ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2016


აკვანი

დამარწიე
დედაჩემო, დამარწიე,
როგორც ახალგაზრდამ,
ოდეს რომ მარწევდი ისე.
მხოლოდ, ამჯერად
ფოთლების სიმღერა მითხარი
და გადმოშვერილი
შენი პირიდან,
აბრეშუმის გრძელი ტოტები
შემომახვიე ისე,
რომ აღარა ვჩანდე,
რომ არ დაისაკუთროს
ავადმყოფმა სულმა ჩემი სხეული.
დამარწიე, დედაჩემო,
დამარწიე
და ღამის იქით წამიღე,
სადაც თავისთავში
დასრულდება
გათავებული სოფლის
ძაღლების ყეფა
და ისე ღრმად ჩამაწვინე
მაღალ ქვათა შორის,
რომ ჩამოვარდნილი ვარსკვლავი
ჩემს ზურგს ვერ წვდებოდეს.
ჩამაწვინე
და თუ ოდესმე ამოვედი,
ამოვსკდი  მცენარესავით,
მოდი -
წყალი დამისხი,
შენი თვალებიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები