ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კარგი ფერი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2016


გახსენება

ზაფხული.
ღამე.
საჰაერო ბუშტების კონა.
ჰაერში შენი მდუმარება,
ირგვლივ მთვარიან
ღამეს შევასხი სურნელება
რაც კი რამ მქონდა
და ახლა
შენთან მოსასვლელად ვირჩევ ვარიანტს.

მოვდივარ.
გზები იშლებიან მსგავსად გრაგნილის.
და ნანგრევები გამოუჩნდა
ბებერ მორიატს.
ღმერთივით ერთო,
გამოხედვით – უფრო დაღლილი
ჩანხარ
და ისევ ამ მიზეზით ვიწყებ ფორიაქს.

მოვდივარ.
მწყდება თითებიდან დარჩენის შიში.
მწყდება ყოველი შეგრძნება და
ყველა არშია.
და ხელის გულებს–
კონო–ფირებს გზებივით გიშლი.
იმ ხელის გულებს, უსახლკაროდ რომ დამარჩინა.

მოვდივარ.
გიმზერ.
ყველა ნერვით კანკალი მიპყრობს.
და სულ ერთია იწვიმებს,
თუ ისევ ქარია.
და პურის ნატეხს – გულისცემას
ღმერთივით გიყოფ
რადგანაც ჩემო,
შენმა წილმა გადამარჩინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები