ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კორნელი ჭყონია
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2016


პროლოგი ანუ გაგრძელება იქნება

შუაღამით მკერდში ყრუ ტკივილმა გამაღვიძა.
წელს უჩვეულოდ ცივი ზამთარი იდგა და მეც წამოდგომისთანავე ჩაის ჭიქას შემოვაჭდე ხელები.

მტკივნეულია წლების შემდეგ წარსულში ქექვა,თუმცა როცა თვითონ გახსენებს თავს ეს ნამდვილ სატანჯველად იქცა.
ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო და ეხლაც გრძელდება,რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა.

იმ ზაფხულს ნათესავთან ვიყავი სტუმრად რამდენიმე თვით.
სიუჟეტი შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ბანალური აღმოჩნდეს და არც თავის გასასამართლებელი მიზეზი მომიგონია გარდა იმისა რომ მეც მაქვს უფლება ჩემი წილი სათქმელი ვთქვა.
ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს მქონია და ადვილად შევძელი ურთეირთობის დაწყება უბნის მარგალიტებთან.

ყველაფერი უინტერესოდ მიდიოდა იქამდე სანამ ერთ დღეს,წიგნებითა და საინტერესო იდეებით ხელდამშვენებული არ გამომეცხადა ადამიანი რომელიც,ვერ გავარკვიე კეთილი იყო თუ ბოროტი,რამდენადაც მიხაროდა მისი დანახვა,იმდენად მტკივნეული იყო,რადგან მოსვლა წასვლის დასაწყისი იყო.
მე კი არ შემეძლო მისთვის დარჩენა მეთხოვა,რადგან ეს ომი წაგებული აღმოჩნდა მაშინ როცა ზრდილობიანად ამიხსნეს ის რომ დამაგვიანდა. მიუხედავად იმისა,რომ არც ის იყო გულგრილი.
ამის შემდეგ კი ნელ-ნელა ზაფხულმა ფერები იცვალა და სულ ცოტა ხანში საბოლოოდ გაფერმკრთალდა.
ძნელი იყო ჩემთვის იმაზე ფიქრი რომ ყველა ხერხი ამაო იყო,
ვერაფერი დაუდგებოდა წინ ჩემს ფორიაქს რომელიც შიგნდან მწვავდა.
სიმსივნის ბოლო სტადია არაფერი იყო იმასთან შედარებით რასაც ადამიანის ნება ქვია.
აუტანელი გახდა ჩემთვის საკუთარი უსუსურობა.
როგორც ჩანს კაცის ბუნება,ქალისაზე სუსტია რადგან გაქცევაზე ფიქრი ამეკვიატა,
და ერთ ღამესაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე,ფანჯრიდან სიბნელეში გავუჩინარდი.
მან კი ეს ამბავი მაშინ შეიტყო როცა ჩემთან იმის სათქმელად მოვიდა,რომ რჩება.
მაგრამ მე გავიქეცი. დამარცხების შიშმა უბრძოლველად დამათმობინა ის რასაც  ყველაზე მეტი ბრძოლა ჭირდება.

ჩემი ცხოვრება დარჩა იქ სადაც ბოლოს მისი,შავი სიყვარულით აღსავსე თვალები ვნახე.

მას შემდეგ წლები შევალიე მის ძებნას მაგრამ ამაოდ,ბოლოს მხოლოდ რამოდენიმე წამით მოვკარი თვალი,როცა სიკვდილმა მისი სახე მიიღო,ოქტომბრის ამ სუსხიან ამინდში,და მკერდმა ტკივილს ვეღარ გაუძლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები