეს მთელი დღე ცოტა მედეპრესიებოდა და შენმა კომენტარმა გამახალისა. :))) "ამ მომენტში ცოტა გამიჭირდა მაგრამ გმირულად შევეპუე განსაცდელს. მოკლედ, ღრმა მწუხრებით და ძლიერი გულისტკივილით უნდა გამცნო რომ ის მოსაზრება, თითქოს "სპირალი" თურმე მარტო მე მახსოვს, მცდარია!"
ღმერთი გიშველის, აზგო. დღეს მთელი დღე ცოტა მედეპრესიებოდა და შენმა კომენტარმა გამახალისა. :)))
50. იუმორი გასაგებია, ტენდი. გაყიდული ტირაჟის რაოდენობა ძალიანაც ობიექტური მაჩვენებელია, ციფრი -ციფრია, როგორ უნდა შეედავო? . მეორე ობიექტური მაჩვენებელი ასევე ციფრია - ნაწარმოების დაწერიდან გასული წლების რაოდენობა, რომელთა განმავლობაშიც ის ახსოვთ. ორივე თანაბარია, რატომაც არა? ამ მომენტში ცოტა გამიჭირდა მაგრამ გმირულად შევეპუე განსაცდელს. მოკლედ, ღრმა მწუხრებით და ძლიერი გულისტკივილით უნდა გამცნო რომ ის მოსაზრება, თითქოს "სპირალი" თურმე მარტო მე მახსოვს, მცდარია! ჩვენ სერთოდ არ ვიცით ვის რა ახსოვს. მაგალითად, ამასწინათ რუსულოვან საიტზე წავაწყდი ზუსტად მაგ წიგნის აუდიოვარიანტს. რამე კუსტარულს კი არა, პროფესიონალი მკითხველის გახმოვანებულს და როგორც მოსმენილი ნაწყვეტიდან დავადგინე, შესაბამის სტუდიაში ჩაწერილს. (სურვილის შემთხვევაში იოლი მისაგნებია) არც გადმომწერები აკლდა. ბუნებრივიცაა - წიგნის სიუჟეტი "ნამდვილი "ექშენია" რომელიც დღესაც არ მოძველებულა და რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია, ეფუძნება ორიგინალურ სამეცნიერო-ფანტასტიკურ იდეას. შენ თუ არ მოგწონს, ეგ სხვა საქმეა, გაქვს უფლება. თორემ მასე თავის დროზე (1912 წელს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ) გამოქვეყნებულ "ტარზანსაც" არ მიიჩნევდნენ ლიტერატურად, მაგრამ დღესაც აქტუალურია, მის მიხედვით ახლაც წამდაუწუმ იღებენ ფილმებს (1998, 2013 , 2016 ). "ჰარი პოტერი" კარგი წიგნიაო მე იქედან გამომდინარე ვასკვნი რომ ასეულობით მილიონი ახალგაზრდა მკითხველი არ შეიძლება სულელი იყოს, ვცეთ ამ რაოდენობას პატივი. წაკითხვით არც მე წამიკითხავს, მაინცდამაინც არა ვარ ფენტეზის მოყვარული. გარჩევის ლინკები და ციტატები არ გინდა, საინტერესო მხოლოდ შენი აზრია. ნებისმიერი აზრის ან ციტატის საწინააღმდეგო მეორე "ჭკვიანის" აზრი ყოველთვის მოიძებნება. ჭკვიანის რად გინდა, ეგერ სიბრძნის მწვერვალად რომ ითვლება, იმ წიგნის პირველ გვერდზე წერია - ერთ ყურისძირში რომ გთხრიშებენ, შემდეგი უნდა მიუშვიროო და მერე, ამ გვერდს რომ გადაშლი, სულ საწინააღმდეგო "ციტატაა": კბილის მაგიერ კბილი უნდა ჩაუმტვრიო და თვალის მაგიერ თვალი წასთხაროო. ღირს ამის მერე ვინმესთვის დაჯერება?
იუმორი გასაგებია, ტენდი. გაყიდული ტირაჟის რაოდენობა ძალიანაც ობიექტური მაჩვენებელია, ციფრი -ციფრია, როგორ უნდა შეედავო? . მეორე ობიექტური მაჩვენებელი ასევე ციფრია - ნაწარმოების დაწერიდან გასული წლების რაოდენობა, რომელთა განმავლობაშიც ის ახსოვთ. ორივე თანაბარია, რატომაც არა? ამ მომენტში ცოტა გამიჭირდა მაგრამ გმირულად შევეპუე განსაცდელს. მოკლედ, ღრმა მწუხრებით და ძლიერი გულისტკივილით უნდა გამცნო რომ ის მოსაზრება, თითქოს "სპირალი" თურმე მარტო მე მახსოვს, მცდარია! ჩვენ სერთოდ არ ვიცით ვის რა ახსოვს. მაგალითად, ამასწინათ რუსულოვან საიტზე წავაწყდი ზუსტად მაგ წიგნის აუდიოვარიანტს. რამე კუსტარულს კი არა, პროფესიონალი მკითხველის გახმოვანებულს და როგორც მოსმენილი ნაწყვეტიდან დავადგინე, შესაბამის სტუდიაში ჩაწერილს. (სურვილის შემთხვევაში იოლი მისაგნებია) არც გადმომწერები აკლდა. ბუნებრივიცაა - წიგნის სიუჟეტი "ნამდვილი "ექშენია" რომელიც დღესაც არ მოძველებულა და რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია, ეფუძნება ორიგინალურ სამეცნიერო-ფანტასტიკურ იდეას. შენ თუ არ მოგწონს, ეგ სხვა საქმეა, გაქვს უფლება. თორემ მასე თავის დროზე (1912 წელს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ) გამოქვეყნებულ "ტარზანსაც" არ მიიჩნევდნენ ლიტერატურად, მაგრამ დღესაც აქტუალურია, მის მიხედვით ახლაც წამდაუწუმ იღებენ ფილმებს (1998, 2013 , 2016 ). "ჰარი პოტერი" კარგი წიგნიაო მე იქედან გამომდინარე ვასკვნი რომ ასეულობით მილიონი ახალგაზრდა მკითხველი არ შეიძლება სულელი იყოს, ვცეთ ამ რაოდენობას პატივი. წაკითხვით არც მე წამიკითხავს, მაინცდამაინც არა ვარ ფენტეზის მოყვარული. გარჩევის ლინკები და ციტატები არ გინდა, საინტერესო მხოლოდ შენი აზრია. ნებისმიერი აზრის ან ციტატის საწინააღმდეგო მეორე "ჭკვიანის" აზრი ყოველთვის მოიძებნება. ჭკვიანის რად გინდა, ეგერ სიბრძნის მწვერვალად რომ ითვლება, იმ წიგნის პირველ გვერდზე წერია - ერთ ყურისძირში რომ გთხრიშებენ, შემდეგი უნდა მიუშვიროო და მერე, ამ გვერდს რომ გადაშლი, სულ საწინააღმდეგო "ციტატაა": კბილის მაგიერ კბილი უნდა ჩაუმტვრიო და თვალის მაგიერ თვალი წასთხაროო. ღირს ამის მერე ვინმესთვის დაჯერება?
49. ტენდი , გაზაფხულის პირველ დღეს გილოცავ ტენდი , გაზაფხულის პირველ დღეს გილოცავ
48. აზგო, ბოდიშს გიხდი, პასუხის დაგვიანებისთვის. ვერ გავითვალისწინე, რომ ხშირად ცუდად ვარ, თან სტუმარიც შეიძლება მომსვლოდა, ოთახში ჭაღი გადამეწვა მთლიანად და რაც ყველაზე მთავარია, გუშინ "ძილის საერთაშორისო" დღე იყო და ავღნიშნე, რასაკვირველია. :)))
მე გეტყვი და შენ გინდა დაიჯერე გინდ არა.
გაყიდული ტირაჟის რაოდებონა არ განსაზღვრავს ლიტერატურის ხარისხს. ჰერმან მელვილის "მობი დიკი" (თეთრი ვეშაპი) 500-იანი ტირაჟიდან სულ ერთაფერთი გაიყიდა მწერლის სიცოცხლეში, მაგრამ წიგნი შერჩა მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურას.
აი, გურამ ფანჯიკიძე მილიონიანი ტირაჟითაც რომ გაიყიდოს, მაინც არ ვთვლი "სპირალს" ლიტერატურად. სერიოზული ლიტერატურა არის ის, რაც სულს ამაღლებს, რასაც თაობები წაიკითხავენ და არ იარსებეს ნაწარმოების შექმნის დრო - აი, ეს არის შედეგი...ესეც მარტო ჩემი აზრით არა.
მე მგონი, გურამ ფანჯიკიძე მარტო შენღა გახსოვს, როგორც მწერალი. მაგის შედარებით უკეთესი რომანი იყო "მეშვიდე ცა" . მერე არ ეყო ფიზიკურად ლამაზი და "ყოვლისშემძლე" ლევან ხიდაშელი, მოიგონა გულუბრყვილო მათემატიკოსი (გმირის სახელი აღარ მახსოვს), ბოლოს კი ყველა ეგ გმირი გააერთიანა "სპირალში". კი ეს არის ბესცელერი და მერე რა! მკითხველს რამეს აძლევს?! დარჩება როგორც კლასიკური ლიტერატურა?! რასაკვირველია არა. უბრალოდ, გასართობია საშუალო გონებრივი შესაძლებლობების მკითხველისთვის. ისევე, როგორც სერიალები ყველა არხზე...
ბოდიშს ვიხდი, ეს პირადად ჩემი აზრია და შეგიძლია, არ დამეთანხმო.
"ჰარი პოტერის" განხილვაზე ლინკს მოგინახავ. მე არც წამიკითხია და არც ფილმები მინახავს.
პატივისცემით. აზგო, ბოდიშს გიხდი, პასუხის დაგვიანებისთვის. ვერ გავითვალისწინე, რომ ხშირად ცუდად ვარ, თან სტუმარიც შეიძლება მომსვლოდა, ოთახში ჭაღი გადამეწვა მთლიანად და რაც ყველაზე მთავარია, გუშინ "ძილის საერთაშორისო" დღე იყო და ავღნიშნე, რასაკვირველია. :)))
მე გეტყვი და შენ გინდა დაიჯერე გინდ არა.
გაყიდული ტირაჟის რაოდებონა არ განსაზღვრავს ლიტერატურის ხარისხს. ჰერმან მელვილის "მობი დიკი" (თეთრი ვეშაპი) 500-იანი ტირაჟიდან სულ ერთაფერთი გაიყიდა მწერლის სიცოცხლეში, მაგრამ წიგნი შერჩა მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურას.
აი, გურამ ფანჯიკიძე მილიონიანი ტირაჟითაც რომ გაიყიდოს, მაინც არ ვთვლი "სპირალს" ლიტერატურად. სერიოზული ლიტერატურა არის ის, რაც სულს ამაღლებს, რასაც თაობები წაიკითხავენ და არ იარსებეს ნაწარმოების შექმნის დრო - აი, ეს არის შედეგი...ესეც მარტო ჩემი აზრით არა.
მე მგონი, გურამ ფანჯიკიძე მარტო შენღა გახსოვს, როგორც მწერალი. მაგის შედარებით უკეთესი რომანი იყო "მეშვიდე ცა" . მერე არ ეყო ფიზიკურად ლამაზი და "ყოვლისშემძლე" ლევან ხიდაშელი, მოიგონა გულუბრყვილო მათემატიკოსი (გმირის სახელი აღარ მახსოვს), ბოლოს კი ყველა ეგ გმირი გააერთიანა "სპირალში". კი ეს არის ბესცელერი და მერე რა! მკითხველს რამეს აძლევს?! დარჩება როგორც კლასიკური ლიტერატურა?! რასაკვირველია არა. უბრალოდ, გასართობია საშუალო გონებრივი შესაძლებლობების მკითხველისთვის. ისევე, როგორც სერიალები ყველა არხზე...
ბოდიშს ვიხდი, ეს პირადად ჩემი აზრია და შეგიძლია, არ დამეთანხმო.
"ჰარი პოტერის" განხილვაზე ლინკს მოგინახავ. მე არც წამიკითხია და არც ფილმები მინახავს.
პატივისცემით.
47. აზგო, წინა პოსტში, იმედია, იუმორს მიმიხვდი. :)
დიდ პატივს გცემ შენი გულწრფელობის გამო. ასე მგონია, ტყუილი რომ სთქვა, მაშინვე სახეზე დაგეწერება. :)
აზგო, წინა პოსტში, იმედია, იუმორს მიმიხვდი. :)
დიდ პატივს გცემ შენი გულწრფელობის გამო. ასე მგონია, ტყუილი რომ სთქვა, მაშინვე სახეზე დაგეწერება. :)
46. აზგო, წინა პოსტში, იმედია, იუმორს მიმიხვდი. :)
დიდ პატივს გცემ შენი გულწრფელობის გამო. ასე მგონია, ტყუილი რომ სთქვა, მაშინვე სახეზე დაგეწერება. :)
აზგო, წინა პოსტში, იმედია, იუმორს მიმიხვდი. :)
დიდ პატივს გცემ შენი გულწრფელობის გამო. ასე მგონია, ტყუილი რომ სთქვა, მაშინვე სახეზე დაგეწერება. :)
45. შენ მეისპე, აზგო, ასი წლის მერე. :) ყველის ხვრიტინიებზე ხვალ დილას გიამბობ. ახლა გამეღვიძა და ვერ ვაზროვნებ. :))
ჰემინგუეიზე და მის "კომპანიაზე", როგორც ამ წერილის ბოლოში ვთქვი, მოგართმევთ წერილში "მცირე პროზის დიდოსტატები".
გურამ ფანჯიკიძეზედაც ხვალ დილით. :))))
ისე, სასიყვარულო რომანებს, ზოგადად კი ბულვარულ რომანებს, ვერც მე ვიტან. :)
შენ მეისპე, აზგო, ასი წლის მერე. :) ყველის ხვრიტინიებზე ხვალ დილას გიამბობ. ახლა გამეღვიძა და ვერ ვაზროვნებ. :))
ჰემინგუეიზე და მის "კომპანიაზე", როგორც ამ წერილის ბოლოში ვთქვი, მოგართმევთ წერილში "მცირე პროზის დიდოსტატები".
გურამ ფანჯიკიძეზედაც ხვალ დილით. :))))
ისე, სასიყვარულო რომანებს, ზოგადად კი ბულვარულ რომანებს, ვერც მე ვიტან. :)
44. არა და არ გაირკვა, საიდან ჩნდება ყველში ხვრიტინები, ხომ? ტენდი, ერთი სადაა ჰემინგუეის ტექსტებში "რებუსებით" წერა? მაგისთანა რამეს რომ აბრალებ კაცს, მაგალითიც, ანუ მტკიცებულებაც უნდა წარმოადგინო შესაბამისი. მე პირადად არ შემხვედრია. ძალიან გასაგებად წერდა ის ადამიანი. რას ჰქვია განათლებული კაცია მაგრამ მაგრამ დღევანდელ ქართულ ლიტ-რაზე წარმოდგენ არა აქვს? მაგარი განათლებული ყოფილა! საიდან იცის რომ ცუდია, თუკი არ წაუკითხავს? "ნორვეგიული ტყე" არ მოსწონს ვიღაცას? მერე მისი დედაც არ ვატირე თუ არ მოსწონს? მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგალითად სასიყვარულო რომანებს დასანახად ვერ ვიტან, მერე რა? მაგ ჟანრში მილიარდობით დოლარი ტრიალებს, ესე იგი უჩემოდაც ბევრი კითხულობს და მოსაწონიც ყოფილა! არ თქვას ახლა აქ ვინმემ, მარტო მე ვარ ჭეშმარიტების ჩირადღდანი და მარტო მე ვიცი რომელია "ნამდვილი" ლიტერატურა და რომელი არაო! თუ დღევანდელი ქართული ლიტერატურა არ იყიდება ამას ძალიან მატივი ახსნა აქვს: არ იციან წერა და იმიტომ. მთელი ეს დოჩანაშვილი, ტურაშვილი, კეკელიძე, მორჩილაძე, დოლენჯაშვილი და პლიუს მწერალთა კავშირის 500 წევრის ნაჯღაბნი არის წყალწაღებული გრაფომანია. ჰოდა არის ამ მარაზმების მკითხველისთვის შეტენვის მცდე;ლობა და არ იტენის მკითხველი, ვინაა მაგის ჩიტი? აბა, გ, ფანჯიკის "სპირალი" შეზღუდვით იყოდებოდა და მაინც ხელადვე 60.000 ათასი ეკზემპლარი გაიყიდა. იგულისხმება მართლა ხელადვე, ეგრევე, როგორც "ჰარი პოტერი" ან "დავინჩის კოდი" გაიყიდა გამოსვლისთანავე. ამავე დროს, მასზე ეკონომიურად უკეთეს დროში გამოსული "სამოსელი პირველი" ვერა და ვერ შეაკვეხეს ვინმეს. იმიტომ რომ ბოდიალია. იმედია გასაგებია ჩემი აზრი. თუ არადა, დავაჯამებ: ნიჭი არის შედეგი. არაა შედეგი - არაა ნიჭი, მათ შორის სამწერლოც. ყოველ შემთხვევაში, ასე მუშაობს მსოფლიო(ჩუჩმეკისტანების გამოკლებით).
არა და არ გაირკვა, საიდან ჩნდება ყველში ხვრიტინები, ხომ? ტენდი, ერთი სადაა ჰემინგუეის ტექსტებში "რებუსებით" წერა? მაგისთანა რამეს რომ აბრალებ კაცს, მაგალითიც, ანუ მტკიცებულებაც უნდა წარმოადგინო შესაბამისი. მე პირადად არ შემხვედრია. ძალიან გასაგებად წერდა ის ადამიანი. რას ჰქვია განათლებული კაცია მაგრამ მაგრამ დღევანდელ ქართულ ლიტ-რაზე წარმოდგენ არა აქვს? მაგარი განათლებული ყოფილა! საიდან იცის რომ ცუდია, თუკი არ წაუკითხავს? "ნორვეგიული ტყე" არ მოსწონს ვიღაცას? მერე მისი დედაც არ ვატირე თუ არ მოსწონს? მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგალითად სასიყვარულო რომანებს დასანახად ვერ ვიტან, მერე რა? მაგ ჟანრში მილიარდობით დოლარი ტრიალებს, ესე იგი უჩემოდაც ბევრი კითხულობს და მოსაწონიც ყოფილა! არ თქვას ახლა აქ ვინმემ, მარტო მე ვარ ჭეშმარიტების ჩირადღდანი და მარტო მე ვიცი რომელია "ნამდვილი" ლიტერატურა და რომელი არაო! თუ დღევანდელი ქართული ლიტერატურა არ იყიდება ამას ძალიან მატივი ახსნა აქვს: არ იციან წერა და იმიტომ. მთელი ეს დოჩანაშვილი, ტურაშვილი, კეკელიძე, მორჩილაძე, დოლენჯაშვილი და პლიუს მწერალთა კავშირის 500 წევრის ნაჯღაბნი არის წყალწაღებული გრაფომანია. ჰოდა არის ამ მარაზმების მკითხველისთვის შეტენვის მცდე;ლობა და არ იტენის მკითხველი, ვინაა მაგის ჩიტი? აბა, გ, ფანჯიკის "სპირალი" შეზღუდვით იყოდებოდა და მაინც ხელადვე 60.000 ათასი ეკზემპლარი გაიყიდა. იგულისხმება მართლა ხელადვე, ეგრევე, როგორც "ჰარი პოტერი" ან "დავინჩის კოდი" გაიყიდა გამოსვლისთანავე. ამავე დროს, მასზე ეკონომიურად უკეთეს დროში გამოსული "სამოსელი პირველი" ვერა და ვერ შეაკვეხეს ვინმეს. იმიტომ რომ ბოდიალია. იმედია გასაგებია ჩემი აზრი. თუ არადა, დავაჯამებ: ნიჭი არის შედეგი. არაა შედეგი - არაა ნიჭი, მათ შორის სამწერლოც. ყოველ შემთხვევაში, ასე მუშაობს მსოფლიო(ჩუჩმეკისტანების გამოკლებით).
43. ის ჩემი მეგობარი არ არის (ჯერ), მაგრამ ცნობილი ფილოლოგია და რაფინირებული ინტელიგენტი. არც მეგონა, მაგის თაობაში თუ იყვნენ კიდევ მაგნაირები. ის ჩემი მეგობარი არ არის (ჯერ), მაგრამ ცნობილი ფილოლოგია და რაფინირებული ინტელიგენტი. არც მეგონა, მაგის თაობაში თუ იყვნენ კიდევ მაგნაირები.
42. ძალიან მოკლე და ზერელე განხილვაა. სამწუხაროა, იმ იმედით ჩავუჯექი, რომ კარგ "კრიტიკა-პუბლიცისტიკას" წავიკითხავდი. ძალიან მოკლე და ზერელე განხილვაა. სამწუხაროა, იმ იმედით ჩავუჯექი, რომ კარგ "კრიტიკა-პუბლიცისტიკას" წავიკითხავდი.
41. რა სამწუხაროა, რომ წაკითხული არ გაქვთ. თვითონაც ვერ ვიტან ეპატაჟებს და დროდადრო ვფიქრობდი, აი, ახლა ეს ამდენად უხეშად რომ არ ეთქვა-მეთქი. და მიუხედავად ამისა, მაინც საკმაო დოზით დაჰყვება ის სიმშვიდე, რაც მარტო მურაკამს აქვს. კითხულობ და გსიამოვნებს, გამშვიდებს. მოკლედ, თქვენს მეგობარს არ დავეთანხმე ,,ღვთიურ ნაპერწკლებში"
ეს იყო და ეს = )
რა სამწუხაროა, რომ წაკითხული არ გაქვთ. თვითონაც ვერ ვიტან ეპატაჟებს და დროდადრო ვფიქრობდი, აი, ახლა ეს ამდენად უხეშად რომ არ ეთქვა-მეთქი. და მიუხედავად ამისა, მაინც საკმაო დოზით დაჰყვება ის სიმშვიდე, რაც მარტო მურაკამს აქვს. კითხულობ და გსიამოვნებს, გამშვიდებს. მოკლედ, თქვენს მეგობარს არ დავეთანხმე ,,ღვთიურ ნაპერწკლებში"
ეს იყო და ეს = )
40. ჰო, მურაკამიზე ვერ მივხვდი თქვენს აზრს. არის თუ არა ,,ნორვეგიული ტყე" კარგი ლიტერატურა თქვენთვის, ტენდი? mrs.smith. 2016-02-18 23:34:04
მე ეგ არ წამიკითხავს, მისის სმიტ და არც ვაპირებ. ზოგადად, არ მიყვარს პორნოლიტერატურა. რაც წავიკითხე მურაკამის, ეს არის - "სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით". ესეც ახლობლის თხოვნით და ძალიან მომეწონა. თუმცა, მე ვთვლი, რომ მურაკამს შეეძლო იმ პორნოსცენებისთვის გვერდის ავლა. ისედაც უშესანიშნავესი რომანი იქნებოდა. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ მურაკამი იაპონელია და აქედან გამომდინარე, ბიზნესში უჭკვიანესი, მისახვედრია, რომ ყველანაირი მკითხველისთვის დაწერილი რომანია ეგ. ანუ, ვინც პორნოს კითხულობს იმათთვისაც, ვისაც იაპონური კულტურა აინტერესებს (ფერებთან დამოკიდებულება, გვარების მნიშვნელობა) ასევე ფსიქოლოგია, იმათთვისაც. ანუ ყველანირი გემოვნების მკითხველისთვის. ეს წიგნის რეალიზაციას ადვილს ხდის. И это большой книжный бизнес.
თუ არ წაგიკითხავს, წაიკითხე ჩემი წერილი მურაკამზე.
http://urakparaki.com/?m=4&ID=74095
მართალია, წერილი დაიწუნა ერთმა, გუგლეს "იზმებით" რომ არ არის და ქართული ლიტერატურული ენით წერია, მაგრამ მაინც გასაგებია, მე მგონი. :))))
ჰო, მურაკამიზე ვერ მივხვდი თქვენს აზრს. არის თუ არა ,,ნორვეგიული ტყე" კარგი ლიტერატურა თქვენთვის, ტენდი? mrs.smith. 2016-02-18 23:34:04
მე ეგ არ წამიკითხავს, მისის სმიტ და არც ვაპირებ. ზოგადად, არ მიყვარს პორნოლიტერატურა. რაც წავიკითხე მურაკამის, ეს არის - "სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით". ესეც ახლობლის თხოვნით და ძალიან მომეწონა. თუმცა, მე ვთვლი, რომ მურაკამს შეეძლო იმ პორნოსცენებისთვის გვერდის ავლა. ისედაც უშესანიშნავესი რომანი იქნებოდა. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ მურაკამი იაპონელია და აქედან გამომდინარე, ბიზნესში უჭკვიანესი, მისახვედრია, რომ ყველანაირი მკითხველისთვის დაწერილი რომანია ეგ. ანუ, ვინც პორნოს კითხულობს იმათთვისაც, ვისაც იაპონური კულტურა აინტერესებს (ფერებთან დამოკიდებულება, გვარების მნიშვნელობა) ასევე ფსიქოლოგია, იმათთვისაც. ანუ ყველანირი გემოვნების მკითხველისთვის. ეს წიგნის რეალიზაციას ადვილს ხდის. И это большой книжный бизнес.
თუ არ წაგიკითხავს, წაიკითხე ჩემი წერილი მურაკამზე.
http://urakparaki.com/?m=4&ID=74095
მართალია, წერილი დაიწუნა ერთმა, გუგლეს "იზმებით" რომ არ არის და ქართული ლიტერატურული ენით წერია, მაგრამ მაინც გასაგებია, მე მგონი. :))))
39. ლიტერატურა ბევრად უფრო მეტია...ბევრად შორს იყურება წარსულიდან საუკუნეებს ხედავს...თუნდაც ათასწლეულებს...მისი თვალსაწიერი ბევრად უფრო ფართოა ვიდრე უბრალო ცხოვრება...ეს არის ზუსტად მისი ყველაზე დიდი ღირსება..."ბედისწერაც",კი ადამიანის დაწერილ ბედზე მიგვანიშნებს... ლიტერატურა ბევრად უფრო მეტია...ბევრად შორს იყურება წარსულიდან საუკუნეებს ხედავს...თუნდაც ათასწლეულებს...მისი თვალსაწიერი ბევრად უფრო ფართოა ვიდრე უბრალო ცხოვრება...ეს არის ზუსტად მისი ყველაზე დიდი ღირსება..."ბედისწერაც",კი ადამიანის დაწერილ ბედზე მიგვანიშნებს...
38. და მე კიდევ მგონია, სულ რომ საუკეთესო კრიტიკოსებმა გააკრტიკონ დღევანდელი, მოდადქცეული პროზა, ბევრი არაფერი შეიცვლება: ავტორი არ დაიჯერებს, ,,ბრმადმიმდევრები" ისევ მოდას აჰყვებიან.
საერთოდაც, ბუდიზმსა და ძველ აღქმასაც უამრავი საერთო აქვთ, თუ საქმე საქმეზე მიდგა
ჰო კიდევ, გარდა იმისა, რომ (კაკ გავარიტსა) კარგმა ლიტერატურამ უკეთესი ადამიანი უნდა გაგხადოს, რაღაც დაგანახოს, გასწავლოს და ა.შ. არსებობს ერთ-ერთი უმთავრესი-უბრალოდ, მოგანიჭოს სიამოვნება კითხვის პროცესში
ჰო, მურაკამიზე ვერ მივხვდი თქვენს აზრს. არის თუ არა ,,ნორვეგიული ტყე" კარგი ლიტერატურა თქვენთვის, ტენდი? და მე კიდევ მგონია, სულ რომ საუკეთესო კრიტიკოსებმა გააკრტიკონ დღევანდელი, მოდადქცეული პროზა, ბევრი არაფერი შეიცვლება: ავტორი არ დაიჯერებს, ,,ბრმადმიმდევრები" ისევ მოდას აჰყვებიან.
საერთოდაც, ბუდიზმსა და ძველ აღქმასაც უამრავი საერთო აქვთ, თუ საქმე საქმეზე მიდგა
ჰო კიდევ, გარდა იმისა, რომ (კაკ გავარიტსა) კარგმა ლიტერატურამ უკეთესი ადამიანი უნდა გაგხადოს, რაღაც დაგანახოს, გასწავლოს და ა.შ. არსებობს ერთ-ერთი უმთავრესი-უბრალოდ, მოგანიჭოს სიამოვნება კითხვის პროცესში
ჰო, მურაკამიზე ვერ მივხვდი თქვენს აზრს. არის თუ არა ,,ნორვეგიული ტყე" კარგი ლიტერატურა თქვენთვის, ტენდი?
37. ისე, თემური, ყველა წინადადების ბოლოს წერტილი ნამდვილად საჭიროა. მანდ ჯოისიც ვერ გიშველის :))))) ისე, თემური, ყველა წინადადების ბოლოს წერტილი ნამდვილად საჭიროა. მანდ ჯოისიც ვერ გიშველის :)))))
36. ისე, თემური, ყველა წინადადების ბოლოს წერტილი ნამდვილად საჭიროა. მანდ ჯოისიც ვერ გიშველის :))))) ისე, თემური, ყველა წინადადების ბოლოს წერტილი ნამდვილად საჭიროა. მანდ ჯოისიც ვერ გიშველის :)))))
35. ნეფერტარ, თავის მტვრევას თავი რომ გავანებო, ტავტოლოგია გამომივა ერთგვარი:) ნიჭიერი და ის მეორე შევიფერე
კი, საიტერესო ფაქტები შევიტყვე:)
ბარემ აქვე იმან რომ ცხოვრება ლიტერატურას არ გავს გამახსენა... ფილმივით, რომ იყოს, ფონად მუსიკა. ყველა ადამიანს თავისი.
რა შუაშია თუმცა:)
ნეფერტარ, თავის მტვრევას თავი რომ გავანებო, ტავტოლოგია გამომივა ერთგვარი:) ნიჭიერი და ის მეორე შევიფერე
კი, საიტერესო ფაქტები შევიტყვე:)
ბარემ აქვე იმან რომ ცხოვრება ლიტერატურას არ გავს გამახსენა... ფილმივით, რომ იყოს, ფონად მუსიკა. ყველა ადამიანს თავისი.
რა შუაშია თუმცა:)
34. "ვინაიდან, მაინცდამაინც ნაკითხიო ჩემზე არ ითქმის, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ წერილიდან შევიტყვე ისეთი რამეები, რაც უხ როგორ გამომადგებოდა. მაგალითად, ის რომ ჯოისმა სასვენ ნიშნებზე თქვა უარი. მე რომ ვწვალობ აქ და სად რა დავსვა არ ვიცი, ვიტყოდი მაგ დალოცვილვით და ჰაიდა:)"
აჰა! ხომ გაიგე საინტერესო რაღაც? :) მერე ამბობენ, ვერაფრს ისწავლიო ლიტერატურიდან :)
პ.ს
სამოცის.. ია ატკაზივაიუს ვ ეტა ვერიწ:) თემურ ელიავა. 2016-02-18 21:44:46
Между прочем самой не верится. :)))))
"ვინაიდან, მაინცდამაინც ნაკითხიო ჩემზე არ ითქმის, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ წერილიდან შევიტყვე ისეთი რამეები, რაც უხ როგორ გამომადგებოდა. მაგალითად, ის რომ ჯოისმა სასვენ ნიშნებზე თქვა უარი. მე რომ ვწვალობ აქ და სად რა დავსვა არ ვიცი, ვიტყოდი მაგ დალოცვილვით და ჰაიდა:)"
აჰა! ხომ გაიგე საინტერესო რაღაც? :) მერე ამბობენ, ვერაფრს ისწავლიო ლიტერატურიდან :)
პ.ს
სამოცის.. ია ატკაზივაიუს ვ ეტა ვერიწ:) თემურ ელიავა. 2016-02-18 21:44:46
Между прочем самой не верится. :)))))
33. თემურ ელიავა, თავის მტვრევას თავი დაანებე და წერე, წერაა შენი საქმე. ლიტერატურის ისტორია იმისთვის არსებობს, რომ შენ და შენნაირი ნიჭირები და განსხვავებულები მოხვდნენ შიგნით. ჯოისი ? ერთი მაგისიც... სამოცის.. ია ტოწე ატკაზივაიუს ვ ეტა ვერიც :)...
თემურ ელიავა, თავის მტვრევას თავი დაანებე და წერე, წერაა შენი საქმე. ლიტერატურის ისტორია იმისთვის არსებობს, რომ შენ და შენნაირი ნიჭირები და განსხვავებულები მოხვდნენ შიგნით. ჯოისი ? ერთი მაგისიც... სამოცის.. ია ტოწე ატკაზივაიუს ვ ეტა ვერიც :)...
32. ბევრი არაფერი ვიცი ლიტერატურის ისტორიაზე, თუმცა რთულად წარმომიდგენია (შორეულ ან ახლო წარსულში) კრიტიკოსი არ უჩიოდეს კრიზისს. ისე ეს საქმე მოსაწყენი იქნებოდა:) ახლა, ვეთანხმები თუ არა... მე რა ვიცი. მე ისიც კი არ ვიცოდი, კატასტროფული მდგომარეობა თუ იყო ამ კუთხით. ახლა უნდა ვიჯდე და თავი ვიმტვრიო.
ვინაიდან, მაინცდამაინც ნაკითხიო ჩემზე არ ითქმის, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ წერილიდან შევიტყვე ისეთი რამეები, რაც უხ როგორ გამომადგებოდა. მაგალითად, ის რომ ჯოისმა სასვენ ნიშნებზე თქვა უარი. მე რომ ვწვალობ აქ და სად რა დავსვა არ ვიცი, ვიტყოდი მაგ დალოცვილვით და ჰაიდა:)
ისე, რატომ მაინცდამინც ძველი აღთქმა ან ბუდიზმის ფილოსოფიის საფუძვლები? ასე, მე სულაც ვედების ბრალი მგონია ეს ალიაქოთი:)
პ.ს
სამოცის.. ია ატკაზივაიუს ვ ეტა ვერიწ:) ბევრი არაფერი ვიცი ლიტერატურის ისტორიაზე, თუმცა რთულად წარმომიდგენია (შორეულ ან ახლო წარსულში) კრიტიკოსი არ უჩიოდეს კრიზისს. ისე ეს საქმე მოსაწყენი იქნებოდა:) ახლა, ვეთანხმები თუ არა... მე რა ვიცი. მე ისიც კი არ ვიცოდი, კატასტროფული მდგომარეობა თუ იყო ამ კუთხით. ახლა უნდა ვიჯდე და თავი ვიმტვრიო.
ვინაიდან, მაინცდამაინც ნაკითხიო ჩემზე არ ითქმის, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ წერილიდან შევიტყვე ისეთი რამეები, რაც უხ როგორ გამომადგებოდა. მაგალითად, ის რომ ჯოისმა სასვენ ნიშნებზე თქვა უარი. მე რომ ვწვალობ აქ და სად რა დავსვა არ ვიცი, ვიტყოდი მაგ დალოცვილვით და ჰაიდა:)
ისე, რატომ მაინცდამინც ძველი აღთქმა ან ბუდიზმის ფილოსოფიის საფუძვლები? ასე, მე სულაც ვედების ბრალი მგონია ეს ალიაქოთი:)
პ.ს
სამოცის.. ია ატკაზივაიუს ვ ეტა ვერიწ:)
30.
არა, ხუედიოს, არ გაქვთ სხვანაირი ხედვა. თქვენი მოთხრობა "ნიჭიერი" სწორედაც იმ თემაზეა, რაც ტენდიმ დაწერა. ანუ "გარემოების საყვირი" ხართ როგორც ავტორი მაგ მოთხრობით. თქვენს კომენტარშიც წინააღმდეგობაში ხართ. ლიჩელის მოსაზრება ანგარიშგასაწევია, ეგ ის ავტორია, რომელსაც ყოველი სიტყვა აქვს გამოზომილი კომენტარშიც კი. ანტიკური სიუჟეტების თემატიკაც მოცულია იმ 36+5 ჩამონათვალში. 9-ე კომენტარში ბმულები დავდე და ნახე თუ გსურს. ქრისტინულ კაცობრიობას თუ ბიბლიური თემები გამოაქვს წინ, ისლამს ყურანის თემები გამოაქვს. ანუ, 5-ს გაბათილებით მე-6 რომ დაამტკიცა ისე მოგივიდათ თქვენი კომენტარით. სწორედ თქვენმა "ნიჭიერმა" მაიძულა "ბულიონის საძმო" წამეკითხა, ცხადია პირველი ათასი თავით ჯობდა მეორეს. პირველს-სათქმელი ჰქონდა, ძალიან მაგარი სათქმელი და თქვა კიდეც თანაც ბრწყინვალედ, - მეორეს არაფერი არ უთქვამს, სათქმელიც არ ჰქონდა. ანუ მეორე, იყო კატეგორიიდან "უბრალოდ საინტერესო ამბავი მომიყევი".
თქვენ რომელი მოგწონთ, "ნიჭიერი" თუ "ბულიონის საძმო"? მე როგორც ვთქვი, "ნიჭიერი" მოწონს. თანაც ისე ძალიან რომ ჩემს არქივში გადავიწერე თქვენი ნებართვის გარეშე, რაკი ფეისბუქზე დადევით, ნებართვის თხოვნას აზრიც აღარ ჰქონდა.

29. იყოს, ნექტარ. დიდი მადლობა სარკმელი2 და ნექტარს. :) იყოს, ნექტარ. დიდი მადლობა სარკმელი2 და ნექტარს. :)
28. უკაცრავად, შრიფტის შეცვლა დამავიწყდა და აღარც გადავიკითხე, ბოლოს ვაპირებდი წაშლას,
მასზე მივწერე ადმინისტრაციას უკვე.
პატივისცემთ ნ ე ქ ტ ა რ ი. უკაცრავად, შრიფტის შეცვლა დამავიწყდა და აღარც გადავიკითხე, ბოლოს ვაპირებდი წაშლას,
მასზე მივწერე ადმინისტრაციას უკვე.
პატივისცემთ ნ ე ქ ტ ა რ ი.
27. ME VIთYODI, ღOM ADAMIANMA, ღOჩA Iშ ჭEღშ MOჩALEOBIშ ჯAMშ, ANDA Eშ MIშI PღOFEშIAA, INDA GAტVALOშ MIშI AUDIთOღIA QVEჩNOBIEღAD MAINჩ, ღOM AM NAჭEღშ, MXOLOD AQ KI Aღ ჭAIKIტXAVEN DA EთYVIAN KAღGAD AN ჩUDAD
მე ვიტყოდი, რომ ადამიანი, რომელიც წერს მოცალეობის ჟამს ანდა ეს მისი ფროფესიული საქმიანობაა უნდა აცნობიერებდეს, რომ არ არის ტავარი აქ უთხრან კარგად ან ცუდად რაიმე, არა მან უნდა გაითავისოს, რომ ის ნაწერი მისი ღირსების შემფასებელია და არც თუ უბრალოდ შემფასებელი, იგი მთლიანად ამზეურებს მის სულიერ სამყაროს, ზნეობის ნორმებს, ტრადიციებს, ინტელექტს, კულტურას, მისწრაფებებს, მიზანსწრაფვას, ხელოვნებას, ფიზიკურ, ფსიკიკურ და სულიერ მდგომარეობას, თვით გენეტიკასაც კი.
ამიტომ მიმაჩნია, რომ აქ გადმოცემული- ემოციური პირადი განცდები, არის დღიურში შესანახად, რათა ხანდროს შეახსენო შენს თავს, თუ შენს ამა თუ იმ ნაბიჯს, როგორი შედეგი მოყვა შენთვის, ჯობდა ის თუ ამ გადმოსახედიდან უკეთესი გამოჩნდა.
უდავოა, რომ სიყვარულზე ბრუნავს სამყაროს ღერძი, სიყვარულით ირჩევ მეორე ნახევარს, სიყვარულით იჩენ მეგობრებს, სიყვარულის ნაყოფია შვილები, სიყვარულს სწავლობ თვალის ახელისთანავე დედის მიმართ, გიყვარს მისი ხმა და აპყრობ მისკენ მზერას უკვე მერე მამისკენ და ა. შ. სიყვარულით იქმნება ხელოვნების შედევრები ყველა სფეროში.
და მართლაც რაც არ უნდა უბრალო იყოს ნაწერი და რაც არ უნდა არ იყოს ის დღეს მავანთაგან შეფასებული, სან უხეიროდ გაქილიკებული, ეს არ წარმოადგენს მიზეზს შეწყვიტო ასეთის წერა, თუკი ნაწერში არის სიყვარულის, სიხარულის, სიკეთის, სამშობლოს სიყვარულის, მშობლის და უფროსის პატივისცემის, მიუსაფარის სიბრალულის, ბუნების ზეაღმატებულების, ტრადიციების გამორჩეულობის ნაპერწკალიც კი.
მით უმეტეს, რომ ჩვენ ქარტველებს ძვირფასი ტრადიციები გვაქვ, რომლებიც ზედმიწევნით სახვთისმეტყველო ლიტერატურიდან ანკარა წყაროსავით გამოედინებიან. ეს ბუნებრივიცაა აქ მარხია უფლის კვართი, აქ შემოვიდა წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში, აქ დაიბადა მრავალი მორწმუნე ადამიანი, რომელნიც ხატად არის შერაცხული წმინდანთა შორის და ეს მუდმივობის ასპექტსია ჩვენთან სამუდამჯამოდ.
მე როცა ნაწარმოებს ვკითხულობ რაც უნდა ბევრის დაწუნებულიც არ უნდა იყოს მაინც ვპოულობ იქ რასაც ვეძებ და თუ ვერ ვპოულობ უხმოდ გამოვდივარ იქიდან.
თუ სულიერ სამყაროს მიწვდა ნაწერი და განწყობაზე ვარ, მაშინ ხომ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და გამოვხატავ ამას კიდევაც.
ანუ, მე ვფიქრობ შენში უნდა იყოს ამგვარი მოთხოვნილებები, რომ წყალსა და პურს გთხოვდნენ და დააპურო კიდეც ისინი.
გამიგრძელდა საუბარი, ბოდიშს მოვიხდი ამისატვის.
ეს ვთქვი ორიოდეჯერ მაინც წინაზედ.
უდიდესი მადლობა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. ME VIთYODI, ღOM ADAMIANMA, ღOჩA Iშ ჭEღშ MOჩALEOBIშ ჯAMშ, ANDA Eშ MIშI PღOFEშIAA, INDA GAტVALOშ MIშI AUDIთOღIA QVEჩNOBIEღAD MAINჩ, ღOM AM NAჭEღშ, MXOLOD AQ KI Aღ ჭAIKIტXAVEN DA EთYVIAN KAღGAD AN ჩUDAD
მე ვიტყოდი, რომ ადამიანი, რომელიც წერს მოცალეობის ჟამს ანდა ეს მისი ფროფესიული საქმიანობაა უნდა აცნობიერებდეს, რომ არ არის ტავარი აქ უთხრან კარგად ან ცუდად რაიმე, არა მან უნდა გაითავისოს, რომ ის ნაწერი მისი ღირსების შემფასებელია და არც თუ უბრალოდ შემფასებელი, იგი მთლიანად ამზეურებს მის სულიერ სამყაროს, ზნეობის ნორმებს, ტრადიციებს, ინტელექტს, კულტურას, მისწრაფებებს, მიზანსწრაფვას, ხელოვნებას, ფიზიკურ, ფსიკიკურ და სულიერ მდგომარეობას, თვით გენეტიკასაც კი.
ამიტომ მიმაჩნია, რომ აქ გადმოცემული- ემოციური პირადი განცდები, არის დღიურში შესანახად, რათა ხანდროს შეახსენო შენს თავს, თუ შენს ამა თუ იმ ნაბიჯს, როგორი შედეგი მოყვა შენთვის, ჯობდა ის თუ ამ გადმოსახედიდან უკეთესი გამოჩნდა.
უდავოა, რომ სიყვარულზე ბრუნავს სამყაროს ღერძი, სიყვარულით ირჩევ მეორე ნახევარს, სიყვარულით იჩენ მეგობრებს, სიყვარულის ნაყოფია შვილები, სიყვარულს სწავლობ თვალის ახელისთანავე დედის მიმართ, გიყვარს მისი ხმა და აპყრობ მისკენ მზერას უკვე მერე მამისკენ და ა. შ. სიყვარულით იქმნება ხელოვნების შედევრები ყველა სფეროში.
და მართლაც რაც არ უნდა უბრალო იყოს ნაწერი და რაც არ უნდა არ იყოს ის დღეს მავანთაგან შეფასებული, სან უხეიროდ გაქილიკებული, ეს არ წარმოადგენს მიზეზს შეწყვიტო ასეთის წერა, თუკი ნაწერში არის სიყვარულის, სიხარულის, სიკეთის, სამშობლოს სიყვარულის, მშობლის და უფროსის პატივისცემის, მიუსაფარის სიბრალულის, ბუნების ზეაღმატებულების, ტრადიციების გამორჩეულობის ნაპერწკალიც კი.
მით უმეტეს, რომ ჩვენ ქარტველებს ძვირფასი ტრადიციები გვაქვ, რომლებიც ზედმიწევნით სახვთისმეტყველო ლიტერატურიდან ანკარა წყაროსავით გამოედინებიან. ეს ბუნებრივიცაა აქ მარხია უფლის კვართი, აქ შემოვიდა წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში, აქ დაიბადა მრავალი მორწმუნე ადამიანი, რომელნიც ხატად არის შერაცხული წმინდანთა შორის და ეს მუდმივობის ასპექტსია ჩვენთან სამუდამჯამოდ.
მე როცა ნაწარმოებს ვკითხულობ რაც უნდა ბევრის დაწუნებულიც არ უნდა იყოს მაინც ვპოულობ იქ რასაც ვეძებ და თუ ვერ ვპოულობ უხმოდ გამოვდივარ იქიდან.
თუ სულიერ სამყაროს მიწვდა ნაწერი და განწყობაზე ვარ, მაშინ ხომ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და გამოვხატავ ამას კიდევაც.
ანუ, მე ვფიქრობ შენში უნდა იყოს ამგვარი მოთხოვნილებები, რომ წყალსა და პურს გთხოვდნენ და დააპურო კიდეც ისინი.
გამიგრძელდა საუბარი, ბოდიშს მოვიხდი ამისატვის.
ეს ვთქვი ორიოდეჯერ მაინც წინაზედ.
უდიდესი მადლობა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
26. ძალიან საინტერესო წერილია. მწერლობა ზოგისთვის აკვიატებად იქცა, რატომღაც იოლი საქმე გონიათ პოპულარობის მოსაპოვებლად. ელექტრონული მედია, მასმედია გაჯერებულია ასეთი ავტორების პროპაგანდით. ყველა დროს ყავდა ისეთი მწერლები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელ ადამიანთა ვიწრო წრის ფავორიტები იყვნენ. შეიძლება მკრეხელურად ჩამითვალოთ,მაგრამ ქართველები არ ვართ მკითხველი ერი, უფრო მოდას აყოლილი ერი ვართ. როგორ შეიძლება ჯერ ერთი რეკლამირებული მწერალი იყოს კარგი, ხოლო გარკვეული დროის გავლის შემდეგ ამ მწერლის არსებობა დაივიწყონ და სხვა ავტორი იქცეს ცოცხალ ლეგენდად.( არ გაგახსენდათ , პაოლო კოელიოს ქართველ მკითხველში უცებ აღზევების და დაცემის ამბავი?). ამით მხოლოდ ერთი აზრის განვითარება მინდა, მკითხველსაც აღზრდა ჭირდება, ეს კი მაღალპროფესიულ, კეთილსინდისიერ კრიტიკას შეუძლია. დრო ყველაფერს მის სახელს დაარქმევს. მაგრამ ის არის დასანანი, დროის დინება შეიძლება ზვირთად აგორდეს, ზოგიერთი ნამდვილი შემოქმედი უიმედობისა და დეპრესიის მორებში ჩაითრიოს. ძალიან საინტერესო წერილია. მწერლობა ზოგისთვის აკვიატებად იქცა, რატომღაც იოლი საქმე გონიათ პოპულარობის მოსაპოვებლად. ელექტრონული მედია, მასმედია გაჯერებულია ასეთი ავტორების პროპაგანდით. ყველა დროს ყავდა ისეთი მწერლები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელ ადამიანთა ვიწრო წრის ფავორიტები იყვნენ. შეიძლება მკრეხელურად ჩამითვალოთ,მაგრამ ქართველები არ ვართ მკითხველი ერი, უფრო მოდას აყოლილი ერი ვართ. როგორ შეიძლება ჯერ ერთი რეკლამირებული მწერალი იყოს კარგი, ხოლო გარკვეული დროის გავლის შემდეგ ამ მწერლის არსებობა დაივიწყონ და სხვა ავტორი იქცეს ცოცხალ ლეგენდად.( არ გაგახსენდათ , პაოლო კოელიოს ქართველ მკითხველში უცებ აღზევების და დაცემის ამბავი?). ამით მხოლოდ ერთი აზრის განვითარება მინდა, მკითხველსაც აღზრდა ჭირდება, ეს კი მაღალპროფესიულ, კეთილსინდისიერ კრიტიკას შეუძლია. დრო ყველაფერს მის სახელს დაარქმევს. მაგრამ ის არის დასანანი, დროის დინება შეიძლება ზვირთად აგორდეს, ზოგიერთი ნამდვილი შემოქმედი უიმედობისა და დეპრესიის მორებში ჩაითრიოს.
25. ნეფერტარ და მიშა,
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ორივე მიყვარხართ. გადაჭარბების გარეშე და ეჭვიც კი არ შეგეპაროთ სიმართლეში. სხვათა შორის, იმაშიც დარწმუნებული ვარ, თქვენც რომ გიყვარვართ. "პროსტო" არ შეიძლება ჩემი არსიყვარული :))))))
ძალიან კარგი იქნება, თუ კამათს დავამთავრებთ. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ "ეშმაკი და ანგელოზი" ცუდი ნამდვილად არ არის...სუსტი, მითუმეტეს. :)
შავი პიარიც პიარია. :)
მეც ვთარგმნე ეგ მოთხრობა და ჯერკიდევ გასაკეთებელია. ლუკა.ოლირს კატეგორიულად არ მოეწონა, ჩემი პირველი მცდელობა. თარგმანი ასე ადვილი არ არის, როგორც მე მგონია.
როგორმე მივალთ ბოლომდე. :)
ნეფერტარ და მიშა,

24. ხუედიოსი, მე ხომ დავწერე წერილში, თქვენ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ. :)
მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, კინემატოგრაფია და მხატვრული ლიტერატურა ნამდვილად ცვლის აზროვნებას. არ ვლაპარაკობ კლასიკურ მუსიკაზე და მხატვრობაზე, რომლების სულს აფაქიზებენ.
მკითხველებშიც არიან მაღალი მოთხოვნილებების ადამიანები და ავტორებში ხომ არიან და არიან "მაღალი" ავტორები.
კი გვასწავლიან, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ დაიჭირო თავი, ცხოვრებაში რა არის მთავარი, ერთ ფრაზაში როგორ ჩანს ადამიანის შინაგანი სამყარო..მაგრამ ამის დანახვაც ღმერთის მადლია.
ზუსტად მაგაზე დავწერე ეგ წერილი. ხუედიოსი, მე ხომ დავწერე წერილში, თქვენ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ. :)
მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, კინემატოგრაფია და მხატვრული ლიტერატურა ნამდვილად ცვლის აზროვნებას. არ ვლაპარაკობ კლასიკურ მუსიკაზე და მხატვრობაზე, რომლების სულს აფაქიზებენ.
მკითხველებშიც არიან მაღალი მოთხოვნილებების ადამიანები და ავტორებში ხომ არიან და არიან "მაღალი" ავტორები.
კი გვასწავლიან, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ დაიჭირო თავი, ცხოვრებაში რა არის მთავარი, ერთ ფრაზაში როგორ ჩანს ადამიანის შინაგანი სამყარო..მაგრამ ამის დანახვაც ღმერთის მადლია.
ზუსტად მაგაზე დავწერე ეგ წერილი.
23. მე ცოტა სხვანაირი ხედვა მაქვს და ბევრი ალბათ არ დამეთანხმება. ჩემი აზრით, მოძველებულია ეგ მიდგომა რომ მწერალმა მკითხველი უნდა აღზარდოს, ან შეცვალოს ან ჭეშმარიტებას აზიაროს. თანამედროვე მკითხველისთვის უკვე გამაღიზიანებელია მენტორული ტონი. "მწერალო, არ მჭირდება შენი ჭკუისწავლება, უბრალოდ საინტერესო ამბავი მომიყევი" :) ლიტერატურას არ შეუძლია ადამიანი ჭეშმარიტებას აზიაროს, შეცვალოს, უკეთესი გახადოს. ეს რომ შეეძლოს, ახლა გაცილებით უკეთესები უნდა ვიყოთ. მარა არ ვართ, საერთოდ არ ვიცვლებით უკეთესობისკენ. ვიღაც ლუარსაბმა "კაცია-ადამიანი" რომ წაიკითხა და საკუთარი თავი ამოიცნო, არ უთქვამს საზიზღარი ცხოვრებით ვცხოვრობო. საკარისია, ყველაფერი უნდა შევცვალოო! არა, უბრალოდ ილიას მიუვარდა და კინაღამ ახანჯლა :) "შეიძლება, ათასი სისულელე მოუვიდეს ადამიანს თავში და წეროს, მაგრამ სჯობს, თვითონვე იკითხოს, გამოქვეყნება საჭირო არ არის"- რატო ვუწყვტავთ ადამიანებს რა სჯობს და რა არა :) უნდა და აქვეყნებს რა პრობლემაა? ის რომ ამ უნიჭოების ფონზე ნიჭიერები იკარგებიან და იჩაგრებიან აბსურდულად მეჩვენება მე. უნიჭოების ფონზე უფრო კარგად ანათებენ ნიჭერები :დ
და კიდე კარგად ვერ გავიგე სიუჟეტები რატოა ძველ აღთქმაზე აგებული?მანამდე არ არსებობდა სიუჟეტები? გილგამეშის ეპოსი მგონი ყველა სიუჟეტის სახეობას მოიცავს. მოკლედ ახლა მწერალი თუ შეეცდება საზოგადოება აღზარდოს, დამოძღვროს ცოტა სასაცილოდ გამოჩნდება :) მთავარია შექმნას საიტერესო ამბავი, საინტერესო პერსონაჟებით, მკითხველი გადაიყვანოს თავის სამყაროში, სადაც ეს უკანასკნელი მარტოდ არ იგრძნობს თავს. გარემოების საყვირი, შუაკაცი და რაღაცები არ არის ახლა აქტუალური. მე მაღიაზიანებს როცა ნაწარმოები, მთლიანი ამბავი დაჰყავთ ერთ აზრამდე, ერთ სიტყვამდე : სიყვარული, მეგობრობა. ჩემთვის მთავარი ამბავია და როგორაა ის გადმოცემული. დეპრესიაც ახსენეს კომენტარებში, სულ დეპრესიაზე წერენო. ეს ლოგიკურია, მიიხედ-მოიხედეთ ყველგან ტოტალური დეპრესიაა. ტექნოლოგიუბი ილუზიებს გვიქმნიან, რომ მარტოც კარგად ვართ, მაგრამ რაღაც მომენტში იმსხვრევა ეს ილუზია და ჩნდება დეპრესია. დეპრესიის ეპოქაა და აბა რაზე უნდა წერონ? :) მე ცოტა სხვანაირი ხედვა მაქვს და ბევრი ალბათ არ დამეთანხმება. ჩემი აზრით, მოძველებულია ეგ მიდგომა რომ მწერალმა მკითხველი უნდა აღზარდოს, ან შეცვალოს ან ჭეშმარიტებას აზიაროს. თანამედროვე მკითხველისთვის უკვე გამაღიზიანებელია მენტორული ტონი. "მწერალო, არ მჭირდება შენი ჭკუისწავლება, უბრალოდ საინტერესო ამბავი მომიყევი" :) ლიტერატურას არ შეუძლია ადამიანი ჭეშმარიტებას აზიაროს, შეცვალოს, უკეთესი გახადოს. ეს რომ შეეძლოს, ახლა გაცილებით უკეთესები უნდა ვიყოთ. მარა არ ვართ, საერთოდ არ ვიცვლებით უკეთესობისკენ. ვიღაც ლუარსაბმა "კაცია-ადამიანი" რომ წაიკითხა და საკუთარი თავი ამოიცნო, არ უთქვამს საზიზღარი ცხოვრებით ვცხოვრობო. საკარისია, ყველაფერი უნდა შევცვალოო! არა, უბრალოდ ილიას მიუვარდა და კინაღამ ახანჯლა :) "შეიძლება, ათასი სისულელე მოუვიდეს ადამიანს თავში და წეროს, მაგრამ სჯობს, თვითონვე იკითხოს, გამოქვეყნება საჭირო არ არის"- რატო ვუწყვტავთ ადამიანებს რა სჯობს და რა არა :) უნდა და აქვეყნებს რა პრობლემაა? ის რომ ამ უნიჭოების ფონზე ნიჭიერები იკარგებიან და იჩაგრებიან აბსურდულად მეჩვენება მე. უნიჭოების ფონზე უფრო კარგად ანათებენ ნიჭერები :დ
და კიდე კარგად ვერ გავიგე სიუჟეტები რატოა ძველ აღთქმაზე აგებული?მანამდე არ არსებობდა სიუჟეტები? გილგამეშის ეპოსი მგონი ყველა სიუჟეტის სახეობას მოიცავს. მოკლედ ახლა მწერალი თუ შეეცდება საზოგადოება აღზარდოს, დამოძღვროს ცოტა სასაცილოდ გამოჩნდება :) მთავარია შექმნას საიტერესო ამბავი, საინტერესო პერსონაჟებით, მკითხველი გადაიყვანოს თავის სამყაროში, სადაც ეს უკანასკნელი მარტოდ არ იგრძნობს თავს. გარემოების საყვირი, შუაკაცი და რაღაცები არ არის ახლა აქტუალური. მე მაღიაზიანებს როცა ნაწარმოები, მთლიანი ამბავი დაჰყავთ ერთ აზრამდე, ერთ სიტყვამდე : სიყვარული, მეგობრობა. ჩემთვის მთავარი ამბავია და როგორაა ის გადმოცემული. დეპრესიაც ახსენეს კომენტარებში, სულ დეპრესიაზე წერენო. ეს ლოგიკურია, მიიხედ-მოიხედეთ ყველგან ტოტალური დეპრესიაა. ტექნოლოგიუბი ილუზიებს გვიქმნიან, რომ მარტოც კარგად ვართ, მაგრამ რაღაც მომენტში იმსხვრევა ეს ილუზია და ჩნდება დეპრესია. დეპრესიის ეპოქაა და აბა რაზე უნდა წერონ? :)
22. ეგ სარეცხი მანქანა ლუვრიდან ან ტრეწიაკოვის გალერეიდან თუ გაქვს განვადებით გამოტანილი კიდო შაილება 120 ლარი რესტავრაციაში გადაიხადო... :D ეგ სარეცხი მანქანა ლუვრიდან ან ტრეწიაკოვის გალერეიდან თუ გაქვს განვადებით გამოტანილი კიდო შაილება 120 ლარი რესტავრაციაში გადაიხადო... :D
21. ახლა მაცალეთ და ყველას გაგცემთ პასუხს.
აფერისტი ხელოსანი მყვას და 120 ლარს მთხოვს სარეცხის მანქანის რემონტში. :))))
ბევრია. ახლის ყიდვა მირჩევნია თან არც სამაგისო არაფერი აქვს, ჩემის ღრმა რწმენით. :))) ახლა მაცალეთ და ყველას გაგცემთ პასუხს.
აფერისტი ხელოსანი მყვას და 120 ლარს მთხოვს სარეცხის მანქანის რემონტში. :))))
ბევრია. ახლის ყიდვა მირჩევნია თან არც სამაგისო არაფერი აქვს, ჩემის ღრმა რწმენით. :)))
20. ტენდი სანამ დროა მანდილი ჩააგდე თვარა მალე სანგრების გათხრა მოგვიწევს ;) ტენდი სანამ დროა მანდილი ჩააგდე თვარა მალე სანგრების გათხრა მოგვიწევს ;)
19. ოიიიიი! :)))
საკმარისია დავა. ვისაც მოსწონს, მოსწონს, ვისაც არ მოსწონს, არ მოსწონს. :) ოიიიიი! :)))
საკმარისია დავა. ვისაც მოსწონს, მოსწონს, ვისაც არ მოსწონს, არ მოსწონს. :)
18. ჰო, დანაშაული გამოვისყიდე და იმ თარგმანის იქ "გაბანძების" გამო, აქ მაქსიმუმი დაგიწერე :) :) :) (სულ ორი ქულის უფლება მაქვს). ჰო, დანაშაული გამოვისყიდე და იმ თარგმანის იქ "გაბანძების" გამო, აქ მაქსიმუმი დაგიწერე :) :) :) (სულ ორი ქულის უფლება მაქვს).
17. ტენდი...
ვფიქრობ, ზოგადი კრიზისის ბრალია დღევანდელი სიტუაცია და ამ არასურველ პროცესს უამრავი, ბევრად, ძალიან ბევრად მნიშვნელოვანი დინებები ქმნის, ვიდრე არანორმირებული ლექსიკით კლიშეების რღვევა ან რაღაც ამგვარი "წიწილები". ანალოგიური მდგომარეობაა სრულიად სამყაროში და ქართული ლიტერატურაც ამ სამყაროს სრულუფლებიანი წევრია, რომელიც თავის თავზე განიცდის იმას, რასაც განიცდის ევროპული თუ რუსული ლიტერატურა. ამერიკული - შეგნებულად არ ვთქვი, რადგან მას კულტურული ტრადიციები დასაცავი არა აქვს და სხვის კულტურაზე ზრუნვა არც არასოდეს მოუვა თავში. მას თავისი გზა აქვს და სასაცილო იქნება ჩვენ ავიღოთ მასზე სწორება, როცა ევროპა ვერაფერს ახერხებს (ვფიქრობ, არც უნდა).
ჩემი აზრით, ეს უკანასკნელი სამი ათწლეული ერთგვარი "დასვენების" რეჟიმშია შემოქმედება... და, რაც მთავარია, ერთგვარი გადამზადების, გადაწყობის პროცესი მიდის. იოლი არ არის! - ის, რაც ჩვენმა სრულმა თაობამ (სრულში საუკუნეს ვგულისხმობ) კულტურული შოკი მიიღო, ამგვარი სისწრაფით არ დამუხტულა არცერთი წინა ათასწლოვანი თაობა. დალოცვილო, ბებიაჩვენებისთვის გრამოფონით დაიწყო და დამთავრდა ცხოვრება... ჩვენ კი, გრამოფონებიდან ინტერნეტამდე იმდენი სიახლის მონელება დაგვჭირდა, რომ შეუძლებელია დღეს ლიტერატურას უცვლელი ძალაუფლება შერჩენოდა... ან, სხვამ რომელმა შეინარჩუნა?
ალბათ დადგა დრო, როცა გალაკტიონი კლასიკად უნდა დაკონსერვდეს და დაიბადოს ახალი, სხვა გალაკტიონი. ესეც ჩვეულებრივი, ბუნებრივი და ლოგიკური პროცესია ლიტერატურაში: ჩვენ ყველა ვწერდით თავის დროზე, როგორც რუსთაველი... მერე, ვწერდით, როგორც გურამიშვილი... მერე, როგორც ილია-აკაკი... და მოვედით გალაკტიონამდე... და ჯერ-ჯერობით გაჩერებულები ვართ. "ჩემი დედა" და "შენი დედა" საკმარისი არ არის იმისათვის, რომ დღემდე შემორჩენილი კლიშეები დაირღვეს... თუ დაუკვირდები, ვინც ამგვარი ლექსიკით ფიქრობს, რომ კლიშეებს არღვევს, იმდენსაც ვერ ხვდება, რომ კლდიაშვილის ღობეებზე გადახტომასაც ვერ ახერხებს...
ვფიქრობ, თავისთავადი პროცესი მიმდინარეობს და რაღაც დროში, მშვიდად და უჩუმრად, წამოვა ახალი ტალღა - უკვე ელექტრონულ წიგნებზე მორგებული, თავისი ფასეულობებითა და ღირებულებებით... თუმცა, ბევრად უფრო უხმაურო იქნება ეს სიახლე (ვიდრე წინანდელები), რადგან...
გინდა, გითხრა, რატომ? :)
იმიტომ, რომ ეს ახლა ჩვენ გვგონია, რომ მაშინ ყურისწამღებად იქუხა ბომბმა ახალი თაობის გამოჩენით. არაფერიც... მაშინაც ჩუმად მოხდა... ორმა კაცმა თუ იცოდა მაშინ საქრთველოში ილიასა და ბარბარე ჯორჯაძის მიმოწერის შესახებ... მაგრამ კრიზისი დასრულდა, დაიწმინდა და კალაპოტში ჩადგა მდინარე. იგივე მოხდება ახლაც... გარწმუნებ...
არ მიყვარს, როცა კრიტიკას აბრალებენ ყველაფერს. კრიტიკაც იგივე კრიზისშია, რამეთუ ეგეც იგივე შემოქმედების, აზროვნების სფეროა... თუმცა, როცა კრიტიკას ამბობენ, აშკარად სახელმწიფო ცენზურას გულისხმობენ... მორჩა! - ეგ აღარ იქნება... იმდენად თავისუფალია დღეს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის საშუალებები, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ძნელად თუ შეძლებს კულტურული ავანგარდობის მოთავეობას.
ფრედერიკ ბეგბედერის პასუხი მინდა გითხრა ჟურნალისტების შეკითხვაზე და... მანამდე, თუ შენი გულითადი მეგობარი ნეფერტარი შემოვა ამ გვერდზე, ყურებზე ხელი ააფარე, რომ მისმა უმანკო სმენამ ასეთ უხამსობას არ მოჰკრას ყური :) თუმცა, მადლობა ღმერთს, ეს პასუხი საჯაროდ გაჟღერდა ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე და ბოლო-ბოლო აღიარებულ მწერალს, კრიტიკოსსა და გამომცემელს ეკუთვნის: ვიაგრა რომ მეცხრამეტე საუკუნეში გამოეგონებინათ, კაცობრიობა უამრავი დიდებული რომანის გარეშე დარჩებოდა. (იმედია, შენც ისე არ გაიგებ ვიაგრას ხსენებას, როგორც ზოგიერთი აქაური "მელას რაც ესიზმრებოდა"... განზოგადებულად ეს ვიაგრა სწორედ იმას ნიშნავს, რაც წარმოიშვა გრამაფონიდან ინტერნეტამდე გზაზე).
ასეა...
და მთავარი: ძალიან მიყვარხარ (თუმცა, ვიცი, შავი პიარი შენზე არ მოქმედებს) :) :) :) ტენდი...

და მთავარი: ძალიან მიყვარხარ (თუმცა, ვიცი, შავი პიარი შენზე არ მოქმედებს) :) :) :)
16. მადლობა, ლიჩელ! :) გამიხარდა თქვენი კომენტარი. :)
მენემო, ჩემო კარგო, ""ავტორმა მკითხველი უნდა „გაზარდოს“, ჩემის აზრით" -- აღზრდა მშობლის ვალია და არა ავტორის :)) ეგ რომ იყო აღარ არის." მშობელმა კარგის და ცუდის გარჩევა უნდა ასწავლოს (თავიდან) :))) ყველაფერს ვერ ეტყვის მშობელი.
"ნუ შეადარებთ ჰემინგუეის, თუ ჯოისის დროს, მაშინ საზოგადოებაც სხვანაირი იყო და დროც სხვა იყო."
მე კლიშეების დანგრევაზე მოვიყვანე მაგალითად და არა იმაზე, რომ ვინმემ ასე წეროს. მე მგონი, იქ სწორედ ვთქვი, ამ ყველაფერზე.
პატივისცემით, ტენდი მადლობა, ლიჩელ! :) გამიხარდა თქვენი კომენტარი. :)
მენემო, ჩემო კარგო, ""ავტორმა მკითხველი უნდა „გაზარდოს“, ჩემის აზრით" -- აღზრდა მშობლის ვალია და არა ავტორის :)) ეგ რომ იყო აღარ არის." მშობელმა კარგის და ცუდის გარჩევა უნდა ასწავლოს (თავიდან) :))) ყველაფერს ვერ ეტყვის მშობელი.
"ნუ შეადარებთ ჰემინგუეის, თუ ჯოისის დროს, მაშინ საზოგადოებაც სხვანაირი იყო და დროც სხვა იყო."
მე კლიშეების დანგრევაზე მოვიყვანე მაგალითად და არა იმაზე, რომ ვინმემ ასე წეროს. მე მგონი, იქ სწორედ ვთქვი, ამ ყველაფერზე.
პატივისცემით, ტენდი
15. მოგესალმებით, ქალბატონო ციცინო! საჭირო გადაწყვეტილებაა და საინტერესო ხორცშესხმა. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას. ცოტა კატეგორიული კი მომეჩვენა, მაგრამ არსებითად გეთანხმებით. ეს კატეგორიულობაც , ალბათ, გულისტკივილითაა გამოწვეული. თანამედროვე ქართულ მწერლობაში ნამდვილა დ იქმნება სერიოზული ტექსტებიც, მაგრამ მათ მკითხველი ცოტა ჰყავთ. ამის მიზეზი (ერთერთი) ისაა, რომ ლიტერატურა ფრაგმენტიზაციას განიცდის. ანუ დაყოფილია ცალკეულ ჯგუფებად, ანუ საძმოებად. ის ვინც მომგებიან სპონსორს იშოვის ან პოლიტიკურად გამჭრიახია, ახერხებს კიდეც კონკურსებში გამარჯვებასა და პოპულარობას. ამისი ბრალია, რომ ერთიდაიგივე ადამიანები ფლობენ პრესტიჟულ პრემიებს. ზოგი რამოდენიმესაც. ისინი ჩანან ეკრანზე, ერთმანეთს ექაჩებიან. ფაქტია, რომ დღეს ამინდს ელექტრონული მასმედია ქმნის. ბოლოს ერთი სახალისო ამბით მინდა დავასრულო. ერთი თანამედროვე მწერალი ტაქსში ჯდება. მძღოლი ენეწყლიანი აღმოჩნდა. რა პროფესიის კაცი ხარო- ეკითხება. მწერალიო- უპასუცა მგზავრმა. a, laSa buRaZe?!~ gaexarda taqsists. მოგესალმებით, ქალბატონო ციცინო! საჭირო გადაწყვეტილებაა და საინტერესო ხორცშესხმა. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას. ცოტა კატეგორიული კი მომეჩვენა, მაგრამ არსებითად გეთანხმებით. ეს კატეგორიულობაც , ალბათ, გულისტკივილითაა გამოწვეული. თანამედროვე ქართულ მწერლობაში ნამდვილა დ იქმნება სერიოზული ტექსტებიც, მაგრამ მათ მკითხველი ცოტა ჰყავთ. ამის მიზეზი (ერთერთი) ისაა, რომ ლიტერატურა ფრაგმენტიზაციას განიცდის. ანუ დაყოფილია ცალკეულ ჯგუფებად, ანუ საძმოებად. ის ვინც მომგებიან სპონსორს იშოვის ან პოლიტიკურად გამჭრიახია, ახერხებს კიდეც კონკურსებში გამარჯვებასა და პოპულარობას. ამისი ბრალია, რომ ერთიდაიგივე ადამიანები ფლობენ პრესტიჟულ პრემიებს. ზოგი რამოდენიმესაც. ისინი ჩანან ეკრანზე, ერთმანეთს ექაჩებიან. ფაქტია, რომ დღეს ამინდს ელექტრონული მასმედია ქმნის. ბოლოს ერთი სახალისო ამბით მინდა დავასრულო. ერთი თანამედროვე მწერალი ტაქსში ჯდება. მძღოლი ენეწყლიანი აღმოჩნდა. რა პროფესიის კაცი ხარო- ეკითხება. მწერალიო- უპასუცა მგზავრმა. a, laSa buRaZe?!~ gaexarda taqsists.
14. კლიშე დაინგრა ქართულ ლიტერატურაში და თან რეანიმაციაშია :))) ანუ გამოდის, რომ ვერ ეგუებით და ისე საშინლად გვიხატავთ ამას, კუბოთი რომ გაჰქონდეთ, ჩვენი საყვარელი ქართული ლოტერატურა, დავიტირებდი აუცილებლად. :)))
"ავტორმა მკითხველი უნდა „გაზარდოს“, ჩემის აზრით" -- აღზრდა მშობლის ვალია და არა ავტორის :)) ეგ რომ იყო აღარ არის. ცოტა რამ მკითხველზეც რომ გეთქვათ და იმ ეპოქაზე რომელშიც ვცხოვრობთ კარგი იქნებოდა. ნუ შეადარებთ ჰემინგუეის, თუ ჯოისის დროს, მაშინ საზოგადოებაც სხვანაირი იყო და დროც სხვა იყო. კლიშე დაინგრა ქართულ ლიტერატურაში და თან რეანიმაციაშია :))) ანუ გამოდის, რომ ვერ ეგუებით და ისე საშინლად გვიხატავთ ამას, კუბოთი რომ გაჰქონდეთ, ჩვენი საყვარელი ქართული ლოტერატურა, დავიტირებდი აუცილებლად. :)))
"ავტორმა მკითხველი უნდა „გაზარდოს“, ჩემის აზრით" -- აღზრდა მშობლის ვალია და არა ავტორის :)) ეგ რომ იყო აღარ არის. ცოტა რამ მკითხველზეც რომ გეთქვათ და იმ ეპოქაზე რომელშიც ვცხოვრობთ კარგი იქნებოდა. ნუ შეადარებთ ჰემინგუეის, თუ ჯოისის დროს, მაშინ საზოგადოებაც სხვანაირი იყო და დროც სხვა იყო.
13. ტენდი, ნეფერტარ, მადლობა ინფორმაციისთვის და ბმულებისათვის. სხვადასხვა მწერლები სხვადასხვა რაოდენობას გვთავაზობენ - 1, 3, 7 და 36 პირობითია ეს, ყველას თავისი კრიტერიუმები აქვს და რაოდენობას ზუსტად ვერავინ იტყვის, უფრო სწორად - არ არსებობს ვარიანტი, რომელსაც ყველა გაიზიარებს. ტენდი - გააგრძელე, რას ჰქვია დამეზარა.
ტენდი, ნეფერტარ, მადლობა ინფორმაციისთვის და ბმულებისათვის. სხვადასხვა მწერლები სხვადასხვა რაოდენობას გვთავაზობენ - 1, 3, 7 და 36 პირობითია ეს, ყველას თავისი კრიტერიუმები აქვს და რაოდენობას ზუსტად ვერავინ იტყვის, უფრო სწორად - არ არსებობს ვარიანტი, რომელსაც ყველა გაიზიარებს. ტენდი - გააგრძელე, რას ჰქვია დამეზარა.
12. იასონ, ლუკა, დუმილ, გულიანა, ბავშვო შორეულ დაბიდან, ნეფერტარო (:****) ყველას უღრმესი მადლობა, ვინც წაიკითხეთ. :)
ნამდვილად გამიხარდა, თუკი მოგეწონათ...მეტ-ნაკლებათ. :)
გეფიცებით, ამას წინათ სადილობისას ერთი მოთხრობა გამახსენდა და სადილობა მივატოვე.
იასონ, ლუკა, დუმილ, გულიანა, ბავშვო შორეულ დაბიდან, ნეფერტარო (:****) ყველას უღრმესი მადლობა, ვინც წაიკითხეთ. :)
ნამდვილად გამიხარდა, თუკი მოგეწონათ...მეტ-ნაკლებათ. :)
გეფიცებით, ამას წინათ სადილობისას ერთი მოთხრობა გამახსენდა და სადილობა მივატოვე.
11. ამ წერილით მე პრობლემის გადაწყვეტას არ ვაპირებდი. უბრალოდ, ავღნიშნე ფაქტი და დავასახელე მიზეზი.
კიდევ ბევრი რამის დაწერა შემეძლო, მაგრამ მე მგონი, დამეზარა. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ხალხი კითხვას გადავაჩვიეთ. ამ წერილით მე პრობლემის გადაწყვეტას არ ვაპირებდი. უბრალოდ, ავღნიშნე ფაქტი და დავასახელე მიზეზი.
კიდევ ბევრი რამის დაწერა შემეძლო, მაგრამ მე მგონი, დამეზარა. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ხალხი კითხვას გადავაჩვიეთ.
10. ტენდი, შეგიძლია მიმითითო წყარო, სადაც წერია, რომ მსოფლიო ლიტერატურა ორმოცდაერთ სიუჟეტზეა აგებული? მე ვიცი ეს ჯადოსნური ზღაპრების შესახებ, არსებობს პროპის ნაშრომი, "ზღაპრის მორფოლოგია", სადაც ის (პროპი) ამტკიცებს, რომ ჯადოსნური ზღაპრები სულ ოცდათერთმეტ ფუნქციას ეყრდნობიან. ამ ფუნქციების კომბინაციით კი მიიღება უამრავი სიუჟეტი. იასონ. 2016-02-17 21:54:32
იასონ, მე რაღაც გარკვეული პერიოდი ჩაიკოვსკის ბიოგრაფიით ვიყავი დაკავებული. მოსკოვში სოლნცევაზე, პერედელკინოში და იუგო ზაპადნაიას ბიბლიოთეკებში ვეძებდი სხვადასხვა გამოცემებს ჩაიკოვსკის ბიოგრაფიაზე. ბედად იუგო ზაპადნიაას ბიბლიოთეკაში ჩემს მაგიდასთან მოხვდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ესენი ძალიან გახსნილი ადამიანები არიან და მომეხმარა, ლიტერატურის არჩევაში. აი, მასთან საუბრისას (სულ ჩურჩულით) მითხრა ჟანრების შესახებ და ორი წიგნიც მომირბენინა ამ ჟანრების შესახებ. სიმართლე გითხრა, ავტორები არ მახსოვს. ისედაც ცუდად ვიმახსოვრებ გვარებს და სახელებს (მთელმა ურაკმა იცის ეგ) :))) ნამდვილად შეგიძლია მენდო ნათქვამზე (თუ დაწერილზე). თუ ამის აუცილებლობაა, იქნებ მოვიძიო ელექტრონულ ვარიანტებში.
ტენდი, შეგიძლია მიმითითო წყარო, სადაც წერია, რომ მსოფლიო ლიტერატურა ორმოცდაერთ სიუჟეტზეა აგებული? მე ვიცი ეს ჯადოსნური ზღაპრების შესახებ, არსებობს პროპის ნაშრომი, "ზღაპრის მორფოლოგია", სადაც ის (პროპი) ამტკიცებს, რომ ჯადოსნური ზღაპრები სულ ოცდათერთმეტ ფუნქციას ეყრდნობიან. ამ ფუნქციების კომბინაციით კი მიიღება უამრავი სიუჟეტი. იასონ. 2016-02-17 21:54:32
იასონ, მე რაღაც გარკვეული პერიოდი ჩაიკოვსკის ბიოგრაფიით ვიყავი დაკავებული. მოსკოვში სოლნცევაზე, პერედელკინოში და იუგო ზაპადნაიას ბიბლიოთეკებში ვეძებდი სხვადასხვა გამოცემებს ჩაიკოვსკის ბიოგრაფიაზე. ბედად იუგო ზაპადნიაას ბიბლიოთეკაში ჩემს მაგიდასთან მოხვდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ესენი ძალიან გახსნილი ადამიანები არიან და მომეხმარა, ლიტერატურის არჩევაში. აი, მასთან საუბრისას (სულ ჩურჩულით) მითხრა ჟანრების შესახებ და ორი წიგნიც მომირბენინა ამ ჟანრების შესახებ. სიმართლე გითხრა, ავტორები არ მახსოვს. ისედაც ცუდად ვიმახსოვრებ გვარებს და სახელებს (მთელმა ურაკმა იცის ეგ) :))) ნამდვილად შეგიძლია მენდო ნათქვამზე (თუ დაწერილზე). თუ ამის აუცილებლობაა, იქნებ მოვიძიო ელექტრონულ ვარიანტებში.
9. იასონ
შენთვის ვდებ ბმულებს:
http://pfmethod.psy.spbu.ru/Praktikum/Sujet36.htm https://www.proza.ru/2013/02/19/141 http://avtoram.com/kompozitziya_i_suzhet_hudozhestvennogo_proizvedeniya/
შეგიძლია საძიებო სისტემებით მოიძიო: literary criticism, plot, story
იასონ

8. ტენდი, ისეთებს რა ჰქვიათ მთლიანი ფრაზა რომ ამახსოვრდებათ და სად წაიკითხეს ის არა? ;D
ახლა გამახსენდა, სადღაც წავიკითხე: ერთ კარგ რომანს ყველა ადამიანი დაწერს საკუთარ თავზე, მთავარი, - სხვაზე და მეორედ რას დაწერს ისააო... არ ვარ ჩემზე უკეთესებზე უკეთესი ცხადია, მაგრამ ჩემზე უარესებს ნამდვილად ვჯობივარ. აი ზუსტად ეგ უარესები რომ იქაჩებიან მათი მოყუჩებაა ზუსტად დათა თუთაშხიას საქმე, მაგრამ არც ეგ დალოცვილი ჩანს არც ერში, არც ბერში და არც ლიტერატურაში. იასონმა რომ იტვირთოს მაგი საქმე ნამეტანი ცოდვა იქნება. :)
ტენდი, ისეთებს რა ჰქვიათ მთლიანი ფრაზა რომ ამახსოვრდებათ და სად წაიკითხეს ის არა? ;D
ახლა გამახსენდა, სადღაც წავიკითხე: ერთ კარგ რომანს ყველა ადამიანი დაწერს საკუთარ თავზე, მთავარი, - სხვაზე და მეორედ რას დაწერს ისააო... არ ვარ ჩემზე უკეთესებზე უკეთესი ცხადია, მაგრამ ჩემზე უარესებს ნამდვილად ვჯობივარ. აი ზუსტად ეგ უარესები რომ იქაჩებიან მათი მოყუჩებაა ზუსტად დათა თუთაშხიას საქმე, მაგრამ არც ეგ დალოცვილი ჩანს არც ერში, არც ბერში და არც ლიტერატურაში. იასონმა რომ იტვირთოს მაგი საქმე ნამეტანი ცოდვა იქნება. :)
7. ჰო, მომწონს ეს წერილი და ვეთანხმები ტენდის, მაგრამ მერე რა? არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ასე გაგრძელდება.
მახსოვს ჭურიპირს ჰქონდა აქ ერთი ლექსი: წერე, წერე და მერე კრებული გამოეციო... მოვკვდი სიცილით, ზუსტად თქვა იმ კაცმა სათქმელი. იმ კრებულის გამო კი შეიძლება დაგცინონ ისე, ცხოვრებაში ვერასდროს ვერავინ რომ გაკადრებდა.
მემწვანილეები ლიტერატურულ კონკურსზე პრემიებს იღებენ. - ეს ხომ ფაქტია? რა ჯანდაბა ესაქმება სოციალურ ქსელში პოეზიას ან პროზას ერთი მითხარით? რა სისულელეა მისი იქ განთავსება და მერე კითხვა? იქნებ ფეისბუქმა/სახეწიგნმა უნდა იტვირთოს კრიტიკოსის ფუნქცია? =)) ფართო მკითხველის დარბაზი მიმზიდველია? რა უკუდო ამპარტავნებაა. ფეისბუზე გამოქყვეყნებული არცერთი მოთხრობა წიგნად არ გაიყიდება. :) ეს არასწორი მარკეტინგია.
ჰო, მომწონს ეს წერილი და ვეთანხმები ტენდის, მაგრამ მერე რა? არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ასე გაგრძელდება.
მახსოვს ჭურიპირს ჰქონდა აქ ერთი ლექსი: წერე, წერე და მერე კრებული გამოეციო... მოვკვდი სიცილით, ზუსტად თქვა იმ კაცმა სათქმელი. იმ კრებულის გამო კი შეიძლება დაგცინონ ისე, ცხოვრებაში ვერასდროს ვერავინ რომ გაკადრებდა.
მემწვანილეები ლიტერატურულ კონკურსზე პრემიებს იღებენ. - ეს ხომ ფაქტია? რა ჯანდაბა ესაქმება სოციალურ ქსელში პოეზიას ან პროზას ერთი მითხარით? რა სისულელეა მისი იქ განთავსება და მერე კითხვა? იქნებ ფეისბუქმა/სახეწიგნმა უნდა იტვირთოს კრიტიკოსის ფუნქცია? =)) ფართო მკითხველის დარბაზი მიმზიდველია? რა უკუდო ამპარტავნებაა. ფეისბუზე გამოქყვეყნებული არცერთი მოთხრობა წიგნად არ გაიყიდება. :) ეს არასწორი მარკეტინგია.
6. არ გამოვრიცხავ აქ საჩემო მათრახსაც მაგრამ ძალიან მესიამოვნა თქვენი წაკითხვა. ^_^ კარგია, განვითარების დონე, შეგნებისა და ადამიანობის ინტელექტს თუ არ იქნება მოკლებული და ზოგადად, ზეგანათლებულ ბატონ-ქალბატონებიც, განათლების მიღებისა და დიდი ლიტერატურის შეძენის ამბიციით აქ ინებიან განმსჭვალული.(კი ვიცი,კაცია და ხასიათი მაგრამ,) კარგი ლიტერატორი ჩემი აზრით,ლოიარულია თავად ლიტერატურისადმი და მის მიერ დაინტერესებული პირებისადმი. როგორც კითხვისას,ასევე შეფასებისას და კრიტიკისასაც.
მე შეიძლება "უვიცი" ვიყო მაგრამ მიყვარს და პატივს ვცემ ლოიარ ლიტერატორების ინტელექტებს ყოველივე ამბიციის გარეშე.
გმადლობთ... არ გამოვრიცხავ აქ საჩემო მათრახსაც მაგრამ ძალიან მესიამოვნა თქვენი წაკითხვა. ^_^ კარგია, განვითარების დონე, შეგნებისა და ადამიანობის ინტელექტს თუ არ იქნება მოკლებული და ზოგადად, ზეგანათლებულ ბატონ-ქალბატონებიც, განათლების მიღებისა და დიდი ლიტერატურის შეძენის ამბიციით აქ ინებიან განმსჭვალული.(კი ვიცი,კაცია და ხასიათი მაგრამ,) კარგი ლიტერატორი ჩემი აზრით,ლოიარულია თავად ლიტერატურისადმი და მის მიერ დაინტერესებული პირებისადმი. როგორც კითხვისას,ასევე შეფასებისას და კრიტიკისასაც.
მე შეიძლება "უვიცი" ვიყო მაგრამ მიყვარს და პატივს ვცემ ლოიარ ლიტერატორების ინტელექტებს ყოველივე ამბიციის გარეშე.
გმადლობთ...
5. მალე დამთავრდა. ბარემ გაგეხსნა ბოლომდე. დღევანდელ ლიტერატურას მარადი მაყარივით მისდევს; ასი სიმართლე და არც ერთი ჭეშმარიტება. მოკითხვები ჩემგან, ძალიან ლამაზო და ჭკვიანო ქალბატონო. მალე დამთავრდა. ბარემ გაგეხსნა ბოლომდე. დღევანდელ ლიტერატურას მარადი მაყარივით მისდევს; ასი სიმართლე და არც ერთი ჭეშმარიტება. მოკითხვები ჩემგან, ძალიან ლამაზო და ჭკვიანო ქალბატონო.
4. ჩემი მოკრძალებული აზრით, ლიტერატურის განსავითარებლად საჭიროა ბევრი კარგი მკითხველი გვყავდეს, ტენდი. მკითხველი, რომელიც გაარჩევს კარგსა და ცუდს, ლამაზსა და უშნოს, ნამდვილსა და ფარსს. მკითხველი, რომელიც მწერლის დამცირებას კი არ ეცდება, არამედ დაეხმარება გაიზარდოს და შემდეგ თავად გახდეს მკითხველის გამზრდელი.
დამწყები მწერლები დროთა განმავლობაში, მუშაობაში ხვეწენ თავიანთ სალიტერატურო ენას, თუმცა ნამდვილად დაგეთანხმებით, არიან ისეთებიც, რომელთაც თავი უკვე გადაბრძენებულად მიაჩნიათ, ესაა სწორედ დიდი პრობლემა, ეს უშლით ხელს განვითარებასა და გაზრდაში. ერთი ნაცნობი პოეტი მყავდა, რომლის ლექსების უმრავლესობა, მეცხრე კლასელი ბავშვის სიტყვათა მარაგს არ სცდებოდა და თავიდან (არც მე გახლავართ კალმის დიდი ოსტატი) ერთმანეთს აზრს ვუზიარებდით და ვეხმარებოდით, მაგრამ ერთხელაც მან კრებული გამოსცა და ამის შემდეგ თავი პოეტად ჩათვალა. მეგობრობა დასრულდა. მიხვდებით რატომაც. ეს გახლავთ ქართველების სენი. დავეთანხმები დუმილას, "დეპრესია" დღევანდელი მწერლების ერთგვარი თავის მართლებაა. ის მთელ ჟანრებად იყოფა და რჩება შთაბეჭდილევა, რომ არა დეპრესია, ნაწარმოებთა 80% არ იარსებებდა, რადგან მისითაა გაჯერებული მათი უმრავლესობა.
პ.ს. ცხოვრება მართლაც არ გავს ლიტერატურას, მაგრამ ის დრო რომელსაც ჩემს გმირებთან ერთად ვატარებ ჩემს ფანტაზიებში, ბევრ რეალურად განვლილ დღეს სჯობნის :)
პატივისცემით
ლ.ო. ჩემი მოკრძალებული აზრით, ლიტერატურის განსავითარებლად საჭიროა ბევრი კარგი მკითხველი გვყავდეს, ტენდი. მკითხველი, რომელიც გაარჩევს კარგსა და ცუდს, ლამაზსა და უშნოს, ნამდვილსა და ფარსს. მკითხველი, რომელიც მწერლის დამცირებას კი არ ეცდება, არამედ დაეხმარება გაიზარდოს და შემდეგ თავად გახდეს მკითხველის გამზრდელი.
დამწყები მწერლები დროთა განმავლობაში, მუშაობაში ხვეწენ თავიანთ სალიტერატურო ენას, თუმცა ნამდვილად დაგეთანხმებით, არიან ისეთებიც, რომელთაც თავი უკვე გადაბრძენებულად მიაჩნიათ, ესაა სწორედ დიდი პრობლემა, ეს უშლით ხელს განვითარებასა და გაზრდაში. ერთი ნაცნობი პოეტი მყავდა, რომლის ლექსების უმრავლესობა, მეცხრე კლასელი ბავშვის სიტყვათა მარაგს არ სცდებოდა და თავიდან (არც მე გახლავართ კალმის დიდი ოსტატი) ერთმანეთს აზრს ვუზიარებდით და ვეხმარებოდით, მაგრამ ერთხელაც მან კრებული გამოსცა და ამის შემდეგ თავი პოეტად ჩათვალა. მეგობრობა დასრულდა. მიხვდებით რატომაც. ეს გახლავთ ქართველების სენი. დავეთანხმები დუმილას, "დეპრესია" დღევანდელი მწერლების ერთგვარი თავის მართლებაა. ის მთელ ჟანრებად იყოფა და რჩება შთაბეჭდილევა, რომ არა დეპრესია, ნაწარმოებთა 80% არ იარსებებდა, რადგან მისითაა გაჯერებული მათი უმრავლესობა.
პ.ს. ცხოვრება მართლაც არ გავს ლიტერატურას, მაგრამ ის დრო რომელსაც ჩემს გმირებთან ერთად ვატარებ ჩემს ფანტაზიებში, ბევრ რეალურად განვლილ დღეს სჯობნის :)
პატივისცემით
ლ.ო.
3. მართალი ხარ ტენდი! ზოგჯერ ისეთს წაიკითხავ, წერა-კითხვის უცოდინრობას ინატრებ კაცი. ისე თანამედროვე მწერლების ნაწერების დიდ უმრავლესობას ერთი სათაური აქვს: დ ე პ რ ე ს ი ა
ანუ დეპრესია აქვთ და თავი მწერლები და პოეტები გონიათ და ეს კიდევა არაფერი, აი ასეთებს ტაშს რომ უკრავენ იმათ რა დაავადება აქვთ აზრზე არ ვარ... მართალი ხარ ტენდი! ზოგჯერ ისეთს წაიკითხავ, წერა-კითხვის უცოდინრობას ინატრებ კაცი. ისე თანამედროვე მწერლების ნაწერების დიდ უმრავლესობას ერთი სათაური აქვს: დ ე პ რ ე ს ი ა
ანუ დეპრესია აქვთ და თავი მწერლები და პოეტები გონიათ და ეს კიდევა არაფერი, აი ასეთებს ტაშს რომ უკრავენ იმათ რა დაავადება აქვთ აზრზე არ ვარ...
2. საინტერესო თემაა, ტენდი, მაგრამ ქართული პროზის განვითარების თუ დეგრადაციის კანონზომიერებების დადგენა ასე იოლად ვერ მოხერხდება. უპ. ყოვლისა, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვის ან რას უნდა მოვთხოვოთ, დავაკისროთ, დავაბრალოთ ან მოვაწეროთ ქართულ პროზაში არსებული მდგომარეობა, როგორიც არ უნდა იყოს ის. მაგ. შეიძლება ეს იყოს იქსი, ვინც სოციალურ ქსელებში პროზას აქვეყნებს? ან ვინმე იგრეკი, რომელიც ფულს გადაიხდის და გამოსცემს რომანს, ტრილოგიას, ან მოთხრობების სამტომეულს? თუ ამ ყველა იქსებსა და იგრეკებს ჩამოაცილებ, , შეიძლება მდგომარეობა არც ისე სავალალო იყოს. მაგრამ ვერ ჩამოაცილებ - თავად არ მოგეშვებიან. მწერალთა კავშირი როცა არსებობდა, რაღაცნაირად უკეთ იყო მოწესრიგებული ეს საკითხი - ვინ დაბეჭდილიყო და ვინ - არა. კი იყო მაშინაც სხვადასხვა მომენტები, ნიუანსები, მაგრამ საუკეთესოები მაინც იბეჭდებოდნენ და არ იბეჭდებოდა ათასნაირი ხარახურა. ახლა კრიტიკამაც დაკარგა აზრი. ტენდი, შეგიძლია მიმითითო წყარო, სადაც წერია, რომ მსოფლიო ლიტერატურა ორმოცდაერთ სიუჟეტზეა აგებული? მე ვიცი ეს ჯადოსნური ზღაპრების შესახებ, არსებობს პროპის ნაშრომი, "ზღაპრის მორფოლოგია", სადაც ის (პროპი) ამტკიცებს, რომ ჯადოსნური ზღაპრები სულ ოცდათერთმეტ ფუნქციას ეყრდნობიან. ამ ფუნქციების კომბინაციით კი მიიღება უამრავი სიუჟეტი. საინტერესო თემაა, ტენდი, მაგრამ ქართული პროზის განვითარების თუ დეგრადაციის კანონზომიერებების დადგენა ასე იოლად ვერ მოხერხდება. უპ. ყოვლისა, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვის ან რას უნდა მოვთხოვოთ, დავაკისროთ, დავაბრალოთ ან მოვაწეროთ ქართულ პროზაში არსებული მდგომარეობა, როგორიც არ უნდა იყოს ის. მაგ. შეიძლება ეს იყოს იქსი, ვინც სოციალურ ქსელებში პროზას აქვეყნებს? ან ვინმე იგრეკი, რომელიც ფულს გადაიხდის და გამოსცემს რომანს, ტრილოგიას, ან მოთხრობების სამტომეულს? თუ ამ ყველა იქსებსა და იგრეკებს ჩამოაცილებ, , შეიძლება მდგომარეობა არც ისე სავალალო იყოს. მაგრამ ვერ ჩამოაცილებ - თავად არ მოგეშვებიან. მწერალთა კავშირი როცა არსებობდა, რაღაცნაირად უკეთ იყო მოწესრიგებული ეს საკითხი - ვინ დაბეჭდილიყო და ვინ - არა. კი იყო მაშინაც სხვადასხვა მომენტები, ნიუანსები, მაგრამ საუკეთესოები მაინც იბეჭდებოდნენ და არ იბეჭდებოდა ათასნაირი ხარახურა. ახლა კრიტიკამაც დაკარგა აზრი. ტენდი, შეგიძლია მიმითითო წყარო, სადაც წერია, რომ მსოფლიო ლიტერატურა ორმოცდაერთ სიუჟეტზეა აგებული? მე ვიცი ეს ჯადოსნური ზღაპრების შესახებ, არსებობს პროპის ნაშრომი, "ზღაპრის მორფოლოგია", სადაც ის (პროპი) ამტკიცებს, რომ ჯადოსნური ზღაპრები სულ ოცდათერთმეტ ფუნქციას ეყრდნობიან. ამ ფუნქციების კომბინაციით კი მიიღება უამრავი სიუჟეტი.
1. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ შეგიძლიათ, არ დამეთანხმოთ.
სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ შეგიძლიათ, არ დამეთანხმოთ.
სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|