ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2016


კუნ ბაო ჩი

"შენ ყოველთვის გწამდა, რომ რეალისტი ხარ.
ჰოი, იმდენად იდეალისტი ვიყავი, რომ მწამდა." (აკუტაგავა)
........
ღამეა ახლა ორივესთან და კუნ ბაო ჩი
გზები მიდიან და წყდებიან, მთებთან წყდებიან.
რა საწყენია, რომ ამაღამ ამ უდაბნოში,
გზასაც ვერ ნახავ სასეირნოდ ყვავილებიანს
და მხოლოდ შენ ხარ აქ ყვავილი,
შენ, კუნ ბაო ჩი.

გამოიარე და ამაღამ ის გზა ეძებე,
სადაც ტყეები დაუტევეს ავმა სულებმა.
მე შენი სუნი ამყოლია ვატყობ ხელებზე,
ან შენი სუნი მოიტანეს ამ საკურებმა.
სიყვარული ხომ ასეთია,
ამათ ენაზე.

შენ არ იჩქარო, მოლოდინი ზოგჯერ კარგია.
დღესასწაულის წინა დღეა უფრო ლამაზი.
ახლა შენა ხარ ერთადერთი, რაც მაბადია.
დრო საკუთარ თავს გაუკეთებს მაინც ჰარაკირს.
სიყვარული კი მუდმივია
და მარადია.

და თუ ერთხელაც ისე მოხდა, რომ მე ამოვშრი
და ამ ადგილზე ფსკერი იყოს მხოლოდ ნარჩენად,
უყვავილებო და უშენო ფსკერზე ჩამოდი,
ვინმე მწყურვალი მარტოხელას გადასარჩენად.
და მხოლოდ შენ ხარ აქ ყვავილი.
შენ, კუნ ბაო ჩი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები