ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კარგი ფერი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2016


უარყოფის თარგმანი

სხეული დახუჭე! ცრემლები გამხელენ
კანკალით , მუცელში თევზები მოგიკვდა.
დრო თუა, დასაწყისს თვალებში ჩახედე,
დრო თუა, მოვალ და არაფერს მოგიტან
თითებით, რომლებმაც ისწავლეს მოთმენა.
თითებით,  რომლებმაც ფერებით დაგღალეს.
ნუ გაგიკვირდება, თმებთან თუ მოვლენ და
კიდევ ერთ უცნაურ ფორიაქს გადაგდებ
სიმშვიდის სახელით, ფერით და შეგრძნებით.
შენს მხრებს თუ მარილის სურნელი გაუვა,
წახვალ და გაივლი ნერვებზე ფეხებით.
მოხვალ და ტუჩების სურნელი აუვა
შენს მხრებს და ხელებს და
თვალებს თუ გაახელ,
სხეული დახუჭე, თევზები მოგიჩანს.
ოღონდ, ნუ ცახცახებ,
ოღონდ, ნუ ცახცახებ.
დრო თუა, მოვალ და სიმშვიდეს მოგიტან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები