ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პროზა
16 ივლისი, 2016


შვილიშვილის დარიგება მომაკვდავ პაპას

  შემოდგომა იყო, ღვინობისთვე, თუ სწორად მახსოვს, რთვლობის მეორე თუ მესამე დღე,  კარგი მოსავალი მოვიდა და ტკბილის გადატანა ახალი დამთავრებული მქონდა. ტელევიზორს ვუყურებდი ბალღებთან ერთადა, ვიღაცა ჯეელები ცეკვავდნენ, ლათინო ამერკულ ცეკვებსა,  შუაღამისას  ჩემთან მიტუა პაპას ბიჭი, ვახტანგი მოვარდა, რეზო ექიმო გვიშველე- მამაჩემი კვდებაო.
  მიტუა პაპა უკვე 95 წლის იყო, რას ვიზამდი, ჩავსხედით ვახტანგას ცოლიძმის მანქანაში და სოფლის მეორე ბოლოსკენ დავაწექით. რომ მივედით, მიტუა ძლივსღა სუნთქავდა, მაგრამა გონზე იყო მაინცა და ყველაფერი ესმოდა, რძლები და ცოლი  ეხვია გარშემო სახეჩამომტირალები, გვერდით, თავისი 10 წლის შვილიშვილი, ლაშიკო მისჯდომოდა და რაღაცებს ეტუტუნებოდა.
  ამ ბალღზე სასწაულებს ყვებოდნენ სოფელში, უცნაურიაო, ანგელოზიაო, მართლაც ანგელოზსა ჰგავს ლაშიკო, ქერა ხვეული თმითა და დიდი ლურჯი ცასავით თვალებითა, გიყურებს ჩაფიქრებული, ამ ლურჯი თვალებითა  და ასე გგონია- ძაან გამოცდილი და მრავალჭირნანახი, მოხუცი იყოს, ისეთს იტყვის მოულოდნელადა, გაკვირვებისაგან ყბა ჩამოგვარდება,  მართლა სხვანაირი ბალღია, არა ჰგამს თავის და-ძმებსა, თანაც ოჯახში ლურჯი თვალები არავის არა აქვთ, ერთი კია- ამბობენ- მიტუას დიდ პაპას-გიორგისა ჰქონდაო ლურჯი თვალები, გიორგის მერე კი, ანუ 1800-იანი წლების მერე ეგეთები აღარ ყოფილან მიტუაანთას.
  ახლაც ლაშიკო გვერდით ჩამოსჯდომია, მომაკვდავ პაპამისსა და ელაპარაკება, რაღაცებსა, მივედი, გავსინჯე მიტუა, ინფარქტი მოსვლოდა ისევა, ნანახი მქონდა მაგის  კარდიოგრამა, ისეთი ხაზებია, რაც მაგას უვლია, ცხოვრებში აღმა-დაღმა, სულ იმ კარდიოგრამაზეა ის მთა-გორაკები და ხევ-ხუვები აღბეჭდილი, ვსინჯავ მიტუასა, ეტყობა, რო სააქაო აღარაა, ე ლაშიკო კიდენა, რო ეტუტუნება რაღაცებსა, გამართული ლიტერატურულითა, მივაყურადე და ენდე რა გავიგონე:

ახლა როდესაც დაგიუძლურდა სხეული ასე და ემზადები გარდაცვალებისთვის, მე გამომდინარე იქედან, რომ შენზე უფროსი ვარ ცოდნითა და გამოცდილებით,
მიუხედავად იმისა რომ შენი სხეული გაცილებით მხცოვანია ვიდრე ჩემი, ის ხომ მხოლოდ  10 წლისაა, ახლა, როდესაც გეკეტება სხეულის არხები და სულის არხები გეხსნება,
და უახლოვდები მომენტს, რომელშიც შენი ერთერთი ცხოვრების საიდუმლო ისევ უნდა ამოხსნა, გეუბნები რამდენიმე სიტყვას,  რადგან როცა კიდევ განსხეულდები, გახსოვდეს და გამოიყენო, ერთი ისაა, რომ იგრძენი თავი, ყველგან და მუდამ ისე როგორც სიზმარში იყო,
მიეცი თავს უფლება ბოლომდე იგრძნო ის, რასაც გრძნობ, ერთადერთი რაც გაბრკოლებს ქმედებისთვის ეს შენი ფანატიკოსი გონებაა,
განპირობებული და ჩარჩოებში მოქცეული, როგორც კი გადალახავ მას, მიხვდები რომ, სხეული გაქვს და ის შენ არ ხარ.
მეორე-----დააკვირდი მეფეებს, ყველაზე დიდი დამნაშავეები მათთან არიან,
ისევე როგორც ცისკრის ვარსკვლავი ჰყავდა იაჰვეს გვერდით,
დააკვირდი დიდ დამნაშავეებს,
მათ მხოლოდ იმის დანახვა შეუძლიათ რაც საერთო აქვთ მათ და ადამიანებს, ანუ ეგოიზმის.
მესამე------ისაა რომ ყველაზე დიდ საქმეებს ერთი შეხედვით ყველაზე სუსტები აკეთებენ, ისევე როგორც პაიკი ჭადრაკში,
რომელიც ნელა მოძრაობს, მაგრამ შეუძლია მხედარიც გახდეს და ლაზიერიც.
მეოთხე------როცა ვინმეზე გაბრაზდები და ცუდი საქმის გაკეთებას დაუპირებ,
ჯერ ერთ დღე-ღამეს იფიქრე ღირს თუ არა ამის გაკეთება,
თუ ვინმეს კარგი საქმის გაკეთებას დაუპირებ, ორ დღე-ღამეს იფიქრე,
რადგან გაკეთებული სიკეთე შეიძლება ავად მოგიბრუნდეს და ისაც დაღუპო ვისაც უკეთებ.
მეხუთე------ არასდროს არავინ ეძებო გარეთ, არც დამხმარე, არც მეგობარი, არც მასწავლებელი, არავის წინაშე დაივალდებულო თავი, რადგან არავინაა ვალდებული შენთან, შენ თავისუფალი იბადები და თავისუფალი კვდები, მიიღე ყველაფერი რაც მოდის და ნუ დააკავებ იმას რაც მიდის, იყავი ყოველთვის მშვიდი, რადგან ღმერთს ეკუთვნის ყველაფერი, და ჩვენ არ გვაქვს პასუხისმგებლობა მოვლენებზე, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენვე გვეხება,
ასე რომ სხვებზე ყურადღების გადატანა დროის ხარჯვაა, რომელიც მხოლოდ სასარგებლოდ უნდა გამოიყენო.
მეექვსე-------გაეცი, ყველაფერი, რაც შეიძლება ხშირად, არა იმიტომ რომ მიიღო,
არამედ იმიტომ, რომ თუ არ გასცემ ვერ მიიღებ, რასაც დიდხანს დააგუბებ გაგიფუჭდება,
ყველაზე ხშირად სიყვარული და სიმშვიდე გაეცი, ისინი შენში გაიზრდებიან.
მეშვიდე-------ნუ შეეგუები უსამართლობას, იყავი მეომარი, მაგრამ არა მახვილით, არამედ სიმშვიდით, და ცოდნით, რადგან მახვილი მხოლოდ სხეულებს ჭრის, სიმშვიდე და ცოდნა კი სულებს ეხება და გარდაქმნის მათ, იყავი კეთილშობილი აბსოლუტურად ყველასთან, ნუ მოექცევი არაადამიანურად, მაგრამ არა სხვათა მხრიდან პატივისცემის მიღებისთვის, არამედ სიმართლისთვის, რადგან სიმართლე სიყვარულშია,
მერვე-----მცირე ასაკიდანვე იზრუნე შენი ფიზიკური სხეულის გაჯანსაღებაზე, არასდროს იცი რაში დაგჭირდება, მიიღე მხოლოდ ჯანსაღი საკვები, ყველანაირი ფერის ხილი და ბოსტნეული და ერიდე ლეშის ჭამას, უკიდურესი შემთხვევების გარდა. ისუნთქე სუფთა ჰაერით, ფეხით ხშირად იარე, და მიწას ნუ მოსწყდები, ბუნება თავად გასწავლის და გაგიმხელს თავის საიდუმლოებებს, თუ მასში იცხოვრებ.
მეცხრე-----ყველაფერი რაც შენთანაა იმისთვისაა რომ სასარგებლოდ გამოიყენო, ნუ უარჰყოფ რამეს, ნუ მოიძულებ, ნუ აიკრძალავ, არამედ გარდაქმენი, ღმერთისკენ მიმართე, სიყვარულის სამსახურში ჩააყენე ყველა და ყველაფერი, დატკბი ყოველი წამითა და წუთით, ისინი აღარ გამეორდებიან,  ნუ იზარმაცებ გახსოვდეს, რომ კიდევ გარდაიცვლები, დატკბი და სხვებსაც მიეცი ტკბობის საშუალება, ვინც კრძალავს ტკბობას ან თავადაა გაურკვევლობაში და ვერ უცვნია თავისი თავი, ან ბოროტის მსახურია და მხოლოდ თავისთვის ემეტება ტკბობა, რომ მწუხარებას და გლოვას შეაჩვიოს ადამიანები და ამით დაიმონოს.
იყავი მაღალი დონის ასკეტი, რომელიც არ ახშობს სურვილებს და ემოციებს და ფიზიკურ სიამოვნებას არ უკრძალავს თავს, დაბალი დონის ასკეტივით, არამედ გარდაქმნის თავის სურვილებს და ემოციებს ღვთაებრივად და ეზიარება ღვთაებრივს არა ჩახშობით არამედ გარდაქმნით მაღალ დონეზე.
მეათე------ნუ მოელოდები პატივისცემას და დაფასებას ვინმესგან, თუ რამეს აკეთებ შენი თავისთვის აკეთებ და არა სხვისთვის, კარგსაც და ცუდსაც, ამიტომ აქ იცხოვრე  ისე თითქოს სხვა მიწიდან იყო მოსული სტუმრად, და რადგან ასეცაა, ეძებე შენი სახლი.
მეთორმეტე-------თუ რამე არ ესმით უარჰყოფენ ხოლმე, ამას ნურასდროს იზამ, ეცადე გაიგო არსი იმით რომ იპოვო ის შენს თავში, რადგან რეალობა ისედაც ჩვენშია, ჩვენ მის ანარეკლს ვხედავთ გარეთ, ნუ ეცდები ღვთაებრივის შემოზღუდვას ჩარჩოებით, ამით მხოლოდ დაამახინჯებ მის გამოვლინებას, პირიქით შენი არსება განაზავე ღვთაებრივში.
მეთერთმეტე--------ნურასდროს ეცდები იყო ბრბოს ნაწილი, ისე მოიქცე როგორც ყველა იქცევა, ასე იოლად სამართავი ხდება ადამიანი, არამედ პირიქით იყავი ისეთი განუმეორებელი როგორიც ხარ, რადგან შენნაირი არავინაა.
ახლა კი რადგან უკვე დრო დადგა და შენთვის შვიდფერი კარი გაიხსნა, შეაბიჯე სამიდან ერთში, ან მწვანესა და ვარდისფერში, ან ლურჯში ან იისფერში, დაე სინათლე იყოს შენი საკვები და თანამგზავრი, ახლა  და სამარადისოდ...
 
  მიტუა გაშტერებული მზერით უყურებს ბალღსა, სუნთქვა უნელდება, გულზე იდებს ხელსა და გაურკვეველ რაღაცებს ამბობს:
მენაა დედაა, მამაა, მოსულან, უიიი გიორგი პაპაც აქ არიი!!
პაპი, პაპიი ხელში ამიყვანე, პაპიი, სუნთქვა უწყდება და ხროტინებს, უცებ მთელი სხეული მოეშვება, ლაშიკოს ხელს ჩაბღუჯავს და ეუბნება:  გიორგიი პაპაა ხელში ამიყვანე ბაღში წავიდეეეთ, აქ უკვე თვალები ეხუჭება, და სუნთქვა უწყდება. ლაშიკოს ხელი ისევ უჭირავს, ვახტანგა მიდის და ხელს უთავისუფლებს შვილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები