ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კეჟერაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 იანვარი, 2018


ლიტერატურა სკოლებში

  ადამიანის აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში წიგნის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე საუბარს არ დავიწყებ. ფაქტია, რომ წიგნთან ადამიანის ურთეთობას ადრეულ ბავშვობაში ეყრება საფუძელი. იმისათვის რომ მომავალში თავად მივიდეს წიგნის თაროებთან და სწორად აირჩიოს „სულის საზრდო“, ჯერ თავად უნდა მისცე მაგალითი. ლიტერატურა უნდა შეაყვარო. ლიტერატურის სიყვარული კი კონკრეტული ამბით და მწერლით იწყება. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ბავშვს ასაკის შესაბამისად შევურჩიოთ წიგნი და მოვანდომოთ ამა თუ იმ მწერლის უფრო ახლოს გაცნობა. დღესდღეობით მშობლების უმრავლესობას ბავშვის აღზრდისთვის აღარ სცალია, შესაბამისად, სკოლას კიდევ უფრო დიდი ფუნქცია დაეკისრა, მაგრამ განათლების სისტემაში ამას არ ან ვერ აცნობიერებენ.
    ათასობით უნიკალური წიგნი არსებობს, მაგრამ სკოლას შეზღუდული დრო აქვს, ამიტომ ამ მრავალში ისეთი მწერლები და ნაწარმოებები უნდა ამოირჩეს, რომელიც უფრო ახლოსაა ჩვენს ეპოქაში არსებულ პრობელემებთან. ჩვენს  სასკოლო წიგნებში კი დღემდე საბჭოთა დროინდელი პროგრამებია. არავინ ფიქრობს სკოლაში სასწავალ წიგნებში თანამედროვე ავტორების შეტანას. ამასთანავე შერჩეული ნაწარმოებები ავტორს სათანადოდ ვერ წარმოაჩენს. მაგალითად „ალავერდობას“ მოვიტან, ამ მოთხრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, კი არა და პირადი დაკვირვების საფუძველზე გეტყვით, რომ ბავშვს რომელსაც რჩეულიშვილის შემოქმედება არ აქვს წაკითხული და მხოლოდ ამ ნაწარმოებს გაეცნობა, ვეჭვობ, მის სხვა ნაწარმოებებს ძნელად მიუბრუნდება. ასევე, შემიძლია აღვნიშნო ანა კალანდაძის შესახებაც, პოეზიის დედოფლად წოდებული ანას უნიკალური ლექსებიდან სკოლაში მხოლოდ „მკვდართა მზე ვარ“ ისწავლება. აღსანიშნავია ქართული ენის სწავლებიდან ამოღებაც, თუ გრამატიკა არ გეცოდინება, გამართულად წერას და საუბარს ვერ შესძლებ და ამის უარყოფითი შედეგები უკვე თვალსაჩინოა ქართულ რეალობაში.
  დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი მწერალი და ლიტერატორია, იქნებ დროა შედგეს ჯგუფი, რომელიც სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის განახლებულ პროგრამას შეადგენს და მოზარდებს სწავლების სხვა მეთოდს შესთავაზებს, რათა უფრო მეტი ბავშვი დავაახლოვოთ წიგნთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები