 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 23 დეკემბერი, 2017 |
კვირა დღე იყო . საათს გავხედე, ათი ხდებოდა.. ავდექი, აბაზანაში შევედი.წყალი გადავივლე. ეს ბინა 2 თვის წინ ვიქირავე , არც არავისთვის მითქვია. იშვიათად. როცა მარტო მინდოდა ყოფნა , მაშინ ამოვდიოდი. ჩემს სახლთან ახლოს , ერთოთახიანი ბინა იყო , მაგრამ სამზარეულო ჰქონდა დიდი და მთაწმინდის მხარეს. არავინ არ მომყავდა აქ , არც ბიჭებისთვის მითქვია, ეგ რომ მეტქთვა მოეღებოდა ბოლო ჩემს იდილიას , მოვდიოდი როცა სევდადეპრესიის მაგვარი , მარტოსმის სურვილი შემომაწვებოდა, გიას რომ კითხო ლოთი ვარ, აბა მარტო როგორ სვამო. , ვუხსნი მაგრამ მაინც ვერ ვაგებინებ, რომ მხოლოდ ფიზიკურად ვარ მაგ დროს მარტო, და ორის სამი ჭიქის შემდეგ, ისინიც იწყებენ ჩემს მაგიდასთან შემოსხდომას და მერე ერთად ვარ , ერთად ვაგრძელებთ სმასაც საუბარსაც , თანაც არც ყაყანია ყველა ერტმანეტს ვაცდიტ საუბარს, უბერავო მეუბნება, შეიძლება ეგრეც არის. მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილების სერიუზულობისა, საოცრად მშიდად ვიყავი , საინტერესოა ბოლომდე ასე ვიქნები თუ მხოლოდ პოზაა და მოჩვენებითი ეს სიმშვიდე? იარაღი გუშინ ვიყიდე ბარაბნიანი რუგერი, მიმართლებს ამ ბოლო ხანს, ბინაც იაფად ვიქირავე და იარაღიც იაფად ვიყიდე. ვატრაკებ თორემ თავს რა იარაღით მოიკლავ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს? მაგრამ მაინც მირჩევნია , კარგი იარაღიდან გასროლილი ტყვიით გავიხვრიტო შუბლი, თუმც რატომ შუბლი, უფრო საფეთქელია ის ადგილი სადახ ტყვიას იხლიან. რატომღაც მგონია რომ ეს იარაღი უფრო ესტეთურ და და ლამაზ ნახვრეტს დატოვებს ვიდრე , მაგალითად მაკაროვი. ბოლო დღე მეგობრებთან ერთად მინდოდა გამეტარებინა, გიას დიდი სახლი აქვს და გადავწყვიტე გიასთან შემეკრიბა მეგობრები და , ჩემი გადაწყვეტილებაც მათთვის იქ გამენდო, არ ავაპირებდი დამალვას და განმარტოებით ამის ჩადენას , მერჩივნა ერთად ვყოფილიყავით , რადგან მათი იქ ყოფნა გამაძლიერებდა და უკან დახევის საშუალებას არ მომცემდა. ერთია გადაწყვეტილება თავის მოკვლისა და მეორე მისი შესრულება, არ გამოვრიცხავდი რომ ბოლო მომენტში უკან დამეხია , ვერ გამებედა. მაგ დროს მჭირდებოდნენ ზუსტად მეგობრები, დარწმუნებული ვიყავი ჩემს ასეთ დაცემას არ დაუშვებდენენ. გიასთან კარგი ღვინო მეგულებოდა , არყით მთვრალსა და ცუდ ღვინო დალეულს არ მინდოდა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ასრულება. არაყი კაცს აშტერებს, და დაუფიქრებელი ქმედებებისკენ უბიძგებს. მე მშვიდი და გაწონასწორებული მინდოდა ვყოფილიყავი, ამ დღისთვის უკვე კარგა ხანია ვემზადებოდი და ბოლო მომენტში არ ივარგებდა რამე გაუთვალისწინებელ შემთხვევას ხელი შეეშალა. ეგეთი შემთხვევები კი არყით მთვრალ კაცს ხშირად ემართება.
რადგან მობილლური გამორთული ჰქონდა , სახლში დავურეკე . ტელეფონი თვითონ აიღო და რაც ყველაზე საოცარი იყო აბსოლუტურად ფხიზელმა, ----გია როგორ ხარ ძმაო, ხო მშვიდობა გაქვს? ----მე მგონი ფეხი ვიღრძე გუშინ, სად არ შემეკითხო , მოძრაობა მიჭირს და წამოწოლილი ვარ. ამის ...! გუშინ ღამე შემთხევეით ერთად ვიყავით?- მეკითხება. ----არა, გუშინ არ მინახიხარ, გირეკავდი, ტელეფონი გამორთული გქონდა, მთელი დღე გეძებდით მე და კახა. ----ვაა , ამის დედა ვატირე არც ტელეფონი სჩანს და სად ვიყავი ღამის 10 დან 3 -მდე არც ეგ იცის არავინ ჩემი ჩათვლით. სად ვიქნებოდი როგორ ფიქრობ? რავი აბა, ზიმპოსთან დარეკე ? არა, არა მაგათგან რვისთვის გავედი და აი მერე მენძრევა , ყველგან დავრეკე. არავისთან ჩვენიანთან ნამყოფი არ ვარ. მერაბას ბიჭმა შოთიკომ, აი იმან ენას რო უკიდებს, მითხრა გია ბიძია , პერეხადნოისთან დაგინახე , ვიღაც მთვრალებთან კამათობდიო , ან მაგას რა უნდადა 10 საათზე ნახალოვაში ან მე ვინ მთვრალ კაცებს ვესპორებოდი? აზრზე არა ვარ და არც იმედი მაქვს რომ მე რამეს გავიხსენებ ან ვინმე ჭეშმარიტებას გამიმხელს. კაი შევეშვათ ჩემს ამბებს. შენ სადა ხარ რას შვები? -არც არაფერს რას უნდა ვსვებოდე? --ჰოდა ამო ჩემთან და დავლიოთ აბა გარეთ მე ვერ გამოვალ ამ ფეხით სად ვიარო? --მაგიტომ გირეკავ , ზუსტად ეგ მინდოდა შენტვის მეტქვა ,შენთან რა ხდება ? არ ტეხავს? --ჭკუაზე ხარ, რა ტეხავს , თუ ძმა ხარ , ქვემოთ , პირველ სართულზე დავჯდებით ვის რას ვუშლით? ეგაა თოხლის ამბავში მენძრევა , რაღაცა არი მაგრამ ნატომ ბავშვებისაა და ხელი და პირი არ ახლოო, ბავშვები თორემ ეგენიც მყვანან ძუძუმწობრები. ფული გაქვს რამე? -----:"რამე" ფული მქომდა, მაგ მხრივ პრობლემა არ იყო. ----- მაქვს ფული, მაქვს და საჭმელსაც ვიყიდი, შენ ეგ მითხარი ღვინის ამბავი როგორაა ? არი, არი მაგის ნუ გეშინია 2 ოცლიტრიანი შტოფი გვაქვს. ტაკ ჩტო , გვეყოფა მე და შენ-- და გაიცინა. ----კარგი, იმედია ჩვენებსაც ეყოფათ, მაშინ მე კახას შევუვლი და შენ დანარჩენებთან გადარეკე. სამწვადეს ვიყიდით ბაზარში , გამზადებულ რამეებსაც მოვაყოლებ --წალამი მაქვს ხო იცი , მაგარ მწვადს შევწვავთ. --გუუდ, გუუდ გავაინგლისურე . მიდი გადაურეკე ბიჭებს. -----დავაი, ვრეკავ და გელოდებით. ---- ტელეფონი დავკიდე და კახას გადავურეკე. საუბარი მოკლე და კონკრეტული იყო, -----მე ვარ. -----ვინ ჩემი ფეხი ხარ? -----შენი ფეხი ვარ , თან მარცხენა და გირჩევნია თუ ჯერ არ ამდგარხარ მაგ ფეხზე არ ადგე. დალევ? ------ორი ფეხი რო იყო და ორივე მარცხენა , მაინც დავლევ და მართლა რომელი ხარ? ------დავითა ვარ შე თავგასიებულოო, მართლა ვერა მცნობ? ------შენ კი არა , ერთი საათი ჩემ თავს ვუყურებდი სარკეში, არა მგავს ,მანანა კი მარწმუნებს რომ მე ვარ, მაგრამ ეგეთ საკითხში ქალს ენდობა კაცი? სადა ხარ? ------რა მნიშვნელობა აქვს 10 წუთში შენთან ვიქნები და ეზოში დამხვდი . ------"პივა" წამომიღე ძმურად. ... მაღაზიაში ლუდი ვუყიდე და სერგოს, იქვე უბანში რო ტაქსაობდა და მთელ უბანს მაგისი ვალი ჰქონდა, ჩავუჯექი მანქანასი. სერგო ნისიად არ მინდა აჰა შენ ათი ლარი და კახას ჩავაკითხოთ, მერე ბაზარი, მერე გიასთან-- მოსულა? მოსულა, მოსულა!ოხერო უფულოდ დამყავხარ , მაშინ არ გალაპარაკებ. თანაც ტყუილად ვდგევარ და ეხლა რა მომივიდოდა შევიცვლებოდი.? , წავედით. ათი წუთი რად გვინდოდა 3-4 წუტში , ვერის აბანოსთან ვიყავით , კახა მანდ ცხოვრობდა. ეზოს მხრიდან მივედით და ავძახე , მანანამ გადმოიხედა , ეხლა დგებაო მითხრა , თან ხელებით დამანახა უშველებელი თავი აქვსო. ეგეთი თავებისთვის გვქონდა ნაშველი?! ნუ გეშინია დავჩუტავთ მეთქი. ამასობაში თვითონაც გადმოიხედა, და ------"პივა მიყიდე"? -----გიყიდე , გიყიდე , -----ძმურად ამოდი ,ამომიტანე , ცარიელ არაყს ვერა ვსვამ და ვკვდები. ----შანსი არაა , ავძახე ქვემოდან , -----კაი , ბავშვს ჩამოვაგზავნი და ამოატანე , -----გაგიჟდი შე ჩემა? შენ პივას დალიო , თან ცოტა არაყიც მიაყოლო მე აქ ვიდგე იდიოტივით და გელოდო? ჩამო ჩამო , 2 ბოთლი გიყიდე.და არავისაც არ გამოვატან , მანქანაში დალიე, როგორც იქნა ჩამოვიდა , სიფათი აშლილ კუბიკ -რუბიკს მიუგავდა , ეტყობოდა მართლა ცუდად იყო. ბოთლი მივაწოდე , რკინის ღობეზე ჩამოკრა , გახსნა , ტუჩებიდან არ მოუცილებია ისე დალია ბოლომდე და გამიღიმა--მომეშვა ცოტა, შენ გაიხარე, ეხლა გიცანი დავითა არა ხარ შენ? თან ჯიგარი დავითა ხარ რომ იცოდე. წადი შენი , მასხარა , ლოთი თავი..მეორე ბოთლი მივაწოდე და მანქამაში ჩავჯექით. სერგო, სკოლის ეზოში, ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს უყურებდა , გავძახე , "დავაი ჯიგარო წავედით" ---ვაა ჩამოხვედი , ზდრასტი კახაჯან რავა ხარ? თან მანქანაში ჩავჯექით. ----ბაბუაჩემი ერემია(ნათელში ამყოფოს ღმერთმა) მიწის ქვეშ უკეთაა ჩემო სერგო, მაგრამ არ ვიმჩნევ. მიდი სერგო ცოტა სწრაფად იარე, ამას არა სჯერა, და თუ დროზე რამე სერიოზული არ დავლიე , შეიძლება გავფართხალდე. არეული სახე კუბიკ -რუბიკს რომ მიუგავდა ეგ თავშიაც ვთქვი და სერგოს მეც გაზზე ფეხის მიჭერა ვთხოვე. ბაზარში მალევე მივედით, კვირა დღე იყო საცობებისგან თავისუფალ ქუჩენში , სერგომ აიწყვიტა და 5 წუთსი ადგილზე ვიყავით, კახა მანქანაში დავტოვე და სერგოს ვთხოვე გაყოლა, დასახმარებელი არაფერი იყო . უბრალოდ იმ გაჭირვებულს პატარა" ჩეკუშკა" , დედას პური და ყველი ვუყიდე, სანამ მე პროდუქტს ვიყიდდი იმ უბედურს რომ დაელია და არ გაფართხალებულიყო, კახასთან გავატანე. ლუდი ისედაც ჰქონდა ერთი ბოთლი და ამ ყველაფრის შემდეგ გადარჩენის შანსი რეალურ ნიშნულს მიაღწევდა. როგორც ერთი ჩვენი კახელი ძმა იტყოდა, კარგი ლურთუნგი სამჭვადე ავარჩიე , "ბეწვდაბრწყინებული „ ღორისა. მჯავე მივახმარე , ყველი, მწვანილები და ბაზრიდან გამოვედი , დანარჩენ რამეებზე მაღაზიასი შევივლიდი. მაქნქანაში გაცოცხლებული და ხასიათზე მოსული კახა , სერგოსთან ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პოლიტიკაზე მსჯელობდა. როგორც მივხვდი იზიარებდა და მოსწონდა, აი, სერგო კი უფრო რუსეთის მხარეზე იყო. მიდი სერგო ძმაო ზემელზე გაუბერე , ამერიკის და რუსეთის ორევეს დედაც. მე მძღოლის გვერდზე ვიჯექი და არყის სუნი ვიგრძენი. ეტყობა დაალევინა , კახამ. დაგალევინა ამ ტარტაროზმა , სერგო? ჰო რავი ერთი ჭიქა დავლიე შემცივდა დღეს მთელი Dრე ცივ მანქანაში ვზივარ, გამიღიმა დამნაშავესავით სერგომ . სერგო თუ გინდა შენც დარჩი ჩვენთან გიასთან შავუბერავთ, რაკი დალიე და აწი შენ აღარ იმუშავებ ვიცი. არა დათო შენ გენაცვალე, ხომ იცი თქვენთან ქეიფს არაფერი მირჩევნია მაგრამ ლიდასტან ქირის ფული მაქვს გადასახდელი. უნდა ვიმუშავო დალევით რა დავლიე ? ჰა ერთი 50 გრამი,მაგას ვინ გაიგებს? სერგო ორი წლის გადმოსული იყო ჩვენ უბანში. ქირით ცხოვრობდა, ისე გაღმელი იყო პლეხანოველი , ცოლს იყო გაშორებული და სახლი ცოლ შვილს დაუტოვა და თვითომ ქირით აქეთ გადმოვიდა. თანაც შაბათ- კვირას ბავშვი ჩემტან არი ხომ იცი, საღამოს მაინც ვიქნები ბავშვთან. შენ როგორც გინდა სერგო ., რამხელაა შენი გოგო. გოგო ყავდა სერგოს, სიფრიფანა ბავშვი იყო, პირველი რაც მოგადგებოდა ენაზე ბავშვის დასახასიათებლად , სიფრიფანა იყო. მე-8 წელშია მაგას ვენაცვალე, დამეჩაგრა, ცოდოა დედა და მამა რომ ერთად არ ცხოვრობს, თქვა სერგომ და ამოიოხრა. უკან კახას გავხედე. თვალები მიელულა და ჩვენ საუბარს ცალი ყურით უსმენდა, თვითონაც ფიქრებში წასაულიყო. ზემელზე, მაღაზიასთან გავაჩერებინე სერგოს და გამზადებული საჭმელები , ლიმონათები და მინერალურები დავამატე სამწვადეს . მორჩა , დავაი გიიასთან გავქარიშხალდით-ვუთხარი სერგოს და 5 წუთში გიას სახლტან ვიყავით. გია ფანჯრიდან იყურებოდა---- ეხლავე ბიჭებოო სახლში შესულებს ალიკა და დავითაა დაგვხვდნენ, სადა ხარტ აქამდე გაშრა ყელიო. თქვე უნამუსოებო , ჯერ დილის 2 საათია რა დროს ყელის გაშრობაა, სულ დახუვდით, ეს ერთი დილიდან დაშტრებული არ გვეყოფოდა? და კახა დავანახე. ეგ შენთვის არის დილის 2 , ჩვენთვის უკვე საღამოს 8 საათია , დროის ათვლის რა სისტემაზე იყო ლაპარაკი ვერაფრით მივხვდი, სამაგიეროდ საშინელ ლოთთა გარემოცვაში რომ ვიყავი ეგ ნაღდი იყო, მაგრამ რა ვქნა თავს ამათთან ვგრძობდი კარგად. პროდუქტები პირველ სართულზე გიას კაბინეტსა თუ საქეიფო ოთახში შევითანეთ, ოთახში ორი მაგიდა იდგა . ერთზე გიას წიგნები , რვეულები და ყველაფერი ის ელაგა რაც წერა კითხვას სჭირდება , მეორე კოხტა და მძლავრ მაგიდაზე კი ჯერჯერობით წყლიანი გრაფინი და ჭიქები ეწყო. ეტყობოდა მყარ და ძლიერ კოჭებზე რა დანიშნულებისაც იყო, რადგან არაიშვიათად მთვრალ მოცეკვავეთა გაძლებაც უწევდა მაგიდას კედლის მხრიდან ძველი დივანი, მოპირდაპირე მხარეს კი სკამები ეწყო. აბა , რით გაახარეთ გიას ბიძიას გული ? ---იკითხა გაღიმებულმა სამწვადით და ყველით , მჟავით,პურით , კიდევ რაღარც რუღაცეებითა, შენ რით გაგვახარებ გულდათუთქულ ბიჭებს? გული ვინ დაგითუთქათ თქვე ოხერ მამაძაღლებო ,ვინ ჩადგა თქვენ ცოდვაში? მოიტა ერთი ეგ დათუთქული გული გაგიგრილოთ, მაცივარი გამოაღო და პატარა გრაფინით ჩაციებილი ღვინო გამოიღო, მაცივრის ქვემოთა სადგამებზე კი ოცლიტრიანიდან ბოტლებში გადატანილი ღვინო დაელაგებინა . თქვენ დალიეთ უკვე ? არ გცხვენიათ ძმებო, პირად შეურაცხყოფად მიიღო ყველამ და ჩვენს შეგვრცხვა ეგეთი მკრეხელობა რომ გავიფიქრეთ. ეს ერთი გრაფინი ადრიანდ შევამზადე, აბა გასინჯეთ, როგორია. ეგ , რომელია, ვახუშტასია? ვახუშტურია, ვახუშტური , აბა დაილოცეთ და გასინჯეთ. შევსებული ჭიქები მოგვაწოდა. მოდი აბა ამ ღვინის დამყენებელს ვახუშტას გაუმარჯოს , მაგის ღვინოს ვახუშტურს კი ვეძახით მაგრამ ხუშტურებისაგან , ღვინოც და პატრონიც შორსაა, დამლევებზე აღარაფერს ვიტყვი, ეგენი ხომ საერთოდ.... აბა ეგეტივე თანამმიდევრობიტ გაგვიმარჯოს კიდევაც. ღვინო მართლა მაგარი იყო , მცირედად შეციებულს , შორეულ მოგონებასავით ოდნავ ყურძნის გემო დაჰყვებოდა, სხვა კახურებისგან განსხვავებით , დასალევად მსუბუქი იყო, თუმც ტანინიანი , მაინც "სველი", ადვილად დასალევი იყო , მაგრამ ეტყობოდა ჭრა საუცხოო ჰქონდა . ჰოდა ზუსტად მაგისტვის ვიყავით მისულები , ოდნავ და და ხალისიანად ასაჭრელად, მოკლედ ღვინო გვივარგოდა კი არადა , ჩვენზე ბევრად უკეტესი სჩანდა. ვახ ვახუშტ , ეგეთ მყრალს , ეგეთი თაფლივით ღვინო როგორ გამოგდის ?-- გაიკვირვა კახამ , და ბოლო წვეთამდე გამოცლილი ჭიქა მაგიდაზე დასდო. ენაა აქვს მყრალი მაგას , გულით კიდე ტაფლია--იცინის გია -ღვინოს კიდევ გული უნდა ალალი , ჰოდა ეგ ღვინოც მაგიტომაა ეგეთი კარგი , მოდი დროს ნუღა დავკარგავთ, ზემოთ ავიდეთ ცეცხლი დავანთოთ თან ნატოს ვთხოვოთ, რომ მაგიდა გაგვიწყოს. ნატო გიას ცოლი იყო, საოცარი ადამიანი, რომელსაც რატომღაც ვუყვარდით და ჩვენი არცთუ ისე იშვიათი ქეიფების გაძლებასაც ახერხებდა..
ზემოთ მე და გია ავედით ნატალია გადავკოცნე, შევაქე კარგად გამოიყურები სულ არ გეტყობა შენი ქმარი გია რომაა მეტქი, რითაც გიას სამართლიანი გულისწყრომა დავიმსახურე. მაგრამ ისევ ნატომ დაამშვიდა , განა რამე ცუდი თქვა? პირიქით უკვირს , რომ შენნაირი ოქროს ხელში უფრო მშვენივრად ვერ გამოვიყურები , მეც თავი მოვიკატუნე კი , ეგრეა მეთქი. დაწყნრდა, წადი თქვენიო ეგღა გვითხრა, რითაც მე სრულიად კმაყოფილი ვიყავი. ნატო ქვემოთ ჩავიდა სუფრის გასაშლელად. ჩვენ შამფურები დავწმინდეთ , ხორცი ავაგეთ, მოკლედ სამჭვადეთ გავამზადეთ, გიას სახლი ისეა აშენებული მეორე სარტულს, უკანა მხრიდან ეზო აქვს იმ ეზოსი დავანთეთ ცეცხლი , ის ცეცხლი უფრო ხანძარს ჰგავდა იმდენი წალამი დავყარეთ და ქვემოთ ჩავედით, გიას უფროს ბიჭს გივიკოს ვთხოვეთ , ცეცხლი რომ მინავლდებოდა დაეძახათ. ქვემოთ კი ნატოს ეყოჩაღა, რაც მოვიტანეთ ლამაზად გადაეტანა თეფშებზე და ზოგიერთ მშიერ უნამუსოს უკვე გაეკრა კიდევაც კბილი. დავსხედით, რა მოითმენდა ,მწვადის შეწვამდე. რამდენიმე სადღეგრძელო რომ დავლიეთ , ჩემი დღევანდელი აქტიურობის მიზეზი გავამხილე. ძმებო უნდა გითხრათ დღეს რატომაც მინდოდა ერთად შევყრილიყავით. აბა რატო? რატო ძმებო და მაგარი იარაღი ვიყიდე , ვთქვი და იარაღი ამოვიღე, მაგიდაზე დავდე. მართალა მაგარი იყო ბარაბნიანი რუგერი, 38 კალიბრიანი, ძვალსძავალზე არ დატოვებდა ისე გაგიხვრიტავდა თავს. მაგარია , დამუნჯებულ-აღფრთოვანებულები უყურებებდნენ ვაა , ამ იარაღის დასველება ნაღდად ღირს , ძმაო დაჟე ეგეთი მომცრო სუფრა არც ეკადრებოდა , ეგ ისეთი მაგარი რამეა კიდე ორი დღე რომ შევიყაროთ უდრტვინველად აიტანს , თავისი აზრი გამოთქვა გიამ. კი, ძმაო ორსაც აიტანს და სამსაც ჩაერთო იარაღების ექსპერტი დავითა. დასველებაზე ვინა სთქვა?--ვკითხულობ მე მე ,-თქვა კახამ ხოდა , გამოგიცვნია ეს იარაღი დღეს უნდა დავასველო . რას გულისხმობ??? იარაღზე „მოკრიაო“ ,რას გულისხმობენ? „მერე და ვის მოკვლას აპირებ, გამანიაკდი და დახოცვას გვიპირებ??? ---უკვე ვხედავ გაზეტების სათაუღებს, ტრაგედია ზემო ვერაზე , მანიაკმა თავის მეგობრები ამოხოცა“-იცინის კახა არა ძმებო მხოლოდ საკუთარი თავისას-ვეუბნები მე რაიოოო? თავის მოკვლას აპირებ? გაურეკია ამ ბიჭს. დიდი ხანია ეგ აზრი გიტრიალბეს?? არც ისე, დაახლოებით ერთი თვე იქნება და მივხვდი რომ ამ საქმეს გადადება არ უყვარს. გადაწყვიტე ?-უნდა გააკეტო, თორემ მონახავ მერე ათას იდიოტურ მიზეზს გადასადებად , მერე არ გააკეტებ და შეგძულდება თავი. ვააა, ერთი თვის წინ რამ რა მოკლე ჩართვა გქონდა თავში?-კითხულობს კახა. გეტყვით.- არ ვაქცევ ირონიას ყურადღებას. ყური დამიგდეთ. გოგია ხომ იცით? რომელი გოგია? რომელი და „ტარიელზე“ ამოსახვევში რომ ცხოვრობს ? ჰო მერე რა? გახსოვთ რა კაი მასტი იყო? ჩვენი მამებისგან რამდენი რამე გაგვიგია? პატივისცემა , სიყვარული, კაი ბიჭი იყავი უშნოდ გეტქვა რამე, უბანში კი არა მტელ ქალაქსი პატივს სცემდნენ , ჰოდა ამ 2 კვირის წინ მოვდივარ გიასთან ვიფიქრე მოკლეზე ავაჭრი თანაც ვნახავ აღმართებზე მგლის მუხლა ჩეჩენი ვართ თუ არა, და რას ვხედავ, ეს ჩვენი გოგია თავისავე სახლის წინ ხის სკამი ზის, ეს პატარ 14-15 წლისები ბიჭები , ჩამომჯდარან მაგასთან ერთად და ზოგიც კიდევ დამდგარა მაგის წინ და „სემიჩკას“ იფურთხება , მერე? ჰოდა, რაღა მერე რა პონტია ამხელა კაცთან ერთად ფურთხება, და მაგის გულისთვის გადაწყვიტე თავის მოკვლა? აბა იმ სემიჩკის ბაფცქვენს ხომ არ გადაყლაპავდნენ? ვერა ხარ რა. მოიცა არ დამიმტავრებია , ეგ ერთი ნიუნსია , მოკლედ ფეხზე მდგომებიც და ჩამომჯდრებიც ამ ჩვენ გოგიას ეკაიფებიან , აბა გოგია ძია მოგვიყევი როგორ იყო იქ რომ ის გალახე , იქ რომ იმას გაუტრაკე , თან თვალს უკრავენ ერთმანეტს და იცინიან. ეს გოგია კიდე, რავი ვერა ხვდება , თუ დაყლევდა საბოლოოდ , რავი არც არაფერი , ვითომც მაგას კი არა ვიღაც სხვის შაყირში არიან ეს ბავშვები, უყვება ამ ბაშვებს თავის ამბებს. გავჩერდი გოგიას მივესალმე , მოვიკითხე , მერე ის ბიჭები გვერდზე გამოვიყვანე , ჩვენი ზურას ბიჭიც იქ იყო და გია შენი ლუკაც იმათ შორის იყო, ვეუბნები ბიჭებო მაგ კაცს რომ უყურებთ თქვენაირ წიწილებს დილით უზმოზე მადის მოსაყვანად ყლაპავდა, თქვენზე დიდებს კიდე სადილზე ძვლებიანდ ახრამუნებდა , ამხელა კაცი ვარ და შანსი არაა ეგრე ვინმეს ვეშაყირო , ან უფროსი არ იცით ან უმცროსი, რა ჯანდაბა დაგემართად , მშობლები არ გყავთ მეთქი, და რომ იცოდე მაგ დროს შენ ლუკას გავხედე--გიას ვეუბნები. მოკლედ მაგრად მივჯორე მაშ,ლუკაც იქ იყო ? მაგას ... დაანებე თავი მაგიტომ არ მომიყოლია , უბრალოდ თავში აი მაგ დროს იყო კახამ რომ შემეკითხა ის მოკლე ჩართვა და გამინათდა, მივხვდი , კარგ ვარიანტში გავა ერტი 30 წელი , იქნებ უფრო ნაკლებიც და ჩვენც ეგრე გოგიასავით ვიქნებით, მე კიდე ეგრე არ მინდა ძმაო , ეხლა იცი რა კარგად ვარ?
არაფერი არ მაწუხებს ,ჯანზე ვარ , თქვენ ხომ მიყვარხართ და მიყვარხართ , გარშემო ყველანი , აგე ის -ფანჯარაში გადავიხედე-შენი მეზობელი ქალიც , სულ რომ გვიტრაკებს ნუ ხმაურობთო, ეგეც მიყვარს, ჰოდა არ ჯობია ეგეთი წავიდე და ეგეთი დაგამახსოვრდეთ , ვიდრე ქვეშაფსია და დაყლეებული? წირპლიანი თვალებითა და ხელაკანკალებული? არ მინდა ძმაო, ყველაფრის გამო მადლობელი ვარ ღმერთისა და თქვენი, რომ ჩემ გვერდზე იყავით , გვიყვარდა ერთმანეტი, ეხლაც გვიყვარს, არაფერი გვშურს ერთმანეთის და გამეტებითაც ერთმანეთისთვის კარგი გვემეტება.
რაღაზე გავჩერდე? ჭკვიანი ბოქსიორი თავის პიკზე ტოვებს რინგს რომ გამარჯვებული დაამახსოვრდეს გულშემატკივრებს, ლეგენდები ეგრე იბადებიან, აბა გალახული , ცხვირპირდანაყული და შერცხვენილი, რომ დატოვებ რა დაამხსოვრდები , ეგ დაახლოებით როგორაა იცი? ერთ კინოში ერთი გმირი მეორეს ეუბნება , მთელი ცხოვრება აი, ძალიან მაგარ ხიდებს რომ აშენებდე 200 ბრუკლინი ააშენო , ტრაკი კიდევ ცხოვრებაში ერთხელ მისცე გახსენებით ტრაკის მიმცემათ გაგიხსენებენ და იმ შენს 200 ხიდს ფეხებზე დაიკიდებენ. ასეა აქაც , არმინდა ძმაო გოგიასავით შემეცვალოს ყველაფერი , იქით ფეხი ამტკივდეს იქით გული, იქით წელი და ვაირო ექიმიდან ექიმთან, შემჯავრდეს ყველაფერი და სიცოცხლისთვის ღმერთს მადლობა კი არა გინება დავუწყო. არა! არა! არ მინდა. ასეთი მირცევნია დაგრჩეთ მაგ ტვინებში , მხიარული და ახალგაზრდა , გული რომ დაგწყდეთ ჩემი სიკვდილით და არა ის რომ საკუთარი თავი გამოიგლოვოთ, ხო იცი მოხუცები გარდაცვლილ მეგობრებს კი არა საკუთარ თავს ტირიან ხოლმე ... სიჩუმე ჩამოწვა, და იმდენხანს გაგრზელდა , კინაღამ იუდეაში ახალშობილი გოგო- ჩვილების ტირილის ხმა მოგვესმა მერე-გია იყო. ბიჭოოო? ---გია. რა იყო--მე შენთვის არავის არაფერი რომ არ უსწავლებია ვიცი, არც არაფრის რომ არ გწამს ეგეც და ოჯახსაც თუ ვერ იტანდი არ ვიცოდი. ვითომ მაგას რატომ მეუბნები? რატო და რო გააფართხალებ იმ ფეხებს , დარჩენილებზე არა ფიქრობ? რო გავაფართხალებ ,რაღა უნდა ვიფიქრო? თუ ბავშვებზე მეუბნები, სახლი აქვთ, კარი აქვთ, მშივრები არ მოკვდებიან, დარჩებათ საკმარისი რომ გაიზარდონ უჩემოდ მშვენივრად, თანაც რარა დროს მაგათი პატარობაა , ხოდა პირიქით ცოტა დაბრკოლება გააძლიერებთ. რას ბოდავ ბიჭო მამა რომ ტავს მოიკლავს , მაგან ბავშვი როგორ უნდა გააძლიეროს? მაიცა რა წერილსაც დავწერ და ავუხსნი რომ კარგად რომ ვარ იმიტომ ვიკლავ თავს და დაწყნარდებიან. შეხედე ამ ჩატლახს, მერე ჩვენ ? რა თქვენ ? გექნებათ ერთი სადრეგღძელოთი მეტი დასალევი და ეგ იქნება. ბაბუაშენისამ , გუშინ სწორედაც იმ ბოლო ერთი ჭიქამ მომიღო ბოლო, და შენ კიდევ ეგეტი ჩატლახი ხარ კიდევ ერთ ჭიქად ქცეული , ყოფას გვიტირებ. აქ ალექსა ჩაერტო საქმეში, ეგრე სადაა ძმაო, აქ რომ ყბა ამოიგდე ესეთი და ისეთი ძმა ვარო, ვითომ რა, შენზე ნაკლებები რითი ვართ? ნაკლები ჯანმრთელი არა ვარ მე შენზე,ხარივით ჯანზე ვარ, ხოდა კენჭი ვყაროთ და ვისაც მოუწევს , ძმაო,იმან მოიკლას თავი. სწორი ხომ იცი ალექსას დაეტანხმა კახა, არ მოინდომა ამ ჩატლახმა , საზეიმო გასვენება, ჩვენ რა შენი მოტირალი ქალები ვართ, მოდი ძმაო კენჭი ვყაროთ, ან თუ ეგრეა და ძმები ვართო იძახით, და ფიქრობ რომ კარგ რამეს აკეთებ, მოვიქროთ და ერთად მოვიკლათ თავი. კი , მაგრამ ეგ როგორ ვქნათ? მაგიტომ ვამბობ მოვიფიქროთ , იქნებ რამე ბორჯიასეული გავჩითოთ, კაი საჭამლავი ... არა ძმაო საწამლავით არ მინდა, თუ იკლავ თავს მოიკალი კაცურად. ბაბუშენისამ , მითრიდატე ან სულაც მაკედონელი შენზე ნაკლები ბიჭი იყო? ეგ მოწამლეს ძმაო,ასარჩევად არ ქონდა საქმე, აბა შეეკითხე, უნდოდა მუცლის ტკივილით სიკვდილი? არა კაცური უნდა მოვიფიქროთ. ხმალი რომ გვქონდეს , სამურაივით მოიკლავდა ხომ იცი კაცი თავს. მანდ უკვე გავბრაზდი, „ბიჭო თქვენ ხომ არ უბერავთ? რაღაც სტრანნად გაჟრრიალებთ, მოდი თქვენ როგორც გინდათ ისე ჰქენთმ გინდა ხმლით , გინდა ჩანგლით მოიკალიით თავი, მე მაცალეთ რა, იდეა ჩემია, იარაღიც, ხომ შეიძლება ადამიანს ნორმალურად და წყნარად, ადამიანურად სიკვდილი აცალოთ? რა უბედურებაა ეს? ესაა ძმობა?--ვცდილობ ვირუსივით გავრცელებული ჩემი იდეაა თავიდან ამოვუგდო დამსწრე საზოგადოებას. ამას შეხედე! ჯერ ერთი, რა შენი იდეა ეგაა, შენამდე თავი არ მოუკლავს არავის თუ ბარაბნიანი იარაღით არ უქნია არავის ეგ? ეგ რა შუაშია ჩემი იდეა ის არი, რომ ყველაზე კარგად რომ ხარ, თავს მაშინ რომ იკლავ, თორემ თავი ვის არ მოუკლია. არც ეგაა შენი იდეა , მეც ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე-თქვა კახამ. და აყვნენ სხვებიც მეც, მეც.... მოკლედ გაირკვა , იმ დღეს სუფრაზე კარგად მომზადებული იდეინიი თვითმკვლელები ვიყავით შეკრებილები.. სათქმელი არ დამიტოვეს, ნამუსზე აგდება ვცადე , მეთქი ქართულ პონტს აჩალიჩებთ ეხლა, აი, ერთმა რომ რესტორანი გახსნა და ეგრვე ყველამ ეგ გააკეთა, გაზის გასამართი , სხვებმაც ეგ , ეგრე არ მინდა ძმაო, არაა ეგ საზიარო ამბავი, პირადია და ინტიმური . ეხლა არ ამბობდი ჩემი ძმები ხართ და თქვენთვის მინდა ყველაფერი კარგიო?-აღშფოთდა ალექსა. ტყვია გენანება შე ოხერო?-დათო ეხლა ამას უყურე, მე რას ვიზახი და ესენი რას მეუბნებიან. მაიცა ნუ ჩხუბობთ მაგარი აზრი მომივიდა ამბობს გია. მიდი აბა სთქვი? რა და დასტოინად და კაცურად იარაღით თუ გვინდა თავის მოკვლა , შევთანხმდეთ და მე რგდ-ეები მაქვს , აფხაზეთიდან გამოყოლილი, ავაფეთქოთ „კრუგში“ და პრობლემაც გადაწყდება , მოგვეტყნება ყველას კარგის ტრაკი თანაც , არცერთის დასასაფლავებელები არ გავხდებით. სხვები იზრუნებენ ჩვენზე, თანაც აქ ჩემტან მამენტ ყველანი დავტევით და დავიბაროთ რომ ყველანი აქედან გაგვასვენონ. ერთ დღეს და ერთ ქელეხის სუფრაში გამოვა ყველაფერი , ყველამ რომ პატარ-პატარა ფული დადოს საკაიფო ქელეხს აწევენ. ჰა რას იტყვიტ? მაგარი მომხიბლავი იდეა იყო, თითქმის უნაკლო, მაგრამ ერთი ცუდი მაინც ქონდა, ცხედრების დასახიჩრების დიდ შანსი იყო , ეძიე მერე ხელფეხი სხვისი არ ჩაგყვეს კუბოში, გია აბა მიტხარი მე რომ შენი ხელი ჩამაყოლობ ან პირიქით რა ჯანდაბაში გამოვიყენბთ მაგას, მინდა შენი ხელი ან ფეხი ან შენ ჩემი ყური? მაშინ მოდი ერთი საძმო კუბო გავაკეტებინოთ და იმაში ჩაგვყარონ ყველანი. ეგ როგორ , აჯაფსანდალს ხომ არ აკეტებენ? არა რა ძალიან არაესთეტური იქნება, რო შეგვხედავენ გული ხომ არ უნდა აერიოთ? შეგვხედონ სურათებზე , მაინცდამინც კუბოში უნდა ჩაგვიჭყიტინონ? ვითომ რატომაც არა, ეგებ და მოუნდა ვინმეს გამომშვიდობება, მაგალითად ბავშვებს . კაი თუ ძმა ხარ. ბავშვებს მაკოცნინეთ მეტქი ვეხვეწები და სანამ ფულს არ გადავუხდი არც მკოცნიან არც მაკოცნინებენ, და ეხლა გაყინულ გაციებულის კოცნა მოუნდებთ? კაი რა.!
ცოლებს რო მოუნდეთ? ცოლებზე ლექსები მაინც არ იცი, ჩაგდებენ და მეორე დღეს ვინმეს გაეპრანწებიან, მესამე დღეს ვინმე თუ მოეწონათ ფეხებს მხრებზე შემოაწყობენ. ფუ რა ჩათლახი ენა გაქვს! კაი დედაჩვენებს ხომ მოუნდებათ გამომშვიდობება? ჰოოოო,აი მაგათ, ნამდვილად მოუნდებათ ხომ იცი. ეგ პრობლემა ვერ გავთვალე! დედაჩემმა ეგრე რომ მნახოს გული გაუსკდება , ყური რომ გვერდზე მედოს და ცხვირი ვაბშე სხვაგან ინფარქტიც დაარტყამს, მაგას ჯობია ეგენიც ჩვენთან ერთად... გაგიჟდი შე ჩემა ეხლა დედა მომაკვლევინე . ჰოდა არ გვინად ეგ გრანატები და ნაღმები თუ ძმა ხარ, თან შეიძლება სახლიც დაანგრიოს. ამ საქმის გარჩევაში ვართ და ოთახში შემოსასვლელ კარებებტან , გაის მეზობელი გოგო აეტუზა. პატარობიდანვე მახსოვდა, კარგი გოგო იყო . ეხლა გაზრდილიყო და დამშვენებულიიყო გამხდარი, თხელი ბავშვი პატარობისას, მომწვანო დიდი მოელვარე თვალებითა და წითელი თმებით, რატომღაც ნდობით განგაწყობდა შემოხედვა მისი და მოფერება მოგინდებოდა. ჰოდა დგას კარებთან და ბოდიშს გვიხდის, შემთხევევით შევესწარი თქვენს საუბარს, არ იფიქროთ მოგიყურადეთ (რა მოყურადება უნდოდა რასაც ჩვენ ვყვიროდით) და თუ გინდათ მე ვიზამ მაგასო. რა იზამ მერიკოოო--შეეკიტხა გია? რას და დაგიხვრიტავთ ყველას შუბლს და მერე თავს მოვიკლავო. იატაკზე ჩამოვარდნილი ყბა , მაგიდაზე შემოდებულ მჯიღზე შემოვდე და შევხედე სხვებიც ასე იქცეოდნენ. ლაპარაკის უნარი რომ დაგვიბრუნდა გია ეუბნება კი მაგრამ მერიკო კაცი მოგიკლია? არა, აბა სად და როდის უნდა მომეკლა , მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ , ნამდვილად ვიცი ვიზამ მაგას, იმის ცოდნა რომ კარგ საქმეს ვაკეთებ გამაძლიერებს , თან მეც ხომ თავის მოკვლას ვაპირებ და ეგ დამეხმარება რომ თავი მოვიკლა, აბა ამდენ ადამიანს რომ შუბლებს დაგიხვრიტავთ მერე რაღა მაცოცხლებს? არგუმენტი ისეთი ჰქონდა ძნელი იყო რამე საწინააღდეგო გეთქვა.
საწინააღმდეგოს თქმა არც არავის დაგვიპირებია, აი , ინტერესი კი დიდი გავიჩნდა გაგვერკვია მიზეზი, ასე ადრეულ ასაკში ,ასე ერთიშეხედვით უმანკო სულში ასე მანკიანი ზრახვების გაჩენისა. მოდი მერიკო ჩამოჯექი ჩვენთან გავარჩიოთ ეგ ამბავი , მასპინძლისა და მეზობლის სტატუსით , ინიციატივა , გიამ აიღო ხელში.
არ გაპრანჭულა მერიკო , დათო სკამიდან დივანზე გადაჯდა , სკამი მერიკოს დაუთმო, ასე დამიმშვენა თავჩაღუნულმა და დამორცხვებულმა მერიკომ მაგიდასთან გვერდი . -ეტყობოდა ყურარDების ცენტრში ყოფნას არც მიჩვეული იყო და არც უყვარდა.
გააგრძელა გიამ---გავიგეთ ეგ ამაბივი რომ, არ გაგიჭირდება ჩვენთვის შუბლების გახვრეტა , მაგრამ რატომ მერიკო ? რა ხდება იქნებ გვითხრა? დამორცხვებულმა მერიკომ თავი კი არ აწია , თავისი დიდრონი თვალებით ქვემოდან ამოგვხედა , ამოგვანათა, ისეთი შეგძნება მქონდა თითქოს მზე ამოვიდა მტებს გაღმიდან. მზესავით თვალები ჰქონდა . მზე რომ მწვანე ყოფილიყო მერიკოს თვალებივით იქნებოდა..
მერიკომ კიდევ----უბრალოდ მომბეზრდა ყველაფერიო. რამდენი წლის ხარ მერიკო? -ვეკიტხები მე -რა დროს ცხოვრების მობეზრებაა? 22 წლის ვარ, მაგრამ არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ასე მგონი იმაზე დიდ ხანია ვცხოვრობ ვიდრე საჭიროა , და ისიც მგონია რომ ვერავის ვერ მოვუტან ჩემი აქ ყოფნით ვერც სარგებელს ვერც სიხარულს, შეიზლეება ჩემი აქ ქვეყნად მოსვლის მისიაც ის იყო რომ ასე შემთხვევით შევსწრებოოდი თქვენს დღევანდელ საუბარს და დაგხმარებოდით, ხომ არაა აუცილებელი ყველა დიდი მიზნების შესარულებლად იბადებოდეს?
შენ გგონია ეგ ნაკლებად დიდი საქმეა მერიკო? ამდენი უტვინო ერთად რომ გაისტუმრო იმ ქვეყნად და თან ცოდვა არ აგვკიდო მოუნანიელებელი ? მაგაზე დიდ მიზეზი ამ ქვეყნად მოსვლისტვის მე მგონი დედა ტერეზასაც არ ქონია.-იზახის გია და ჩვენც თავის ქნევიტ ვადასტურებტ მისიის მნიშვნელობას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მიყვარს აბსურდული იუმორი, თან ასე სახალისოდ დახატული, ძალიან ძალიან ბევრი ვიცინე :) ამხელა აბსურდი, რომ როცა კარგად ხარ მსგავსი ფიქრები მოგივიდეს თავში და ამაში სხვებიც გეჯიბრებოდნენ, იშვიათად წამიკითხავს. ჩემი აზრით ამ ამბის ასე, ან რამე მსგავსი ვერსიით დასრულებაც მისაღებია, მომწონს როცა უბრალოდ სიტუაციაა ასახული და დიალოგები საინტერესოა, შინაარსობრივად რა ხდება ან როგორ გაგრძელდება ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა ხოლმე, მთავარია განწყობა შექმნას ნაწარმოებმა. მიყვარს აბსურდული იუმორი, თან ასე სახალისოდ დახატული, ძალიან ძალიან ბევრი ვიცინე :) ამხელა აბსურდი, რომ როცა კარგად ხარ მსგავსი ფიქრები მოგივიდეს თავში და ამაში სხვებიც გეჯიბრებოდნენ, იშვიათად წამიკითხავს. ჩემი აზრით ამ ამბის ასე, ან რამე მსგავსი ვერსიით დასრულებაც მისაღებია, მომწონს როცა უბრალოდ სიტუაციაა ასახული და დიალოგები საინტერესოა, შინაარსობრივად რა ხდება ან როგორ გაგრძელდება ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა ხოლმე, მთავარია განწყობა შექმნას ნაწარმოებმა.
8. რატომ არ ამთავრებ დაწყებულ ნაწარმოებებს, ძალიან სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე რადგან შენი ნაწარმოებების რამდენიმე პერსონაჟს ვიცნობ, გტხოვ გააგრძელ,ო. კაი კაცია და ცოტა მოდეპრესიო ჩვენი ძვირფასი ჰარირამა! რატომ არ ამთავრებ დაწყებულ ნაწარმოებებს, ძალიან სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე რადგან შენი ნაწარმოებების რამდენიმე პერსონაჟს ვიცნობ, გტხოვ გააგრძელ,ო. კაი კაცია და ცოტა მოდეპრესიო ჩვენი ძვირფასი ჰარირამა!
7. ნიკ, ეგ ჰარირამა ისედაც შერცხვენილია დიდი ხანია. იმდენი მოთხრობა აქვს დაწყებული და არდამთავრებული, ლამის არის და იმ მოთხრობებმა უჩივლონ. ტენდიმ მითხრა. :) ნიკ, ეგ ჰარირამა ისედაც შერცხვენილია დიდი ხანია. იმდენი მოთხრობა აქვს დაწყებული და არდამთავრებული, ლამის არის და იმ მოთხრობებმა უჩივლონ. ტენდიმ მითხრა. :)
6. აჰა ჯონიკ შევარცხვინოთ ესეც
როგორ შეეხვეწა ჯონათანი არ მიატოვოთო მოთხრობაო, მაგრამ ესეც მიატოვა რა ენაღვლება რა დადის და იძახის ჰარე, ჰარე, ჰარე კრიშნა, ჰარირამა-ო
მოვიდეს და გააგრძელოს თუ ყოჩაღი ბაკური კი არადა ყოჩაღი ჰარირამა თუა თუ არადა მე ვიცი მაგის წამალი მეორე ზარმაცი და მივიჩენ იმას ამას და ამას იმას :) მერე არკვიონ რომელი უფრო ზარმაცია
აჰა ჯონიკ შევარცხვინოთ ესეც
როგორ შეეხვეწა ჯონათანი არ მიატოვოთო მოთხრობაო, მაგრამ ესეც მიატოვა რა ენაღვლება რა დადის და იძახის ჰარე, ჰარე, ჰარე კრიშნა, ჰარირამა-ო
მოვიდეს და გააგრძელოს თუ ყოჩაღი ბაკური კი არადა ყოჩაღი ჰარირამა თუა თუ არადა მე ვიცი მაგის წამალი მეორე ზარმაცი და მივიჩენ იმას ამას და ამას იმას :) მერე არკვიონ რომელი უფრო ზარმაცია
5. მერიკოს ისტორია საინტერესო იქნება. თვითმკვლელობა არა , მაგრამ უსუსურ სიბერემდე სიკვდილი ვის არ უნატრია. ქეიფისთვის სამზადისი ცოტა მომაბეზრებელი მეჩვენა მერიკოს ისტორია საინტერესო იქნება. თვითმკვლელობა არა , მაგრამ უსუსურ სიბერემდე სიკვდილი ვის არ უნატრია. ქეიფისთვის სამზადისი ცოტა მომაბეზრებელი მეჩვენა
4. :) კი ჯონატან ორია ერტი ვინც ყვება მგონი და მეორე კიდევ იარაღის ექსპერტი დავითა:) აკაბტ შევუცვლი ერტერტს სახელს :) მაგრამ ვიფუიქრე ხომ არისრეალსი რომ ორნი არიან და ორივე ერტსახელიანი? და ჯერჯერობიტ მაგიტრომ არ სვცვალე:) ხო ეგ მეც მიჭირს:)))და ხომ იცი ეს წერაც მოსწრებაზეა, რასაც მოასწრებ მოასწრებ თორემ მერე ან დაგავწიწყდება ან დაგეზაერება:) იმედი მაქვს ამ ჯერზე მიკვამტავრებ. :) კი ჯონატან ორია ერტი ვინც ყვება მგონი და მეორე კიდევ იარაღის ექსპერტი დავითა:) აკაბტ შევუცვლი ერტერტს სახელს :) მაგრამ ვიფუიქრე ხომ არისრეალსი რომ ორნი არიან და ორივე ერტსახელიანი? და ჯერჯერობიტ მაგიტრომ არ სვცვალე:) ხო ეგ მეც მიჭირს:)))და ხომ იცი ეს წერაც მოსწრებაზეა, რასაც მოასწრებ მოასწრებ თორემ მერე ან დაგავწიწყდება ან დაგეზაერება:) იმედი მაქვს ამ ჯერზე მიკვამტავრებ.
3. გადავჩვევივარ თქვენი ტექსტების ამოკითხვის ხელოვნებას, ბატონო ჰარირამა ;)
მაგრამ, მაინც წავიკითხე და მეცნო, რა თქმა უნდა.
მგონი მცირეოდენი უზუსტობაა ( ან მე ვერ გავიგე )- ორი დავითაა ამ ამბავში ?
არ მიატოვოთ რა ისევ ეს მოთხრობაც :)
გადავჩვევივარ თქვენი ტექსტების ამოკითხვის ხელოვნებას, ბატონო ჰარირამა ;)
მაგრამ, მაინც წავიკითხე და მეცნო, რა თქმა უნდა.
მგონი მცირეოდენი უზუსტობაა ( ან მე ვერ გავიგე )- ორი დავითაა ამ ამბავში ?
არ მიატოვოთ რა ისევ ეს მოთხრობაც :)
2. სათაურიც შესაბამისი . მართლა რომ აბ(ს)ურდულია და მაინც რომ შეგიყოლიებს ))) სათაურიც შესაბამისი . მართლა რომ აბ(ს)ურდულია და მაინც რომ შეგიყოლიებს )))
1. 5. გაგრძელებას დაველოდები. 5. გაგრძელებას დაველოდები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|