ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკეე
ჟანრი: პროზა
7 აპრილი, 2018


ნაზი სიზმარი

- სოფელში ვიყავი, მზე ცის შუაში იყო ზუსტად, მაგრამ არ ცხელოდა... ალბათ გაზაფხული იყო... და ფერებიც როგორი მკაფიო იყო... მწვანე უფრო მწვანე იყო და ყვითელი უფრო ყვითელი...
ეს სოფელი არ გავდა ჩემს სოფელს, მაგრამ ჩემი იყო... მეზობლად „ის“ ცხოვრობდა... ნაზი, ლაღი, საოცარი ღიმილით და ღამის ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავივით თვალებით...
- მერე?
- ყოველ დღეს ერთად ვატარებდით... დავრბოდით საუცხოო სურნელოვან ყვავილებიან მინდორში... ვთამაშობდით და ერთმანეთს ვეფერებოდით მინდორზე წამოწოლილები...
- მერე, მერე?
- მერე ესე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია...
- შენ შეგიძლია ეს ყველაფერი რეალობად აქციო...
- როგორ? ყველაფერი ხომ არარეალური იყო რაც გითხარი... ეს ყველაფერი სიზმარი იყო...
- გახსოვდეს, ყოველი ჩვენი ფიქრი წარმოშობს პარალელურ რეალობას და ამ პარალელურ რეალობაში მომხდარი ფაქტები არის ჩვენი სიზმრები...
შენ შეძელი უკვე და პარალელურ რეალობაში აიხდინე შენი ფიქრები და თუ კარგად მოინდომებ აქაც შეძლებ...
- მადლობა გივი, ჯიგარი ხარ!
- ჰო... და კიდევ ერთი... Don’t Wish For It… Work For It!

12.02.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს