ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კარგი ფერი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2016


ვინაობა

გავხდი ამრეზილი მზერით მოთარეშე
გზებზე, ნაბიჯებით ოდნავ არეული.
თითქმის ღამენათევ თავთან მოთამაშე
სხეულს ვირეკლავ და როგორც მთვარეული

ასე ვეგებები ყოველ მზის ამოსვლას
ტანზე  ტოტებივით ამყვა იარები
ზურგით სარკისკენ და სახით საეჭვოა–
ვუმზერ ჰორიზონტს თუ შენში ვიკარგები.

ხელის გულებიდან მიჩანს ჯებირები
შენთან მოსასვლელად ვარჩევ ვინაობას.
მმოსავს სიგიჟე და აღარ ვებირები
განცდებს, არაფერი შემრჩა. ვინაიდან

დღეა უკუნი და ღამე საკმარისი,
იდგე ალუბლებით ცისფერ საფლავებთან
თუნდაც ტოტებიდან  სისხლი გადაისხი
მაინც უარაფროდ გდიხარ დარაბებთან

რადგან ის ხეც მოჭრეს. ახლა ფანჯრებიდან
უცქერ განთიადს და სული გეხუთება
სხვებთან მისასვლელი შენი ვინაობა
იმას ემსგავსება, ვისაც გაექეცი.

ხდები ამრეზილი მზერით მოთარეშე
თვალებს გახელილი სული გაეჭორათ.
აღარც თენდება და ახლა  ეჭვგარეშედ,
გზებზე, ნაბიჯები? – ცოტა საეჭვოა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები