 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 21 დეკემბერი, 2017 |
მე რომ შემძლებოდა ვივლიდი მარტო, მხრებზე ცივი საბანივით მოსხმული იმ ფიქრების გარეშე, შენი ხატებით დასურათებული ღამეები დაუთვლელად რომ გაუცრეცია. ვივლიდი დიდხანს სრულიად ცარიელი და თავისუფალი მანამ, ვიდრე სიმსუბუქეს თან არ გავყვებოდი იქ მაღლა, ღრუბლებში და წვიმისფერი სათვალიდან უკეთ არ დავინახავდი ჩემი ოცნობებისგან შემოძარცვულ შენს სულს. ვივლიდი დიდი, სიამაყით განმტკიცებული ნაბიჯებით, თუკი მეცოდინებოდა რომ ჩემს ბილიკს შენი მონატრება აღარ დაამძიმებდა და ვივლიდი ფეხარეულიც, უცებ დაფერთხილი ვნებებისგან ამჩატებული, მერე კი ზვავივით მოწოლილ სიმთვრალეს ერთბაშად შენგან განაღმვას დავაბრალებდი და ამით გავამართლებდი ჩემს უკონტროლო ბარბაცს. მე რომ შემძლებოდა ვიყიდდი ცას, ერთ ვარსკვლავს ბინად ამოვირჩევდი, სხვა დანარჩენით კი შენგან გაცემულ უიმედობას გავანათებდი, რათა უფრო ნათლად შემეგრძნო სიშორის სონატები. რომ შემძლებოდა ვიყიდდი ზღვასაც ჩემი მღელვარება განსაზღვრულ წამს რომ შემერია მისი სიგიჟისთვის, რომ დამეფარა ტალღებზე მოფარფატე ბგერების სიფითრე. და რომ შემძლებოდა გონების რიტმს ავაყოლებდი ნაცრისფერი ცხოვრების მოუქნელ სხეულს, ვასწავლიდი გულს გამოზომილ ფეთქვას და ვიპოვიდი სხვა მზეს, რომელსაც შენი მსგავსი არცერთი სხივი არ ექნებოდა. მზეს, რომელიც კი არ დამწვავდა, გამათბობდა და გამამთლიანებდა... მაგრამ...რომ შემძლებოდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა გიორგი. მადლობა გიორგი.
4. წინა კომენტარის ავტორის მეც დავეთანხმები, რომ ჟანრი შესაცვლელია. სხვა ყველაფერი ნორმალურია. მე მომეწონა. ))) წინა კომენტარის ავტორის მეც დავეთანხმები, რომ ჟანრი შესაცვლელია. სხვა ყველაფერი ნორმალურია. მე მომეწონა. )))
3. როგორც ასე,პროზა არ არის. როგორც ასე,პროზა არ არის.
1. "სხვაში" წავა. "სხვაში" წავა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|