ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფი მილაძე
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2016


*** (ეს დღეც დადუმდა)

ეს დღეც დადუმდა,
დადუმდა ისე,
რომ უძრაობა კლავს და ახელებს,
ქალაქი ფილტვებს ჰაერით ივსებს
და მტვრიან ქუჩებს ამოახველებს.

ამოვა მთვარე, მოარღვევს ნისლებს
და მოვა ღამე, ისე ეული,
ცა მკერდზე მიყრილ ვარსკვლავებს ისრესს,
ცა - მარტოობით გადარეული...

და მოვა ფიქრი,
ფიქრი და მერე
ღამე  გადაღლილ აისთან მივა,
დადგება დილა
(რა გააჩერებს)
და აშლის ძარღვებს,
ასე რომ მტკივა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები