ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუკა კიტია
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2017


ქამანჩა

გუშინ მესიზმრა: ჩამიარა უცნობმა ქარმა,
აღმოსავლეთის უცხო მხარეს გარდამატარა,
სიოს მოჰქონდა შორეული, ინდური კარმა,
და აქვე, ახლო სპარსეთიდან, ნაზი ქამანჩა.

მომიახლოვდა, მითხრა, ადექ, ჰანგი დაუკარ,
და ააკვნესე შენებურად ძველი ქამანჩა,
მე გამახსენდა თბილისელი საიათნოვა და,
თითქოს მისებრ, ქამანჩაზე რაღაც დავუკარ..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები