 | ავტორი: საბა93 ჟანრი: პროზა 21 აპრილი, 2016 |
ცხოვრება, დრო, სიხარული, ბედნიერება, საკუთარი თავი და ბოლოს ყველაფერი ქრება. დრო. ის იცლება როგორც მუჭაში აღებული ოქროსფერი ქვიშა. ოქრო. დრო ოქროა და ოქროზე უფრო ძვირფასიც. დრო ერთადერთია, რასაც ვერც იყიდი და ვერც გაყიდი, თუმცა სადაა გასაყიდი დრო?! დრო ოქროს ქვიშაა, რომელსაც ერთხელ აიღებ, მომუჭავ, ცდილობ არ გაგებნეს, მაგრამ ის წამში ხელიდან იკარგება, მუშტს უჭერ, მეორე ხელს აშველებ, უფრო მაგრად უჭერ, მაგრამ უშედეგოდ. ის იცლება, იცლება და სადღაც ქრება და როცა მუჭიდან ქვიშა აღარ გადმოდის, შიშით ხსნი ხელს და შიშნარევი დაჰყურებ ხელისგულს. ისევ შიში გეუფლება და დარჩენილი ოქროსფერი ქვიშა შენთვის ფასდაუდებელი ხდება. უფრთხილდები ქვიშის ყოველ ნაწილაკს, დროის ყოველი წამი შენთვის უძვირფასესი ხდება და ნანობ. სინანული, აი რა გამოძრავებს სიკვდილის ბოლო წამებში, ქვიშის ნაწილაკების ბოლო ნარჩენის ხედვისას. ნანობ რატომ აქამდე არ გაშალე ხელი, რას უცდიდი?! რატომ ყრიდი ნაწილაკებს ასე უყაირათოდ, როცა მუჭს მუჭზე უჭერდი?! რატომ არ უფრთხილდებოდი მათ სანამ უკანასკნელი ნაწილაკი არ გადმოვარდა?! ნანობ, გეშინია, გწყინს, მაგრამ უკვე გვიანია. სიკვდილი თავს დაგყურებს და წასაყვანად გიხმობს. სამწუხაროა ნამდვილად სამწუხარო!!!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. პირადად მე მომეწონა... საინტერესო ხედვაა ))) წარმატებები საბა პირადად მე მომეწონა... საინტერესო ხედვაა ))) წარმატებები საბა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|