ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

უკრაინის ქუჩები


სადღაც ბჟუტავს ნათურა, მე კი ვებრძვი ღამეებს,
მერე ძილსაც უგულოს, ცივად მივაფუჩეჩებ,
გათენდება კადრს მიღმა, განწყობებს შეანელებს,
დაორთქლილი მინიდან მომზირალი ქუჩები


თვალს ვწყვეტ ილლუმინატორს, ვცდილობ ბოლო ჩავიდე,
ბორტგამყოლის მზერიდან, ვხვდები ვეღარ გავიტან
ჩემსას, და მეც ბარგითურთ მივაბიჯებებ კარისკენ
დაფლკეთილი განწყობა გადმოვფინე ტრაპიდან


განვლილი ერთი კვირა სამოთხეებს მიხატავს,
აკვარელით შეფერილ, ლამაზ წარმოსახვაში,
ქუდსაც ისტერიულად თვალებამდე ვიფხატავ,
ვერ ვინელებ დასასრულს, აფროდიტეს თამაშის...


თბილს საწოლში გრძობებით სავსე ლეპტოპს მოვიდებ,
და ვნებებით გაჟღენთილ წარსულს მივუქუჩდები,
თუმცა დროსტან დავმარცხდი, სიყვარულთან მოვიგე!
მენატრება უზომოდ, უკრაინის ქუჩები...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები