ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2009


გადამაბიჯე

გადამაბიჯე...
და ნუღარ მიწვდი ხელს, სისხლით მოთხვრილს.
ცდება სამიზნე,
ფეხებისაკენ ნასროლი ტყვია საფეთქელს ხვდება,
ვერას გაუწევ სამსახურს ტირიფს, ფესვებგამოთხრილს,
ჩემზე ნუ დარდობ, ხედავ, ვიღიმი?...
სიკვდილზე მხნედ ვარ!

ეს ხომ ბრძოლაა მეგობარო,
ჰო,
ვკლავთ ან გვკლავენ...
არჩევანი კი გაცილებით ზემოთ გაკეთდა.
ნუღარ მარიდებ ცრემლით სავსე, უმანკო თვალებს,
ჩვენ ვეღარ გავალთ მეგობრებად, ხვდები, აქედან?!

ჯერ პატარა ხარ...
ჩათვალე, რომ სისხლი აიღე,
მე - სამშობლოსთვის შეწირულთა მივითვლი ლოცვებს.
ცოტას გაუძლებ ამ სისხლიან, წყეულ ამინდებს,
მერე - წახვალ და დააფასებ განვლილ სიცოცხლეს...

ნუ ტირიმეთქი! და ბრძოლის ველზე თავს ნუღარ კარგავ!
გთხოვ, ჩემ მაგივრად დაუბრუნდი ღამეს სიზმრიანს...
ცხოვრება ხშირად წარმოდგენილს საერთოდ არ ჰგავს,
გადამაბიჯე და მიბრუნდი! გესმის, ისვრიან!...

ახლა ღიმილით ვაყურადებ ტყვიების ზუზუნს...
და ფრაგმენტებად განვლილ წლების ლამაზ ნაგლეჯებს
დავემონები. შენ კი მოუხმე სისხლიან მუზებს!
რიგზე შემართე ჩახმახი და... გადამაბიჯე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები